ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

''მილანმა'' დებიუტანტებით გაიმარჯვა

''მილანმა'' დებიუტანტებით გაიმარჯვა

იტალიის თასი.1/4 ფინალი: ოთხშაბათს გენუაში “სამპდორიამ” “მილანი” მიიღო, ნეაპოლში კი - “ნაპოლიმ” “ინტერი”

ინტერს ფორტუნამ გაუღიმა

ფედერკალჩოს გადაწყვეტილებამ იტალიის თასის ყოველ მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობა ერთ თამაშში გამოვლინდეს, აშკარად გაამართლა. მატჩები დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობს და გაცილებით უფრო მეტ გულშემატკივარს იზიდავს, ვიდრე წინა წლებში. ოთხშაბათს ორი მეტად საინტერესო პაექრობა გაიმართა, გენუაში “სამპდორიამ” “მილანი” მიიღო, ნეაპოლში კი “ნაპოლიმ” “ინტერი”. ბუნებრივია, ერთმატჩიან დუელში მასპინძელს უპირატესობა ეძლევა, მაგრამ ამ შემთხვევაში სწორედ სტუმრებს დარჩათ გამარჯვება.

სამპდორია-მილანი 1:2

სამპდორია (4-4-2): და კოსტა – ძაური, ვოლტა, აკარდი, ციგლერი – მანინი (73. კომანი), პალომბო, პოლი (65. ტისონე), გუბერტი – მაკარონე, მაკედა.

მილანი (4-4-2): რომა – ოდო, პაპასტატოპულოსი, იეპესი, ანტონინი (80. იანკულოვსკი) – ტიაგო სილვა, ვან ბომელი, მერკელი, ემანუელსონი – რობინიო (78. კასანო), პატო (87. იბრაჰიმოვიჩი).

გოლები: 0:1 პატო (17), 0:2 პატო (22), 1:2 გუბერტი (51).

გენუაში მართლაც ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა – მარტო იმის თქმა რად ღირს, რომ ლომბარდიული გრანდის შემადგენლობაში ორ ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი. ამასთან, ანტონიო კასანო დაბრუნდა “სტადიო მარასიზე” და ერთ დროს საშინაო არენაზე სტუმრის რანგში იასპარეზა. მართალია, მხოლოდ ბოლო თორმეტი წუთი დაჰყო მოედანზე, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა იმაში დასარწმუნებლად, რომ “სამპას” ტიფოზები კასანოს მიმართ მტრულად არ არიან განწყობილნი – ვერც იმას ვიტყვით, რომ ფეხზე დაუდგნენ უკვე “მილანის” შემტევს, მაგრამ არც სტვენა აუტეხავთ. რაც შეეხებათ დებიუტანტებს, ვან ბომელმა და ემანუელსონმა თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს – თანაც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს მათი პირველი შეხვედრა იყო “როსინერის” შემადგენლობაში. დებიუტანტი “სამპდორიასაც” ჰყავდა, მასიმო მაკარონე სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და მთლიანობაში, ისიც საკმაოდ კარგად გაისარჯა – ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შესანიშნავი საგოლე პასი გააკეთა.

“მილანი” თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და ტაიმის შუაწელს უკვე ორი ბურთის სხვაობით იგებდა. ორივეჯერ ალეშანდრე პატომ გამოიჩინა თავი და ორივე გოლი მეტად ეფექტურ სტილში გაიტანა. მე-17 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც საჯარიმოში შეჭრილმა ბრაზილიელმა უზუსტესი გადაცემა მიიღო და ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი ჟუნიორ და კოსტას კარის ბადეში.

ხუთიოდე წუთში პატომ უკვე ემანუელსონისგან მიიღო ჩინებული გადაცემა, ერთ მეურვეს ოსტატურად აუარა გვერდი და უძლიერესი დარტყმით “მილანის” უპირატესობა ორამდე გაზარდა. პატოს კიდევ შეეძლო გატანა, ისევე როგორც რობინიოს, მაგრამ დანარჩენ ეპიზოდებში გენუელთა კიპერი იდგა მოწოდების სიმაღლეზე.

მეორე ნახევარი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზუსტი გადაცემით მაკარონე გამოირჩა, შედეგიანი თავური დარტყმა კი სტეფანო გუბერტის ანგარიშზეა. გენუელებმა ცდა არ დააკლეს ანგარიშის გასაქვითად, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მასიმილიანო ალეგრიმ რამდენიმე ექსპერიმენტს მიმართა. მაგალითად, ტიაგო სილვა გაამწესა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე, დაცვის ცენტრი კი მარიო იეპესს და სოკრატის პაპასტატოპულოსს ჩააბარა. ბრაზილიელი საკმაოდ კარგად წარმოჩინდა ნახევარდაცვაში და არც მცველებს შეურცხვენიათ თავი. ნამატჩევს ალეგრიმ შემდეგი კომენტარი გააკერთა:

“ძალიან დაძაბული თამაში იყო და ბედნიერი ვარ, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა. მადლობა მინდა ვუთხრა შეგირდებს, რომლებიც ბოლომდე დაიხარჯნენ და თავი არ დაუზოგავთ. ახალწვეულებზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის, ჯერ კიდევ ადაპტაციის პროცესში არიან და მიუხედავად ამისა, დიდი სარგებელი მოუტანეს გუნდს. ბუნებრივია, იყო რისკი, როდესაც ორივე მათგანი ძირითადში დავაყენე, მაგრამ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ რისკმა ბოლომდე გაამართლა. უკვე ნახევარფინალში ვართ და ჩვენი მიზანი იტალიის თასის მოპოვებაა. საკმაოდ საინტერესო ტურნირია და გვსურს, ყველა ფრონტზე წარმატებით დავასრულოთ ასპარეზობა.”

ყურადღების ცენტრში გახლდათ კასანო, რომელიც “მილანამდე” სწორედ “სამპაში” ასპარეზობდა: “ძალიან მაინტერესებდა როგორ დამხვდებოდნენ გულშემატკივრები და საბედნიეროდ, მათი მხრიდან აგრესია არ მიგრძვნია. შეიძლება რამდენიმე ადამიანმა ხმაურით გამოხატა უკმაყოფილება, მაგრამ მთლიანობაში, მაინც მხარი დამიჭირეს. რთული თამაში იყო, რომელშიც უფრო ძლიერმა გაიმარჯვა – “სამპდორიას” კი დიდ წარმატებებს ვუსურვებ.”

ნაპოლი-ინტერი 0:0 (დ.დ. 0:0 – პენ. 4:5)

ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი – დოსენა (70. ცუნიგა), არონიკა, კანავარო – კამპანიარო, პაციენცა (98. იებდა), მაჯო, გარგანო – ჰამშიკი, ლავეცი – კავანი.

ინტერი (4-3-1-2): კასტელაცი – მაიკონი, კორდობა (83. ლუსიო), რანოკია, კივუ – კამბიასო, ძანეტი, სტანკოვიჩი (63. მარიგა) – ტიაგო მოტა – პანდევი, ეტოო.

ტიპური იტალიური ჯახი შედგა ნეაპოლში, სადაც ოთხი უგოლო ტაიმი ვიხილეთ, გამარჯვებულის ვინაობა კი თერთმეტმეტრიანების სერიამ გამოავლინა. ეს ის შემთხვევა გახლდათ, როდესაც უგოლო ფრეც სასიამოვნო საყურებელია.

მთლიანობაში, თამაში მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და ალბათ უფრო მეტადაც იმსახურებდნენ ნახევარფინალში გასვლას, მაგრამ ფორტუნა იმ დღეს “ინტერის” მხარეს იყო.

მე-13 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ნეაპოლელებმა რამდენიმესვლიანი კომბინაცია გაითამაშეს და ედინსონ კავანის ზუსტი დატყმით დააგვირგვინეს. თუმცა, ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და მატჩის მთავარი არბიტრი იძულებული გახდა გოლი გაეუქმებინა. არადა, გამეორებაზე ნათლად გამოჩნდა, რომ ურუგვაელმა თამაშის წესების დაცვით იმოქმედა.

ბუნებრივია, ამან ძალიან განარისხა “სან პაოლოზე” შეკრებილი 50 000 გულშემატკივარი და მთელი დარჩენილი დროის განმავლობაში, არბიტრთა ბრიგადა დიდი წნეხის ქვეშ იყო მოქცეული.

მომენტები ორივე კართან უხვად შეიქმნა და მათი სათითაოდ აღნიშვნისგან თავს შევიკავებთ. მხოლოდ ორ ყველაზე მწვავე ეპიზოდზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. “ინტერის” მხრიდან ესტებან კამბიასო იყო ახლოს გოლის გატანასთან, მარჯვენა ფრთიდან გაკეთებული გადაცემის შემდეგ მძლავრად დაჰკრა ბურთს ფეხი და ნეაპოლელთა კარის ხარიხა შეაზანზარა.

მასპინძლებს კი შეხვედრის უკანასკნელ წუთებზე არ გაუმართლათ, როდესაც მარეკ ჰამშიკის პირველი დარტყმა მეკარემ მოიგერია სასწაულებრივად, დამატებაზე კი ანდრეა რანოკიამ იმარჯვა და ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა.

თერთმეტმეტრიანების სერიაში ათიდან ცხრა დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა, ერთადერთი გაცუდებული პენალტი კი ეზეკილ ლავეცის ანგარიშზეა. არგენტინელმა ზემოდან გადააცილა ბურთი კარს და იტალიის თასის ნახევარფინალში “ინტერი” გაუშვა. მატჩის შემდეგ, ხავიერ ძანეტიმ მეტოქე შეაქო:

“სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ნეაპოლელებმა შესანიშნავად ითამაშეს და ისინიც იმსახურებენ ნახევარფინალში თამაშს. თუმცა, ფეხბურთის წესები ასეთია, მომდევნო ეტაპზე ერთი გუნდი უნდა გასულიყო და იღბალმა ამჯერად ჩვენ გადმოგვხედა მოწყალე თვალით. თითოეული ტურნირი უმნიშვნელოვანესია და ვეცდებით, იტალისს თასი არავის დავანებოთ.”

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა