არქივი

0000000000000

0000000000000000000

0000000000000000000000000000

0000000000000000000000000000000000000000

თავი უნდა მოიკლა და ეს ნდობა გაამართლო...

ქანთარია მერანთან დუბლზე და გუნდის შანსებზე

საინტერესო ამბავია - გულშემატკივართა ჯგუფი გაერთიანდა და, როგორც ამბობენ, "ლოკომოტივის" ფანკლუბის ჩამოყალიბებას აპირებს:

"მას უშუალოდ კლუბთან ექნება კავშირი და ერთად ვივლით გუნდის თამაშებზე. სახელსაც მალე მოვიფიქრებთ", - ასეთია ჩანაფიქრი, რომელსაც, წესით, წინ არაფერი უნდა დაუდგეს.

იმ დროს, როცა თბილისური კლუბები გულშემატკივრის ნაკლებობას განიცდიან, ცხადია, ასეთი მოწოდება სასიხარულოა. ამ ჯგუფის წევრები თვლიან, რომ ჟერარდ სარაგოსა მულეტის დანიშვნა "ლოკომოტივს" წაადგა - გუნდი მართლაც მოფერიანდა. "საბურთალოსთან" გამარჯვების (3:2) შემდეგ, "წითლებმა" ამჯერად მარტვილის "მერანი" მისსავე მოედანზე 3:0 დაამარცხეს. შერმადინ ართმელაძისა და ზვიად ქანთარიას დუბლით თბილისელებმა სეზონში მესამე გამარჯვება მოიპოვეს და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესეს.

"ამ თამაშის მოგებას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან სატურნირო მდგომარეობა უკან დახევის საშუალებას არ გვაძლევდა. თამაში კარგად დავიწყეთ და პირველ ტაიმში 2:0-ს ვიგებდით. მაგრამ ტაიმის ბოლოს მეკარე კუპატაძე გაგვიგდეს და მარტვილელებმა მეორე ნახევარში შემოგვიტიეს. ამ დროს, კარგი კონტრშეტევა განვახორციელეთ და მესამეც გავიტანეთ. ცხადია, გამიხარდა, რადგან ეს უმაღლეს ლიგაში ჩემი პირველი დუბლი იყო და, რაც მთავარია, ამ გოლით ყველაფერი თავის ადგილას დადგა", - ამბობს ქანთარია.

მას გუნდში არსებული სიტუაცია აიმედებს:

"ჩვენ ჯერ კიდევ სახიფათო ზონაში ვართ და უმაღლესი ადგილის შესანარჩუნებლად, დიდი ომი გველის. ძალიან ნიჭიერი ბიჭები გვყავს, მაგრამ მათ გამოცდილება აკლდათ და ამიტომაც ვერ ვიგებდით. ამას გარდა, ოთხი ახალწვეული ვართ - ხიდეშელი, ბენაშვილი, გეთიაშვილი და მე. ცხადია, შეუთამაშებლობამაც თავისი კვალი დაგვატყო. მაგრამ "ლოკომოტივში" არსებული ატმოსფერო და ის დამოკიდებულება მაიმედებს, რაც კლუბის ხელმძღვანელებს ფეხბურთელების მიმართ აქვთ. ბევრგან ვყოფილვარ, მაგრამ "ლოკომოტივში" რომ ადამიანური, თბილი, მეგობრული გარემო და ერთსულოვნებაა, ასეთს ყველგან ინატრებენ. დამიჯერეთ, ფეხბურთელი სწორედ ასეთ გარემოში თუ გაიხსნება".

25 წლის ცენტრალური თავდამსხმელი ამ გუნდის ახალწვეულია. თუმცა ბევრისთვის უცნობია, რომ ის ჯერ კიდევ 15 წლის იყო, როცა "ლოკომოტივმა" შეიძინა და მერე თბილისის "დინამომ" სწორედ ამ გუნდიდან გადაიბირა. 17 წლისას უფროსი დუშან უჰრინი ისე ენდობოდა, ძირითად შემადგენლობასაც გაუშინაურა...

მერე რაც მოხდა, იმაზე ლაპარაკი არ უყვარს. კლუბის ხელმძღვანელობასთან გაუგებრობას ტრავმა დაემატა, "დინამო" დატოვა და 2-წლიანი ჩავარდნა "სამტრედიაში" დაასრულა. იქ ქანთარიას გელა სანაია ენდო და 13 მატჩში გატანილი 11 გოლით გუნდს უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა:

"რა დასამალია, როცა უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ "ლოკომოტივში" მიმიწვიეს, ძალიან გამიხარდა, ხელმძღვანელობისა და მწვრთნელის ნდობამ კი "გამხსნა", რადგან "სამტრედიის" შემდეგ ისეთი ნირწამხდარი ვიყავი, მეორე ლიგის გუნდში წავედი. ამის შემდეგ რომ გენდობიან, თავი უნდა მოიკლა და ეს ნდობა გაამართლო. სხვათა შორის, სარაგოსამ ზოგიერთ ფეხბურთელს პოზიციები შეუცვალა. ცალკე ჩვენშიც დიდი მოტივაცია იყო, ბიჭები უმაღლესი ლიგის მოთხოვნებს შეეჩვივნენ და ამ ყველაფერმა ბოლო ტურებში "ლოკომოტივის" წარმატებული გამოსვლა განაპირობა. სხვათა შორის, გუნდში იმხელა პოტენციალი ჩანს, გასავარდნად საქმე არ უნდა გაგვიხდეს. დარწმუნებული ვარ, გაცილებით მაღალი ადგილების დაკავება შეგვიძლია".

00000000000000000000

000000000000000000000000000

000000000000000

000000000000000000

-000000000000000

000000000000000

ინტერვიუ. ჯონ კოფინო

გამარჯვებისთვის ჩამოვედი

საწვრთნელი პროცესი უბრალო ვარჯიში არ არის - ბრძოლაა

მიმდინარე სეზონში სუპერლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს "სოხუმი", რომელსაც ვაჟა კვარაცხელია წვრთნის. ამ სოხუმელ სპეციალისტს გვერდში ჰყავს ამერიკიდან მოწვეული მწვრთნელი ჯონ კოფინო, რომელიც მოღვაწეობს როგორც სუპერლიგის გუნდში, ასევე "სოხუმის" საკალათბურთო აკადემიაში.

შაბათს, "სოხუმი"-"აკადემიას" მატჩის დასრულების შემდეგ მისტერ ჯონ კოფინოს გავესაუბრეთ.

- 6 კვირაა, რაც თბილისში ვარ. ნამდვილად არ ვიცოდი, რა მელოდა საქართველოში, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ხალხი ასეთი ლამაზი იქნებოდა, ასე რთული იქნებოდა ქართული ენა შესასწავლად, არც ის მეგონა, ქართველები ჩემ მიმართ ასეთ სითბოს თუ გამოიჩენდნენ. მართალია, ოჯახიდან შორს ვარ, მაგრამ აქაურობასთან შეგუება ნამდვილად არ გამჭირვებია. მომწონს ქართული სამზარეულოც, განსაკუთრებით ხინკალი...

- რეალობა იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე მოელოდით?

- რა თქმა უნდა. ძალიან მიყვარს უცნობ ადგილებში მოგზაურობა. ამასთან, ყოველთვის ვცდილობ, იქაურობაზე, სადაც მივდივარ, საკმარისი ინფორმაცია მივიღო. დავეკითხე მეგობრებს, რომლებიც საქართველოში ნამყოფები იყვნენ. მითხრეს, თბილისი პატარა, ძალიან ლამაზი ქალაქია, იქ ნამდვილად არ მოიწყენო. ისიც დაამატეს, კალათბურთიც ნორმალურ დონეზეაო. NBA-ს გუნდში სამი წელი ვმუშაობდი. ცხადია, დონე სხვადასხვაა, მაგრამ თამამად ვიტყვი, რომ საქართველოში მუშაობა ჩემთვის დიდი გამოცდილებაა. ძალიან საინტერესოა.

- თბილისში როგორ მოხვდით?

- დიდი ისტორიაა. ჩემი მეგობარი იცნობს ლიტველ სპეციალისტს, თავის მხრივ, მას კავშირი აქვს ვაჟა კვარაცხელიასთან. სწორედ ლიტველმა სტეფასმა მითხრა, რომ საქართველოში ეძებდნენ მწვრთნელს, რომელიც დაეხმარებოდა უმაღლესი ლიგის გუნდის გაწვრთნაში და ახალგაზრდების აღზრდის პროგრამის ამოქმედებაში. მოგეხსენებათ, სოხუმელებს ჰყავთ სხვადასხვა ასაკის არაერთი გუნდი და ჩემი ამოცანა უნდა ყოფილიყო მათზე ზრუნვა, სწორი მიმართულებით მუშაობაში დახმარება. სექტემბერში ჩამოვედი. ბევრი ვიფრინე - ლოს ანჯელესიდან სტამბოლში ჩავედი, შემდეგ თბილისში გადმოვფრინდი. თბილისში გამთენიისას საკმაოდ დაღლილი ჩამოვედი. ცოტა დავისვენე და საქმეს შევუდექი. ვმუშაობ ვაჟა კვარაცხელიასთან ერთად, რომელიც საინტერესო პიროვნებაა. მას ყველა იცნობს და ყველას იცნობს. ვაჟა რომ არ ყოფილიყო, დღეს არც "სოხუმი" იქნებოდა, გუნდისთვის ბევრი გააკეთა და დღესაც ბევრს აკეთებს. პოზიტიური პიროვნებაა. მან დიდი პასუხისმგებლობა დამაკისრა და მასთან ერთად ვეცდები, დასახულ მიზნებს მივაღწიო.

- ქართულ კალათბურთზე ორი თვის განმავლობაში როგორი შთაბეჭდილება შეგექმნათ?

- მსოფლიოში საუკეთესო არ არის, მაგრამ ვიტყვი, რომ ნორმალურია, კარგია. შარშან დიდ ბრიტანეთში ვმუშაობდი, "ჩეშერ ფენიქსს" ვწვრთნილი, მშვენიერი სეზონი მქონდა - 26 მოგების წილ 10 მარცხი, საბოლოოდ ნახევარფინალში დავმარცხდი. მართალია, ქართული სუპერლიგის წესები ინგლისის ჩემპიონატისგან განსხვავებულია, იქ 5 ლეგიონერია დაშვებული, აქ - 3, თუმცა საკალათბურთო დონე მსგავსია. გავიცანი ქართველი ბავშვები. კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ფეხბურთი ყველას უყვარს, მაგრამ პატარები, რომლებიც კალათბურთზე დადიან, სპორტის ამ სახეობაზე ბოლომდე არიან შეყვარებულნი.

- მწვრთნელებს თუ უზიარებთ საკუთარ გამოცდილებას?

- მათთანაც ისევე აქტიურად ვმოღვაწეობ, როგორც კალათბურთელებთან. ვმუშაობთ სხვადასხვა თემაზე: როგორ მოვემზადოთ თამაშებისთვის, როგორ განვავითაროთ ყოველი ვარჯიში, როგორ დავხვეწოთ ინდივიდუალური მონაცემები და ეს ყველაფერი როგორ გადავიტანოთ მოედანზე მატჩებისას. მთავარი მაინც საფუძველია - დრიბლინგი, პასი... არიან მწვრთნელები, რომლებიც ფუნდამენტიდან ერთ-ერთ კომპონენტს გვერდს უვლიან. ამას შედეგი არასოდეს მოაქვს.

- "სოხუმის" სუპერლიგის კლუბზე რისი თქმა შეგიძლიათ?

- უმაღლესი ლიგის ყველა გუნდის თამაში ვნახე. მათთან შეფარდებით, შემიძლია ვთქვა, რომ ძლიერი გუნდი გვყავს. თუმცა ჯერ იმ დონეზე არა ვართ, რაზეც უნდა ვიყოთ. კალათბურთს 40 წუთი უნდა ვთამაშობდეთ. მართალია, სატურნირო ცხრილის სათავეში ვართ, მაგრამ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. ნიჭიერი კალათბურთელების ნაკლებობას არ ვუჩივით. კარგი ამერიკელი და ქართველი მოთამაშეები გვყავს. ამიტომაც ვამბობ, ძლიერი გუნდი ვართ-მეთქი, მაგრამ თუ მაღალი მიზნის მიღწევა გვინდა, ბევრი უნდა ვიშრომოთ სწორედ ისე, როგორც ახლა ვვარჯიშობთ. ჩვენი საწვრთნელი პროცესი უბრალო ვარჯიში არ არის - ბრძოლაა. თუ ასე განვაგრძეთ, გვაქვს შანსი, ძალიან წინ წავიდეთ. ვიცი, რომ აქამდე "სოხუმს" უმაღლეს ლიგაში მაღალი შედეგებისთვის არ მიუღწევია. მიმაჩნია, რომ სიტუაცია ამ სეზონში შეიცვლება. სასიამოვნოა, რომ კალათბურთელები ერთმანეთზე ზრუნავენ, საკუთარ სტატისტიკაზე არავინ ფიქრობს, არც ამერიკელები და არც ქართველები. გუნდური თამაში და დაცვა - აი, "სოხუმის" ორი მთავარი მახასიათებელი მიმდინარე სეზონში. სხვათა შორის, დავაკვირდი, რომ ქართველ კალათბურთელებს არ უყვართ დაცვაში თამაში...

- "სოხუმი" სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზეა. როგორ ფიქრობთ, ეს ის ადგილია, რასაც იმსახურებს?

- გრძელი სეზონი გველის და კარგი სტარტი კარგ ფინიშს არ ნიშნავს. ადგილის შესანარჩუნებლად ბევრი შრომა დაგვჭირდება. კონკურენცია სერიოზულია. სუპერლიგაში ბევრი კარგი გუნდი თამაშობს: "დინამო", "ბათუმი", "ქუთაისი", "ოლიმპი", "რუსთავი". მათთან რეგულარულ ეტაპზე 4-4 მატჩი გვაქვს ჩასატარებელი. ყველას აქვს აღმავლობები და ჩავარდნები...

- ბევრი რამ იანვარში შეიცვლება, როცა ზოგიერთი გუნდი კიდევ გაძლიერდება. შესაძლოა, მათ შორის "სოხუმიც" იყოს.

- მითხრეს, რომ საქართველოში ბევრი გუნდი იცვლება შუასასეზონო შესვენებისას. არ ვიცი, სხვები როგორ გაძლიერდებიან, მაგრამ "სოხუმი" მაშინაც საკმარისად ძლიერი იქნება, თუ ძირითად ბირთვს შეინარჩუნებს.

- ბოლოს თქვენ შესახებ. ინგლისური ამბები გავიგეთ. ამერიკაში სად მუშაობდით?

- 2008-10 წლებში NBA-ს განვითარების ლიგაში "თანდერბერდის" მთავარი მწვრთნელი გახლდით. იქ ძირითადი აქცენტი ახალგაზრდა კალათბურთელების ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციისთვის შემზადებას ეთმობა. ქართველი თორნიკე შენგელიაც განვითარების ლიგაში თამაშობდა, ძალიან კარგად.

- ამერიკიდან ატლანტის ოკეანის გადმოღმა მუშაობა რამ გადაგაწყვეტინათ?

- ჩემთვის ფული მთავარი არ არის, მსიამოვნებს, რასაც ვაკეთებ და მიხარია, როცა საკუთარ ცოდნას სხვებს ვუზიარებ. ინგლისამდე კენიაში ვმუშაობდი, "ნაირობის აკადემიას" ვწვრთნიდი. კენიის ჩემპიონები გავხდით და მოვიგეთ აღმოსავლეთ აფრიკის ჩემპიონატი. ქალთა გუნდსაც ვავარჯიშებდი, რომლის ერთ-ერთი წევრი ტერორისტული შემოტევისას დაიღუპა. საშინელება იყო... კენია ძალიან ღარიბი ქვეყანაა, ხშირად ვიყავით ელექტრობის, კომპიუტერის, ტელეფონის, სინათლის, წყლის გარეშე. მძიმე იყო იქ ცხოვრება. კვირაში 70 ამერიკულ დოლარს მიხდიდნენ. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ჩემთვის მთავარი კალათბურთის სიყვარულია.

- - საქართველოში სიტუაცია "შედარებით" უკეთესია...

პირველი ამერიკელი მწვრთნელი ვარ, რომელიც თქვენს ქვეყანაში სამუშაოდ ჩამოვიდა. აქამდე სადაც ვიყავი, ყველა გუნდში მქონდა წარმატებები და მინდა "სოხუმთან" ერთადაც გავიმარჯვო. მოსაგებად ჩამოვედი.

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია