მსოფლიო რაგბიმ ახალი ჯილდო, "წლის აღმოჩენა" დააწესა და 2015 წლის მსოფლიო თასის დებიუტანტ მორაგბეთაგან ნომინანტები დაასახელა
მსოფლიო რაგბიმ ახალი ჯილდო, "წლის აღმოჩენა" დააწესა და 2015 წლის მსოფლიო თასის დებიუტანტ მორაგბეთაგან ნომინანტები დაასახელა.

ნომინაციაში გამარჯვებული 1-ელ ნოემბერს, "თვიქენჰემზე", მსოფლიო რაგბის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე გამოვლინდება.

წლევანდელ მსოფლიო თასზე ბევრმა ახალგაზრდა მორაგბემ გამოიჩინა თავი და თითოეულ მატჩზე საკუთარი კვალი დატოვა. ამ პრესტიჟულ ნომინაციაზე სამი მორაგბეა წარდგენილი - შოტლანდიელი შუამარბი მარქ ბენეთი, ახალზელანდიელი ფრთის მოთამაშე ნეჰე მილნერ-სქადერი და "ბორჯღალოსანთა" ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძე.

ნომინანტებზე ავსტრალიელთა ლეგენდამ, 1999 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებულმა ჯორჯ გრეგანმა განაცხადა:

"სამივე ნომინანტი წლევანდელ მსოფლიო თასზე სხვადასხვა კუთხით გამოირჩეოდა. მათი დებიუტი არაჩვეულებრივად შედგა და უდიდესია თითოეული მათგანის წვლილი იმაში, თუ როგორ წარდგნენ მათი გუნდები ამ მსოფლიოზე.

სამივე მათგანი დაწესებული ჯილდოს ღირსეული კანდიდატია, მაგრამ სამწუხაროდ, გამარჯვებული მხოლოდ ერთი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ სამივე მორაგბეს ძალიან წარმატებული მომავალი აქვს - არა მხოლოდ საკუთარ გუნდებში და ქვეყნებში, არამედ ზოგადად, მსოფლიო რაგბიში. მოუთმენლად ველი მათი კარიერის განვითარებას".

ამ ახალი ჯილდოს კრიტერიუმების მიხედვით, ნომინანტს უმაღლეს სანაკრებო დონეზე 1 წელზე მეტხანს არ უნდა ეთამაშა. ნომინანტები დამოუკიდებელმა ჟიურიმ შეარჩია, რომლის წევრებიც არიან: "ვოლაბთა" ყოფილი ცხრა ნომერი ჯორჯ გრეგანი, "პუმების" ყოფილი კაპიტანი ფილიპე კონტიპომი, სპორტული ჟურნალისტები სტეფან ჯოუნზი, სარა მოკფორდი და ჯიმ კეისი.

"წლის აღმოჩენის" ნომინანტები "მსოფლიო რაგბის" მიხედვით:

ვასილ ლობჟანიძე

ყველაზე ახალგაზრდა 9 ნომერს ტესტ-დებიუტი 2015 წლის "რაგბი ევროპის" ჩემპიონატზე 7 თებერვალს, გერმანიის წინააღმდეგ ჰქონდა და ძალიან მალე დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი "ბორჯღალოსანთა" რიგებში. მისი სახელი მსოფლიო თასის ისტორიაში მაშინ ჩაიწერა, როდესაც C ჯგუფის პირველ მატჩში საქართველო ტონგას დაუპირისპირდა და 18 წლის მორაგბე ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მორაგბის სახელით შევიდა. ლობჟანიძემ ჯგუფის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და მათ შორის მისი დიდი ძალისხმევით "ბორჯღალოსნებმა" 2019 წლის მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება საკვალიფიკაციოს გარეშე მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ლობჟანიძემ პირველი აღიარება 4 თვით ადრე, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფაზე საუცხოო თამაშითა და მოგებით მოიპოვა.

მარქ ბენეთი

საუცხოო შუამარბი, რომლის ტესტ-დებიუტიც გასულ ნოემბერს, არგენტინის წინააღმდეგ შედგა, მანამდე კი შოტლანდიის ასაკობრივ ნაკრებში და 7-კაცაში ასპარეზობდა. იმ 5 მორაგბეთაგან ერთ-ერთია, რომელიც 2015 წლის 6 ერის გათამაშებაში ყველა მატჩის სასტარტო 15-ეულში იყო. 2015 წლის მსოფლიო თასის შეკრებამდე ცოტა ხნით ადრე ბენეტმა მხრის ტრავმის მოშუშება მოასწრო და ნაკრებს შეუერთდა. იაპონიის წინააღმდეგ მოგებულ მატჩში გუნდს 2-ჯერ მოუტანა ქულა და ერთხელაც ავსტრალიის წინააღმდეგ დააწინაურა შოტლანდია.

ნეჰე მილნერ-სქადერი

მისი "სუპერ რაგბის" დებიუტი წელს "ჰარიქეინზის" შემადგენლობაში შედგა, რა დროსაც მის ბავშვობის კუმირ, ქრიშჩიან ქალენს ადარებდნენ. ამით მან "ოლ ბლექსის" სელექტორთა ყურადღება დაიმსახურა და "რაგბი ჩემფიონშიპში" მის სადებიუტო მატჩში ავსტრალია ორჯერ დაალელოვა. 24 წლის "ოლ ბლექი" მსოფლიოზე 5 მატჩის სასტარტოში აღმოჩნდა - ტონგასა და ნამიბიას ორ-ორჯერ დაუმიწა ლელოში, ხოლო საფრანგეთს ერთხელ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ელენე
იმედია პრიზს ვასილს გადასცემენ.ვუსურვებ მას და მთლიანად მთელ გუნდს მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებებს.გაიხარეთ ჩვენო საამაყო ბიჭებო.
georgiano
ეს ბიჭი ქართული რაგბის მომავალია. იმედია(სამართლიანად) პრიზს სწორედ მას გადასცემენ. წარმატებები ვასოს!
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ვასილ ლობჟანიძე 2019 წლის მსოფლიოს თასის 5 პოტენციურ ვარსკვლავს შორის მოხვდა
ახალი ზელანდია VS ავსტრალია - ვინ აღმართავს "ვებ ელისს" მესამედ
რაგბის მსოფლიოს თასი 2015-ის გამარჯვებული "ოლ ბლექსი" გახდა [VIDEO]
რიჩარდ ქოქრილი: ვაშენებთ გუნდს, რომელმაც 2027 წლის მსოფლიო თასზე 1/4-ფინალში გასვლისთვის უნდა იბრძოლოს
ლეგიონერები | ლობჟანიძე სანაკრებო შეკრებაზე ლელოთი მოდის
"ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ თბილისში ირლანდია და შოტლანდია მოდიან
ვასილ ლობჟანიძე: ფინალს ყოველთვის ახლავს სირთულეები
გიორგი ნიჟარაძე: ფაქტი ერთია, ჩვენ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვართ
ყინული დაიძრა - უელსელები საქართველოსთან თამაშზე სერიოზულად ფიქრობენ
ლეგიონერები | სამი ლელო ტოპ 14-ის მე-5 ტურში
ვასილ ლობჟანიძე - "ბორჯღალოსნების" 35-ე კაპიტანი!
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან