იტალიის თასი. 1/4 ფინალი: "რენცო ბარბერაზე" შეკრებილმა გულშემატკივრებმა 120 წუთის განმავლობაში ფიცხელი ბრძოლა იხილეს
"რენცო ბარბერაზე" შეკრებილმა გულშემატკივრებმა 120 წუთის განმავლობაში ფიცხელი ბრძოლა იხილეს, რომელიც უგოლო ფრეთი დასრულდა. შედეგიდანაც ჩანს და სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სანახაობრივი თვალსაზრისით თამაში დიდი ვერაფერი გამოვიდა. არც მომენტები შექმნილა უხვად და შესაბამისად, მოკლედ ვიტყვით იმაზე, რაც "პალერმოს" საშინაო არენაზე ხდებოდა.

დელიო როსიმ ძირითადი შემადგენლობით დაიწყო თამაში, რაც იმის მომასწავებელი გახლდათ, რომ "პალერმოსთვის" თასის ნახევარფინალში გასვლა სულაც არ არის მეორეხარისხოვანი. მეორე საქმეა, რომ ამ ძირითადმა ფეხბურთელებმა აშკარად ჩააგდეს თამაში და რბილად რომ ვთქვათ, საუკეთესო თვისებების წარმოჩენა ვერ შეძლეს. სამაგიეროდ, პასკუალე მარინომ დაზოგა წამყვანი ფეხბურთელები და "პალერმოს" ნახევრად ექსპერიმენტალური შემადგენლობით დაუპირისპირდა. სათადარიგოთა სკამზე დატოვა ორი წამყვანი თავდამსხმელი: ერნან კრესპო და სებასტიან ჯოვინკო. ორივე მათგანი მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში, თუმცა გაიბრწყინესო, ვერც მათზე ვიტყვით. მოკლედ, კლასიკური იტალიური დაპირისპირება ვიხილეთ, რომელიც ოთხი ტაიმისგან და თერთმეტმეტრიანების სერიისგან შედგებოდა. დიახ, იტალიის თასის პირველი ნახევარფინალისტი პენალტების სერიაში გამოვლინდა, გამარჯვება კი სიცილიელებს დარჩათ. პარმეზანელები ფრანჩესკო ვალიანიმ დააღალატა, მისი დარტყმული ზემოდან გადასცდა სალვატორე სირიგუს კარის ჩარჩოს, რამაც მასპინძლებს გზა გაუხსნა თასის ნახევარფინალისკენ.

სიცილიელებმა მეტად ემოციურად აღნიშნეს "პარმას" დამარცხება, დელიო როსი კი ლამის ჭკუიდან გადავიდა და სიხარულისგან მთელი სტადიონი შემოირბინა – აქვე, მისი კომენტარი: "ძალიან რთული თამაში იყო, რომელშიც უფრო ძლიერს გაუმართლა. მინდა შევაქო მეტოქე, ბევრი იბრძოლეს და საკმაოდ კარგადაც წარმოჩინდნენ, მაგრამ გამარჯვებას მაინც ჩვენ ვიმსახურებდით. თამაში შეტევაზე ავაგეთ და გაცილებით მეტი სახიფათო მომენტი შევქმენით, "პარმა" კი ცდილობდა ანგარიში შეენარჩუნებინა და კარი მშრალად შეენახა. როგორც ჩანს, თავიდანვე არ იყვნენ უარს, რომ პენალტები დაგვერტყა. მადლობა შეგირდებს, რომლებიც ბოლომდე დაიხარჯნენ და გულშემატკივრები გაახარეს."

პალერმო-პარმა 0:0 (დ.დ. 0:0 – პენ. 5:4)

პალერმო (4-3-2-1): სირიგუ – კასანი, მუნოზი, ბოვო, ბალცარეტი – მილიაჩო, ბასინოვიჩი, ნოჩერინო – პასტორე, ილიჩიჩი (90. კასამი) – მიკოლი (72. მარტინესი).

პარმა (4-3-3): პავარინი – ძაკარდო, პაჩი, ლუკარელი, მოდესტო – გალოპა (90. ვალიანი), მორონე, მარკესი (65. ჯოვინკო) – პალადინო, კანდრევა, ბოჟინოვი (78. კრესპო).

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა