საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელს ევროშესარჩევის მატჩებში გულშემატკივრის მხარდაჭერის იმედი აქვს
დონეცკის "შახტარის" 17 წლის ქართველ ფეხბურთელზე, გიორგი არაბიძეზე უკანასკნელ პერიოდში ძალიან ბევრი იწერება, რაც ბუნებრივია...

ახლაც, დონეცკელთა ოფიციალურ ვებ-გვერდზე ოქტომბერში, "შახტარის" საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა მიმდინარეობს და მასში უკვე დაახლოებით 4 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, 61%-ით კი ქართველი ჭაბუკი ლიდერობს.

ვასილ მაისურაძემ არაბიძე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში იხმო. შეგახსენებთ, რომ 12-დან 17 ნოემბრის ჩათვლით, ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს თბილისში ჩაატარებს.

Sportall.ge გიორგის დაუკავშირდა და მცირე ინტერვიუ ჩამოართვა.

- ბოლო პერიოდში უკრაინული და არამხოლოდ უკრაინული პრესა ძალიან ბევრ დადებითს წერს გიორგი არაბიძეზე. როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი შენზე?

- არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივად ვიღებ ამ ყველაფერს და ვაგრძელებ ვარჯიშს.

- "შახტარის" ახალგაზრდულ გუნდში თავის გამოჩენის შემდეგ, მთავარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ ჯერ თასზე გათამაშა, შემდგომ ჩემპიონატში, რითაც "შახტარის" ისტორიაში, როგორც ჩემპიონატში მოთამაშე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი შეხვედი. რამდენად კმაყოფილი იყო მწვრთნელი შენი თამაშით?

- ლუჩესკუს ძირითად გუნდში ჩემი ხილვა ადრევე სურდა, მაგრამ ჯერ იუნიორთა ლიგაზე მომიწია თამაშმა "მალმიოსთან" და შემდეგ პირველ გუნდში.

მთავარი ის არის, რომ მოვწონვარ მწვრთნელს, ჩემით კმაყოფილია. ახლა ადაპტაციის პერიოდი მაქვს, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და პირველ გუნდში ადგილის დამკვიდრებას შევეცდები.

- ქართველ გულშემატკივარს გიორგი არაბიძის სახით ახალი იმედი გამოუჩნდა, მაგრამ ამ იმედთან ერთად ქართული სენის შიშიც... თუმცა მიხეილ მეტრეველმა "ლელოსთან" საუბრისას განაცხადა, "არაბიძე ყოველი ვარჯიშის შემდეგ ბაზაზე რჩება და ნაკლის გამოსწორებაზე ვარჯიშობსო". როგორია გიორგი არაბიძის პერსპექტივები და სამომავლო გეგმები?

- შემიძლია გულშემატკივარს შევპირდე, რომ არ მოვდუნდები. გზიდან ყოველგვარი გადახვევის გარეშე გავაგრძელებ ვარჯიშს და ვეცდები ბევრს მივაღწიო.

- "შახტარის" კაპიტანმა, დარიო სრნამ ახლახან თქვა, არაბიძემ გუნდური თამაში უნდა ისწავლოსო. ამ მხრივ თუ მუშაობ?

- საერთოდ, გუნდურ ფეხბურთს ვთამაშობ. უბრალოდ, 19-წლამდელების დონე პირველი გუნდის დონისგან ძალიან განსხვავდება, ამიტომ ახალგაზრდულში საკუთარ თავზე თამაშის აღება უფრო ხშირად მიწევს.

-რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს უკრაინის მოქალაქეობას და უკრაინის ნაკრებში თამაშს გთავაზობდნენ...

-კი, ნამდვილად იყო შემოთავაზება, მაგრამ უარი ვთქვი.

- და ბოლოს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები: 12-ში იწყებთ უელსთან. როგორია მოლოდინები და რამდენად ითამაშებს ნაკრების შედეგზე ის ფაქტორი,რომ სამივე შეხვედრის ჩატარება საკუთარ მოედანზე მოგიწევთ?

- წინ კარგი მატჩები გველის. საკუთარ კედლებში ვთამაშობთ და არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. დარწუნებული ვარ, გულშემატკივარი მოვა და მხარს დაგვიჭერს. ევროპის ჩემპიონატია, მეტი სტიმული რაღა უნდა იყოს?!

ესაუბრა ედო ბადალაშვილი

levani
გვეშველა მგონი, ვთხოვ კობიაშვილს პირად კონტროლზე აიყვანოს ამ ბავშვის კარიერა , ისე არ მოხდეს რაც ქინქლაძეს დამართეს რომ ვერ იყოფდნენ მის კონტრაქტის თანხებს და გიომაც ფეხებზე დაიკიდა კარიერა,რაც მალე მოხდება ნაკრებსი მით უფრო მალე აუღებს ალღოს მოედნის და პუბლიკის მუღამს
kaxeli papa
მოხუცი ვარ, გიორგი გამიხანგრზლივებს სიცოცხლეს!
ააა
რაც გიოს თამაში ვნახე, მას მერე დავფრინავ კაცი, ეს ბიჭი ჩვენ დიდ გამარჯვებამდე მიგვიყვანს, აღარ დაგრუზოთ, ასე ქენი და ისე ქენი, ზუსტად ვიცი მაგარი მოწესრიგებული და წესიერი ბიჭია, მესია, მესი!
glaxuna
მიდი ვაჟკაც, უნდა შეასრულო პირობ. მოგვეცით საშუალება შენით ვ ი ა მ ა ყ ო თ და მას მივმართავ ყველა ახალგაზრდა სპორტსმენს... დაუღალავი შრომით,თვითსრულყოფისაკენ მუდამ სწაფვით და მ ა მ ა ც ი გულით!
sake
ღმერთმა ქნას შენ შემოგევლე,ღმერთმა ქნას.სულ წარმატებით გევლოს და გეთამაშოს მსოფლიოს სტადიონებზე,აუცილებლად გამოჩნდებიან კიდევ გულის გასახარი ბიჭები და იქნება ჩვენც გვეშველოს და ამოვიდეთ ამ ჭაობიდან.
giorgis
გიორგი შენ უდიდეს ნიჭს-ტალანტს, ასევე თავდაუზოგავი შრომა უნდა შეაშველო, ისე დიდი ფეხბურთელი ვერაფრით გახდები და დაგემართება ისე,როგორც ეს გიორგი ქინქლაძეს დაემართა,რასაც რა თქმა უნდა არ გისურვებ.შენი ნიჭის დამფასებელი ქართველი.
qartveli
ჩვენი მოძმე უკრაინა უცებ ხოხოლური პოდლობა გამოჩინა რო არა ამ ბიჩის პატრიოტობა ხო აგვახევდენ.
Lasha
ერთი კარგი ცენტრალური თავდამსხმელიც გვეღირსოს, რა მოხდება...
Lasha
ძალიან კარგი ამბავია, თან შემტევებში გვიჭირს ძალიან. იმედია, არ შეწყვეტს პროგრესირებას, თორემ 17 წლისა იდმენი ბრწყინავდა...
zura
გიო სუსტ ფეხს მიხედე, დანარჩენი გამოცდილებასთან და ვარჯიშთან ერთად მოვა. წარმატებები!
დათო
ძალიან თავმდაბალი და თბილი ადამიანია ურთერთობაში, მოედანზე კი ნამდვილი მგელია , ერთ სანტიმეტრს არ უთმობს არავის!!!! ერთი კვირა ვაკვირდებოდი მის ახალგაზრდულ გუნდს და მათ მწვრთნელებს,ერთ სასტუმროში ვცხოვრობდთ ტრუსკოვეცში , მალმესთან თამაშის წინ, და აღფრთოვანებული დავრჩი თუ როგორი დისციპლინაა გუნდში. ყველა ერთნაირ ლამაზ ფორმებში, მოწესრიგებული, წყნარად შემოდიოდა სასტუმროს რესტორანში საუზმის, სადილის, ვახშამის დროს ყოველგვარი ხმაურის და აურზაურის გარეშე. გიო ცალკე ჩამოვიდა მალმესთან თამაშამდე ორი დღით ადრე, იმიტომ, რომ ლუჩესკუმ მთავარ გუნდში ათამაშა. მალმესთან თამაში გიომ გადატეხა 0:1-ზე, ჯერ პასი, მერე პენალტი....მიხარია ძალიან , რომ გიორგი ესეთ მსოფლიო დონის გუნდში მოხვდა და დიდი პერსპექტივა აქვს!!!!
ჯიჯი
ნიჭი გაქვს გიო,სწორად აღნიშნე არ უნდა მოდუნდე,დღეს არაფერი ხარ და იაი მომავალში კი ველით შენგან დიდ კაცობას,დიდ ფეხბურთს და დიდ წარმატებებს როგორც საკლუბო ისე სანაკრებო დონეზე,მიხარია და მეიმედება რომ გიყურებ
ლევან
აი ნამდვილი ქართველი... შეეწიოს ღმრთისმშობელი
არგენტინელი
უდაოდ კაშკაშა გამონათებაა არაბიძე და ძალიან ბევრი უნდა იშრომოს, რომ მიაღწიოს იმას, რასაც ასე ელის ქართველი გულშემატკივარი!!! ასეთი ნიჭის განიავება სამშობლოს ღალატის ტოლფასია!!! ბევრი შრომა, პროფესიონალიზმის ამაღლება და...თუ გინდა ნურც წაიკითხავ ამ კომენტარს...ოღონდ ყოველთვის მომატებაზე იფიქრე ნიკა და არ გაჩერდე!!! :) :) :)
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
საბა ხარებაშვილი 19-წლამდელებს შეუერთდება
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა
რუმინეთის ნაკრებს ჰაჯი ჩაუდგა სათავეში
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
დარიო სრნა: ინდივიდუალური ოსტატობით ხორვატია რუსეთს 90%-ით სჯობს
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
დარიო სრნას მეუღლეს კიევში ავტომობილი მოპარეს
ოფიციალურად | გიორგი არაბიძე კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია!
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
[VIDEO] U19. სამი გოლი კომპენსირებულ დროში - საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დამარცხდა
გოჩოლეიშვილი უკვე ესპანეთშია - გიორგი ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდება
დავით ხოჭოლავას თანაგუნდელს კიევში ავტომობილი მოპარეს
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!
ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!
თურქეთში ვიზიტი ვერ შედგა - ლუჩესკუს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
მირჩა ლუჩესკუ სიკვდილს გადაურჩა
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
დარიო სრნა: "ბარსელონაში" გადასვლის წინ გულმა "შახტარი" მირჩია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 ტორპედო. არაბიძის "აფეთქება" რომ არა...
"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა
"ნახავთ, პსჟ-ს მცველებიდან ყველაზე ხშირად ის ითამაშებს" - ლუჩესკუმ ზაბარნიზე ისაუბრა
ლუჩესკუ არ ჩერდება - 79 წლის ასაკში თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
"ვინც არ ირბენს, შევცვლი" - "შახტარის" ახალმა მწვრთნელმა ფეხბურთელებს მკაცრად მიმართა
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს