პრაღას "სლავიას" ქართველმა ნახევარმცველმა ეროვნულ ნაკრებზე, მის ტრავმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

თამამად შეიძლება ითქვას, რომ 25 წლის ლევან ყენიას თავზე ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, თორემ საფეხბურთო ბედისწერას მისთვის არაფერი დაუკლია - არც ტრავმები, არც უიღბლობა. ამის მიუხედავად, ყენია უყვარს ქართველ ქომაგს და მისგან კვლავ ბევრს ელის.

ვისაც ყენიას თამაში უნახავს, დაგვეთანხმება - ის არ არის რიგითი ფეხბურთელი და რომ არა ტრავმები, სულ სხვა დონეზე ითამაშებდა დღეს. ის სულ პატარა მივიდა "შალკეში". მერე ტრავმების სერია დაიწყო...

მორიგი ტრავმის შემდეგ, ის უკვე დაუბრუნდა "სლავიას". "ლელო" მას პრაღაში დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა, რაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა.

თავიდან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდით...

- გმადლობთ მოკითხვისთვის. უკვე ჯანმრთელად ვარ. პრაღის "სპარტასთან" მატჩში ცოტა ძველმა ტრავმამ შემახსენა თავი. სამწუხაროდ, სამი კვირა გამიცდა ამის გამო. ახლა ყველაფერი კარგადაა.

- გკითხავთ "სლავიაზე" და მის მთავარ მწვრთნელზე, დუშან უჰრინ-უმცროსზე, ვინც ქართველ ქომაგს თბილისის "დინამოდან" ახსოვს...

- "სლავია" ჩეხეთში ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და ძველი გუნდია. აქვს თანამედროვე სტადიონი და ჰყავს კარგი გულშემატკივარი. აქ ყველასთან თბილი ურთიერთობა მაქვს. რაც შეეხება დუშან უჰრინს, ის ძალიან მომთხოვნი სპეციალისტია. ყველა მოთამაშისგან ითხოვს, რომ მოედანზე ყოველთვის 100 პროცენტით დაიხარჯოს და ეს ასეც უნდა იყოს.

- ლევან, როდემდე გაქვთ კლუბთან კონტრაქტი?

- "სლავიასთან" კონტრაქტი მომავალ ზაფხულამდე მაქვს.

- გაკმაყოფილებთ თუ არა ჩეხეთის ჩემპიონატის დონე?

- დონე ნორმალურია.

- შეგიძლიათ შეადაროთ თუნდაც მეორე ბუნდესლიგას?

- მეორე ბუნდესლიგა სხვა მასშტაბია. იქ ბევრად უფრო რთულია თამაში.

- კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ რას აპირებთ? დარჩებით "სლავიაში" თუ?..

- რას ვაპირებ? ვნახოთ, ამას დრო გვიჩვენებს.

- საერთოდ, ტრავმამ კარიერაში ბევრი დრო წაგართვათ. უკეთესობას თუ ატყობთ თავს?

- რა თქმა უნდა, ვატყობ. გერმანიაში ამბობენ, ტრავმის სრულად მორჩენას იმდენი ხანი უნდა, რამდენი ხანიც ამ ტრავმამ დაგასვენაო... ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე. ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო...

- მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან საქართველოს ნაკრების ბოლო თამაშს როგორ შეაფასებდით?

- პირველი ტაიმი მოლოდინისამებრ წარიმართა. მეორე ნახევარში კი სულ სხვა თამაში ვნახეთ. მინდა, სულ ასეთ ნაკრებს ვუყურებდე - აგრესიულს შეტევაშიც და დაცვაშიც.

- ისევ ტრავმებს მინდა დავუბრუნდეთ. მაინც რას უნდა დავაბრალოთ თქვენი ხშირი ტრავმიანობა? ფელიქს მაგათის მეთოდებს ხომ არა?

- ძალიან ვრცელი თემაა... ბევრი ვიფიქრე ამაზე და საბოლოო ჯამში მაინც ჩემს გამოუცდელობას ვაბრალებ. ისიც ყოფილა, ოპერაციის შემდეგ სრულფასოვანი რეაბილიტაცია არ გამივლია და ისე დაუწყებინებიათ ვარჯიში...

არ ვიცოდი, თუ ოპერაციის მერე ამხელა სარეაბილიტაციო პერიოდი იყო საჭირო და არც არავის უთქვამს. ექიმი და ფიტნესის მწვრთნელი მაგათს ყველაფერზე თავს უქნევდნენ. მეც მეგონა, რომ ასე იყო საჭირო. მაშინ სულ რაღაც 18 წლის ვიყავი და ამიტომაც ვთქვი გამოუცდელობაზე...

- თქვენ არაერთ ძლიერ მწვრთნელთან გიმუშავიათ. ჯერჯერობით ვინ დატოვა ყველაზე ღრმა კვალი თქვენს კარიერაში?

- ჩემი აზრით, ფელიქს მაგათი უძლიერესი მწვრთნელია იმათ შორის, ვისთანაც მიმუშავია. ტრავმა რომ არ მიმეღო, ძალიან წამწევდა წინ, ახალ დონეზე გამიყვანდა. უბრალოდ, ტრავმიან ფეხბურთელთან მიდგომა არ იცოდა.

"შალკეშიც" უდიდესი კონკურენცია იყო და თუ ტრავმას მიიღებდი, გამოჯანმრთელების მერეც დიდი ხნით სათადარიგოთა სკამზე ყოფნა გიწევდა...

- 1990 წელს დაბადებული თაობიდან დღეს რამდენიმე საქართველოს ნაკრებში თამაშობს, თუმცა არ მტოვებს შეგრძნება, რომ იმ თაობას მეტი შეეძლო...

- გეთანხმებით, ნამდვილად მეტი შეგვეძლო. ამაში ორი აზრი არ შეიძლება იყოს. ბევრი მიზეზია, რატომაც ვერ მიაღწია მეტს ამ თაობამ, თუმცა ეს ძალიან ვრცელი თემაა...

- და ბოლოს, კლაუს ტოპმიოლერი გაიხსენეთ, ვინც პირველი ნაბიჯები გადაგადგმევინათ დიდ ფეხბურთში...

- ეს მონაკვეთი ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო. ნაკრების მწვრთნელობა სხვა სპეციფიკაა. ხშირად მას ორ თვეში ერთხელ, ოთხი-ხუთი დღით ვხედავდით, მაგრამ ის შესანიშნავი მწვრთნელი იყო. ჩემს კარიერაში მან მართლაც დიდი კვალი დატოვა...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

"ამ ფასად "ჩელსიში" ვინისიუსს ან კვარაცხელიას ველოდი" - მორგანი ხანდახან ჭკვიანურსაც იტყვის
"ბარსამ" ვუნდერკინდი თორნიკე არავის არ უნდა დაუთმოს და ხვიჩას შემთხვევაში დაშვებული შეცდომა არ გაიმეოროს" - უცხოური მედია
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
20 წ. | მსოფლიო მე-12 ადგილზე დავასრულეთ
"ფეხბურთს ჰყავს ოსტატი და მისი სახელია ლეო მესი" - მაქსი როდრიგესი
L'Équipe: ოლისემ ინგლისთან მატჩის შემდეგ გასახდელში იტირა
კეინმა მიმდინარე მუნდიალზე ტუხელის მუშაობა შეაფასა
"ჩელსიმ" "არსენალს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - როჯერსი "არისტოკრატებს" 140 მილიონ ევროდ შეუერთდება
"ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება" - "ტორპედოს" განცხადება
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
დიდი მატჩის დღე! მესი თუ იამალი, ორგანიზება თუ ბრძოლისუნარიანობა?
"შალკე" ბუნდესლიგაში დაბრუნდა
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
ფელიქს მაგათის იდეა: ნულოვანი ფრის დროს გუნდებს ქულები არ მივცეთ
ჯანო ანანიძეს მწვრთნელად შეიძლება ფელიქს მაგათი დაუნიშნონ
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
გიორგი ლომაია: ჩავთვალე, რომ კარიერის დასრულების დრო იყო
"როცა ეს დაადასტურეს, ჩემთვის ცა ჩამოინგრა... შემდეგ კი საქართველოს ნაკრები ჩავიბარე"
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
"შალკემ" "ბარსელონას" მცველი ორწლიანი იჯარით აიყვანა
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
[ოთხშაბათის საკითხავი] ბედთან მებრძოლი
ფელიქს მაგათი: "ტიკი-ტაკა" ფეხბურთის არასწორი განვითარებაა
"მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ "შალკეს" მწვრთნელი გადააყენეს
ეპოქის დასასრული: მისტერ საიმედოობა - ფილიპ ლამი ფეხბურთიდან მიდის
ბუნდესლიგა. XXXIII ტურის წინ: საჩემპიონო ინტრიგას თუ გამოვიგონებთ...
გოჩა ხოჯავა: დიდი ფეხბურთი მომენატრა და ძალიან მინდა, რომ დავბრუნდე
ლევან ყენია საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს შეხვდა [PHOTO]
ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: სასწორზე ბევრია - დერბი და ჩემპიონობა!
[ოთხშაბათის საკითხავი] ბედთან მებრძოლი
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] "მწვანე მთვარის" ფავორიტები
ორკაცნაკლული "დორტმუნდი" რურულ დერბიში დამარცხდა [VIDEO]
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ვინ გაივლის ბეწვის ხიდზე? ნაკრების მწვრთნელობის სავარაუდო კანდიდატები