"შტუტგარტთან" მატჩამდე დორტმუნდელები ამბობდნენ, ნერვებს ვერავინ და ვერაფერი მოგვიშლისო, მაგრამ დაკაგარგულმა ორმა ქულამ BVB-ს მაინც დაატყო იარა
"შტუტგარტთან" ნათამაშებ ფრეს (1:1) დორტმუნდის "ბორუსიასთვის" წესით ბევრი არაფერი უნდა შეეცვალა, რადგან "შავ-ყვითლები" მაინც დიდი უპირატესობით ლიდერობენ - "ბორუსია" უახლოეს მდევარ "ლევერკუზენს" 11, ხოლო მოქმედ ჩემპიონ "ბაიერნს" კი სულაც 14 ქულით უსწრებს. "შტუტგარტთან" მატჩამდე დორტმუნდელები ამბობდნენ, ნერვებს ვერავინ და ვერაფერი მოგვიშლის, ვიცით, რომ კონკურენტების სურვილი და მიზანი ახლა ჩვენი ანერვიულებაა და ძალიან მაგრად ვდგავართო, მაგრამ მეორე წრის მეორე ტურში დაკარგულმა ორმა ქულამ BVB-ს მაინც დაატყო იარა.

თავდამსხმელი ლუკას ბარიოსი ძალიან ნაწყენია იმის გამო, რომ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "შტუტგარტთან" ძირითად შემადგენლობაში არ გაამწესა. გაპარაგვაელებულ არგენტინელს ამ თემაზე ჩვენს გერმანელ კოლეგებთან არაფერი უთქვამს, აი, თანამემამულე ჟურნალისტებისთვის ტელეფონით მიცემულ ინტერვიუში კი საკმაოდ ცუდი რამეები თქვა - იმ იმედით, რომ გერმანიაში პარაგვაულ პრესას არავინ გაეცნობოდა.

აი, რას ამბობს 26 წლის ბარიოსი ABC დიგიტალ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში: "თამაშის შემდეგ გაზეთ "ბილდში" წავიკითხე, თურმე იურგენ კლოპს უთქვამს, ბარიოსი იმიტომ არ ვათამაშე, რომ მოედანზე გასასვლელად 100 პროცენტით მზად არ არისო. მე კი მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, რომ თამაშისთვის 100 პროცენტით მზად ვარ! დიდი ხანია, აღარ მაქვს გრიპი, რომლის გამოც შვებულებიდან გვიან დავბრუნდი. ვარჯიშებზე ყველაფერს ისე ვაკეთებ, როგორც დანარჩენები და შესაბამისად, ძალიან მიკვირს, როცა ჩემზე ამბობენ, ფორმაში არააო. მეტსაც ვიტყვი: ახლა თავს ისე კარგად ვგრძნობ, როგორც არასდროს, ვფიქრობ, ასეთ ფიზიკურ კონდიციაში არასდროს ვყოფილვარ."

ბარიოსს მიმდინარე სეზონში დორტმუნდისთვის 8 გოლი აქვს გატანილი და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. "შტუტგარტთან" კლოპმა მის ნაცვლად პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი ათამაშა, რომელიც ადრე საკმაოდ კარგად ცვლიდა ხოლმე ბარიოსს, "შტუტგარტთან" კი იმდენი მომენტი გაანიავა, რომ ლამისაა, დორტმუნდელებმა ორი ქულის დაკარგვა მხოლოდ მას დააბრალონ.

ბარიოსის შემოტევას კლოპი გახარებული დახვდა. 43 წლის მწვრთნელი, რომელიც იდეალური ფსიქოლოგია, ამბობს: "ძალიან მიხარია, რომ ლუკასი მოუთმენლად ელის იმ დღეს, როცა ძირითად შემადგენლობაში დავაბრუნებ და რომ იბრძვის სასტარტოში დასაბრუნებლად. ცხადია, ბარიოსი ძალიან გვჭირდება."

ბარიოსის უკმაყოფილება არაფერია იმასთან შედარებით, რაც "ბორუსიას" აზიიდან დაატყდა თავს. საქმე იმაშია, რომ იაპონიის ნაკრებთან ერთად აზიის თასზე მოასპარეზე შინჯი კაგავა, რომელიც დორტმუნდელთა ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურაა, დაშავდა და დიდი შანსია, რომ ფეხბურთი სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშოს. ახალგაზრდა გამთამაშებელს, რომელმაც პირველი წრე ბრწყინვალედ ჩაატარა, მოტეხილობა აქვს. 21 წლის ნახევარმცველი აზიის თასის ნახევარფინალში, სამხრეთ კორეასთან მატჩში დაიმტვრა და უკვე დორტმუნდშია, მაგრამ ყავარჯნებით დადის. ფაქტია, რომ შინჯი დორტმუნდელებს მინიმუმ ორი თვის მანძილზე ვერ დაეხმარება, მაგრამ დიდი შანსია, რომ მისთვის მიმდინარე სეზონი უკვე დასრულებული იყოს.

"მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა. კაგავას ტრავმა ჩვენთვის სერიოზული პრობლემაა, რადგან პირველ წრეში მასზე მქონდა თამაში აგებული. თუმცა მომავალს მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ. ჩვენ გვყავს რამდენიმე ფეხბურთელი, ვისაც შინჯის ღირსეულად შეცვლა შეუძლია. ერთ-ერთი მათგანი მოჰამედ ზიდანია, რომელსაც ამ სეზონში თავისი პოტენციალის სრულფასოვნად გამოვლენის საშუალება ჯერ არ მისცემია," - ეს კლოპის სიტყვებია.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის მე-20 ტურში, შაბათს, დორტმუნდელები "ვოლფსბურგს" სტუმრობენ.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა