ესპანურ გამოცემა "კიაენზონაში" გამოქვეყნდა ვრცელი პუბლიკაცია, რომელშიც ავტორი კლუბ "გრან კანარიას" პერსპექტივაზე მსჯელობს
ესპანურ გამოცემა "კიაენზონაში" გამოქვეყნდა ვრცელი პუბლიკაცია, რომელშიც ავტორი კლუბ "გრან კანარიას" პერსპექტივაზე მსჯელობს. მისი შეხედულებით, კანარული გუნდი ერთ-ერთი ყველაზე მზარდია ესპანეთის მასშტაბით, რაც, პირველ რიგში, ახალგაზრდებთან მუშაობაში გამოიხატება.

ავტორის ჩამონათვალში ქართული გვარიცაა - ვილი ისიანი, რომელიც "გრან კანარიაში" შარშან გადავიდა, ჯერ 18-წლამდელთა ესპანეთის ჩემპიონატში ასპარეზობდა, წლეულს ება-ს ლიგაში გამოდის, ხოლო სეზონის დასაწყისში პირველ გუნდთან ერთად რამდენიმე მატჩი ჩაატარა. სასტარტო ხუთეულშიც ვიხილეთ.

პუბლიკაციის ავტორი ვიქტორ ბელინჩონი სათითაოდ ახასიათებს ახალგაზრდებს, რომელთა იმედიც "გრან კანარიას" მწვრთნელ აიტორ გარსია რენესესს დღეს თუ არა, ხვალ უნდა ჰქონდეს. ჩამონათვალში რიგით მეორე ვილი ისიანია:

"203 სმ სიმაღლის, 18 წლის ისიანი კარგად ჩაეწერა "კანარიაში" და ისევე, როგორც ესპანეთში, საქართველოშიც ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ კალათბურთელად ითვლება.

მას კარგი აღნაგობა აქვს საიმისოდ, რომ მწვრთნელმა სხვადასხვა პოზიციაზე ათამაშოს და სხვადასხვა ფუნქციით დატვირთოს. სხვადასხვა დისტანციიდან სროლაც კარგად შეუძლია".

ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ ვილი ისიანს ესპანეთის რიგით მეოთხე, ება-ს ლიგაში ორი მატჩი აქვს ჩატარებული. მისმა "გრან კანარიამ" ჯერ "ლა როდასთან" 68:65 მოიგო, ხოლო შემდეგ "ალკაზართან" 62:71 დათმო.

ორივე შეხვედრაში ვილი სასტარტო ხუთეულში იყო. პირველში 28 წუთში 13 ქულა (4/3 ორქულიანი, 4/1 სამიანი, 6/4 საჯარიმო), 5 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მოაგროვა, მეორეში - 28 წუთში 3 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა.

კანარელები ება-ს ლიგაზე მომდევნო მატჩს 31 ოქტომბერს "ესტუდიანტესის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

DABDURA
გაიზრდება თუ ამერიკაშუი წავა მალე
NBA
კარგი სიმაღლეა , მობილური და სწრაფია მიდი მიაწექი ქართველო ესპანეტში
sabonis
2.05-2.10-ს ფარგლებში, რომ გაიზარდოს კაი იქნება.
SANDRIK
ვლიმ ყველაფერს თავისი შრომით მიღწია.მიდი ვილი მიაწექი. მაგარი
NBA
ისიანი მაგარი პერსპექტიული იზრდება. წარმატებები ვილის
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ვილი ისიანის 3 ქულა - ქართველის "დეტროიტი" 2-ქულიანი სხვაობით დამარცხდა
ბექა ბურჯანაძემ "მურსიას" 10 წუთში 10 ქულა ჩაუგდო
ბურჯანაძის 17 ქულა და გასვლითი გამარჯვება ბილბაოში
მამუკელაშვილმა და ბეჟანიშვილმა NCAA 11-11 ქულით და მოგებებით დაიწყეს [VIDEO]
ბექა ბურჯანაძის ისევ 3 ქულა და ისევ წაგება ესპანეთის ჩემპიონატში
ეროვნული ლიგა. XII ტური. "სიონმა" "დილას" 2:1 მოუგო [VIDEO]
ბექა ბურჯანაძის 14 ქულა და "გრან კანარიას" გამარჯვება მეორე ოვერტაიმში
ეროვნული რადარი – ქართველი კალათბურთელების ოკეანგაღმური ამბები
კიდევ ერთი წელი კანარებზე - ინტერვიუ ვილი ისიანთან
ბექა ბურჯანაძემ თავის ყოფილ გუნდს 20 ქულა ჩაუგდო
ვილი ისიანის გამორჩეული მატჩი NCAA-ში
ვილი ისიანმა რეგულარული ჩემპიონატი 14 ქულით დახურა და პლეი-ოფისთვის ემზადება