აბრამაშვილმა შლადმინგის (ავსტრია) სლალომში იასპარეზა, თუმცა პირველი ცდა ვერც ახლა ჩაამთავრა და ტურნირს გამოეთიშა

ჩვენმა მოწინავე სამთო-მოთხილამურემ, იასონ აბრამაშვილმა კვლავ მოსინჯა ძალები მსოფლიოს თასის ერთ-ერთ ეტაპზე - ამჯერად მან შლადმინგის (ავსტრია) სლალომში იასპარეზა, თუმცა პირველი ცდა ვერც ახლა ჩაამთავრა და ტურნირს გამოეთიშა. სხვათა შორის, როგორც კიცბიუელის სლალომი, ეს შეჯიბრიც ფრანგმა ჟან-ბაპტისტ გრანჟმა მოიგო. 80 მონაწილეს შორის აბრამაშვილი რეიტინგით 77-ე იყო.

საქართველოს ნაკრების სხვა წევრები იტალიაში იმყოფებიან, სადაც კურორტ რემესში ფის-ის ეგიდის ტურნირებში მონაწილეობენ. 25 იანვარს სლალომში სამი ქართველიდან ორივე ცდა მხოლოდ ალექსი ბენიაიძემ ჩაამთავრა და საბოლოოდ 21-ე ადგილზე გავიდა, ბიძინა ქართველიშვილს პირველივე ცდაზე მოეცარა ხელი, კოტე ვახტანგიშვილს - მეორეზე.

გუშინდელ სლალომში კოტე ვახტანგიშვილმა 26-ე ადგილი დაიკავა, დიმიტრი გედევანიშვილმა - 33-ე, ბიძინა ქართველიშვილმა - 36-ე, ხოლო ბენიაიძე ამჯერად ტრასის მიღმა დარჩა. ნინო წიკლაურმა აბეტონეს (იტალია) გიგანტურ სლალომში ("სითიზენის" ეგიდით) მე-17 ადგილი დაიკავა.

სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
მომავალ სეზონებზე ბაკურიანი და გუდაური მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებენ
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!