რომან ჭანტურია 6 მატჩში 9 გოლით სერია A-ს დუბლების ბომბარდირია
რომან ჭანტურია (ცენტრში) ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ესპანეთში

ქართულ ფეხბურთს იტალიაში ნიჭიერი ცენტრფორვარდი ეზრდება - რომან ჭანტურია. 19 წლის შემტევი სერია A-ს "ემპოლის" დუბლებშია (პრიმავერა) და ამ გუნდის ნამდვილი ლიდერია.

ჭანტურია 2014 წლის ზაფხულიდან "ემპოლიშია" და თანამემამულეებთან, ლევან მჭედლიძესთან და ირაკლი შეყილაძესთან ერთად ვარჯიშიც უწევდა ხოლმე.

პირველი სეზონი მისთვის ურიგო არ გამოდგა - პრიმავერას ჩემპიონატში მან 16 თამაშში 7 გოლი გაიტანა, პრიმავერას თასზე 3 თამაშში - 3 გოლი.

ის, რომ "ემპოლის" ხელმძღვანელობამ 1996-იანებიდან მხოლოდ ქართველი დატოვა გუნდში, ადასტურებს, რომ მისი ეიმედებათ და შესაძლოა, მალე "ემპოლის" პირველ გუნდსაც მიუახლოვდეს.

დღეს რომან ჭანტურია არა მარტო "ემპოლის" შეტევების ლიდერია, არამედ პრიმავერას ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიცაა 6 მატჩში გატანილი 9 გოლით!

შაბათს მან "კროტონე"-"ემპოლის" თამაშში გამოიჩინა თავი, როცა მე-3 წუთზე პენალტით დააწინაურა თავისიანები, ხოლო 59-ე წუთზე 2:1 გახადა, ცაციით გაიტანა. საბოლოოდ, ეს თამაში 2:2 მორჩა, ხოლო ჩვენებურმა სეზონში პირველი გაფრთხილება მიიღო.

ამ დუბლის წყალობით "ემპოლის" ფორვარდმა ბომბარდირთა დავაში გადაუსწრო "რომას" ტალანტს, ნიგერიელ სადიქ უმარს, რომლის ანგარიშზეც 8 გოლია. ეს ის უმარია, რომელსაც უეფას იუნიორთა ლიგაში უკვე სამი გოლი აქვს გატანილი.

სხვათა შორის, "ემპოლის" დუბლები შესანიშნავად თამაშობენ და 8 ტურის შემდეგ 17 ქულით მეორე ადგილზე არიან, წინ მხოლოდ "რომაა".

რომან ჭანტურიას პრიმავერას თასზე ამ სეზონში ორ მატჩში აქვს ნათამაშები და იქაც გაიტანა. ასე რომ, მთელ სეზონში მას 8 მატჩში 10 გოლი დაუგროვდა.

ამჟამად რომან ჭანტურია ალექსანდრე ჩივაძის განკარგულებაშია და 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ესპანელებთან სათამაშოდ ემზადება.

"პიანეტა ემპოლიმ" სტატიაც კი მიუძღვნა მის 21-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებას.

"ლურჯების" ცენტრფორვარდმა 21-წლამდელთა ნაკრებში გამოძახება არა მარტო გოლების გამო დაიმსახურა, არამედ ხარისხიანი თამაშისთვის. ის ბოლომდე იხარჯება, თავს სწირავს და მუდამ თანაგუნდელებს ეხმარება. ფიზიკური კონდიციები მან გამოასწორა, რაც მას საშუალებას აძლევს, გამოავლინოს საკუთარი ტექნიკური და ათლეტური მახასიათებლები.

ბიჭი მოედნის გარეთ უკვე დაღვინებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც მას ნებისმიერ ასპექტში დაეხმარება. ახლა მთავარია, ჭანტურიამ კვლავ ასე გააგრძელოს, იმავე მიდგომით საქმისადმი".

პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"
"ემპოლიმ" რომან ჭანტურია იჯარით ბათუმის "დინამოში" გაუშვა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
რომან ჭანტურიამ ბათუმის "დინამო" დატოვა
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
რომან ჭანტურია "ემპოლიში" დაბრუნდა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს
რომან ჭანტურია "დილას" ფეხბურთელია
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
ჭანტურია კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"
"პაატა უწესიერესი ბიჭია... სანამ მას განსჯით..." - რომან ჭანტურია ღუდუშაურის შესახებ "პირატების" განცხადებას ეხმაურება
თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია