"სიტი" და "არსენალი" ისევ ლიდერობენ
* იურგენ კლოპმა პრემიერლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა.

* ინგლისური მედია წერს, რომ "ჩელსი", შუამავლების მეშვეობით, კარლო ანჩელოტის დაუკავშირდა.

* ჯეიმი ვარდი მხოლოდ მესამე ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერლიგის 8 ტურში გაიტანა ზედიზედ. აქამდე ეს რუდ ვან ნისტელროიმ და დანიელ სტარიჯმა შეძლეს.

"სტემფორდ ბრიჯზე" ყველანაირი გაგებით უპრინციპულესი დაპირისპირება იყო, რაც ჟოზე მოურინიოსაც და იურგენ კლოპსაც ჩვენზე უკეთ ესმოდათ. პრობლემების ქსელში გახლართულმა "განსაკუთრებულმა", ალბათ, ბოლო ძალები მოიკრიბა, რომ თავისი ბიჭები მაქსიმალურად დაემუხტა და "ჩელსიც" ძალიან შემართული გავიდა მინდორზე, რამაც სტარტზევე შექმნილი არაერთი მომენტი და ერთი გოლი გამოიწვია - რამირესმა თავით შეაგდო.

მიუხედავად ამისა, იგრძნობოდა, რომ ერთი პრობლემა, ერთი ბარიერი და "ჩელსის" ეს მოჩვენებითი სიმძლავრე უცებ გაქრებოდა და "ლურჯები" ისევ ნერვებს აჰყვებოდნენ, დაიბნეოდნენ და შეცდომებს დაუშვებდნენ. ასეც მოხდა... "პრობლემას", სახელად "ფილიპე კოუტინიოს", ლონდონელებმა ვერაფერი მოუხერხეს.

ტანჩია ბრაზილიელმა პირველი ტაიმის ბოლო წამებზე ჩვეულად იჯადოქრა და ულამაზესი შორეული დარტყმით შეაგდო. ეს გარდამტეხი გამოდგა. მანვე მეორეც გაიტანა, თანაც ასევე ლამაზი დარტყმით და მასპინძლები საბოლოოდ არია, ხოლო ბოლო წერტილი შეცვლაზე შესულმა კრისტიან ბენტეკემ დასვა.

თამაშის მერე მოურინიო იმას ამბობდა, არაფერი მაქვს სათქმელიო, ჟურნალისტის ყველა კითხვას იგი ასე პასუხობდა. მოგვიანებით მან ისევ აღნიშნა, არსად წამსვლელი არ ვარო, დანარჩენი კი რომან აბრამოვიჩზეა. იურგენ კლოპს რაც შეეხება, გერმანელი სიხარულისგან ცქმუტავდა, მან პრემიერლიგაში თავისი პირველი გამარჯვება მოიპოვა "ლივერპულთან" ერთად, თან როგორ და ვისთან!

იხილეთ ვიდეო

ლიდერები

"არსენალმა" პირველ ტაიმში ვერაფერი მოუხერხა "სუონსის", მაგრამ მეორე ტაიმში მაინც აჯობა უელსურ გუნდს და "ლიბერთი სტედიუმიდან" 3 ქულა წაიღო. არსენ ვენგერის "მეთოფეებმა" გამარჯვება დაიმსახურეს და "სიტისთან" ერთად ტახტის გაყოფას აგრძელებენ.

იხილეთ ვიდეო

"სიტის" ხსენებაზე ვთქვათ, რომ "ქალაქელებმა" ძალიან იწვალეს "ნორვიჩთან", რომელიც თავს ორგანიზებულად იცავდა და ალაგ-ალაგ მწარედ იკბინებოდა. თანაც, მანუელ პელეგრინის აშკარად ძალების დაზოგვით ჰქონდა მოგება გადაწყვეტილი და კინაღამ ორი ქულა დაკარგა. ჩილელის გუნდი ოტამენდიმ დააწინაურა, კამერონ ჯერომმა კი ანგარიში მას მერე გაათანაბრა, რაც ჯო ჰარტის სინდისზეა:

ინგლისის ნაკრების მეკარემ მეტოქის ჩაწოდებისას ბურთი კი დაიჭირა, მაგრამ შეეშინდა, რომ კარში ბურთიანად არ შევარდნილიყო და პირდაპირ ჯერომს დაუგდო - აჰა, გაიტანეო. ბოლოსკენ მანჩესტერელებმა პენალტი გაიტანეს. ეს იაია ტურემ გააკეთა, რომელიც მალევე შეცვალეს და მე-7 დამატებულ წუთზე "სიტიმ" კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვა, მას მერე, რაც აქეთ გადარჩა მეორე გაშვებულ გოლს.

ნიშნულთან ამჯერად კოლაროვი მივიდა და ააცილა, მაგრამ, რაც მთავარია, ნატანჯი 3 ქულა მასპინძლებმა მაინც მოიპოვეს.

იხილეთ ვიდეო

ვან გაალის წაფორხილება

"სიტის" თანაქალაქელი "იუნაიტედი" ვერაფერს გახდა "კრისტალ პალასთან". "არწივები" ბოლო დროს კარგად ვერ გამოიყურებოდნენ და ზედმეტი წაგებები შემოერიათ, ამიტომაც ალან პარდიუმ მაქსიმალურად ფრთხილად ითამაშა, ხოლო ლუი ვან გაალმა ბოლოსკენ ოდნავ კი გარისკა, მაგრამ მთლიანობაში ფრეს უსამართლო შედეგს ვერ ვუწოდებთ. ასე რომ, "წითელი ეშმაკები" ცოტათი ჩამორჩნენ.

"მანჩესტერს" გადაასწრო "ლესტერმა" და მესამე ადგილზე გადავიდა. არადა, "ვესტ ბრომვიჩმა" "მელიებთან" დაწინაურება შეძლო და, როდესაც ტონი პულისის გუნდი წინ გადის, ძალიან რთულია მასთან ჭიდილი. თუმცა ლესტერშირელები, რა ხანია, "შეუსრულებელი მისიების" შემსრულებლებად იქცნენ და მეორე ტაიმების მოგების ოსტატებმა ამჯერადაც იძალეს. რიად მაჰრეზის დუბლის მერე თავისი ბურთი ამჯერადაც შეაგდო ჯეიმი ვარდიმ, მიჯრით მე-8 ტურში, ეს ფენომენალური მაჩვენებელია.

...ბილიჩისაც

"წითელ ეშმაკებს" "ვესტ ჰემიც" გაასწრებდა, "უოტფორდისთვის" რომ მოეგო, მაგრამ კიკე სანჩეს ფლორესის კარგად ორგანიზებულმა კლუბმა "ჩაქუჩების" საგარეო უძლეველობის მითი დაამსხვრია და მთავარი კაცი ამ შემთხვევაში ოდიონ იგალო გახლდათ, რომელმაც მცირე პაუზის მერე ისევ გაიტანა, თანაც ორი.

ზედიზედ სამი მოგებისა და მერე წაგების შემდგომ "სტოკი" უფრო მშვიდი და გაწონასწორებული გახლდათ "სენტ ჯეიმს პარკზე", სადაც ვერ გაიტანა, მაგრამ არც "ნიუკასლს" გაატანინა და ქულით წავიდა შინ.

კვირის მატჩები

კვირა დღეს ორ აუტსაიდერს საგარეო მატჩების ჩატარება უწევდა და ორივე დამარცხდა. "ევერტონი" თავიდანვე ორი ბურთით წინ გაექცა "სანდერლენდს", მაგრამ სემ ელარდაისის შეგულიანებულმა "შავმა კატებმა" როგორღაც გათანაბრება შეძლეს, მაგრამ "დიდი სემის" გუნდის საქმეები სებასტაინ კოატესის უიღბლო ავტოგოლის მერე აირია.

"კანფეტები" აღარ გაჩერებულან. მეტოქის კარი იმდენჯერ გახვრიტეს, რომ ჰელოუინის კვახს დაამსგავსეს. მთავარი ბოროტი არუნა კონე გახლდათ, ვინც ჰეთ თრიკი გაახერხა.

ბევრად უფრო მშვიდად და აკადემიურად აჯობა "საუთჰემპტონმა" "ბორნმუთს". წმინდანებმა პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს მატჩის ბედი. ხოლო დღეს "ტოტენჰემი" ბოლოადგილოსან "ასტონ ვილასთან" მატჩში შეეცდება, რომ ოთხეულთან სხვაობა მინიმუმამდე შეამციროს.

XI ტური

31 ოქტომბერი

ჩელსი-ლივერპული 1:3

გოლები: 1:0 რამირესი (4), 1:1 კოუტინიო (45+3), 1:2 კოუტინიო (74), 1:3 ბენტეკე (83)

ჩელსი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - ზუმა, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა (76. ფალკაო) - რამირესი, ობი მიკელი (70. ფაბრეგასი) - ოსკარი, ვილიანი, აზარი (59. კენედი) - დიეგო კოსტა

ლივერპული (4-3-2-1): მინოლე - კლაინი, შკრტელი, სახო, მორენო - ლუკასი, ჯანი, მილნერი (64. ბენტეკე) - ლალანა (90+1. ლოვრენი), კოუტინიო - ფირმინო (76. აიბი)

გაფრთხილება: ობი მიკელი - კოუტინიო, ლუკასი, ჯანი, ბენტეკე

კუთხური: 1-7 ჯარიმა: 9-21 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 8(2)-16(7) ბურთის ფლობა: 42%-58%

მაყურებელი: 41 577

ვესტ ბრომვიჩი-ლესტერი 2:3

გოლები: 1:0 რონდონი (30), 1:1 მაჰრეზი (57), 1:2 მაჰრეზი (64), 1:3 ვარდი (77), 2:3 ლამბერტი (84-პენ.)

ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): მაიჰილი - დოუსონი, მაკკოლი, ევანსი, ბრანტი (82. მაკმანამანი) - სესენიონი, დ. ფლეტჩერი, იაკობი (76. მორისონი), მაკლინი - ბერაჰინო (76. ლამბერტი), რონდონი

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუტი, შლუპი - კანტე, ოლბრაიტონი (76. დაიერი), დრინკვოტერი (88. ოკაზაკი), მაჰრეზი - ულოა (69. კინგი), ვარდი

გაფრთხილება: - ჰუტი, შმეიხელი

კუთხური: 6-4 ჯარიმა: 3-11 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 12(4)-12(5) ბურთის ფლობა: 47%-53%

მაყურებელი: 24 150

უოტფორდი-ვესტ ჰემი 2:0

გოლები: 1:0 იგალო (39), 2:0 იგალო (48)

უოტფორდი (4-2-3-1): გომესი - ნიომი, ბრიტოსი, კატკარტი, აკე - კაპუ, უოტსონი - აბდი (76. ბეჰრამი), ანია (68. პარედესი), დინი - იგალო (86. გედიურა)

ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი - ჯენკინსონი, ტომკინსი, კოლინსი, კრისუელი - კუიატე, ნოუბლი (76. იელავიჩი) - მოზესი (46. ვალენსია), ლანსინი (46. სარატე), პაიე - კეროლი

გაფრთხილება: ნიომი, აკე, კაპუ -

გაძევება: კოლინსი (84)

კუთხური: 7-2 ჯარიმა: 16-12 თამაშგარე: 3-3 კარში დარტყმა: 19(5)-8(3) ბურთის ფლობა: 50%-50%

მაყურებელი: 20 598

სუონსი-არსენალი 0:3

გოლები: 0:1 ჟირუ (49), 0:2 კოშელნი (68), 0:3 კემპბელი (73)

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ნოტონი, ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი - კი (85. ბრიტონი), შელვი - ა. აიუ, სიგურდონი, მონტერო (79. ბეროუ) - გომისი (85. ედერი)

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მერტეზაკერი, კოშელნი, ნაჩო მონრეალი - კოკლენი, კასორლა - კემპბელი (84. გიბსი), იოზილი (90+3. აივობი), სანჩესი - ჟირუ (84. ჩემბერსი)

გაფრთხილება: კი, უილიამსი -

კუთხური: 4-4 ჯარიმა: 12-7 თამაშგარე: 5-1 კარში დარტყმა: 8(3)-15(5) ბურთის ფლობა: 54%-46%

მაყურებელი: 20 937

ნიუკასლი-სტოკი 0:0

ნიუკასლი (4-4-2): ელიოტი - იანმაატი (83. ლასკელსი), მბემბა, კოლოჩინი, დამეტი - ტიოტე (71. დე იონგი), ანიტა, სისოკო, ვეინალდუმი - პერესი, მიტროვიჩი

სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - ჯონსონი, შოუკროსი, ვოლშაიდი, პიტერსი - ადამი, უელანი - შაქირი (90. კრაუჩი), ბოიანი (60. აფელაი), არნაუტოვიჩი (89. ვან გინკელი) - უოლტერსი

გაფრთხილება: მიტროვიჩი - ვოლშაიდი, არნაუტოვიჩი, ადამი

კუთხური: 11-4 ჯარიმა: 6-16 თამაშგარე: 4-5 კარში დარტყმა: 15(6)-9(2) ბურთის ფლობა: 52%-48%

მაყურებელი: 47 139

სიტი-ნორვიჩი 2:1

გოლები: 1:0 ოტამენდი (67), 1:1 ჯერომი (83), 2:1 იაია ტურე (89-პენ.)

სიტი (4-2-3-1): ჰარტი - სანია, კომპანი, ოტამენდი, კოლაროვი - ფერნანდინიო, იაია ტურე (90+4. დემიკელისი) - ნავასი, დე ბრუინი (73. ფერნანდო), იჰეანაჩო (54. სტერლინგი) - ბონი

ნორვიჩი (5-4-1): რადი - ოლსონი, მარტინი, ბენეტი, ბასონგი, ბრედი - ჰოუსონი, ტეტი, ჯერვისი (46. რედმონდი), მულუმბუ (70. ო’ნილი) - ჯერომი (87. გრაბანი)

გაფრთხილება: დე ბრუინი, ფერნანდო - ჯერომი, ტეტი

გაძევება: მარტინი (88)

შენიშვნა: კოლაროვმა ვერ გაიტანა პენალტი (97)

კუთხური: 12-4 ჯარიმა: 4-13 თამაშგარე: 4-0 კარში დარტყმა: 21(5)-5(3) ბურთის ფლობა: 72%-28%

მაყურებელი: 53 418

კრ. პალასი-მანჩესტერი 0:0

კრ. პალასი (4-2-3-1): ჰენესი - უარდი, დანი, დელანი, კელი - კაბაი (80. იედინაკი), მაკარტური - ბოლაზი, პანჩონი, ზაა - გეილი

მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - დარმიანი (66. იანგი), სმოლინგი, ბლინდი, როხო - შნეიდერლენი, შვაინშტაიგერი (69. ფელაინი) - მატა (79. ლინგარდი), ერერა, მარსიალი - რუნი

გაფრთხილება: კაბაი, კეილი, გეილი - სმოლინგი, დარმიანი

კუთხური: 7-3 ჯარიმა: 12-15 თამაშგარე: 0-1 კარში დარტყმა: 10(5)-5(1) ბურთის ფლობა: 44%-56%

მაყურებელი: 24 854

1 ნოემბერი

ევერტონი-სანდერლენდი 6:2

გოლები: 1:0 დეულოფეუ (19), 2:0 კონე (31), 2:1 დეფო (45+4), 2:2 ფლეტჩერი (50), 3:2 კოატესი (55-ს.კ-ში), 4:2 ლუკაკუ (60), 5:2 კონე (62), 6:2 კონე (76)

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, სტოუნსი, ჯაგიელკა ფუნეს მორი, ოვიედო (25. გოლოუეი) - ბერი, მაკარტი - კონე, დეულოფეუ (65. მირალასი), ბარკლი - ლუკაკუ (78. ოსმანი)

სანდერლენდი (3-4-1-2): პანტილიმონი - კოატესი, ბრაუნი, ჯოუნსი - კატერმოლი (38. როდუელი), მ’ვილა, იედლინი (64. ლაესონი), ვან ანჰოლტი - ჯონსონი - დეფო, ფლეტჩერი (75. უოტმორი)

გაფრთხილება: სტოუნსი, დეულოფეუ, გოლოუეი - დეფო, როდუელი

კუთხური: 6-1 ჯარიმა: 6-5 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 15(8)-17(9) ბურთის ფლობა: 68%-32%

მაყურებელი: 36 617

საუთჰემპტონი-ბორნმუთი 2:0

გოლები: 1:0 დევისი (31), 2:0 პელე (36)

საუთჰემპტონი (4-2-3-1): სტეკელენბურგი - სედრიკი, ფონტე (46. იოშიდა), ვან დეიკი, ბერტრანი - კლასი (71. რომეუ), ვანიამა - მანე, დევისი, ტადიჩი (80. უორდ-პრაუსი) - პელე

ბორნმუთი (4-4-1-1): ფედერიჩი - სმიტი, ფრანსისი, დისტენი, დენიელსი - პიუ (46. სტანისლასი), გოსლინგი, სურმანი, რიტჩი - არტერი (73. ტომლინი) - მარეი (46. კინგი)

გაფრთხილება: ვანიამა, ვანიამა - ფრანსისი, გოსლინგი

გაძევება: ვანიამა (78)

კუთხური: 4-6 ჯარიმა: 5-5 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 11(2)-16(2) ბურთის ფლობა: 48%-52%

მაყურებელი: 31 229

2 ნოემბერი

ტოტენჰემი-ასტონ ვილა 00:00

ბომბარდირები: 9 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 7 - ოდიონ იგალო (უოტფორდი), რიად მაჰრეზი (ლესტერი).

მომდევნო ტური

7 ნოემბერი:

ბორნმუთი-ნიუკასლი, ვესტ ჰემი-ევერტონი, სანდერლენდი-საუთჰემპტონი, ნორვიჩი-სუონსი, ლესტერი-უოტფორდი, მანჩესტერი-ვესტ ბრომვიჩი, სტოკი-ჩელსი.

8 ნოემბერი:

ასტონ ვილა-სიტი, ლივერპული-კრ. პალასი, არსენალი-ტოტენჰემი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
[VIDEO] ისაკის გოლით - "ლივერპულმა" "ბორნმუთი" დაამარცხა
"არსენალი" მზადაა "ლესტერის" ფეხბურთელის სანაცვლოდ 52 მლნ ევრო და გრანიტ ჯაკა გაიღოს
"მონაკომ" იჯარით "ლესტერის" თავდამსხმელი აიყვანა
"ეს ჩემი პრობლემა არ არის" - მანჩინი "მანჩესტერ სიტის" საქმეზე
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
ფიულკრუგი მალე "ვერდერში" დაბრუნდება
გოლი უკვე ყველა გუნდთან - ჰოლანის ახალი მიღწევა პრემიერ ლიგაში
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
დუბლიორი თუ კონკურენტი კვარაცხელიასთვის - პსჟ ნიდერლანდების ნაკრების გარემარბის დამატებას გეგმავს
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
პსჟ-მ შეიძლება პორტუგალიელი ნახევარმცველი შეიძინოს
ალისონი "ლივერპულთან" კონტრაქტს კიდევ გაახანგრძლივებს? - ინგლისელი ჟურნალისტი მამარდაშვილის მომავალზე წერს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
ზაბარნი შეიძლება "ლივერპულში" ზამთარში გადავიდეს
"ვფიქრობ, კერიკი თავს მოტყუებულად გრძნობს" - პოლ სქოულზი
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
"ამდენი რამ კარიერაში იმიტომ გავაკეთე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიმითითონ, დავარტყა თუ არა?!"
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
მაჰრეზის ყოფილმა მეუღლემ ქორწინების დასრულების მიზეზად "მანჩესტერ სიტი" დაასახელა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის, საკუთარი სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესოს
ლონდონურმა კლუბმა პსჟ-ს ორი ფეხბურთელი 130 მილიონად დაუფასა
115 ბრალდებიდან 114-ში დამნაშავედ ცნეს - "მანჩესტერ სიტის" პრემიერლიგიდან დაქვეითება ემუქრება
"მატჩის შემდეგ მამარდაშვილს ეს ვუთხარი" - დომინიკ სობოსლაი
"ლესტერის" მცველი შესაძლოა "ჩელსიში" ზაფხულში გადავიდეს
უარი პსჟ-ს, "მანჩესტერ იუნაიტედს" და "ჩელსის" - სამერვილი კარიერას "ალ-ჰილალში" გააგრძელებს
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
მატა: პრემიერ ლიგა არასდროს მომიგია - თუ მოვიგე?