...გუნდებს უმაყურებლოდ თამაში კი არ უნდა მიუსაჯო, პირიქით, სტადიონზე 5 ათასამდე ადამიანის მიყვანა უნდა დაავალო
ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ეროვნული ჩემპიონატის XIV ტურში მომხდარი ინციდენტები განიხილა და სასჯელებიც ჩამოარიგა...

"ცხინვალისა" და "საპოვნელას" (3:0) შეხვედრის მეორე ნახევარში გუნდების ქომაგებს შორის ტრიბუნაზე დაპირისპირება მოხდა - ძირითადად, სიტყვიერი, მაგრამ მცირე ფიზიკური შეხლა-შემოხლა მაინც იყო. ამას მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედნის ტრიბუნაზე 3 სკამი შეეწირა, თამაში კი მცირე ხნით შეჩერდა.

დისციპლინარებმა დამნაშავე მხარედ თერჯოლელები მიიჩნიეს და "საპოვნელას" 5 ათასი ლარის გადახდა დააკისრეს. ამას გარდა, იმერული გუნდი ერთ საშინაო თამაშს უმაყურებლოდ გამართავს. "ცხინვალი" კი, სტადიონზე უსაფრთხოების ზომების არასათანადოდ დაცვისთვის, 1 500 ლარით დაჯარიმდა.

თბილისის "დინამოსა" და ბოლნისის "სიონის" (5:2) შეხვედრის მე-80 წუთზე ადგილობრივმა და ბოლნისელმა გულშემატკივრებმა იჩხუბეს. დისციპლინარების აზრით, ჩხუბის მაპროვოცირებელი სტუმარი გუნდის ფანები იყვნენ, რადგან მათ პირველებმა მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა "დინამოს" მხარდამჭერებს. ამიტომ "სიონი" 5 000 ლარით დაჯარიმდა. თბილისის "დინამო" უფრო ნაკლებს, 3 000 ლარს გადაიხდის, თუმცა უახლოეს საშინაო მატჩს მაყურებლების გარეშე ჩაატარებს. ეს შეხვედრა კი თბილისში, 16 დეკემბერს გაიმართება და "დინამო" თასზე ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებს.

ისე, "დინამო არენა" ჩემპიონატის თამაშებზე ისედაც თითქმის ყოველთვის ცარიელია. ქვეყნის მთავარი საფეხბურთო სარბიელი ეროვნული პირველობის მატჩზე პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად 25 წლის წინათ, ჩემპიონატის პირველ მატჩზე ("იბერია"-"კოლხეთი") გაივსო...

"საპოვნელას" თავს სულაც კურიოზული ვითარებაა: თერჯოლელები სტუმრებს სულაც ქუთაისში მასპინძლობენ და ცხადია, მაყურებლით განებივრებულები არ არიან. კლუბის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი ლოლაძის თქმით, "საპოვნელას" საერთოდ ფანკლუბიც არ ჰყავს.

"ჩვენ ფანკლუბიც არ გვყავს და ფანების გამო როგორ გვსჯიან?! ასეთი აბსურდი არ გამიგია! ან რამე განსაკუთრებული მოხდა? იყო შელაპარაკება და არავის არავინ არ უცემია, ინციდენტს გაგრძელება არც მოჰყოლია.

ხალხი სტადიონზე ისედაც არ დადის, ტრიბუნაზე სულ 20 კაცი ზის და პრემიაც ეკუთვნით. ასეთ დროს კი, რა გადაწყვეტილებას იღებენ? ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ.

ლოგიკური განაჩენის იმედს მაინც ვიტოვებ, რადგან სიტყვიერი შელაპარაკებისთვის 5 ათასი ლარი, თანაც სტუმარი გუნდისთვის, მეტისმეტია", - ამბობს ლოლაძე.

მართალია ეს კაცი: ასეთ დროს გუნდებს უმაყურებლოდ თამაში კი არ უნდა მიუსაჯო, პირიქით, სტადიონზე 5 ათასამდე ადამიანის მიყვანა უნდა დაავალო, ისედაც უმაყურებლო ტრიბუნები რომ შეავსონ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზვიად თოდუა
მე ზუგდიდის ბალეშიკი ვარ და იმ თამაშზე ვიყავი და ცხინვალს ვბალეშიკობდი, თერჯოლა ჩვენი საპერნიკია და მაგათი წაგება მინდოდა. რაც არ უნდა ექნა სუდიას ცხინვალი მაინც მოიგებდა, მარა ბაზარი არაა პირველ ტაიმში მოუყომარა ბაკავოიმაც და გლავნიმაც საპოვნელას და მერე 0-2-ს ამომქაჩავი საპოვნელა კი არა ცხინვალთან დინამო და დილაც არაა. კაროჩე სუსტ და უპატრონო გუნდებს მაგრად ჩაგრავენ, შეიძლება ისეთი არაფერ მარა მელკი ჯარიმებით ისე გაგწირავენ ვერაფერს ვერ გაიგებ. მე ხო თერჯოლის წაგება მინდოდა მარა პენალი რო არ დადო მეც ვაგინე სუდიას :)))
irakli apkhaidze
ფეხბურთი ემოციური სპორტია ჩემო სეხნია მოგეხსენება და როდესაც მანდილოსანი მიდის თამაშზე მას გათავისებული უნდა ჰქონდეს, რომ იქ ბევრ უხამს სიტყვას მოისმენს. საქართველოში მით უმეტეს როდესაც დაქცეულ და გავერანებულ ჩემპიონატს ის ხალხი ესწრება მართლა ვინც ფეხბურთით ცხოვრობს და საკუთარი გუნდის თამაშზე ფიქრით ათენ-აღამებს. ამას საკუთარი განცდებიდან და იმ თერჯოლელთა პოზიციიდან ვამბობ ვინც იმ დღეს სახელდახელოდ შეგროვებული ფულით ერთი მიკროავტობუსის საწვავი ,,იჩალიჩა" და 400 კმ, მთელი დღე და კიდე სხვა უხვი ყოფითი პრობლემა გვერდზე გადადო და სტადიონამდე მოაღწია.
irakli arqania
მე მეორე ტაიმს დავესწარი შეიძლება ვცდები კიდეც,მაგრამ მე მიმაჩნია , რომ მაინც მსაჯის მიმართ ისეთი გინებები მე რაც მოვისმინე ძალიან უხამსია , როდესაც იქ ქალებიც ესწრებიან.მსაჯები საერთოდ ,რომ ცოდავენ ბევრს ეგეც ფაქტია
irakli Apkhaidze
და საერთოდ მსაჯმა გააფუჭა ის თამაში როდესაც არჩათვლილი გოლით და არ დანიშნული პენალტით ინტრიგა მოკლა და ეს დაძაბულობა ტრიბუნებზეც გადაიტანა... ცხინვალმა უკეთ ითამაშა და კაჭარავამ 21-ვე ფეხბურტელზე ძლიერად (და თერჯოლელთა აპლოდისმენტებიც დამსახურებულად მიიღო) მაგრამ მსაჯის მსგავსმა ქმედებამ გააუფერულა ეს წარმატებაც და კიდევ ერთხელ მოუსპო სტადიონზე მისვლის სურვილი ნეიტრალურ გულშემატკივარსაც... და სადისციპლინომ ხო საერთოდ მაყურებელთა ,,ანშლაგები" სხვა გზით ვერ შეაჩერა ქართულ სტადიონებზედა უქმობები გამოწერა ... როდის მოშორდება ამდენი არასებული მეტასტაზები ქართულ ფეხბურთს?...
irakli arqanias-s
მეც ვიყავი მაგ თამაშზე და მთელი თამაში პირადად ვეძახდი ქუხილავას ფეხბურთის და რეგიონების მტერს ზუსტად მისი მსაჯობიდან გამომდინარე. არ ჩათვლილი გოლი, არ დანიშნული პენალტი (რომელსაც საპოვნელას კარში აუცილებლად დანიშნავდა უფრო მსუბუქი შემთხვევის დროსაც კი თუ ცხინვალს დაჭირდებოდა) და ყვითელ ბარათებზე რომელიც ჩვენ ბიჭებს ჩამოურიგა და მეტოქეზე ,,ავიწყდებოდა" მაგას აღარ ვამბობ.
irakli arqania
ფანებიც ცუდათ რომ იქცევიან ფაქტია,მაგრამ ამხელა თანხაც ზედმეტია.მე ვიყავი ცხინვალი საპოვნელაზე და მსაჯის მიმართაც ძალიან ცუდად იქცევიან ეგეც ფაქტია , როდესაც ნორმალურად მსაჯობს
jango
ისე კი რეგიონებში ფეხბურთის პოპულარიზაციისათვის კარგი იქნება,თუკი თბილისის დინამოს 1 წლით თელავში გადაიყვანენ, სჯობს პატარა სტადიონზე 2000 კაცი, ვიდრე ამოდენა ბეტონის ქვაბში 37 "გლადიატორის" ყვირილი :) თანაც ეს ხომ ჩვენი ლეგენდარული კლუბია, რომელსაც დღესაც ვერ გაიგებს კაცი დინამო თბილისია თუ თბილისის დინამო :) და მისი მოვალეობა არომ რეგიონებში შეიტანოს დიდი ფეხბურთი!
rezo
ამათ ხო არ აჟუილებთ? :-D
maxo
აშკარად უმიზეზოდ დაჩაგრეს თერჯოლის გუნდი ისედაც თავის მინდორზე ვერ თამაშობს ეს უნდოდა კიდევ ხელის შეწყობის ნაცვლად ხელს ნუგა შევუშლით ისედაც პინანსურად შეჭირვებულ გუნდებს
შოკირებული გულშემატკივარი
გულშემატკივარი თუ მოდის ფული იქეთ უნდა გადაუხადო და ვალიდოლი უფასოდ:))))
irakli apkhaidze
ეს გადაწყვეტილება არის გზავნილი: ,,რეგიონების დედაც ჯეკ" სამწუხაროდ ყველა სფეროში ასეა, არა მარტო ფეხბურთში... მაგიტომაც გარბის ხალხი რეგიონებიდანაც დ ზოგადად ქვეყნიდანაც და კიდე სხვა მრავალი უბედურება... პარადოქსი არა არის როცა მასპინძელი გუნდი ვერ უზრუნველყობს უსაფრთხოებას და სტუმარს უფრო მეტით აჯარიმებ? თან ცხინვალი-საპოვნელასთან შედარებით დინამო - სიონი მარტყოფის ბრძოლას ჰგავდა და ყველაზე დიდი სასჯელი თერჯოლას გამოუტანეს...
ქუთაისელი
ვერ გავიგე, ანუ დინამო ტორპედოს, არც დინამოს გულშემატკივრები დაესწრებიან და არც ქუთაისელი ფანები? ჩვენ რა დავაშავეთ ბოლნისმა და დინამომ თუ დაწყვიტეს ერთმანეთი?
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-2 დინამო თბ. 73 წუთი იწვალა და ორ წუთში დაამთავრა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 სამგურალი. ასე უცებ ვერ გამოსწორდება...
18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-2 დინამო თბ. 73 წუთი იწვალა და ორ წუთში დაამთავრა...
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის პიოტრ იანს დაუპირისპირდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 სამგურალი. ასე უცებ ვერ გამოსწორდება...
Geo Team-მა მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება გააკეთა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"ამას მოურინიოსგან არ ველოდი" - ფედე ვალვერდე
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი
"სასიხარულოა" - ლუის ენრიკემ განმარტა, რამ გაახარა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ნამატჩევს
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოთარ კუსიანმა და გიორგი ჭანკოტაძემ თერჯოლის "საპოვნელა" დატოვეს
"გურიიდან" გათავისუფლებული თემურ მახარაძე "საპოვნელაში" იმუშავებს
"შევარდენის" კაპიტანმა ლაშა ჭელიძემ კარიერა დაასრულა
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
ლადო ბურდული: ქართული გუნდებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპარინგები გვქონდა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
"საბურთალოს" ესპანელმა ახალწვეულმა ამხანაგურში ჰეთ თრიქი გაიფორმა [VIDEO]
"გაჭირვებულ ქვეყანაში ძნელი მოსასმენია, მოთამაშე 4-5 ათას ლარს რომ იღებს, მაგრამ სხვაგვარად არაფერი გამოვა"
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
პასუხისმგებლობა მე ასე მესმის - ზვიად ჯელაძემ "საპოვნელა" მაინც დატოვა
ზესტაფონი-სიონი 0:0 - ბრძოლა და მშვიდობა [VIDEO]
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ჟალგირისთან" მატჩში თბილისის "დინამოს" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
"საპოვნელა" ზესტაფონს შეეხიზნება - ჯელაძე, ოდიკაძეები და ბევრი ახალწვეული თერჯოლაში
გიორგი ჩიტაური: "საპოვნელა" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძოლებს!
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
თერჯოლის "საპოვნელა" ჩემპიონატიდან მოიხსნა
თბილისის "დინამომ" 21 წლის შემტევი დაიმატა