მოურინიო: "მოგება აუცილებელი არ არის!"; გარსია: "მოგება აუცილებელია!"
საოცარია, მაგრამ ფაქტია, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რვავე ჯგუფში ერთადერთი უდანაკარგო გუნდი სანკტ-პეტერბურგის "ზენიტია" და თუ რუსები არც საფრანგეთში დაკარგავენ ქულებს...

დღის "მენიუში" კი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება "ალიანც არენაზე" უნდა შედგეს - ერთმანეთის პირისპირ პეპ გვარდიოლას "ბაიერნი" და არსენ ვენგერის "არსენალი" დადგებიან.

გერმანელებს ინგლისელებისგან ორი კვირის წინანდელი წყენა კარგად ახსოვთ...

გიჟური თამაში

ანდრე ვილაშ-ბოაშის გუნდს შესაძლოა, რუსეთის პირველობაზე უჭირს და ჩემპიონის ტიტულის დათმობის საფრთხე რეალურია, მაგრამ ევრომასშტაბით პორტუგალიელის სამწყსოს ყველაფერი წესრიგში აქვს - 9 ქულით ერთპიროვნული ლიდერია ჯგუფში.

თუკი ლიონში "ზენიტი" იმარჯვებს, ის პლეი ოფის საგზურს ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მოიპოვებს და რუსულ პრემიერლიგასაც მეტ ყურადღებას მიაქცევს.

"ზენიტი" რომ ფავორიტია, ამას უბერ ფურნიეც აღიარებს. "ჩვენ გიჟური თამაში გვჭირდება მათ დასამარცხებლად", - აცხადებს ფრანგთა თავკაცი.

სხვათა შორის, "ზენიტს" შესაძლოა, ფრეც ეყოს, თუ "გენტი" შინ "ვალენსიას" ვერ დაამარცხებს. "ზენიტი" 12 მატჩია, რაც დაუმარცხებელია და აქ ყველა ოფიციალური ტურნირი იგულისხმება.

საეჭვო იყო ბრაზილიელი ჰალკის თამაში, რომელმაც ჩემპიონატის მატჩი გამოტოვა, მაგრამ ის მომჯობინდა და, წესით, უნდა ითამაშოს. სამაგიეროდ, გამოირიცხა ესეკიელ გარაის თამაში.

ანდრე ვილაშ-ბოაში (ზენიტი): "ძალიან კარგ სიტუაციაში ვართ, მაგრამ რაც შეიძლება სწრაფად გვსურს პლეი ოფის საგზურის მოპოვება. ქულაც და თითქმის მიზანს მივაღწევთ. "ლიონს" დასაკარგი არაფერი აქვს და ის ბოლო დროს ფორმაში შევიდა. ჩვენ ჯერაც მთავარ ყურადღებას ჩემპიონთა ლიგას ვაქცევთ".

დღის მატჩი

"ალიანც არენაზე" "ბაიერნი" მასპინძლობს "არსენალს" და ეს დღის მთავარი დაპირისპირებაა. მით უფრო, რომ რაც უნდა მოხდეს ამ შეხვედრაში, ისევე, როგორც ჯგუფის მეორე მატჩში "ოლიმპიაკოსსა" და ზაგრების "დინამოს" შორის, მაინც არაფერი გადაწყდება - საგზურს წინასწარ ვერავინ მოიპოვებს და არც არავინ გაიწირება.

შეგახსენებთ, რომ ლონდონში "არსენალმა", ყველასთვის მოულოდნელად, 2:0 მოუგო "ბაიერნს" და ჯგუფს ინტრიგა შეუნარჩუნა. ორი კვირის წინათ ნოიერის კარი ჟირუმ და იოზილმა დალაშქრეს. ამიტომაც გერმანელი ფანები "ბაიერნის" სასტიკ შურისძიებას ელიან.

"არსენალის" ლაზარეთში, ტრადიციულად, ლამის ნახევარი გუნდია. გერმანელების შემადგენლობაში კი ლიგაზე პირველად ითამაშებს არიენ რობენი.

ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "არსენალი" ევროპის ერთ-ერთი ტოპ-კლუბია. ლონდონში დავმარცხდით, მაგრამ ახლა სულ სხვა თამაშია და სულ სხვა ისტორია დაიწერება. ჩვენ ძალიან გვსურს გამარჯვება და საკუთარი ფანების გახარება. 90 წუთი გვაქვს იმისთვის, რომ პლეი ოფის საგზურს მივუახლოვდეთ.

"არსენალს" ბურთის კონტროლი და შეტევა უყვარს. მათი ბიჭების მთავარი მისია ბურთის გათამაშება და საქმეში ოლივიე ჟირუს ჩართვაა. ჩვენ აუცილებლად უნდა მოვერგოთ მეტოქის ამ სქემას. არ უნდა მივცეთ მეტოქეს თავისი თამაშის თავს მოხვევის საშუალება, დაცვითი პოზიციიდან არ უნდა გამოვიყვანოთ.

მე ყოველთვის ვეუბნები ჩემს ბიჭებს, რაც შეიძლება მეტჯერ შეუტიონ და რაც შეიძლება მეტი მომენტი შექმნან".

არსენ ვენგერი (არსენალი): "შევეცდებით, ის სათამაშო განწყობა შევინარჩუნოთ, რომელიც ორი კვირის წინათ გვქონდა. ჩვენ ვვითარდებით, როგორც გუნდი.

"ბაიერნთან" კვლავ პოზიტიური შედეგის მიღწევა გვსურს. ბოლო მატჩებია, კარგ ფორმაში ვართ და ხვალ კარგი მომენტია დავამტკიცოთ, რომ უკვე წინ წავედით და უკეთესები ვართ, ვიდრე სეზონის დასაწყისში".

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4-1-3-2): ნოიერი - ლამი, მარტინესი, ბოატენგი, ალაბა - ჩაბი ალონსო - რობენი, ტ. ალკანტარა, დ. კოშტა - ლევანდოვსკი, მიულერი

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - დებიუში, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი - კოკლენი, კასორლა - კემპბელი, იოზილი, სანჩესი - ჟირუ

როცა მოგება აუცილებელი არ არის

თელ ავივში "მაკაბი" შეეცდება პირველი ქულების მოპოვებას, მეტოქე კი ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი "პორტუა". ორი კვირის წინათ პორტუგალიელებმა 2:0 მოიგეს, ხოლო მათმა ესპანელმა გოლკიპერმა იკერ კასილიასმა 51-ედ შეინახა კარი "მშრალად", ეს კი ჩემპიონთა ლიგის ახალი რეკორდია.

"მაკაბი" მართლაც ცუდ ფორმაშია, 10-დან 6 მატჩში მარცხი იწვნია. სხვათა შორის, "მაკაბის" არც გოლი აქვს გატანილი. ერთადერთი კლუბი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ისე აქვს ჩამთავრებული, რომ ვერც გოლი გაიტანა და ვერც ქულა მოიპოვა... "მაკაბია", ოღონდ ქალაქ ჰაიფადან. ეს 2009/10 წლების სეზონში მოხდა.

ამავე ჯგუფში ჟოზე მოურინიოს "ჩელსი" კიევის "დინამოს" მასპინძლობს. ვიტყოდით, რომ ლონდონური კლუბი ფავორიტია, მაგრამ ახლა "ჩელსიც" შავ დღეშია და მისი თავკაციც. ჟოზე მოურინიო ისევ არეულია, რაც გუშინ წინასამატჩო პრესკონფერენციაზეც გამოჩნდა: "აუცილებელია არ წავაგოთ, მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი მოვიგოთ", - განაცხადა მოუმ. როგორია?

ლუის ენრიკეს "ბარსელონა" ისევ ლეო მესის გარეშე თამაშობს, თუმცა ბატე-სთან ეს არ უნდა იყოს სერიოზული პრობლემა. მით უფრო, რომ კატალონიელებმა ბელორუსშიც კომფორტულად იმარჯვეს. მესი არ არის, მაგრამ ნეიმარი და ლუის სუარესი შესანიშნავ ფორმაში არიან. ბოლოს "ბარსას" 14 გოლი მხოლოდ ამ ორმა ფეხბურთელმა გაიტანა.

თუკი "ბარსა" მოიგებს და ამავე ჯგუფში "რომა" ვერ დაამარცხებს "ლევერკუზენს", კატალონიური გრანდი პლეი ოფის საგზურს მოიპოვებს. სხვათა შორის, ეს ზედიზედ 12 სეზონის განმავლობაში მოხდება. ჩემპიონთა ლიგის ამჟამინდელ მფლობელს შინ ლიგაზე 2013 წლის მაისის მერე არ წაუგია.

"რომამ" და "ლევერკუზენმა" გერმანიაში დაუვიწყარი მატჩი (4:4) შემოგვთავაზეს. ახლაც დაახლოებით ასეთ დაპირისპირებას ველით. მასპინძელს სატურნირო მდგომარეობა მოგებას და შეტევას ავალდებულებს. რუდი გარსიაც ასე ფიქრობს - "სხვა გზა არ არის, უნდა მოვიგოთ"...

ჩემპიონთა ლიგა. IV ტური

4 ნოემბერი

E ჯგუფი

ბარსელონა-ბატე 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: დუგლასი, მესი, რაფინია - ჰლები, როდიონოვი, ჟავნერჩიკი (?)

რომა-ლევერკუზენი 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კაპრადოსი, ტოტი, დე როსი (?), კეიტა (?) - იედვაი, ჰილბერტი, რიუ, ბენდერი (?)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ბარსელონა 3 2 1 0 5-2 7

2. ლევერკუზენი 3 1 1 1 9-7 4

3. ბატე 3 1 0 2 4-8 3

4. რომა 3 0 2 1 7-8 2

F ჯგუფი

ბაიერნი-არსენალი 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: რიბერი, გიოტცე, როდე, ბადშტუბერი (?), ბერნატი (?) - არტეტა, ოსპინა, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, რემზი, როსიცკი, უოლკოტი, უელბეკი, უილშირი

ოლიმპიაკოსი-დინამო ზ. 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: დომინგესი, მანიატისი, ბუხალაკისი (?), კამბიასო (?) - პინტო, შილდენფელდი, სუდანი, პავიჩიჩი (?), სიგალი (?)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ბაიერნი 3 2 0 1 8-2 6

2. ოლიმპიაკოსი 3 2 0 1 4-5 6

3. არსენალი 3 1 0 2 5-5 3

4. დინამო ზ. 3 1 0 2 2-7 3

G ჯგუფი

მაკაბი-პორტუ 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: დასა, იცჰაკი, რადონიჩი, მაიკონი, ბენ ჰაიმ I (?)

ჩელსი-დინამო კ. 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კურტუა, კოშტა, ივანოვიჩი, პედრო -

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. პორტუ 3 2 1 0 6-3 7

2. დინამო კ. 3 1 2 0 4-2 5

3. ჩელსი 3 1 1 1 5-2 4

4. მაკაბი 3 0 0 3 0-8 0

H ჯგუფი

ლიონი-ზენიტი 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ფეკირი, კალულუ, გრენიე, ბიშევაცი (?), მალბრანკი (?) - ფაიზულინი, ჰალკი (?), გარაი

გენტი-ვალენსია 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: დეპუატრი (?), იოჰანსონი (?), მილისევიჩი (?), პედერსენი (?), ვან დერ ბრუგენი (?) - აბდენური, როდრიგო, რაიანი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ზენიტი 3 3 0 0 8-4 9

2. ვალენსია 3 2 0 1 5-4 6

3. გენტი 3 0 1 2 3-5 1

4. ლიონი 3 0 1 2 2-5 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
პსჟ-ს მომავალ სეზონში ახალი მეკარე ეყოლება?
ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ერთი მბაპე გააძევეს, მეორემ გაიტანა - "მანჩესტერ სიტიმ", "ბეტისმა" და "რეალმა" გაიმარჯვეს
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
კვლავ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "პორტუს" ბარიერი გადალახა
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
ოლივერ გლასნერს "ბაიერი" დაუკავშირდა
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
"ქალს საბანკო რეკვიზიტები ვთხოვე, შემდეგ კი..." - აი, ასე იძია ბონიფასმა შური
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
ოფიციალურად: იულიან ბრანდტი "აიაქსის" ფეხბურთელია
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს