შარაპოვამ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო
სინგაპურში, წლის შემაჯამებელ ტურნირზე მეორე ტური დაიწყო. გუშინ, "წითელი" ჯგუფის მონაწილეთა ჯერი დადგა. დღე გახსნეს იტალიელმა ფლავია პენეტამ და პოლონელმა აგნიეშკა რადვანსკამ.

ცნობილია, რომ პენეტა ამ ტურნირის შემდეგ ასრულებს კარიერას. პირველ ტურში ის პირწმინდად დამარცხდა სიმონა ჰალეპთან, როცა მხოლოდ სამი გეიმი აართვა რუმინელს. ამიტომაც, სინგაპურში უფრო დიდი ხნით დარჩენის შანსი რომ შეენარჩუნებინა, იტალიელს მოგება სჭირდებოდა.

და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა ფლავიამ თამაშის აგრესიული სტილი აირჩია - მან ჯამში 37 "ვინერსი" დააგროვა. თუმცა პირველ სეტში, კარგა ხანი უპირატესობა რადვანსკას ჰქონდა. ის ორჯერ იგებდა ბრეიკით, 5:3 იყო დაწინაურებული და ერთი ნაბიჯი აშორებდა პარტიის მოგებასთან, მაგრამ სეტზე ვერ ჩააწოდა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. იქ კი ყველაფერი ერთი-ორმა გათამაშებამ გადაწყვიტა, რომელშიც პენეტა ზუსტი აღმოჩნდა.

მეორე სეტში იტალიელმა გააგრძელა აქტიური თამაში. ის უკვე აღარ უშვებდა შეცდომებს საკუთარ მოწოდებაზე, მეშვიდე გეიმში კი უმნიშვნელოვანესი ბრეიკი შეასრულა და გადამწყვეტი უპირატესობაც მიიღო.

პენეტას შეეძლო მეცხრე გეიმში მიღებაზე დაესრულებინა მატჩი, მაგრამ რადვანსკამ სამი მატჩბოლი მოიგერია, თუმცა მეტოქის მომდევნო გეიმში პოლონელს შანსი აღარ ჰქონია - 7:6(5), 6:4 და იტალიელმა პირველი გამარჯვება მოიპოვა წლის შემაჯამებელ ტურნირზე.

მესამე ტურში პენეტა ჯგუფის ლიდერს მარია შარაპოვას შეხვდება და, შესაძლოა, ეს იყო მისი ბოლო მატჩი კარიერაში.

თავად შარაპოვამ გუშინ, ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. ლიდერების შეხვედრაში ის სიმონა ჰალეპს უპირისპირდებოდა, რომელიც წინა ხუთი მატჩიდან ხუთივეში ჰყავდა დამარცხებული. რუსმა გააგრძელა ეს წარმატებული სერია.

შეხვედრის სტარტზე მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს, რის შემდეგაც კარგა ხანი ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს. შარაპოვამ თამაშში გარდატეხა 4:4-დან შეიტანა, როცა მომდევნო რვა გეიმიდან შვიდი თავის სასარგებლოდ დაასრულა და 6:4, 5:1 დაწინაურდა.

თითქოს მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ჰალეპმა კინაღამ გადაარჩინა პარტია. მომდევნო სამ გეიმში ორი ბრეიკი შეასრულა, სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და თავად იყო მოწოდებაზე. თუმცა მარიამ მორიგი ბრეიკი შეასრულა და 6:4, 6:4 მოიგო. შარაპოვასთვის ეს იყო საიუბილეო, მე-20 მოგება შემაჯამებელ ტურნირებზე.

წითელ ჯგუფში ორი ტურის შემდეგ ასეთი მდგომარეობაა:

1. მარია შარაპოვა - 2 მოგება/0 წაგება, სეტები - 4:1, გეიმები - 28:21.

2. სიმონა ჰალეპი - 1 მოგება/1 წაგება, სეტები - 2:2, გეიმები - 20:15.

3. ფლავია პენეტა - 1 მოგება/1 წაგება, სეტები - 2:2, გეიმები - 16:22.

4. აგნიეშკა რადვანსკა - 0 მოგება/2 წაგება, სეტები - 1:4, გეიმები - 23:29.

ბოლო ტურში შარაპოვა პენეტას ეთამაშება, ჰალეპი - რადვანსკას. საინტერესოა, რომ ჯერ არც ერთ ჩოგბურთელს არ აქვს გარანტირებული ნახევარფინალში თამაში და ყველა ინარჩუნებს შემდეგი ეტაპის შანსს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილმა თითქმის მოგებული მატჩი ბოლომდე ვერ მიიყვანა და თამაში შეწყვიტა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" როგორც იქნა გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
რეიტინგები: სერენას ახალი მდევარი
როგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]
როდის დაბრუნდება შარაპოვა? - მარიამ ვარჯიში დაიწყო
ინდიან უელსი: მეორეც გავარდა და მეოთხეც
პირველივე დღეს საქმეში მთავარი ფავორიტები ჩაერთნენ! ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო
ავსტრალიის ღია პირველობა გადამწყვეტ ფაზაში შედის! ვარსკვლავები ტიტულისკენ მიიწევენ
აშშ-ის ღია პირველობა: პენეტამ მოიგო და... წავიდა
ფოტო-NEWS: აგნიეშკა გათხოვდა
ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული თხოვდება
ბოლო პრემიერი აგნიეშკა რადვანსკასია
სიმონა ჰალეპმა დოპინგ ტესტი ჩააგდო
ლეგენდა მორიგი ტიტულისკენ მიიწევს
კარიერადასრულებული ორსული შარაპოვა რუსეთის სახელით ასპარეზობისთვის დაიჩაგრა?! - ლონდონში უცნაური ამბავი მოხდა
ინდიან უელსი: 6:2 ჯოკოვიჩთან - სენსაციაა!
მარია შარაპოვა: კარიერის დასრულებას მივუახლოვდი, მაგრამ...
გინდოდათ შარაპოვასთან მესიჯობა? ახლა ეს შესაძლებელია
ინდიან უელსი: სასწაულების დღე
სინგაპური 2015: "წითლებმა" დაამთავრეს
ფოტო-NEWS: რიო ქრისტეს ქანდაკებიდან
სიმონა ჰალეპმა სერენა უილიამსს უიმბლდონის ფინალში უპრობლემოდ სძლია [VIDEO]
აშშ-ის ღია პირველობა ციფრებში
რეიტინგები: ვინ წავა სინგაპურში?
ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!
ფედერერი: დროა, ქალთა და კაცთა ჩოგბურთი ერთ სპორტად ვაქციოთ