იოვან პოპოვიჩისა და ვლადიმერ ისელიძის შეგირდები 17 ნოემბერს ათენში საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები გაისად, 10-23 იანვარს ბელგრადში მეორედ იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ჩვენები C ჯგუფში იტალიას, რუმინეთსა და გერმანიას დაუპირისპირდებიან.

ამ შეჯიბრებისთვის ქართველი წყალბურთელები მონდომებით ემზადებიან. ერთ-ერთი ეტაპი მსოფლიოს ლიგაში მონაწილეობაცაა, რომელშიც ჩვენები პირველად მიიწვიეს.

20 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ბუდაპეშტში ცხრაგზის ოლიმპიურ ჩემპიონ უნგრეთის ეროვნულ გუნდთან დამარცხდა - 10:17. იოვან პოპოვიჩისა და ვლადიმერ ისელიძის შეგირდები 17 ნოემბერს ათენში საბერძნეთის ნაკრებს გაუწევენ მეტოქეობას, 1-ელ დეკემბერს კი შინ რუმინელებს უმასპინძლებენ.

უმთავრესად საქართველოს ნაკრების წევრებით დაკომპლექტებული "ლოკომოტივი" ამჟამად სერბეთის ქალაქ ნოვი სადში იმყოფება საწვრთნელ შეკრებაზე. გუნდთან ერთად არის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოვან პოპოვიჩი, რომელიც "ლოკომოტივსაც" ეხმარება და ნაკრების მოთამაშეებთანაც მუშაობს ინდივიდუალურად.

ეროვნული გუნდის წყალბურთელები სერბეთიდან პირდაპირ საბერძნეთში ჩავლენ, სადაც მათ შეუერთდებიან ლეგიონერებიც: რევაზ იმნაიშვილი ("სეგეტი", უნგრეთი) და ანდრია ბითაძე ("ბარსელონა", ესპანეთი). თამაშამდე ორი დღით ადრე ჩავლენ ელადაში ნატურალიზებული წყალბურთელები - ივან სტრუიჩი, დამირ ცრეპულია, მარკო ელეზი და მარკო ელაჩა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რუსეთი VS საქართველო - ყაზანში რევანშის ასაღებად
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები რუსეთთან დამარცხდა [VIDEO]
მსოფლიო ლიგა თბილისში - საქართველო-იტალია "ოლიმპიკში"
წყალბურთი: "დინამოს" დაბრუნება "ივენთჰოლში" აღნიშნეს
წყალბურთი. რუსეთი-საქართველო [LIVE]
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუსეთთან დამარცხდა
ალექსანდრე ბითაძე: იტალიას ჩვენი დამარცხება გაუჭირდება
წინაპრის ნაკვალევზე - ინტერვიუ რევაზ იმნაიშვილთან
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები თითქმის ევროპის ჩემპიონატზეა
მსოფლიო ლიგა: საქართველო იტალიასთან დამარცხდა
მსოფლიო ლიგა: საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები ყაზანში გაემგზავრა