თურქეთში შეკრებაზე მყოფმა რუსთაველებმა ბელარუსული "ვიტებსკის" ყოფილი ნახევარმცველი დაიმატეს
რუსთავის "ოლიმპში" ბევრი ცვლილება მოხდა. გაუშვეს ისინი, ვინც კლუბის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა - ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ ჯაფარიძე, დირექტორი ბადრი ქარქაშაძე, უსაფრთხოებისა და ლიცენზირების კოორდინატორი ბადრი მაჭავარიანი, პრესატაშე მიხეილ ჯორბენაძე.

საკმაო ხანს უცნობი იყო, ვინ დაინიშნა მათ ნაცვლად, მაგალითად, პრესსამსახურში. გუშინ შევიტყვეთ, რომ რუსთაველთა ახალი პრესატაშე ”ლელოს" ყოფილი თანამშრომელი შოთა შერმადინი გახდა.

შოთას გუშინ თურქეთში დავუკავშირდით და მიმდინარე ამბები გამოვკითხეთ.

”გუნდი სიდეში 4-ვარსკვლავიან სასტუმროში დაბინავდა. სიდეშია ფიზმომზადების შვეიცარიელი სპეციალისტი ოლდრიხ შვაბიც, რომელიც საწვრთნელ პროცესში აქტიურად მონაწილეობს. ფეხბურთელები საკმაოდ მძიმე რეჟიმით იტვირთებიან - თორნიკე მაისურაძე ფეხბურთელებს დღეში სამჯერ ავარჯიშებს. ჩამოსვლამდე ოთხი საკონტროლო შეხვედრა გვქონდა დაგეგმილი. ერთი მათგანი დღეს ავსტრიის ჩემპიონ ”ზალცბურგთან" უნდა ჩაგვეტარებინა, მაგრამ ორგანიზატორებს რაღაც შეეშალათ, რადგან ავსტრიელები სამშობლოში 25 იანვარს გაემგზავრნენ და, ცხადია, საკონტროლო მატჩი ჩაიშალა.

სხვა მატჩების გრაფიკი კი უცვლელი დარჩა. ორ მეტოქეს უკვე შევხვდით - თურქულ ”ისტანბულსა" და შვეიცარიულ ”სერვეტს", 31 იანვარს შვეიცარიულ ”ვილს" ვეთამაშებით, სავარაუდოდ, 1 თებერვალს - ბულგარულ ”აკადემიკს" და ღამით საქართველოში მოვემგზავრებით", - გვითხრა შერმადინმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონმა თურქეთში ორივე შეხვედრა 25 იანვარს გამართა და ორივე მოიგო: 4:0 ”ისტანბულსფორთან" და 3:2 ""სერვეტთან"".

შერმადინის თქმით, გადაწყვეტილია ”ოლიმპში" ირაკლი მაისურაძის ჩარიცხვა. ბელარუსული "ვიტებსკის" ყოფილმა ნახევარმცველმა ორ მატჩში 3 გოლი გაიტანა და მწვრთნელის ნდობა გაამართლა.

”მაისურაძის საკითხი გარკვეულია, მაგრამ ჯერ ღიად რჩება ზაქარია ბეგლარიშვილის ტრანსფერი. დარჩება თუ არა, ამის თქმა გამიჭირდება, რადგან ესტონურ კლუბ ”ფლორასთან", სადაც ზაქარია თამაშობდა, მოლაპარაკება არ დასრულებულა - ლაპარაკია იჯარაზე. ცხადია, ბევრი რამ ბეგლარიშვილზეც არის დამოკიდებული", - ამბობს შერმადინი.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა