"საპოვნელას" ახალი დირექტორის, გიორგი ლოლაძის აზრით, ფეხბურთის განვითარებაში მთავარი როლი სახელმწიფოს ეკუთვნის
თერჯოლის "საპოვნელაში" მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები მოხდა. კლუბის ახალ დირექტორად გიორგი ლოლაძე დაინიშნა.

ისე გამოუვიდა, ფეხბურთში ცრუმორწმუნეები რომ იტყვიან ხოლმე - კარგ ფეხზე მივიდაო. 8 ტურის შემდეგ გუნდს მხოლოდ ერთი მოგება ჰქონდა. ლოლაძის დანიშვნის შემდეგ კი თერჯოლელებმა პირველსავე შეხვედრაში მარტვილის "მერანი" 2:1 დაამარცხეს...

ხუმრობა იქით იყოს და, "საპოვნელას" ახალი დირექტორი საფეხბურთო სამყაროში კარგად ნაცნობი პიროვნებაა. გიორგი ლოლაძე რევაზ გაგუასა და ვახტანგ კოპალეიშვილის ასაკობრივი ნაკრებების კაპიტანი გახლდათ და ევროპის ჩემპიონატზეც უთამაშია. სამწუხაროდ, ამ გუნდის ბევრი წევრის არ იყოს, კარიერა მასაც ვერ აეწყო. შემდეგ სამწვრთნელო ლიცენზია აიღო და ბოლნისის "სიონში" ლადო ბურდულის ასისტენტად მუშაობდა, რამდენჯერმე გუნდი მოედანზე მთავარი მწვრთნელის რანგშიც გაიყვანა, ბოლოს კი "სიონის" აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ.

"ბოლნისში მუშაობამ ბევრი რამ შემძინა, დიდი გამოცდილებაც მივიღე და ბევრიც ვისწავლე. როცა თერჯოლის "საპოვნელას" დირექტორობა შემომთავაზეს, სიამოვნებით დავთანხმდი.

შესაძლოა, დღეს "საპოვნელა" ჩვენი ფეხბურთის ლიდერი არ არის, მაგრამ თერჯოლა საფეხბურთო რაიონია, აქ ბევრს უყვარს ფეხბურთი და ნიჭიერი ბავშვებიც მოდიან. სწორი მუშაობითა და ფინანსური ხელშეწყობით ამ პოტენციალის ამოქმედება რეალური მგონია.

მიხარია, რომ გვერდში დამიდგა ლაშა ალიმბარაშვილი, რომელიც "სიონში" კარგად მუშაობდა და განათლებული, საინტერესო სპეციალისტია. ის "საპოვნელას" აღმასრულებელი დირექტორი იქნება", - ამბობს ლოლაძე.

მისი თქმით, ფეხბურთში სერიოზული ცვლილებების იმედი აქვს:

"ახლა უკვე ყველას აქვს ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ამუშავების იმედი. ლაპარაკია, რომ რეგიონებს სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს. ცხადია, იგულისხმება კლუბების ფინანსურად მოღონიერება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და საფეხბურთო სკოლების მიხედვა. ყველა რაიონში უკვე ცდილობენ, რომ საფეხბურთო კლუბს მიხედონ და გააძლიერონ...

დღემდე ჩვენ თერჯოლაში ვერ ვთამაშობთ და სტადიონს ქუთაისში ვქირაობთ. ჯერ ამ საკითხის მოგვარებას შევეცდებით, ხალხმა უმაღლესი ლიგის თამაშები საკუთარ ქალაქში რომ იხილოს. თერჯოლაში პრობლემა ბალახის საფარი და სავარჯიშო მოედნის არქონაა. 2000 ინდივიდუალური სკამი არის და ტრიბუნების მოწესრიგება შესაძლებელია. გარდა ამისა, პრეს და VIP-ლოჟებია გასაკეთებელი.

სასურველია, რომ ჭაბუკთა და ასაკობრივი ლიგის გუნდებსა და ბავშვებში მეტი ლიცენზირებული მწვრთნელი გვყავდეს. სხვათა შორის, მთავარი გუნდის გარდა, არანაკლებ მისახედია ბავშვთა ჯგუფებიც. იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და თერჯოლის გამგებელი თემურ ჯაფარიძე გვერდში გვიდგანან და სურთ, რომ იმერეთში ფეხბურთი განვითარდეს".

თერჯოლელთა ახალი ხელმძღვანელი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის შესახებაც გველაპარაკა:

"ველოდებით, რომ ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი თერჯოლაში გვესტუმრება. სტადიონის დროული მოწესრიგებით ლევან კობიაშვილი ჩვენზე არანაკლებადაა დაინტერესებული. მას კარგად ესმის, რომ არსებული ვითარების გამოსწორება რეგიონების მოფერიანების გარეშე შეუძლებელია. ამიტომაა, დღესაც რაიონებში რომ დადის. არჩევნებამდე ამაზე ტყუილად არ ლაპარაკობდა".

მისი აზრით, ფეხბურთის განვითარებაში მთავარი როლი სახელმწიფოს ეკუთვნის:

"ჩვენი თაობა დაიკარგა და იმედები ვერ გაამართლა. მიზეზი ის იყო, რომ სახელმწიფო მაშინ ფეხბურთზე არ ზრუნავდა და ეს შედეგებზეც აისახა. ყველაფერი მაინც სწორედ ამაზეა დამოკიდებული. თუ ქვეყანა ამა თუ იმ სფეროს განვითარებით არ დაინტერესდება, წინსვლა შეუძლებელი იქნება.

რაგბიში შედეგი აშკარაა, რადგან ფული ჩაიდო და მას ხელი შეუწყვეს. საბედნიეროდ, ახლა ასეთი ინტერესი ფეხბურთისადმი ჩანს და ეს ლოგიკურიც არის.

ბოლნისის "სიონში" მუშაობისას "ფლამურტარის" რომ შევხვდით, მაშინ გვითხრეს ალბანელებმა, რომ ფეხბურთელები თვეში 7-8 ათას ევროს იღებენ. რა გასაკვირია, რომ ალბანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

პირობები აუცილებლად უნდა შევქმნათ. მესმის, გაჭირვებულ ქვეყანაში ძნელი მოსასმენია, მოთამაშე 4-5 ათას ლარს რომ იღებს, მაგრამ ფეხბურთში სხვაგვარად არაფერი გამოვა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irakli arqania
ეხლა ელემენტარული პირობა რომ ყველა კლუბში უნდა იყოს ამაზე არავინ არ დაობს , მაგრამ 4 ათასი ზედმეტია ითამაშოს ფეხბურთელმა კარგად და მაშინ თუ გინდათ 14 ათასიც აიღოს უბრალოდ ჯერ მაქამდე ლამაზი თამაშია საჭირო
ლუკა
ტროლების გამოხტომებს არ უნდა გასცე პასუხი. მათ ხაფანგში არ უნდა გაება. პროფესიონალ ფეხბურთელს უნდა ქონდეს მაღალი ანაზღაურება, სხვა შემთხვევაში უკანონო გზით შეეცდება შემოსავლის გაზრდას. არ უნდა დაგვავიწყდეს თუ რა ხანმოკლეა ფეხბურთელის კარიერა. ტრავმის შემთხვევაში - კიდევ უფრო მოკლე. საქართველოში ფეხბურთელს ან სპორტსმენს არ აქვს განსაკუთრებული ადრეული საპენსიო ასაკი. ამ მოკლე კარიერის განმავლობაში ფეხბურთელს უნდა ქონდეს მაღალი ანაზღაურება რომ მოიწყოს ცხოვრება და დააკმაყოფილოს ოჯახი. დაჩეხილი ფეხებით და დამტვრეული ძვლებით ფეხბურთელი ფიზიკურ შრომას ვერ დაიწყებს ფეხბურთს რომ დაანებებს თავს. ქართველ გულშემატკივარს რომელსაც პრეტენზია აქვს ფეხბურთის განვითარებაზე 2 ლარის გადახდა არ უნდა ეზარებოდეს თამაშის სანახავად. ეს არის ერთერთი სწრაფი გზა ქართული ფეხბურთის დასახმარებლად. კიდევ ერთი გზა არის კლუბის მეწილე გახდეს გულშემატკივრი. ამ შემთხვევაში კლუბის მმართველ საბჭოში წარმომადგენლის სახით შეეძლება გავლენა იქონიოს კლუბის გადაწყვეტილებებზე. ქართული ფეხბურთი მხოლოდ ზევიდან ქვევით მიღებული გადაწყვეტილებებით ვერ განვითარდება. ქვევიდან ზევით გულშემატკივარმა უნდა საკუთარი წილი საქმის გააკეთოს.
inga
წარმატებებიიი გიორგის...
SATEROBELI
ფეხბურთიც ეკონომიკის ნაწილია
merabi
რატომაა ცუდი მოსასმენი? რამდენი უსაქმური დეპარტამენტის უფროსი (უფრო ზევით არ ვამბობ) იღებს არაფერში 6 და 7 ათასლარიან ხელფასს ბიუჯეტიდან და კარგ ფეხბურთელს 5 ათასი ლარი არ უნდა ჰქონდეს? (ვიმეორებ კარგს!)
megzuri
რა დროს ფეხბურთია ნახევარი ქვეყანა მშიერია და მთელი ქვეყანა ვალებშია.. ეკონომიკას მივხედოთ ნუ ხართ ქოცები ბიძინამ კარგი სახელი მოძებნა იცოდა რაც ვიყავით და .....
daa
daa-ს - მეგობარო, ბოდიშის მოხდითა და ძმური სიყვარულით მოგმართავ და არა კამათის სურვილითა და ქილიკით ხალხი რომ შიმშილობს, ამისთვის არის აუცილებელი საფეხბურთო და სხვა სახის ინდუსტრიის ამუშავება - რაც დღეს ზღაპარი, გგონიათ, ხვალ რეალური იქნება. ეს კაცი მართალს ამბობს. საფუძველი თუ არ ჩაუყარე, ყოველთვის ყველაფერი არარეალური იქნება
terjolas
სწორია დაინტერესება უნდა იყოს,ფეხბურთელი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ანაზღაურების მხრივ და შედეგი აუცილებლად იქნება აი ნახავთ რომ ეასეთი მიდგომა შედეგს მალე გამოიღებს.
gio
ოღონდ ითამაშეთ და თუ გინდა 10 აიღე. დასაწყისისთვის ფეხბურთელს უნდა ეტყობოდეს რო, თამაში სწყურია და მოედანზე სასეირნოდ არ გამოვიდეს. ამას კი აუცილებლად მოყვება შედეგი, აბა რეგბისტები მართლა ზეადამიანები კი არ არიან, მთავარი მონდომებაა და ახალგაზრდა ნიჭიერი თაობის ძებნა.
daa
ხალხი შიმშილობს ეს უბედურები ვერც ტამაშობენ ატასები კი უნდატ პრემიები არ დაგავიცკდეტ
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 0:3 ტორპედო. ჩვენ ვნახეთ ჩემპიონობის რეალური კანდიდატი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ძელი რომ არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
კონფერენს ლიგა. აზაროვი არ ათამაშეს - "შახტარი" "კრისტალ პალასთან" დამარცხდა
ევროპა ლიგა - "ბრაგამ" და "ნოტინგემმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს
7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა
ქუთაისი ნახევარფინალშია | ბათუმმა გორში იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა
სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს
15-წლამდე ნაკრები ერევნის განვითარების თასზე მიემგზავრება
სიომინი: ხვიჩა მსოფლიო დონისაა - ყველაფერი შეუძლია
საფრანგეთის ნაკრების მეკარე პსჟ-დან წასვლას აპირებს
"კვარაცხელია გარემარბების ახალი სტანდარტი და მისაბაძი მაგალითია" - ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
ახალი კონტრაქტი კარიუსს - გერმანელი სავარაუდოდ, "შალკეში" დარჩება
შენარჩუნება სურთ - რაშფორდი სავარაუდოდ, "ბარსელონაში" დარჩება
"ფილოსოფიას არ შევცვლით" - დემბელე მიუნხენში გამარჯვებისთვის მიდის
რეკორდები - პსჟ-ისა და "ბაიერნის" გუშინდელი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევა
კიდევ ერთი რუსი პსჟ-ში? - პარიზული გუნდის წარმომადგენელი შესაძლოა, მოსკოვში ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად ჩავიდეს
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
"ხვიჩა ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია" - ზეედორფი კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებულია
პრესტიანისა და ვინისიუსის საქმის შედეგი - FIFA 2026 წლის მუნდიალზე ორ ახალ წესს ამატებს
39 წლის უგო ლორისს დეშამი მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანს
"საბურთალოს" ესპანელმა ახალწვეულმა ამხანაგურში ჰეთ თრიქი გაიფორმა [VIDEO]
"საპოვნელა" ზესტაფონს შეეხიზნება - ჯელაძე, ოდიკაძეები და ბევრი ახალწვეული თერჯოლაში
გიორგი ჩიტაური: "საპოვნელა" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძოლებს!
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
ფანების ჩხუბის გამო "საპოვნელა", "სიონი", "დინამო" (თბ) და "ცხინვალი" დაისაჯნენ
ოთარ კუსიანმა და გიორგი ჭანკოტაძემ თერჯოლის "საპოვნელა" დატოვეს
"გურიიდან" გათავისუფლებული თემურ მახარაძე "საპოვნელაში" იმუშავებს
პასუხისმგებლობა მე ასე მესმის - ზვიად ჯელაძემ "საპოვნელა" მაინც დატოვა
თერჯოლის "საპოვნელა" ჩემპიონატიდან მოიხსნა
ზესტაფონი-სიონი 0:0 - ბრძოლა და მშვიდობა [VIDEO]
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
"შევარდენის" კაპიტანმა ლაშა ჭელიძემ კარიერა დაასრულა
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ლადო ბურდული: ქართული გუნდებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპარინგები გვქონდა
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა