ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი. IV ჯგუფი. ბოლო ტური
ფოტოზე: მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების გასახდელში, ლევან კობიაშვილთან ერთად

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებისთვის გადამწყვეტი იყო ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის დასკვნითი მატჩი მასპინძელ უნგრეთთან, რომელთან გამარჯვების შემთხვევაში, გოჩა ავსაჯანიშვილის შეგირდები ულაპარაკოდ გადიოდნენ კონტინენტის პირველობის ელიტრაუნდში.

თუმცა, რუმინეთის ვერმოგების შემთხვევაში, ჩვენი ბიჭებისთვის ფრეც საკმარისი იქნებოდა...

ქართველმა ჭაბუკებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს. უკვე მე-3 წუთზე საგოლე შანსი შეგვექმნა. ნიკა ნინუამ მისივე წაქცევისთვის მოპოვებული საჯარიმო დარტყმა შეასრულა, თუმცა უნგრეთი მეკარემ გადაარჩინა.

ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა, მაგრამ ამ სიტუაციაშიც მე-20 წუთზე დაწინაურება მოვახერხეთ - ნუგზარ სპანდერაშვილის გადაცემის შემდეგ თავი აქტიურმა ბექა ქავთარაძემ გამოიჩინა.

ეგ იყო, უნგრელებმა ზეიმი არ გვაცალეს - ერთ წუთში, პალინსკარის გადაცემის შემდეგ, ტიმარიმ წონასწორობა აღადგინა. აქვე ვთქვათ, რომ გოლამდე ლუკა გუგეშაშვილმა რთული ბურთი აუღო იმავე პალინსკარს.

27-ე წუთზე საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი საგოლე შანსი მიეცა - გიორგი კუციას დარტყმის შემდეგ ბურთი ოდნავ ასცდა უნგრელთა კარს. ამ დროისთვის თამაში კვლავ ქართველთა უპირატესობით მიმდინარეობდა...

სამ წუთში ავსაჯანიშვილის ბიჭებს ერთხელაც შეეძლოთ წინ გასვლა - ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა სპანდერაშვილი, მაგრამ უნგრელთა მეკარემ შესანიშნავად ითამაშა.

35-ე წუთზე უკვე უნგრელებს ჰქონდათ გატანის შანსი - სტოიაკოვიჩმა ძელს გაარტყა ბურთი. გავიდა კიდევ 3 წუთი და ნინუამ უკვე უნგრელთა კარის ძელი "მოიკითხა".

პირველი ტაიმის ბოლოს, მე-40 წუთზე გუნდებმა სახიფათო მომენტები "გაცვალეს". ჯერ ნინუას შეეძლო გატანა, მერე კი - ტიმარის, თუმცა ანგარიში უცვლელი დარჩა.

მეორე ტაიმი უნგრელთა გოლით დაიწყო, რამაც მადიარებს ფრთები შეასხა. ცოტა ხანში, გოლის ავტორმა ვირაგიმ და სტოიაკოვიჩმა მწვავედ შემოგვიტიეს...

55-ე წუთზე ქართველებსაც შეეძლოთ გატანა, თუმცა კუციას დარტყმის შემდეგ უნგრელთა კარის დარაჯი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. შემდეგ მანვე სპანდერაშვილს აუღო რთული ბურთი.

თამაშის ბოლოსკენ საქართველოს ნაკრები დიდი ძალებით გადავიდა შეტევაზე და ამან შედეგი გამოიღო - შეცვლაზე შესულმა გიორგი ოზბეთელაშვილმა უკანასკნელ წუთზე ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა - 2:2.

ჩვენი გუნდის ძალისხმევა წყალში ჩაიყრებოდა, ათკაციან სლოვაკეთს რუმინეთთან ანგარიში რომ არ გაეთანაბრებინა. ესეც ბოლო, მე-80 წუთზე მოხდა. ეს იყო კეთილი დასასრული, რომელიც მხოლოდ ზღაპარში თუ წაგვიკითხავს.

მოკლედ, საქართველოს ნაკრები ელიტრაუნდშია!

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი. IV ჯგუფი. ბოლო ტური

29.10. უნგრეთი. ფელსკატი

საქართველო-უნგრეთი 2:2

გოლები: 1:0 ქავთარაძე (21), 1:1 ტიმარი (22), 1:2 ვირაგი (44), 2:2 ოზბეთელაშვილი (90)

საქართველო: გუგეშაშვილი, ვირუბოვი, ასათიანი, ჩაკვეტაძე, ქავთარაძე, ნიკოლეიშვილი (80. ოზბეთელაშვილი), სპანდერაშვილი, ქაფიანიძე, ხარაბაძე (54. ქიმერიძე), კუცია, ნინუა.

მწვრთნელი: გოჩა ავსაჯანიშვილი

უნგრეთი: ბესე, პალინსკარი, კუნდრაკი, დიოჩი, ვრაგი, გაიდა, სტოიაკოვიჩი, კიში, ლაკატოში (61. ნემეტი), პრეტსლერი, ტიმარი.

გაფრთხილება: ლაკატოში (20), ასათიანი (24), ნიკოლაიშვილი (42), კიში (68), ვირუბოვი (76)

არბიტრი: ხ. კალოგეროპულოსი (საბერძნეთი).

სლოვაკეთი-რუმინეთი 1:1

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. სლოვაკეთი 3 1 2 0 6-5 5

2. საქართველო 3 1 1 1 8-6 4

3. რუმინეთი 3 1 1 1 3-5 4

4. უნგრეთი 3 0 2 1 4-5 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gio
ქიმერას ფანი ვარ.ავსაჯან რატო არ ატამაშე ვერ მოგქტამა,რას უწუნებ აქ სულ სასტავშია იქ ყველამ როგორ აჯობა მაგრატ მაინტერესებს მაგრად გაგვიტყდა
მიმართვა საქ. ფეხბურთის ფედერაციას
კარგი ინფორმაციაა, ყოჩაღ ბიჭებო, ზოგჯერ ასეც უნდ მოიგოს გუნდმა, ძალიან ხშირად ასეთ გამარჯვებას დიდი საფეხბურთო ერები პატარების მიმაღთაც იგებდნენ, მაგრამ იგებდნენ და ამით პატარა კრიზისს გადადიოდნენ მოგებით და საჭირო ქულებით შემდეგ ეტაპზე და მაღლა მოკალათებულები აკეთებენ საკუთარ საქმეს. ამ ბიჭებს კი მიხედოს საქ. ფეხბურთის ფედერაციამ, მიეცით მათ ვარჯიშის საშუალება, ხელფასი, რომ არ დაიკარგნონ და თუ საჭიროა დაეხმარეთ - კარგ საფეხბურთო კლუბებში რომ მოხდნენ. რომ მათ დიდი პრაკტიკა ქონდეთ და ფული მიიღონ, თორემ ცარიელა პატრიოტიზმი როდეღაც სკდება ჰაერში და გასაგებიცაა. მერე როდესღაც დაბრუნდება უკან მაგი ჩადებული საქმე უკან. ასე რომ კარგი დასაწყისია ქართული ფეხბურთის ახალი ეტაპის გასაძლიერებლად. შეიძლება მანდ ერთი ორი ყიფიანი და დარასელია-შენგელიებიც იყვნენ, რომლებიც საქართველოს საქარტველოს გარეთაც აამაყებენ, მანამდე კი საჭიროა ბევრი ოფლიანი მუშაობა სწორი-გაზომილი და ფულინაი მენეჯმენტიტ.
გორგინ
nukri, ესენი არიან 17 წლამდელები, არაბიძე კი 17 წლისაა. ორ კვირაში შეგვეძლება მისი თამაშის ყურება ვაკეში 19 წლამდელთა ტურნირზე.
შაკო
99 იანები და ზემოთ თამაშობენ ამ ნაკრებში, არაბიძე 98 იანი
თბილისელი
ნუკრი 17 წლამდელთა ნაკრები ნიშნავს 17 წლამდე ვინც არის ის ბიჭები თამაშობენ არაბიძე დიდია ამათზე მალმიო და არაბიძე 5-5 მორჩა ;)
Sergo
გილოცავთ ყველას არაბიძეს ხო შეუძლია ჩვენს ნაკრებსი თამაში? ყველა ცარმარტებ მინდა უსურვო ამ ბიჭებს განაკუტრებით ჩემს მოგვარე და ჩემი ძმის სეხნიას ნიკა ნინუას
Nukri
კაცმა მარტომ მოუგო მალმიოს ამას თვითონ უკრაინელი კომენტატორი ამბობს და თქვენი დასაწუნი რაღააქვს თან 17 წლისაა
ალექსანდრე
ვულოცავ ბიჭებს და მომავალ წარმატებებს ვუსურვებ! რწმენა, მიზანი, შრომა და გახარება ნუ მოგიშალოთ უფალმა!
Nukri
გოჩა ავსაჯანიშვილიო რატო არიძახებთ არაბიძეს?რა არ გაკმაყოფილებტ მისი თამაში?ასე ,რომ არ გაქვს სწორი ხედვა ფეხბურტელებისადმი და შენ რაგინდა ნაკრების მწვრთნელად?
ყოჩაღ
მე ყოველთვის იმის მომხრე ვარ, რომ უმართლებთ უფრო ძლიერებს!
შაკო
ფრეთი ყველა შემთხვევაში გავდიოდით, მინიმუმ როგორც საუკეთესო მესამეადგილოსანი
U18 | სასელექციო შეკრება რუსთავში
19-წლამდელთა წილისყრა ნიონში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
U17. თორნიკე კვარაცხელიამ თურქეთს გაუტანა - საქართველოს ნაკრები მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
U17 | ანდორა 0:1 საქართველო
კვარაცხელია "როტორთან" მატჩის სასტარტოშია
[ლელოს სტუმარი] "მთავარია, რომ ტრანსფერის დროს ფულზე ფიქრმა არ გაჯობოს"
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
გოჩა ავსაჯანიშვილი: ეს ნამდვილი სასწაული იყო!..
ბექა ქავთარაძე "ნიჟნი ნოვგოროდის" ფეხბურთელი გახდა
კაბახიძის გოლი და რუსეთის მეორე ლიგა ბევრი ქართული გვარით
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
გოჩა ავსაჯანიშვილი: დარწმუნებული ვარ, ამ ჯგუფიდან გავიდოდი!
"როტორმა" ორი ქართველი ლეგიონერი დაიმატა
U17 | უელსი 2:2 საქართველო - პირველი ადგილი B ლიგის ჯგუფში
ქართველი მცველის ულამაზესი გოლი რუსეთში [VIDEO]
"პანჩო არენა" და საქართველო: გვექნება ანალოგი?
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
არსებული ინფორმაციით, სუს-მა გოჩა ავსაჯანიშვილი დააკავა [VIDEO]
ბერიაშვილი, ქავთარაძე, მახათაძე, ყიფიანი - "როტორი" პირველი ლიგის ფავორიტია
17-წლამდელები რუმინეთში მიემგზავრებიან - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ქართველი 17-წლამდელები ევროპის ელიტრაუნდში "სასწაულმა" გაიყვანა
გმადლობთ, მეტის მიღწევაც შეიძლებოდა... დავით სირაძემ კარიერა დაასრულა