ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

აბუ დაბის "დიდი სლემი": პაპინაშვილის და შავდათუაშვილის შემობრუნება

აბუ დაბის "დიდი სლემი": პაპინაშვილის და შავდათუაშვილის შემობრუნება

ჩვენმა ძიუდოისტთა ნაკრებმა თითო ოქრო-ბრინჯაო მოიპოვა აბუ დაბიში დასრულებულ "დიდ მუზარადზე"
ჩვენმა ძიუდოისტთა ნაკრებმა თითო ოქრო-ბრინჯაო მოიპოვა აბუ დაბიში დასრულებულ "დიდ მუზარადზე". ამას თითო მეხუთე და მეშვიდე ადგილებიც დაემატა, რამაც გუნდურ ჩათვლაში მერვე ადგილი მოგვიტანა.

არაბულ საემიროებში პირველი ადგილი ევროპის ჩემპიონმა, მსოფლიოს პრიზიორმა ამირან პაპინაშვილმა (60) დაიკავა, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73) კი მესამეზე გავიდა. ბრინჯაოს მოპოვებამდე ერთი მოგება დააკლდა ლევან მატიაშვილს (+100).

რაოდენობრივად მედალი ცოტაა, თუმცა გავითვალისწინოთ, რომ გვაკლდნენ უმთავრესი ლიდერები - ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (ორივე - 90) და ადამ ოქრუაშვილი (+100).

პაპინაშვილის შემობრუნება

პაპინაშვილმა ყველა შეხვედრა საკმაოდ დამაჯერებლად ჩაატარა, ფინალს თუ არ ჩავთვლით. არადა, მეტოქეებიც განსხვავებული სტილისა და თაობის ჰყავდა, თუმცა ყველა ტიტულოვანი და ანგარიშგასაწევი - ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია, სომეხი ჰოვანეს დავთიანი - მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი და ევროპის ორგზის ფინალისტი, თურქეთის სახელით მოჭიდავე ბეკირ ოზლუ, იგივე ბეთქილ შუკვანია, ევროპის ვიცე-ჩემპიონი მონღოლმა ცოგტბაატარ ცენდოჩირმა კი შარშან და წლეულს მიჯრით იჭიდავა ახალგაზრდების მსოფლიოს ფინალში.

თუმცა ვერც უტიტულო ჩეხ პაველ პეტრიკოვზე იტყვის ვინმე, რომ იოლად გასასეირნებელი მეტოქეა. აკი პაპინაშვილს ყველაზე მეტად მასთან გაუჭირდა პირველ შეხვედრაში - მხოლოდ იუკოთი მოუგო, როცა დანარჩენებს გაცილებით რთული ილეთებით აჯობა.

ქართველმა საკმაოდ კარგი გამძლეობა გამოავლინა, ბევრსაც მოძრაობდა, უტევდა და ტექნიკურადაც ჭიდაობდა. გარიგოსმა ბევრი აწვალა, მაგრამ ბოლოს ლამაზი მოგვერდით გადმოიღო, ხოლო დავთიანს შეტევა დაუხურა და შებოჭა.

პაპინაშვილმა ყველაზე ლამაზი გდება ოზლუსთან გააკეთა, ვინც ქვეჯგუფში ყაზახთა წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონი ილედოშ სმეტოვი დაამარცხა და პაპინაშვილს ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე ჩამოაცილა.

ქართველების ნახევარფინალი პრინციპული მნიშვნელობისაც გახლდათ და თუმცა ჩვენი ფალავანი ორჯერ გააფრთხილეს, ვერ ვიტყვით, რომ პასიურობდა. პირიქით - თითქოს უფრო დომინირებდა, რაც ბოლოს უზადო კისრულით დასრულდა. პაპინაშვილმა წამიერად მხარზეც კი შეიჩერა მეტოქე, რომელიც მხრებზე ჩაბღაუჭებით ცდილობდა გარდაუვალი ბედისწერისგან გაქცევას, მაგრამ ჩვენებურმა მოწყვეტით დაუშვა ტატამზე.

ფინალში პაპინაშვილს ახალგაზრდა მონღოლი ცენდოჩირი ელოდა, ვინც რამდენიმე დღის წინ აბუ დაბიშივე, ახალგაზრდულ მსოფლიოზე თორნიკე ნაგლიაშვილი დაგვიმარცხა. პაპინაშვილი აქამდეც იცნობდა მას - წლეულს თბილისის ტურნირზე ვაზარ-იუკოთი მოუგო, თუმცა ამჯერად რატომღაც ბევრად გაუჭირდა. გასაგებია, რომ მას მერე ცენდოჩირმაც ივარჯიშა და მოუმატა, მაგრამ ჩვენებურმაც წინა შეხვედრებზე ბევრად სუსტად იასპარეზა. თითქოს გაუჭირდა ფიზიკურად ძლიერ მონღოლთან ჭიდაობა, თითქოს თვითონაც არ უტევდა, არ აქტიურობდა იმდენად... თუმცა ტექნიკა აქაც გამოავლინა და ვაზარი დაახლოებით იმ სტილში მოიპოვა, როგორითაც პეტრიკოვს იუკო აართვა - მაჯებიდან ჩავლებულს ვარდნაში ზურგით მდგომმა გარედან გამოჰკრა ფეხი. ბოლო წუთებზე აშკარად გაურბოდა ბრძოლას და 2 იუკო ხომ დაკარგა, 3 გაფრთხილებაც მიიღო.

ასეა თუ ისე, ჩვენს ლიდერს ეს ტურნირი აქტივში ეთვლება. ახლა მთავარია, საოლიმპიადოდ ტემპი არ დააგდოს.

შავდათუაშვილის დაბრუნება

შავდათუაშვილმაც კარგად წარმოაჩინა თავი და რომ არა საეჭვო გაფრთხილებები მეოთხედფინალში კორეელთა მომავალ ჩემპიონთან, მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსან ჩანგრიმ ანთან, ვინძლო, უკეთესი შედეგიც ჰქონოდა. იმ პაექრობაში კორეელმა 2 გაფრთხილება მიიღო, ჩვენებური კი სამჯერ დასაჯეს მსაჯებმა.

შავდათუაშვილმა ახლა ადრინდელზე გაცილებით უკეთ გაუძლო სატურნირო დაძაბულობას, ფიზიკურად ბევრად უფრო მხნედ გამოიყურებოდა და ვერც დაღლას დავაბრალებთ.

პირველ წრეში ჩვენმა ჩემპიონმა პუერტორიკოელი აუგუსტო მირანდა 4 გაფრთხილებით მოახსნევინა. ერთი შეხედვით, თითქოს პუერტორიკოელთან უქულოდ მოგება რა მოსატანია, მაგრამ მირანდა ძალიან სწრაფია და მისთვის სივრცის მიცემა ჰარაკირის ტოლფასია. ლაშამაც შეუზღუდა მოძრაობის საშუალება. აკი, იტალიელ ენრიკე პარლატის ორი ვაზარით აჯობა. ამას კორეელთან წაგება მოჰყვა, სანუგეშოში კი ჯერ დაბერებული იაპონური წარმოშობის ესპანელი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოსპრიზიორი, 37 წლის კიოში უემაცუ დაამარცხა იუკოთი, ხოლო ბრინჯაოს მედალი ჩინელ ინჯირიგალა საის აართვა, ვისაც ვაზარით მოუგო.

მატიაშვილი და ჩხვიმიანი

მატიაშვილს თითქოს ცოტა კი დაუკლია წონაში, მაგრამ მოძრაობა, სისწრაფე ჯერ მაინც აკლია. მოლოდინისამებრ, ქვეჯგუფი იოლად მოიგო, თუმცა პირველ შეხვედრაში ყაზახ იერჟან შინკეიევთან კინაღამ... მსაჯმა იმსხვერპლა გაფრთხილებებით. საბოლოოდ ვაზარით იმარჯვა, პოლონელ მატიაჟ სარნაცკის კი წმინდად მოუგო.

სამწუხაროდ, ნახევარფინალში კორეელ სუნ-მინ კიმთან ტრავმა მიიღო, ფეხი იტკინა. ეს ეპიზოდი ძალიან ჰგავდა საყრდენ ფეხზე გამოკვრას, თუმცა მსაჯებმა ასე არ მიიჩნიეს. ეს ტრავმა ბრინჯაოსთვის შეხვედრაშიც უშლიდა ხელს ტუნისელ მსოფლიოსპრიზიორ ფაიცელ ჯაბალასთან, სადაც გაფრთხილებით წააგო. თუმცა აქაც გაუგებარია, როცა ორივეს 2-2 გაფრთხილება ჰქონდა, შეტევისას რატომ დასაჯეს ჩვენებური მესამედ - ნამდვილად უტევდა და თუ ვინმეს ჰქონდა ფალ-სტარტი, უფრო აფრიკელს... ჯაბალამ ბოლო წუთები ისე გაატარა, როგორც - პაპინაშვილმა. ეს კიდევ უფრო მეტადაც ხოხავდა ტატამზე, მაგრამ მსაჯებმა არც ეს გააფრთხილეს.

უმედლოდ დარჩა, მაგრამ მაინც ქებას იმსახურებს ჩხვიმიანი. აბუ დაბიში მან ვაზარით დაამარცხა ორი ძლიერი მეტოქე - კორეელი მსოფლიოსპრიზიორი ვონ ჯინ კიმი და ებრაელი არტიომ არშანსკი, მანამდე კი მექსიკელი ნაბორ კასტილიო გაფრთხილებებით დაამარცხა. ამის შემდეგ აზიელებთან წააგო - ჯერ უზბეკ დიორბეკ უროზბოევთან, სანუგეშოში კი ყაზახთა მსოფლიოს ფინალისტ რუსტამ იბრაიევთან.

სამწუხაროდ, დამაიმედებელს ვერაფერს ვიტყვით იმ წონებზე, სადაც ლიცენზიების გასანაღდებლად ვიბრძვით - ვაჟა მარგველაშვილი (66) ტაჯიკ უმედ აბდურახიმოვს ვაზარსა და 2 იუკოს უგებდა, თუმცა წმინდად წააგო!

ალექსანდრე მსხალაძეც (100) პირველივე შეხვედრაში დამარცხდა უნგრელ მიკლოშ ცირჯენიჩთან.

საკუთარ შესაძლებლობებზე სუსტად გამოვიდა უშანგი მარგიანიც (81) - პოლონელ ლუკაშ ბლაშთან ვაზარი კი გაქვითა, მაგრამ რუს ხასან ხალმურზაევთან 2 იუკოც დაკარგა, ვაზარიც და ბოლოს - იპონიც. თან ორივე შემთხვევაში ძალიან იოლად დაკარგა ქულები... ამ ბიჭის პროგრესი ბოლო ორ წელიწადში აშკარად შეფერხდა. იმედია, ტრავმებს ბოლომდე მოირჩენს და გაცილებით უკეთ იჭიდავებს.

ქალთა ტურნირში ესტერ სტამმა (70) კანადელი მონიკა ბურგესი დააიპონა, ჰოლანდიელთა ევროპის სამგზის ჩემპიონ კიმ პოლინგთან კი ერთადერთი იუკოთი წააგო და გავარდა.

კვარცხლბეკი

ვაჟები

60 კგ

1. ამირან პაპინაშვილი (საქართველო), 2. ცოგტბაატარ ცენდოჩირი (მონღოლეთი), 3. რუსტამ იბრაევი (ყაზახეთი), დიორბეკ უროზბოევი (უზბეკეთი), 7. ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო)

66 კგ

1. ბაულ ანი (სამხრეთი კორეა), 2. არსენ გალსტიანი (რუსეთი), 3. რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი), გიორგი ზანთარაია (უკრაინა).

73 კგ

1. ჩანგრიმ ანი (სამხრეთი კორეა), 2. იგორ ვენდტკე (გერმანია), 3. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო), საგი მუკი (ისრაელი).

81 კგ

1. ივაილო იორდანოვი (ბულგარეთი), 2. სერგიუ ტომა (არაბთა გაერთიანებული საემიროები), 3. ლასლო ჩოკნიაი (უნგრეთი), სირაზუდინ მაგომედოვი (რუსეთი).

90 კგ

1. ოტგონბაატარ ლხაგვასურენი (მონღოლეთი), 2. ნოელ ვან ტ ენდი (ჰოლანდია), 3. მარკუს ნიმანი (შვედეთი), კრისტიან ტოტი (უნგრეთი).

100 კგ

1. ტაგირ ხაიბულაევი (რუსეთი), 2. ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი), 3. კარლ-რიხარდ ფრეი (გერმანია), ტომა ნიკიფოროვი (ბელგია).

+100 კგ

1. სუნ-მონ კიმი (სამხრეთი კორეა), 2. იაკიმ ხამო (უკრაინა), 3. ანდრე ბრაიტბარტი (გერმანია), ფაიცელ ჯაბალა (ტუნისი). 5. ლევან მატიაშვილი (საქართველო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა

"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე

"ყვე­ლა­ნი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ქალს რა უნდა ძი­უ­დო­ში, ეს კა­ცე­ბის სპორ­ტია და თავი და­ა­ნე­ბეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

აბუ-დაბის გრან სლემს მხოლოდ ავთანდილ ჭრიკიშვილი შემორჩა, რომელიც 1/4-ფინალში გავიდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა

პაპინაშვილი და მხეიძე მე-3 ადგილისთვის იჭიდავებენ(განახლებადი)

ანტალიის გრან პრი: საქართველოს ნაკრების 20-კაციანი შემადგენლობა ცნობილია

ცინდაოს მასტერსი: ქართული ფინალი, ესპანეთის მონაწილეობით

ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე

ოსაკას გრანდ სლემი: უშანგი მარგიანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ოსაკას გრანდ ტური: მედალი ვერც უშანგი მარგიანმა მოიპოვა

ლიპარტელიანი ოქროს, შავდათუაშვილი კი ბრინჯაოს შეუტევს - ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე

ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა

მსოფლიო ჩემპიონატი სამშობლოში - ქართველ ძიუდოისტებს იაპონელებთან დიდი ბრძოლა ელით!

წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...

მსოფლიოს ჩეპიონატისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ცნობილია

ლიპარტელიანი, მატიაშვილი, თუშიშვილი და ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ [VIDEO]

ლაშა შავდათუაშვილი პარიზის ოლიმპიადას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა [VIDEO]

ზაალიშვილი და მატიაშვილი უნგრეთის გრან სლემზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ

ევროპის ჩემპიონატზე ღვინიაშვილმა, თუშიშვილმა და მატიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [VIDEO]

[შეჯამება] დაცალკევებული ნაკრები, ოქროს ტურისტი და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოს სამშობლოში

[მსოფლიო ჩემპიონატი] წილისყრა დასრულდა - ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია

1 ოქრო და 2 ბრინჯაო - თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე [VIDEO]

მინსკი 2019. ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილი მედლის გარეშე დარჩა

ზაგრების გრან პრი: ზაალიშვილისა და ღვინიაშვილის ოქროს მედლები და გუნდური პირველი ადგილი ვაჟთა შორის [VIDEO]

"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?

აბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა