"რეალის" 7-იანის "მშრალი" ნოემბერი
კრიშტიანო რონალდომ ჩემპიონთა ლიგაზე "პარი სენ-ჟერმენთან" მატჩში რაღაც ჩასჩურჩულა ყურში სტუმართა მწვრთნელ ლორან ბლანს და ევროპული მედიაც გადაირია. ისევ აგორდა ხმები, რომ პორტუგალიელი "სამეფო კლუბიდან" მიდის, რომ ის, სავარაუდოდ, პსჟ-ში გადავა.

ბლანმა ჟურნალისტებს "უცნაური რასა" უწოდა და პირობა დადო, რომ მათ ინტერესს არ დააკმაყოფილებდა და არაფრით იტყვის, რა უთხრა რონალდომ.

ჩურჩული იქით იყოს და, კრიშტიანო რონალდო რაფა ბენიტესის "რეალში" ისე ეფექტური ვეღარ არის. მართალია, გოლები ჯერაც გააქვს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ამ სეზონში ყველა შეჯიბრებაში გატანილი 13 ბურთიდან 8 ორ მატჩზე მოდის: 5 "ესპანიოლთან" და 3 "შახტართან".

თანაც, ეს თამაშები სექტემბრის პირველ ნახევარში იყო. ოქტომბერში 30 წლის პორტუგალიელმა სულ 3 გოლი გაიტანა, ნოემბერში კი კრიშტიანოს გოლი ჯერ არ გაუტანია.

"მარკამ" 7 მიზეზი დაასახელა, თუ რას სჭირს რონალდოს:

1. ის თავის თავს არ ჰგავს:

კრიშტიანო არაეფექტურად უტევს, თანაგუნდელებთან, თითქოს, კარგად შეთამაშებული არ არის და გოლის ალღოც დაკარგა. პორტუგალიელს ასეთი ცუდი სერია მას მერე არ ჰქონია, რაც "რეალში" გადავიდა.

2. ის არ თამაშობს თავის პოზიციაზე:

ის უფრო ახლოსაა იმ არეალთან, სადაც სივრცე შეზღუდულია. მაშინ, როცა უფრო ფლანგზე (მარცხნივ) მეტი სივრცე და დრო ექნებოდა ოპონენტების დასაჩაგრავად. უკან ყოველთვის ცენტრალურ მცველთა სუნთქვა ესმის და იმ პრობლემებს აწყდება, რასაც ცენტრფორვარდები.

3. ბენზემას გარეშე უჭირს:

ფრანგი ფორვარდის გარეშე კრიშტიანოს შედეგიანობა შესამჩნევად გაფუჭდა. ბენზემას გარეშე "ბლანკოსის" შეტევის გეგმა სულ სხვანაირია და ეს არ აწყობს რონალდოს.

4. ის საკუთარ თამაშს ვერ თამაშობს:

როგორც წესი, რონალდო თავიდან ბოლომდე თამაშშია ჩართული, ახლა კი ასე არაა. ინციდენტები დავიდ სიმონთან და გჟეგოჟ კრიხოვიაკთან გვიდასტურებს, რომ ფიქრებით რონალდო სხვაგანაა.

5. მას ესაჭიროება დასვენება:

ის, რასაც რონალდო არასოდეს აღიარებს. კრიშტიანოს არ ეხება როტაცია, ის ერთადერთია კლუბში, რომელმაც სეზონის ყველა წუთი ითამაშა. ასე გაგრძელება არ შეიძლება, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ მადეირელი დაღლილია.

6. ის არ არის კონცენტრირებული აწმყოზე:

მისი ბოლო გამონათქვამები რომ ნახოთ, მიხვდებით, რომ კრიშტიანო მეტს ფიქრობს თავის მომავალზე. სავარაუდოდ, მისი ფიქრები "სანტიაგო ბერნაბეუს" აღარ უკავშირდება.

7. ის ისევე კარგად ვერ შეეწყო ბენიტესს, როგორც ანჩელოტის:

ეს ფაქტია და ცუდია როგორც ფორვარდისთვის, ისე "სამეფო კლუბისთვის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mishas bs
კი კი ნადვილად ყველაზე მაგარი! კვერცხი!!! )))
giorgi
ერთი მომენტი მომიყევით, რონალდუმ მცველი მოატყუოს და გაიტანოს, არა მგონია მესივით ნახევარი გუნდის მოტყუება შეძლოს
Misha
Yველაზე მაგარი
Giorgi
ყველაზე მაგარია? მეორე კაცისგან მესმის,პირველი თვითონ კრისტინაა :)
zuriko
მე მესის არ ვადარებ გემოვნებაზე არ დაობენ მე მირჩევნია ყველას დღესდღეისობით ყველაზე მაგარია..რა შუაშია შამპონი შური ზიზღი მოდელობა და ასე შემდეგ...
aaa
მესის ადარებენ ტიპები, აზრზე არა ხართ ფეხბურთის
ზ უ რ ა
შენი მზე ჩაესვენა შამპუნა...ეხლა ჯობია ფეხბურთს შეეშვა და მოდელობა დაიწყო, ტანი კი გიწყობს ხელს...:დდ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
კვარაცხელიას ბენიტესი გაწვრთნის? - იტალიური პრესა ესპანელის "ნაპოლიში" შესაძლო დაბრუნებაზე წერს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
"მთხოვა, ეს მეორედ აღარ მეთქვა" - ბენიტესმა სპალეტისა და "ნაპოლიზე" ისაუბრა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ისტორიაში - ბენიტესმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
მოიესს კიდევ ერთი შანსი მისცეს - ბენიტესი მოლოდინის რეჟიმშია
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს