დრამონდისა და კარის კვირა
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "დეტროიტ პისტონზის" ცენტრი ანდრე დრამონდი, რომელმაც თავის გუნდს სამიდან სამი მატჩი მოაგებინა.

დრამონდმა საშუალოდ 18.7 ქულა, 16.3 მოხსნა (ლიგაში საუკეთესო) და 2.0 დაფარება დააგროვა. მან განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "ჩიკაგოსთან" მატჩში, როცა 20 ქულითა და 20 პასით დაეხმარა თავის გუნდს.

დასავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა "გოლდენ სტეიტ უორიორზის" გამთამაშებელი სტივენ კარი. მის ანგარიშზე საშუალოდ 39.3 ქულა (ლიგაში საუკეთესო), 7.3 პასი და 2.33 ჩაჭრა მოდის. კარი თამაშიდან 58.8 პროცენტის სიზუსტით ისროდა, სამქულიანების 48.6 პროცენტი მოათავსა კალათში და ჯარიმების 95.7 პროცენტი გამოიყენა.

გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშემ განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "ნიუ ორლეანთან" მატჩში, როცა 53 ქულა, 9 პასი, 4 მოხსნა და 4 ჩაჭრა მიითვალა.

დრამონდის კვირა

27 ოქტომბერი. ატლანტა-დეტროიტი 94:016. 18 ქულა, 19 მოხსნა.

28 ოქტომბერი. დეტროიტი-იუტა 92:87. 18 ქულა, 10 მოხსნა.

30 ოქტომბერი. დეტროიტი-ჩიკაგო 98:94 (ო). 20 ქულა, 20 მოხსნა.

კარის კვირა

27 ოქტომბერი. გოლდენ სტეიტი-ნიუ ორლეანი 111:95. 40 ქულა, 6 მოხსნა, 7 პასი.

30 ოქტომბერი. ჰიუსტონი-გოლდენ სტეიტი 92:112. 25 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი.

31 ოქტომბერი. ნიუ ორლეანი-გოლდენ სტეიტი 120:134. 53 ქულა, 4 მოხსნა, 9 პასი, 4 ჩაჭრა.

კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდნენ: ჯიმი ბატლერი ("ჩიკაგო"), ნიკოლა მიროტიჩი ("ჩიკაგო"), ლებრონ ჯეიმსი ("კლივლენდი"), კევინ ლავი ("კლივლენდი"), ბლეიკ გრიფინი ("კლიპერსი"), დუეინ უეიდი ("მაიამი"), კარლ-ენტონი თაუნსი ("მინესოტა"), რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა"), კევინ დურანტი ("ოკლაჰომა"), ჯალილ ოკაფორი ("ფილადელფია"), კავაი ლეონარდი ("სან ანტონიო"), დემარ დეროზანი ("ტორონტო") და რუდი გობერი ("იუტა").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

t
კარი წელსაც მვპ გახდება
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
NBA. რეგულარული: ირვინგმა დებიუტში 50 ქულა ჩააგდო, მაგრამ "ბრუკლინი" ვერ გადაარჩინა [VIDEO]
ყველგან დაფასებული სტეფ კარი
ხანგრძლივი ოვაციები - "გოლდენ სტეიტმა" ზაზა ფაჩულიას საჩემპიონო ბეჭედი გადასცა [VIDEO]
ჰარდენისა და დურანტის 44 ქულა "ბრუკლინს" გასამარჯვებლად არ ეყო [VIDEO]
სტეფ კარი "შარლოტში" გადასვლას აპირებს?
ფაჩულიას დაწყებული "ღვთაებრივი კომბინაცია", რომელსაც საყოველთაო აღიარება მოჰყვა [VIDEO]
NBA. პლეი-ოფი: ჰარდენის რეკორდი, "დეტროიტი" ფაჩულიას გარეშე და ირვინგის 37 ქულა [VIDEO]
ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" "ფინიქსს" იოლად სძლია
NBA: კვირის მოთამაშეები: ბატლერი და კარი
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" სტუმრადაც მოუგეს [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის მე-40 სამმაგი
NBA-ს ვარსკვლავმა აუზში ჩავარდნილი შვილი გადაარჩინა [VIDEO]