სერენას გარეშე ტურნირი უფავორიტო გამოდგა
ისე გამოვიდა, რომ სერენა უილიამსის არყოფნაში, წლის შემაჯამებელ ტურნირს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავდა, თუმცა, ჯგუფური ეტაპის შემდეგ, შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ ტიტულს ფინალში მარია შარაპოვა და გარბინ მუგურუსა გაითამაშებდნენ.

რუსმა და ესპანელმა ასპროცენტიანი მაჩვენებლით დაასრულეს ჯგუფური ეტაპი, ნახევარფინალში კი მეტოქეებად მიიღეს ჩოგბურთელები, რომლებმაც ჯგუფში ორ-ორი მატჩი წააგეს.

მუგურუსას აგნიეშკა რადვანსკა უპირისპირდებოდა. პოლონელმა ტურნირი ორი წაგებით დაიწყო, მაგრამ ბოლო ტურში სიმონა ჰალეპს მოუგო და უჩვენა ყველას, რომ ცუდად არ იყო მომზადებული სინგაპურისთვის. ის წელს მეხუთედ ხვდებოდა მუგურუსას. ესპანელმა ოთხი შეხვედრა მოიგო, თუმცა სამჯერ საქმე მესამე სეტამდე მივიდა.

რადვანსკამ უკეთ დაიწყო მატჩი და 0:1-დან ზედიზედ ოთხი გეიმის აღება შეძლო. მაგრამ ესპანელი დროულად მოვიდა გონს და ანგარიში გაათანაბრა. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა და მუგურუსას იქაც მოუწია სეტის გადარჩენაზე ზრუნვა - ისევ 1:4 ჩამორჩა, თუმცა ზედიზედ ხუთი ქულა აიღო და სეტებში დაწინაურდა.

მეორე სეტიდან მოყოლებული, ესპანელს აშკარად დაღლა დაეტყო და 0:4 ჩამორჩა. მართალია, მან ერთი ბრეიკის დაბრუნება შეძლო, მაგრამ მეტის საშუალება მეტოქემ არ მისცა და სეტებში ანგარიში გათანაბრდა.

მესამე პარტიის მსვლელობა ჰგავდა პირველ სეტს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ 4:1 რადვანსკა დაწინაურდა და მუგურუსამ გაათანაბრა ანგარიში. თუმცა მატჩის ბოლო ნაწილი უკეთ მაინც აგნიეშკამ ჩაატარა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა - 6:7(5), 6:3, 7:5. პოლონელისთვის ეს იყო 50-ე მოგება სეზონში.

თუ რადვანსკა პირველად გავიდა ამ ტურნირის ფინალში, მეორე ნახევარფინალის მონაწილეებს - მარია შარაპოვასა და პეტრა კვიტოვას ეს ტურნირი თითოჯერ ჰქონდათ მოგებული.

ეს ჩოგბურთელები შარშან, სინგაპურში ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. მაშინ კვიტოვამ გაანადგურა რუსი, სულ კი ისინი ცხრაჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ჩეხს მხოლოდ სამი მატჩი ჰქონდა მოგებული.

საწყისი სეტი 42 წუთი გაგრძელდა. კვიტოვა 2:3 ჩამორჩა, მაგრამ ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და 6:3 მოიგო. ამ პარტიაში ჩეხს ბრეიკ-პოინტების რეალიზაციის ასპროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა - სამიდან სამი.

მეორე სეტის პირველი ნაწილი ისე წარიმართა, რომ მესამე პარტიის ჩატარება გარდაუვალი ჩანდა. შარაპოვას ყველაფერი გამოსდიოდა და 5:1 გაიჭრა წინ. მომდევნო ოთხ გეიმში შარაპოვას ერთი სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. კვიტოვამ შეძლო ანგარიშის გათანაბრება, რის შემდეგაც მეტოქეებმა გეიმები გაცვალეს და დაინიშნა ტაი-ბრეიკი.

მე-13 გეიმებში შარაპოვას წელს კატასტროფულად ჰქონდა საქმე. რვაჯერ ითამაშა ტაი-ბრეიკი და მხოლოდ ერთი (!) მოიგო. კვიტოვა სრულად აკონტროლებდა სიტუაციას და შემოკლებული გეიმი ძალიან იოლად მოიგო - 6:3, 7:6(3).

ფინალი გუშინ გაიმართა და ის ნამდვილ თრილერად იქცა. რადვანსკამ უმაღლეს დონეზე ჩაატარა პირველი სეტი და კარგად დაიწყო მეორე - 6:2, 2:0. კვიტოვა მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდა გონს და დიდი ხნით მოიპოვა ინიციატივა. ჩეხმა მომდევნო ათი გეიმიდან რვა თავის სასარგებლოდ დაასრულა, მოიგო მეორე სეტი და მესამეში 2:0 დაწინაურდა.

რადვანსკამ მეექვსე გეიმში გააკეთა საპასუხო ბრეიკი და ანგარიში გაათანაბრა - 3:3. პოლონელმა ისევ მოიპოვა ინიციატივა და ზედიზედ სამი გეიმის მოგებით, კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია - 6:2, 4:6, 6:3.

მთელი მატჩის განმავლობაში, რადვანსკამ მხოლოდ 5 (!) უნებლიე შეცდომა დაუშვა, იმ დროს, როცა კვიტოვას ანგარიშზე 53 შეცდომა მოდის.

აგნიეშკა სეზონს ტოპ-ხუთეულში დაასრულებს, შარაპოვა მეოთხე ნომერი იქნება, ხოლო მუგურუსა - მესამე.

WTA-ის ჩემპიონატი

ერთეულები

1/2 ფინალი

აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 5)-გარბინ მუგურსა (ესპ, 2) 6:7(5), 6:3, 7:5; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 4)-მარია შარაპოვა (რუს, 3) 6:3, 7:6(3).

ფინალი

აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 5)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 4) 6:2, 4:6, 6:3.

წყვილები

1/2 ფინალი

მარტინა ჰინგისი/სანია მირზა (შვეიც/ინდ, 1)-ჰაოჩინ ჩანი/იუნჟან ჩანი (ტაივ, 3) 6:4, 6:2; გარბინ მუგურუსა/კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 8)-ანდრეა ჰლავაჩკოვა/ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ, 7) 7:6(6), 6:0.

ფინალი

მარტინა ჰინგისი/სანია მირზა (შვეიც/ინდ, 1)-გარბინ მუგურუსა/კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 8) 6:0, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
რეიტინგები: სერენას ახალი მდევარი
ვინუს უილიამსი წლის შემაჯამებელ ტურნირს უბრუნდება
გარბინ მუგურუსა მესამე ჩოგანი გახდა
პეტრა კვიტოვა ფენომენალური იყო
როგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]
როდის დაბრუნდება შარაპოვა? - მარიამ ვარჯიში დაიწყო
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
უიმბლდონის ორგზის ჩემპიონი პეტრა კვიტოვა დაჭრეს
საფრანგეთის ღია პირველობა: კვიტოვას ორი ნული
ინდიან უელსი: მეორეც გავარდა და მეოთხეც
გარბინ მუგურუსა - სიძლიერით მესამე და ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ჩოგბურთელი [PHOTO]
პეტრა კვიტოვას საშობაო საჩუქარი
დაჭრილ პეტრა კვიტოვას სამი თვე გაუცდება
ლონდონის ტურნირი დაჯგუფებულია
ფოტო-NEWS: აგნიეშკა გათხოვდა
ბოლო პრემიერი აგნიეშკა რადვანსკასია
კარიერადასრულებული ორსული შარაპოვა რუსეთის სახელით ასპარეზობისთვის დაიჩაგრა?! - ლონდონში უცნაური ამბავი მოხდა
ახალი რეიტინგები - ესპანელები დაწინაურდნენ
აშშ-ის ღია: 24-ე პირველი ჩოგანი!
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ინდიან უელსი: 6:2 ჯოკოვიჩთან - სენსაციაა!
მარია შარაპოვა: კარიერის დასრულებას მივუახლოვდი, მაგრამ...
გინდოდათ შარაპოვასთან მესიჯობა? ახლა ეს შესაძლებელია
ინდიან უელსი: სასწაულების დღე
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
ფული ამტკიცებს: სქესთა თანასწორობა სპორტში - მითია
ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!