ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

პრემიერლიგა. XI ტურის წინ: დღე პირველი, დღე უკანასკნელი?

პრემიერლიგა. XI ტურის წინ: დღე პირველი, დღე უკანასკნელი?

კულისებში გადანაცვლებული გრანდების ჯახი
"ლივერპულისა" და "ჩელსის" მთავარ მწვრთნელებზე გაათკეცებული ზეწოლა ტურის ცენტრალურ მატჩს გაცილებით საინტერესოსა და დაძაბულს გახდის.

ინტრიგა ძველი მეტოქეების ჭიდილს ისედაც არასდროს აკლია ხოლმე, მაგრამ თუ ამ ფაქტორსაც გავითვალისწინებთ და ბოლო წლების დაპირისპირებებსაც გავიხსენებთ, "სტემფორდ ბრიჯზე" "გემრიელი" თამაში გველის.

ჩელსი VS ლივერპული

იურგენ კლოპისა და ჟოზე მოურინიოს ტაქტიკური დუელი კიდევ ცალკე სალაპარაკო თემაა. გერმანელი შეეცდება ფსიქოლოგიური ტვირთი ბოლომდე მოიხსნას და თასის მერე, პირველი გამარჯვება უკვე პრემიერლიგაშიც მოიპოვოს, თანაც, ასეთ პრინციპულ მეტოქესთან.

ეს თუ მოხდა, "ლურჯებისთვის" ბოლო ლურსმანი იქნება, ჩემპიონობაზე საუბარი საბოლოოდ დასამარდება, თუკი ჯერ კიდევ ვინმეს ჰქონდა იმედი. უკვე "ჩელსის" ოთხეულში მოხვედრა-არმოხვედრის საკითხი დადგება სერიოზულად.

ვინ იცის, ეს მოურინიოს ბოლო შანსი იყოს, ლიგის თასიდან გავარდნამ ყველაფერი კიდევ უფრო გაამუქა. ამბობენ, რომან აბრამოვიჩი მზად არის, დიდი ფული ქართან ერთად გაატანოს პორტუგალიელს და იგი მოხსნას, რადგან "ჩელსის" ავტობუსი "განსაკუთრებულის" მესაჭეობით უკვე აშკარად ჩიხში შევიდა.

კლოპი კი არ მალავს, რომ მერსისაიდელების მთავარი პრობლემა ფსიქოლოგიური ხასიათისაა და "ლივერპულს" თავდაჯერება აკლია, რომლის დასაბრუნებლადაც ასეთ შეხვედრაში წარმატება მშვენიერი ხერხი იქნება. მოკლედ, ლონდონში დიდი ომი გველის. ისე, არც ის დაგვავიწყდეს, რომ "ლივერპულს" ბოლო 9 მატჩიდან 7 (!) ფრედ აქვს დასრულებული, აქედან ექვსი - 1:1.

ვან გაალი ისევ ძიებაშია

ინგლისის დედაქალაქში გასამართი შეხვედრა უდავოდ ძალიან საინტერესოა და ტურს სწორედ ის ხსნის, მაგრამ რეალურად ამ წუთას, "ჩელსიც" და "ლივერპულიც" კულისებში არიან, სცენაზე კი სულ სხვა გუნდები დგანან, რომლებსაც არანაკლები ყურადღება უნდა დავუთმოთ.

მაგალითად, "მანჩესტერ იუნაიტედი" "კრისტალ პალასს" სტუმრობს და 3 ქულას უმიზნებს. "არწივებმა" რაღაც, მოუხშირებს წაგებებს, თანაც, შინ ცუდი სტატისტიკა აქვთ და ალან პარდიუ ყველაფერს გააკეთებს ამის გამოსასწორებლად. ლუი ვან გაალი კი ისევ დადგება გამოწვევის წინაშე - როგორი თერთმეტეულით გავიდეს მინდორზე.

ალბათ, დავიდ დე ხეას, კრის სმოლინგისა და უეინ რუნის გარდა, სასტარტოში ადგილი გარანტირებული არავის აქვს. მისი ფავორიტი მემფის დეპაი და კიდევ უფრო საყვარელი ფეხბურთელი დეილი ბლინდიც კი მანჩესტერულ დერბის სათადარიგოთა სკამიდან უცქერდნენ.

ჰოლანდიელი როტაციას გააგრძელებს და მისი შემადგენლობა ძალიან რთული გამოსაცნობია. ფაქტია, "მიდლსბროსთან" სათასო მარცხისთვის ბოდიშია მოსახდელი. სამაგიეროდ, "არწივების" რიგებში ითამაშებს ექსმანჩესტერელი უილფრიდ ზაჰა და თავის გამოჩენსაც შეეცდება.

იოლი და არც ისე იოლი საკბილოები

აქვე მეორე მანჩესტერულ გუნდზე, ლიდერ "სიტიზეც" ვთქვათ, მაგრამ სათქმელი ბევრი არც არაფერია: "ქალაქელები" "ნორვიჩს" დაუხვდებიან და წესით, "იადონების" ბუმბულიც აღარ დარჩება საფინალო სასტვენის მერე.

ასე ადვილად ვერ გაუმკლავდება "თეთრ გედებს" "არსენალი". არსენ ვენგერი "სიტის" წამოეწია და იცის, რომ ქულების დაკარგვა ახლა დაუშვებელია, მაგრამ პაუზის მერე ნანატრი გამარჯვებით გონსმოსული "სუონსი" "ლიბერთი სტედიუმზე" ძალიან ძნელი წასაქცევია.

გილფი სიგურდსონი, თითქოს, ისევ ფორმაში შევიდა, ანდრე აიუც შვენივრად გამოიყურება, გოლის გემო მოენატრა ბაფეტიმბი გომისსაც. "მეთოფეები" კი დიდებულად ათამაშებული მესუთ იოზილის, ჩილელი ალექსის სანჩესის, კრიზისული პერიოდის მერე, ფეხზე წამომდგარი ოლივიე ჟირუს და თავიანთი სხვა ჯადოქრების იმედად იქნებიან.

მოლოდინი ამ შეხვედრისგანაც დიდი გვაქვს. თანაც, თასზე "შეფილდ უენსდისგან" შერცხვენილი ლონდონელები რეაბილიტაციას შეეცდებიან, მაგრამ მათი დანაკლისი კვლავ სერიოზულია.

ფანტაზისტა და ბომბარდირი

საოცრად მოთამაშე გუნდებს, "ვესტ ჰემსა" და "ლესტერს" საგარეო შეხვედრები ელით და ძალიან საინტერესოა, ამჯერადაც შეძლებენ თუ არა სიურპრიზების შემოთავაზებას. "ჩაქუჩები" "უოტფორდს" სტუმრობენ, ხოლო "მელიები" - "ვესტ ბრომვიჩს".

ორივე გუნდს რთული მეტოქე ჰყავს, რომელთა კარის აღებაც არც ისე ადვილია. სამაგიეროდ, "ვესტ ჰემში" ფრანგი ფანტაზისტა დიმიტრი პაიე ბრწყინავს, ხოლო "ლესტერში" ჯეიმი ვარდია შეუჩერებელი. მას ზედიზედ 7 ტურია, გააქვს და 10 გოლით ბომბარდირთა დავაში 4-ბურთიანი უპირატესობა მოიპოვა.

ტაინ-უირის დერბიში მორიგი მარცხის მერე, "ნიუკასლმა" აზრზე მოსვლა "სტოკთან" საშინაო თამაშში უნდა სცადოს. ხოლო ეიფორიაში მყოფი "სანდერლენდი" "ევერტონს" სტუმრობს, რომელიც ნელ-ნელა ჩამოქვეითდა და თუ რობერტო მარტინესი რამეს სერიოზულად გეგმავს ამ სეზონში, ეს თამაში აუცილებლად უნდა მოიგოს.

"საუთჰემპტონის" მიზანი გასაჭირში მყოფი "ბორნმუთის" წაქცევა და ევროზონასთან მიახლოება იქნება, ხოლო ტურის დამაგვირგვინებელი თამაში "უაით ჰართ ლეინზეა", სადაც პირველი ტურის მერე, წაუგებელი და ფორმაში შესული "ტოტენჰემი" უმწვრთნელოდ დარჩენილ და ბოლო ადგილზე გადასულ "ასტონ ვილას" დაუხვდება.

XI ტური

შაბათი. 31 ოქტომბერი

ჩელსი-ლივერპული 16:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: პედრო, რემი, კურტუა - როსიტერი, სტარიჯი, ლოვრენი, ჰენდერსონი, გომესი, ინგსი

ბოლო 6 მატჩი

+2 =1 -3 +1 =4 -1

ურთიერთშეხვედრები

სულ 144 თამაში: +49 =31 -64 (199-221)

სუონსი-არსენალი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: რუტლეჯი - მერტეზაკერი, არტეტა, ოსპინა, როსიცკი, რემზი, უილშირი, უელბეკი

ბოლო 6 მატჩი

+1 =2 -3 +5 =0 -1

ურთიერთშეხვედრები

სულ 12 თამაში: +5 =1 -6 (14-17)

ვესტ ბრომვიჩი-ლესტერი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: მორისონი, ფოსტერი - ულოა, ჯეიმსი

ბოლო 6 მატჩი

+3 =1 -2 +3 =2 -1

ურთიერთშეხვედრები

სულ 58 თამაში: +17 =12 -29 (85-112)

კრ. პალასი-მანჩესტერი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ვიქჰემი, შამახი, აპია - მაკნეირი, შოუ

ბოლო 6 მატჩი

+2 =0 -4 +4 =1 -1

ურთიერთშეხვედრები

სულ 30 თამაში: +5 =6 -19 (26-54)

სიტი-ნორვიჩი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ნასრი, აგუერო -

ბოლო 6 მატჩი

+3 =1 -2 +1 =2 -3

ურთიერთშეხვედრები

სულ 22 თამაში: +22 =15 -3 (83-38)

ნიუკასლი-სტოკი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: აარონსი, დერლოუ, ტეილორი, რივიერი, კრული -

ბოლო 6 მატჩი

+1 =1 -4 +3 =1 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 70 თამაში: +31 =17 -22 (114-84)

უოტფორდი-ვესტ ჰემი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ეკსტრანდი - რიდი, ო’ბრაიენი

ბოლო 6 მატჩი

+3 =1 -2 +4 =2 -0

ურთიერთშეხვედრები

სულ 16 თამაში: +4 =3 -9 (19-21)

კვირა. 1 ნოემბერი

ევერტონი-სანდერლენდი 17:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბეშიჩი, ჰიბერტი, პიენაარი, ბეინსი, ჯაგიელკა - ბორინი

ბოლო 6 მატჩი

+2 =2 -2 +1 =1 -4

ურთიერთშეხვედრები

სულ 160 თამაში: +70 =26 -64 (264-252)

საუთჰემპტონი-ბორნმუთი 20:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: როდრიგესი, გარდოში, ფორსტერი - ტომლინი, ელფიკი, გრადელი, უილსონი, მინგსი

ბოლო 6 მატჩი

+2 =3 -1 +1 =1 -4

ურთიერთშეხვედრები

სულ 0 თამაში: +0 =0 -0 (0-0)

ორშაბათი. 2 ნოემბერი

ტოტენჰემი-ასტონ ვილა 00:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კეროლი, ფასიო, სონი, შადლი, პიტჩარდი -

ბოლო 6 მატჩი

+4 =2 -0 +0 =0 -6

ურთიერთშეხვედრები

სულ 140 თამაში: +59 =32 -49 (231-202)

ბომბარდირები: 10 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 6 - სერხიო აგუერო (სიტი), ალექსის სანჩესი (არსენალი), ჯორჯინიო ვეინალდუმი (ნიუკასლი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"

ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე

სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..

უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე

"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ

"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი

[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას

"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"

სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ

უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს

ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?

[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა

[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა

კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა

Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს

"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა

შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს

მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა

დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას

უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად

"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი

ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს

Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?

კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის

რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...

"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა