ჰაიფას "მაკაბის" აღზრდილმა ფეხბურთელმა ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევში ყველა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა
ახლა ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები მიმდინარეობს. მე-11 ჯგუფიდან ელიტრაუნდში ისრაელის ნაკრები გავიდა. მან ეს საკმაოდ რთულ მეტოქეებთან გამკლავებით მოახერხა. ამ გუნდის წევრი ქართველი მცველი ჯიჯი დარასელიაა. მან შესარჩევ ციკლში ყველა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა - ნორვეგიასთან (3:1), საფრანგეთთან (0:3, ყვითელი ბარათი) და ჩრდილოეთ ირლანდიასთან (2:1).

ჯიჯი დარასელია ისრაელის საფეხბურთო კლუბ ჰაიფას "მაკაბის" აღზრდილია. ის ახლო წარსულში ნახევარმცველის, დღეს კი მწვრთნელის (როგორც გახსოვთ, ბოლოს ქუთაისის "ტორპედოში" მუშაობდა) გიორგი დარასელიას ვაჟი გახლავთ.

"ჯიჯი ისრაელშია დაბადებულ-გაზრდილი და ამ ქვეყნის მოქალაქეც გახლავთ.

ადრე თელ-ავივის "მაკაბიში" ვარჯიშობდა, მერე კი ჰაიფას "მაკაბიში" გადავიდა, რომელთანაც ახლა კონტრაქტი სრულწლოვნებამდე აკავშირებს და პირობებში მითითებულია - 18 წლის რომ გახდება, "მაკაბის" მასთან პროფესიული კონტრაქტის გაფორმების უპირატეს უფლებას მიიღებს", - ამბობს გიორგი დარასელია.

ჯიჯი საქართველოში იშვიათი სახელია. რატომ მაინცდამაინც ჯიჯი?

"ჯიჯი 1999 წელს დაიბადა, როცა ჯიჯი ბუფონი უკვე ძალიან ცნობილი მეკარე გახდა და მე და ჩემმა მეუღლემ, მისი პატივისცემის ნიშნად, შვილს ეს სახელი დავარქვით...

სხვათა შორის, ჯიჯი თავიდან მეკარე იყო და საკმაოდ კარგი მონაცემებიც ჰქონდა. ეს იყო 2008 წლამდე, მაგრამ 9 წლის რომ გახდა, თავადაც წინ თამაში ამჯობინა და მეც ვუთხარი, სად გაგონილა დარასელია მეკარე-მეთქი?

ახლა სიმაღლეში საკმაოდ გაიზარდა (187 სმ) და არ ვაჭარბებ - ისრაელში პერსპექტიულ მოთამაშემ მიიჩნევენ".

დარასელიას თქმით, მისი ვაჟი გარკვეული პერიოდი საქართველოშიც ცხოვრობდა:

"საქართველოში ცოტა ხანს იყო და თბილისის პირველ საჯარო სკოლაშიც სწავლობდა, ქართული ენა რომ აეთვისებინა. აქ "ნორჩ დინამოში" და მერე მცხეთაში ვოვა გუცაევის მიერ დაფუძნებულ საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდა. მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ ისევ ისრაელში დაბრუნდა.

ახლა მე-11 კლასის მოსწავლეა, წელიწად-სნახევარში სკოლას ამთავრებს. სხვათა შორის, კვირას ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ რომ ითამაშა, მეორე დღეს უკვე სკოლაში წავიდა".

თავის ასაკში ჯიჯი დარასელია საკმაოდ წარმატებული და ტიტულოვანი ფეხბურთელია:

"მას უკვე აქვს საკლუბო დონეზე წარმატებები. თელ-ავივის "მაკაბიში" ისრაელის ასაკობრივი ჩემპიონატის ოქროს და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ჰაიფაში კი ერთი წლით უფროსებში, 1998 წელს დაბადებულებში გადაიყვანეს და 2014 წელს დუბლი შეასრულა - ჩემპიონობასთან ერთად, თავის ასაკში ქვეყნის თასის მფლობელიც გახდა.

სხვათა შორის, "მაკაბიმ" ეს მატჩი 1:0 მოიგო და ეს ერთადერთი გოლი სწორედ ჯიჯიმ გაიტანა. ის კლუბში ცენტრალური მცველია, მაგრამ ნაკრებში სამივე შეხვედრა საყრდენ ნახევარმცველად ითამაშა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საშა
მახსოვს ეს ბავშვი ნორჩი დინამოში იკო ჩემ ბავშვთან ერთად თამაშობდა, მეკარე იყო, სხვათა შორის ძალიან კარგად მეკარეობდა. ნორჩი დინამოში გივი ლომიძესთან ვარჯიშობდა
jiji
ხო სულ დამავიწყდა შენ კი ჯიჯი წარმატებას გისურვებ.ამ ქვეყანაში ბაბუა კი არა დედა არაა ოჯახის წევრი:))) მიდი მიდი სადაც გაფასებენ და გაგზრდიან იქ იყავი მაგარი
jiji
ჩვენები სხვაგან რომ ისახელებენ თავს მერე ვიცით თავის დაგლეჯვა და აქეთ გვინდა რომ ჩამოვიდნენ.მანამდე კი ფულსაც მოგთხოვენ აქ რომ ითამაშო.!!!
Tamari Khorava
status quo, გეტახმებიტ მარა, როცა ბაბუამისი თამასობდა მაშინ სულ სხვა ცხოვრება იყო, შეუქმენიტ იგივე პირორბე ჯიჯის რასაც იქ ტავაზობენ და ჩამო მერე საქრთველოში და გასახელებთ. ასე ადვილი არ არის იქ თამაში. დადგება დრო და აქაც მოიწვევნ ჯიჯი დარასელიას. მისმა მშობლებმა განსაკუთრებით ინგა ლომაიამ ყველაფერი გააკეთეს რომ მას ეტამაშა იქ და არა აქ საქართველოში.
marika
ჯიჯიი! წარმატებები ყველგან და ყოველთვის. საქართველოს ეამეყოს შენით.
marika qvarcxava
ყველგან და ყოველთვის წარმატებებს გისურვებ. საქართველოს ეამაყოს შენით.
status quo
ეს ყველაფერი კარგი,მაგრამ ტყუილად გასროლილი ვაზნაა საქართველოსთვის.ბაბუამისს,სენაკის ,,ეგრისის" ფეხბურთელს ვიცნობდი და ასეთი პატრიოტი კაცის შვილიშვილი სხვა ქვეყნის ნაკრებში არ უნდა თამაშობდეს...
anzo
წარმატებები ჯიჯი ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ ცხოვრებაში

Warmatebebi.
Tamari Khorsvs
ჯიჯი ძალიან მიხარია შენი წარმატება, ეს წარმატება არის ისევ ინგას წარმატება. ინგამ ყველაფერი გააკეთა შენ ასთი წარმატებული, რომ ყოფილიყავი არა მარტო შენ, პატარა გიორგიც და დიდი გიორგიც. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგძილეროთ
სოფი
წარმატებები ყოფილიკოს შენი მეგზური მთელი ცხოვრების მანძილზე
sofi
წარმატებები კოფილიკოს შენი მეგზური მთელი ცხოვრების მანძილზე გვეამაკები და გვიკვარხარ
ჯიჯიი
წარმატება ყველა ახალგაზრდა სპორტსმენს და მათშორია ამ ახალგაზრდასაც."მეორე დღეს უკვე სკოლაში წავიდა" ყოჩაღ.იმედია საქართველოსაც გამოადგები ჯიჯიი!
ტყეშელაანთ გიჟი
ჯიჯი ფეშენ სახელია თუ რაა?)) მე ვიცოდი რომ გიგი ქართულია))
ჯიჯი
გაგიმარჯოს ძმაო გმერთმა,წარმატებებს გისურვებ სადაც არ უნდა ითამაშო,ჩემი სურვილი იქნება არ დაგავიწყდეს ქართველი ხარ და თუ აქეთ გამოუხედავ მთლად უკეთესი,სადაც არ უნდა იყო წარმატებები
უკრაინელი თავდამსხმელი "ვილიარეალში" არ გადავა, რომელიც მიქაუტაძის შეძენას ცდილობს
იური ტაბატაძე "კადისის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალური შეთავაზება გაგზავნილია - მიქაუტაძე შესაძლოა, ამავე სეზონში ჩემპიონთა ლიგასა და ცნობილ ესპანურ კლუბში ვიხილოთ
უკრაინელი თავდამსხმელი "ვილიარეალში" არ გადავა, რომელიც მიქაუტაძის შეძენას ცდილობს
"ყარაბაღი" მეორედ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე
ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს
დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში პსჟ-ს ხუთ ფეხბურთელს უხმო
იური ტაბატაძე "კადისის" ფეხბურთელი გახდა
ლიეტუვამ ევრობასკეტი მარტივი გამარჯვებით დაიწყო
2020 წლის ევროპის ჩემპიონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
პსჟ-მა მეკარე გაასხვისა და საფონოვის წასვლა თითქმის გამოირიცხა
"ფიორენტინა" 24 წლის იტალიელი ფორვარდით გაძლიერდა
"ატალანტას" ახალგაზრდა ფორვარდი კარიერას თურქეთში განაგრძობს
სუდაკოვი, რომლის შეძენა "ნაპოლის" სურდა, შესაძლოა, პორტუგალიაში აღმოჩნდეს
"მარსელიდან" მოკვეთილი რაბიოს დამატება "მილანმა" მოინდომა
გოგლიჩიძის "უდინეზემ" პოლონელი გოლეადორი დაიმატა
რამდენი ქართველი ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე - 6 ინგლისიდან და ყაზახების გაზრდილი გეოგრაფია
კარგი ამბავი პარიზიდან - კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო
კიტეიშვილის "შტურმმა" მოიგო, თუმცა ევროპა ლიგაზე მოუწევს ასპარეზობა
ხარობს სრულიად ყაზახეთი - "კაირატი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
AS: მამარდაშვილმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა დაუსვას კითხვა, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება
"მანჩესტერ იუნაიტედი" 23 წლის მეკარის დამატებასთან ახლოსაა
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
კანკავა გატანასთან ახლოს იყო - "სლოვანმა" ჩემპიონთა ლიგაზე დასანანი მარცხი განიცადა
[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებენ თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?
ვლადიმირ ვაისი: ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ სასწაულის მოხდენას შევეცდებით
კაშიას და კანკავას "სლოვანი" ისრაელშიც დამარცხდა და ევროპა ლიგაზე გადაერთვება
გიორგი დარასელია "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გახდა
სოჭელების, ვალიკოსა და ჯიჯის ამბები - უცნობი ქართველები უეფას იუნიორთა ლიგაზე
თბილისის "დინამომ" ისევ შეგვარცხვინა [VIDEO]
"შევარდენის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა
წიტაიშვილმა მილანის "ინტერს" გაუტანა - ქართველები უეფას ახალგაზრდულ ლიგაში [VIDEO]
ცხადაძემ აღიარა, რომ გუნდი ასეთ დონეზე სათამაშოდ მზად არაა
გიორგი დარასელია გორის "დილას" აღარ გაწვრთნის
გიორგი დარასელია - სამუშაოდ "ეგრისში", სასწავლებლად "ბარსელონაში"
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "იუვენტუსის" ფიასკო - "რეალი" რიუდიგერმა "შახტართან" მარცხისგან 20 ნაკერის ფასად იხსნა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXV ტური: გაბედავას დუბლი და დარასელიას "სამტრედია" ისევ აგებს