ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სიხარული და წუხილი

სიხარული და წუხილი

ქართული გუნდების ევროტურნირებზე ასპარეზობას მართლაც არაერთგვაროვანი შეფასება უნდა მივცეთ...

ქართული გუნდების ევროტურნირებზე ასპარეზობას მართლაც არაერთგვაროვანი შეფასება უნდა მივცეთ; ეგ კი არა, უეფას ოფიციალურმა საიტმა დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენელთა გამოსვლას ცალკე წერილი მიუძღვნა და ამ შემთხვევაში, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მასალის სათაური იყო: `საქართველოში ხარობენ და წუხან~! სიხარულთან და ზეიმთან დაკავშირებით, უეფას ოფიციალურ საიტთან `საპრეტენზიო~ რა უნდა გვქონდეს: `ზესტაფონმა~ და `დინამომ~ თავიანთი გამარჯვებებით დიდი ნაბიჯი გადადგეს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად. თანაც, მოდი, გულახდილად ვთქვათ: `ზესტაფონის~ საშინაო მოგებისა კი გვჯეროდა, მაგრამ გია გეგუჩაძის გუნდი თუ ასეთი შთამბეჭდავი სხვაობით გაიმარჯვებდა, აი, ეს კი, მართლაც სასიამოვნო სიურპრიზი იყო! არანაკლებ სასიამოვნო მოულოდნელობა იყო `დინამოს~ სტუმრად გამარჯვებაც, _ მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ბოლოდროინდელ საკადრო თუ კიდევ `სხვა~ პრობლემებს.

აი, წუხილი კი, რაღა თქმა უნდა, ჩვენი ჩემპიონის, `ოლიმპის~ მარცხმა გამოიწვია; გასაგებია, რომ ორბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა ადვილი საქმე არ იქნება, მაგრამ, არც ის გვგონია, რომ ყაზახური `აქტობე~ დაუმარცხებელ გუნდთა კატეგორიას მიეკუთვნებოდეს. მოკლედ, ჩემპიონთა ლიგაში მთლად უიმედო მდგომარეობაში ნამდვილად არ უნდა ვიყოთ. სამაგიეროდ, წუხილის კი არა, სირცხვილის გრძნობა ჰქონდა იმ მცირერიცხოვან ქართველ გულშემატკივარს, ვინც სამი ლარი არ დაინანა და `ვიტ ჯორჯიას~ საქომაგოდ მივიდა. სინამდვილეში კი ვნახეთ... სტუმართა გუნდის ფანების დახალოებით 100-კაციანი ჯგუფის მართლაც გულიანი ქომაგობა და ზეიმი; თანაც, არა მხოლოდ ფანებს, არამედ, საერთოდ, მთელ ჩეხურ დელეგაციასაც ვერ დაეჯერებინა, რომ ევროტურნირების გასვლით მატჩში `ბანიკი~ მეტოქის კარში ექვს (!) უპასუხო გოლს გაიტანდა...

იმერული ესკიზები

სლოვაკურ `დუკლასთან~ მატჩი ევროტურნირებზე `ზესტაფონის~ ისტორიაში მეთერთმეტე იყო და მართლაც სასიამოვნოა იმის აღნიშვნა, რომ იმერული კლუბი თავს დადებითი ბალანსით მოიწონებს: 5 მოგება, 3 ფრე და 3 წაგება; აღარაფერს ვამბობთ ბურთების მართლაც შთამბეჭდავ სხვაობაზე: 26-11. `ზესტაფონი~ მეხუთედ ასპარეზობს ევროტურნირებზე და მართლაც სასწაული უნდა მოხდეს, თავის ისტორიაში გუნდმა საუკეთესო შედეგი რომ ვერ უჩვენოს. ყოველ შემთხვევაში, არც გვინდა დავიჯეროთ, რომ გია გეგუჩაძის გუნდი სამბურთიანი უპირატესობის შენარჩუნებას ვერ შეძლებს. მოკლედ, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი სავსებით რეალურია და ვერც სავარაუდო მეტოქეზე (ალბათ, უფრო ლვოვის `კარპატი~ იქნება) ვიტყვით, რომ ამ გუნდთან თამაში არ შეიძლებაო.

...წერილის დასაწყისშივე აღვნიშნეთ, `ზესტაფონის~ გამარჯვებას ველოდით-თქო; ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს კი კლუბის ხელმძღვანელობისა თუ სამწვრთნელო შტაბის გონივრული პოლიტიკა გვაძლევდა: `ზესტაფონმა~ ამჯერადაც ნაყოფიერი უცხოური შეკრებაც გაიარა (თან, `ქარხნისა~ თუ `უბნის~ გუნდებს კი არ ეთამაშებოდა, არამედ ცნობილი ევროპული კლუბები ჰყავდა სპარინგ-პარტნიორებად) და სატრანსფერო კამპანიაც ჭკვიანურად და ეფექტიანად ჩაატარა. ერთგული გულშემატიკვრების ქმედებაც ადეკვატური გახლავთ: `ზესტაფონის~ სტადიონზე ეროვნული ჩემპიონატის მატჩების დროსაც ანშლაგია და ევროტურნირებზე სხვა სურათი რატომ უნდა ყოფილიყო?

...ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე `ზესტაფონის~ ფორვარდმა ჯაბა დვალმა მეტოქის კარში `დუბლი~ შეასრულა; იგივე განმეორდა სლოვაკურ `ბისტრიცასთან~ შეხვედრაშიც _ დვალმა კვლავაც ორი გოლი გაიტანა; დავუმატოთ ამას შარშანდელი მონაგარი _ სამი გოლი ჩრდილოირლანდიურ `ლისბერნთან~ დ ერთიც შვედურ `ჰელსინბორგთან~. მოკლედ, ბოლო ორ წელიწადში ჯაბა დვალმა ევროტურნირებზე რვა გოლის გატანა მოახერხა; თუ გავიხსენებთ იმ ფაქტსაც, რომ 2006 წლის ზაფხულში თბილისის `დინამოს~ მაისურით სომხურ `კილიკიას~ ორი გოლი გაუტანა, ფრიად საინტერესო მოვლენასაც `აღმოვაჩენთ~: დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ევროტურნირებზე ყველაზე მეტი, ათი გოლი სწორედ ჯაბა დვალს აქვს გატანილი! წლევანდელ სეზონამდე კი საუკეთესო შედეგი გიორგი მეგრელაძეს ჰქონდა: აქედან, 7 გოლი ქუთაისის `ტორპედოში~ ასპარეზობისას გაიტანა, ორიც _ `ოლიმპის~ მაისურით. მოკლედ, ევროტურნირებზე ქართული ფეხბურთის საუკეთესო ბომბარდირი ჯაბა დვალია; ოღონდ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აქ საუბარია დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთზე (1993-2010 წლები), თორემ, ევროტურნირებზე ჩვენ ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტი გოლი რამაზ შენგელიას აქვს გატანილი და ჯაბა დვალსაც დიდი ძალისხმევა დასჭირდება, ქართული ფეხბურთის ნომერ პირველ ბომბარდირს რომ დაეწიოს...

ღირსება და ვალდებულება

1998-99 წლების სეზონში, უეფას თასზე ფოთის `კოლხეთი~ შინ 0:7 დამარცხდა `ცრვენა ზვეზდასთან~ _ ეს იყო დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება. თუმცა, ამ ამბიდან ერთი წლის მერე `კოლხეთის~ ეს `მიღწევა~ კიდევ ერთმა ჩვენმა გუნდმა გაიმეორა: თბილისის `ლოკომოტივი~, საკუთარ სტადიონზე ბერძნულ პაოკ-თან შერცხვა (ანგარიში ანალოგიური იყო). 2004 წელს კიდევ ერთი საშინაო ფიასკო გველოდა: ჩემპიონთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე `ვიტ ჯორჯია~ თბილისში პოლონეთის `ვისლასთან~ შერცხვა _ 2:8. და აი, კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში: ხუთშაბათს, ერთიანად გადახალისებულ-გაახალგაზრდავებულმა `ვიტ ჯორჯიამ~ ჩეხურ `ბანიკთან~ 0:6 წააგო! ნებისმიერი წაგება მტკივნეულია, მაგრამ, ჩვენ, ჟურნალისტებს ხანდახან `გასამართლებელი მიზეზების~ მოძებნა გვიყვარს-ხოლმე. აი, როგორც თავის დროზე `ვაღიარებდით~, იმავე `ცრვენა ზვეზდას~, პაოკ-ისა და `ვისლას~ სიძლიერესა თუ ამ გუნდებში მოასპარეზე ცალკეული ფეხბურთელების (პერიცა ოგნიენოვიჩი, ომარ თეთრაძე, მაცეი ჟურავსკი) საშემსრულებლო ოსტატობას. ახლა კი, აღარ ვიცით, რას ან ვის შევადაროთ ჩეხური `ბარიკი~ თუ ამ გუნდის ფეხბურთელები, _ `ვიტ ჯორჯიას~ წინააღმდეგ გეგონებოდათ, მსოფლიოს დონის გუნდი ასპარეზობდაო!

...საქართველოს ორგზის ჩემპიონის, თასისა და სუპერთასის მფლობელის და საერთოდ, ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდის თითოეულ ფეხბურთელსა და სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენელს... `ვიტ ჯორჯიას~ სლოგანი გვინდა `შევახსენოთ~; `ღირსება გვავალდებულებს~, _ აი, ეს არის ამ კლუბის სლოგანი, ეს სიტყვებია გატანილი კლუბის ლოგოზეც და როგორც `ვიტ ჯორჯიას~ ოფიციალურ საიტზეა მითითებული, სწორედ ამ ორი სიტყვის (`ღირსება გვავალდებულებს~) მიღმა ბევრი რამ დევს, რაც განაპირობებს კიდეც `ვიტ ჯორჯიას~ ფილოსოფიას. ჰო, ყველაფერს, შესაძლოა, გაგებით მოვეკიდოთ: წამყვანი ფეხბურთელების გუნდიდან წასვლას თუ მათ ნაცვლად ახალგაზრდა მოთამაშეების მოსვლას, ანუ, გამოუცდელობის ფაქტორის გათვალისწინებას ვგულისხმობთ; მაგრამ, როცა თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ გუნდი მეორე ტაიმში `დადგება ~და ელემენტარულ მონდომებასაც ვერ დაინახავ, აქ უკვე ძნელია ღირსებასა თუ რაიმე ვალდებულებაზე საუბარი...

P.შ. ევროტურნირების გასვლით შეხვედრებში ქართული გუნდების განაცხადში სავალდებულო თვრამეტის ნაცვლად 16 ან 17 ფეხბურთელი რომ იქნება, თვითონ ამ კლუბების პრესტიჟის შელახვაც არის და საერთოდ, ქართული ფეხბურთისაც!..

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია