LEB-ლიგაში ახალგაზრდა ქართველი ფორვარდის გუნდმა "ლეიმა ბასკეტმა" სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა
ბექა ბურჯანაძის საუკეთესო მატჩი მიმდინარე სეზონში. ესპანეთის რანგით მეორე - LEB-ლიგაში ახალგაზრდა ქართველი ფორვარდის გუნდმა "ლეიმა ბასკეტმა" სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ეს მოხდა მე-4 ტურში "ბრეგანის" წინააღმდეგ, რომელიც ლაკორუნიულმა გუნდმა შინაურ კედლებში 71:62 დაამარცხა.

გამარჯვებაში ლომის წილი მიუძღვის ბექა ბურჯანაძეს. 21 წლის ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 26 წუთი დაჰყო. ამ ხნის განმავლობაში ბექამ 4-დან 1 ორქულიანი, 7-დან 4 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ბურჯანაძემ 16 ქულა მოაგროვა, რასაც 9 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მოაყოლა.

მარგი ქმედების კოეფიციენტით ბურჯანაძეს ლაკორუნიელთაგან მხოლოდ სერხიო ოლმოსმა აჯობა, რომელმაც 14 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა, თუმცა სროლათა ჩაგდების პროცენტულობა ჰქონდა მაღალი (7-დან 6 ორქულიანი) და ამის ხარჯზე დააგროვა ბექაზე (2 ერთეულით) მაღალი კოეფიციენტი.

ამ მოგებით ლაკორუნიელებმა თავი დააღწიეს 16-გუნდიანი ლიგის ფსკერს და მე-13 ადგილზე განთავსდნენ. მომდევნო ტურში, 31 ოქტომბერს, ბურჯანაძის გუნდი სტუმრად "პალმა ეუროპას" შეხვდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ბურჯანაძის 11 ქულა და შერმადინის სუსტი მატჩი ლიგა ენდესაში
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] ბურჯანაძის 6 ქულა "რეალთან" - "გრანადა" "სამეფო კლუბთან" დამარცხდა
შერმადინის 6 და ბურჯანაძის 7 ქულა - ქართველების მარცხი ლიგა ენდესაში