ლევან კობიაშვილი სტუდენტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს საინტერესო თემებზე ელაპარაკა
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საინტერესო შეხვედრას უმასპინძლა: საქართველოს მენეჯერთა ასოციაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ურთიერთობა კარი-თაობის" ინიციატივით, ლევან კობიაშვილთან შეხვედრა გაიმართა - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სტუდენტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს მათთვის საინტერესო თემებზე ელაპარაკა.

"სამწუხაროდ, ფეხბურთელობისას ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატებზე თამაში ვერ მოვახერხე. გერმანიაში სულ ქართული ფეხბურთის პრობლემებსა და იმ მიზეზებზე ვფიქრობდი, რამაც ამ მდგომარეობაში ჩაგვაგდო.

გერმანიაში წლების განმავლობაში ვთამაშობდი, მაგრამ ჩემთვის მთავარი ტკივილი მაინც ქართული ფეხბურთი იყო. ასე იყო კარიერის დასრულების შემდეგ, "ჰერტაში" მუშაობის დროსაც ქართულ ფეხბურთში დაბრუნებაზე ვფიქრობდი.

გავიარე მენეჯმენტის კურსები და ბავშვთა ფეხბურთის მიმართულება შევისწავლე. ახლა კი აქ ვარ და მინდა, გამოცდილება ქართული ფეხბურთის წინსვლას მოვახმარო. მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრასა და მოგვარებაში ერთი და ორი ადამიანის ძალისხმევა საკმარისი არ არის. იმედია, ამას ერთად შევძლებთ", - ამბობს კობიაშვილი.

სფფ-ის პრეზიდენტმა საზოგადოებაში არსებულ განწყობაზე ილაპარაკა:

"ფეხბურთის განვითარების სტრატეგია ერთი პიროვნების თვალით დანახული არ უნდა იყოს. ამიტომ მინდოდა, უშუალოდ ხალხისთვის მომესმინა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ფაქტობრივად, მთელი საქართველო მოვიარე და ვნახე, რა მდგომარეობაა.

ქართულ ფეხბურთში იმდენი ნეგატივი დაგროვდა, საზოგადოებამ ამ სფეროსა და ზოგადად, ამ სფეროში მომუშავე ადამიანების მიმართ ნდობა დაკარგა - ეს მთავარი პრობლემაა".

კობიაშვილმა თქვა, რომ უახლოეს თვეებში მოქმედების სტრატეგიასა და ფედერაციის მმართველ ჯგუფს ჩამოაყალიბებს, რის შემდეგაც მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას დაიწყებს:

"ფეხბურთის განვითარების გრძელვადიანი პროექტის შემუშავებაში კლუბებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებიც უნდა ჩაერთონ. მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთში გავზარდოთ მასობრიობა და ბავშვთა ფეხბურთს მივხედოთ.

გერმანიაში ფეხბურთის განვითარების პროგრამა 15 წლის წინათ ამოქმედდა და პროფესიულის გარდა, გერმანელები მასობრიობის გაზრდას სამოყვარულო დონეზე, სკოლებსა და აკადემიებში მაქსიმალურად ცდილობდნენ, რამაც შედეგები მოიტანა.

მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთი რეგიონებში განვითარდეს. სერიოზული პრობლემებია მენეჯმენტისა და მართვის კუთხით. ამიტომ საქართველოში მენეჯმენტის კურსების დანერგვა მსურს და საგანმანათლებლო პროცესში ყველა თაობის ადამიანი უნდა ჩაერთოს, განსაკუთრებით - ახალგაზრდა თაობა.

ფეხბურთი ყველაზე მეტად არაპროფესიონალებით, მათი არასწორი მოქმედებებით ზიანდება, ახალგაზრდებისა და ბავშვების გაზრდის ერთიანი სისტემის არარსებობა კი დიდი პრობლემაა. ნიჭიერები ვართ, მაგრამ 17 წლის შემდეგ ფეხბურთელის გაზრდა გვიჭირს, რადგან ეს ბავშვები სწორად არ ვითარდებიან.

აქედან იკვეთება მწვრთნელების ლიცენზირებასა და განათლებაში არსებული პრობლემა. არადა, მწვრთნელების განათლებისა და გადამზადების გარეშე ბავშვთა განვითარება წარმოუდგენელია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიმართვა საქ. ფეხბურთის ფედერაციას
ჩვენი თამაში მოსპეთ. დაქირავებული ჟურნალისტები არ გჭირდებათ
მურთაზი
ვინც ფულს ჩვენი ფეხბურთის განადგურების ხარჯზე აკეთებს მ ო ღა ლ ა ტ ე ა ე რ ი- ს ა
ფაშა ძლიერი
იუნიორები იმიტომ ვარგობენ (ეგეც საკითხავია ვარგობენ თუ არა) რომ U 17 ნაკრებში უმეტსად დინამოს, ლოკომოტივის, საბურთალოს ფეხბურთელები არიან, სადაც კარგი პირობები აქვთ. რეგიონებში კატასროფაა ბავშვთა ფეხბურთის მხრივ. საერთოდ დიდი რეფორმებია გასატარებელი ბავშვთა ფეხბურთში.
123
ერთ რამეს ვერ ვხვდები, იქნებ ვინმე ხვდებით, დაწერეთ - ყველა ბავშვთა ფეხბურთზე ლაპარაკობს და ამავე დროს 17-18 წლიდან იკარგებიან ფეხბურთელებიო, თვითონვე ამბობენ. ბავშვთა ფეხბურთში რომ იყოს პრობლემა, ვერც იუნიორები ივარგებდნენ და ფინალურ ეტაპებზე ვერ გავიდოდნენ. რატომღაც მგონია, რომ თავისივე თავს ეწინააღმდეგებიან. გერმანიაში ვიდრე მასობრიობაზე დაიწყებდნენ საუბარს, პროფესიული ფეხბურთი დალაგებული ქონდათ, უბრალოდ გააუმჯობესეს. ხომ არ ვურევთ და პირიქით ხომ არ ვიწყებთ?
demna
აბა რა გეგონა რომ მოხვიდოდი დაუბრუნებდი ნდობას ფეხბურტელები არარიან ლლლლლლლლლლლლლლლ გაიგე
ika
ხალხი რაგბზე იმიტომ გადაერთო, რომ ხედავენ ფულის გარეშეც თავს იკლავენ ყოველთვის ბიჭები, ფეხბურთი კი ნაძირალა პირებთან ასოცირდება. ჯერ რაც მოიპარეს ის დააბრუნონ არა მარტო არველაძეებმა და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ
ani
სანამ ფედერაციის ყოფილი სასტავები არ დაისჯებიან, ვერც ფეხბურთზე აფიქრებთ ხალხს და არც სტადიონზე მივლენ. როდესაც ხალხი მიხვდება რომ ფეხბურთის და ფულის კანტორასთან არა აქვთ საქმე ------- ყველაფერი გამოსწორდება
soso
სანამ ავსაჯანიშვილის ნაირები იქნებიან ქართულ ფეხბურთში არაფერი გვეშველება.
Unknown
ძალიან მეიმედება ამ კაცის, იკნებ ფეხბურთი ფეხბურთს დაემსგავსოს და ხალხიც სიამოვნებით სტადიონს დაუბრუნდეს
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე