საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ესტონეთთან (0:3) სტუმრად ჩატარებული ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ესტონეთთან (0:3) სტუმრად ჩატარებული ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ესტონეთი-საქართველო 3:0 - ოცნებების სასაფლაო ტალინში [VIDEO+PHOTO]

"მინდა ქართულ საზოგადოებას ასეთი წაგებული თამაშის შემდეგ ბოდიში მოვუხადო. ამხანაგურ მატჩს თავისი დატვირთვა აქვს. ჩვენთვის ყველა თამაში ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად, შედეგიც ყოველთვის მნიშვნელოვანია. ესტონეთის ნაკრებმა დაგვანახა, რომ მატჩი ოფიციალურია თუ ამხანაგური, გუნდი მოედანზე მოსაგებად უნდა გამოვიდეს.

პირველი, რაშიც ჩვენ წავაგეთ, ეს იყო მოძრაობა და განწყობა. მე ასე მომეჩვენა და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. ვერ შევძელი, გუნდი ფსიქოლოგიურად ისე განმეწყო, როგორი განწყობაც ჰქონდა ესტონეთის ნაკრებს.

ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ბოლომდე გამომეყენებინა შეცვლები, რათა დამენახა ყველა ფეხბურთელის პოტენციალი. ტყუილად ხომ არ გამოვიძახე ფეხბურთელები, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვის უნდა დავეყრდნოთ მომავალ თამაშებში. სწორედ ეს დატვირთვაც აქვს ამხანაგურ თამაშებს.

ჩვენ დავინახეთ, რომ სამი ცენტრალური მცველით საკმაოდ კარგად ვიცავთ თავს. გამოჩნდა, რომ ორ ცენტრალურ თამაშზე გადასვლის შემდეგ ძალიან დიდი სივრცეები გაჩნდა და ინდივიდუალურ სისწრაფეებში წავაგეთ. გარდა ამისა, ბევრჯერ წავაგეთ ინდივიდუალურ ორთაბრძოლებშიც.

ამ თამაშს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ გამოვიტანოთ სწორი დასკვნები და იმედია, ის ფეხბურთელები, რომლებიც არ გვყავდა, მოკლე ხანში დაგვემატებიან".

აქვე მოგახსენებთ, რომ გუნდი ტირანაში დღეს ჩარტერული რეისით გაემგზავრა და მზადებას იქ გააგრძელებს. ალბანეთი-საქართველოს ამხანაგური დაპირისპირება კი 16 ნოემბერს გაიმართება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

gela
მე ვარ ფეხბურტზე გაგიჯებიტ სჰეყვარებული კაცი რომელსაც 2009 წლამდე ტამასჰი მხოლოდ რამოდენჯერმე მაქვს გაცდენილი ახლა იმდენად სჰემაზიზგა საქარტველოს ფეხბურტმა ტავი რომ ბურტის დანახვაც აგარ მინდა მარტო სჰეხედეტ ამ ერტ კვირასჰი ცჰვენს სსჰედეგებს
დათოს
ლომაია ამაზე უარესი იყო მარა ეს ლორია არის. ცხინვალს ყავს კარგი მეკარე
დათო
სამივე გოლში ლომაიას ლომის წილი უდევს,რატომ გამოიყვანა ცხადაძემ ვერ ვხვდები.
დათო
კაცო თუ ვიღაცას ცდი ლომაიას რა გამოცდა უნდა რით ვერ გაიგეთ, რომ ლომაია ისეთივე ლომია ნაკრებში, როგორიც .....აი შენი შვილი კი აუ ამას ნუმკითხავ, უბრალოდ სირცხვილია რის გამოცდა-რა გამოცდა ყველა შედეგები ხომ ფეხბურთის ისტორიაში შედის.
gia
ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად მინდა მუშაობა, არავითარი პასუხისმგებლობა და შვილსაც დავასაქმებდი მართალია კალათბურთს თამაშობს მაგრამ არა უშავს, ისე არც მე ვარ ფეხბურთის დიდი სპეციალისტი მაგრამ ამათ დონეზე მეც გავქაჩავ,
nika
რა უნდა ბაჩანა ცხადაძეს ნაკრებში?
giga
კახას რომ ნამუსი ჰქონდეს ბაჩანას ახლოს არ მიაკარებდა ნაკრებს,მაგრამ დაათრევს სადაც თვითონ მუშაობს მწვრთნელად.ეგრე იყო სიონში,მერე ბაქოს ინტერში,ეხლა ნაკრებში.ფლამურტარის ფეხბურთელს რა ესაქმება ნაკრებში საერთოდ.მაგაზე ბევრად უკეთესებიც არიან საქართველოს ჩემპიონატში,მაგრამ მამა-შვილი თავმოყვარეობასთან ცოტა მწყრალად არიან.
shukurafan
ხოჭოლავა ნაკრებში !!! ეგეთი ცენტრალური მცველი არ გვყავს დღეს და გამოიძახე!!!!
vasiko
დაანებეთ მაგ საქმეს თავი და მიხედეთ რაგბს

სტალინმა თავისი ღვიძლი შვილი გაგზავნა ფრონტის ხაზზე სალაპარაკო არ გავხდეო. ცხადაძეც ადგა და თავისი შვილი გამოუშვა შემტევათ სალაპარაკო არ გავხდეო იგივეა რა
giorgi basiladze
კახა... შელია და მახარაძე აუცილებლად უნდა ნახო იქნებ კარგი მეკარეები არიან,ან კიდე მცველები თეთრაშვილი,ფარცვანია და ჯიქია.გვილია,გოგია და რუხაიაც იქნებ კარგი ნახევარმცველები არიან. და თავდამსხმელებიც არიან ჩვენტვის საინტერესო სანაია და მესხია ნახე და შეამოწმე.
gia
ამ გუნდს ამ თამაშისთვის ქეცბაია ხომ არ ამზადებდა?
გ.ს
ესტონეთის ჰიმნი უკეთესი იყო.
irakli apkhaidze
ცინცაძე, კაკაბაძე, ბეგლარიშვილი, ჰუფნაგელი და ა.შ. სანამ დროა უნდა გამოიცადონ, რომ მოიძებნოს ის ბირთვი ვისაც დავეყრდნობით სექტემბრიდან. ჩემ კომენტარებში ხშირად ვამბობდი რომ ეროვნულიდან მოთამაშის გამოძახება რისკია თუმცა სანამ დროა უნდა გარისკო მერე ამისთვის არ გვეცლება, იმედია ასეთი მწარე სილები ახალ ციკლამდე დამთავრდება. ბაჩანას რაც შეეხება, თქვით მაგაზე მაგარი რამდენი ფორვარდია ვინც არ გამოცდილა აქამდე...?
ცხადაძე დაფიქრდი. ღირსეულების მოძებნა შენი ღირსებაა
მე მინდა ერთი იდეა ჩამოვაყალიბო და ადმინმა მიაწვდინოს იქნებ ფედერაციას ხმა.აუცილებლად ჩამოყალიბდეს "სინდისის ჯგუფი" რამოდენიმე კაციანი. რომლებიც ცხადაძის გაფართოვებული სიიდან თუნდაც ღირსეული 50 კაციდან გინდაც 100 კაცი იყოს. ამ "სინდისის ჯგუფს" გადაუხადონ ხელფასი და დააფინანსონ და ამოარჩიონ ის 20ია თუ რამდენიცაა საჭირო. რომლებიც იმ წუთისთვის ყველაზე უფრო იმსახურებს ნაკრებს. ამასთან ერთად უნდა ყავდეთ ყველა ეს კანდიდატი სისტემატიური დაკვირვების ქვეშ. და ხელშეწყობის ყველანაირად.. მერე ვნახოთ ვინ მოხვდება ნაკრებში,ვინ ღირსია ვინ არა და ასე შემდეგ
ცხადაძე დაფიქრდი. ღირსეულების მოძებნა შენი ღირსებაა
ენას არააქვს ძვალი გეთანხმები მაგრამ კაცს აქვს სამაგიეროდ სინდისი. ნაცნობობით და ახლობლობით გაკეთებული გუნდები თუ გინახია რამეს აღწევდნენ მაშინ კი ბატონო.ეს თუ არ მორჩება გაქაჩვა გამოქაჩვის ამბები კიდევ დიდხანს ვიქნებით ამ დღეში. ცხადაძეს კახას იმედი ნამდვილად მაქვს რო ბიჭებთან ერთად მიაღწევს რაღაცას. მაგრამ მე იმას ვიძახი რო (ბაჩანას) სანამ გამოიძახებ ნაკრებში მანამდე უკეთესი არ უნდა გამოგრჩეს შემთხვევით მეთქი.
გულშემატკივარი
საქართველოს ჩემპიონატი სულს ღაფავს და ნაკრებს ეგ ყოველთვის ლანდად დაყვება, მაღალი დონის არცერთი ფეხბურთელი არ გვყავს და ვითხოვთ წარმატებას. ამ გადმოსახედიდან თუ ჩვენთან არ ჩავატარეთ ევროპის ჩემპიონატი 2028 წელსაც ვერ გავალთ.
llcl
ახალგაზრდულ ნაკრებებში კი ბატონო, მაგრამ ეროვნულში საქართველოს ჩემპიონატიდან აყვანა აბსურდია, უკვე მერამდენედ, ფიზიკაში ჩამორჩენა, რომელსაც თანამედროვე ფეხბურთი წამითაც კი არ გპატიობს და კიდევ ნუ აგიტეხიათ ეს ანანიძე და ოქრიაშვილი, ნაკრებში უნდა თამაშობდნენ თავიანთ კლუბებში უპირობოდ ძირითადის ფეხბურთელები
თამარაშვილი
ვაი ჩვენს პატრონს... ესტონეთი რომ სამით ნოლს მოგიგებს რა ქართულ ფეხბურთზეა ლაპარაკი... იყო დრო თბილისის დინამო ტალინის კალევს ცხრით ორზე ამარცხებდა... დასკვნის გაკეთება თქვენთვის მომინდვია...
დავით67
აქ უმრავლესობა ცხადაძეს იმიტომ აკრიტიკებს, რომ თავისი შვილი ათამაშა. ვინმემ მოიყვათელი ნეთ ერთი მაგალითი რომელი ფეხბურთელია თუნდაც საშუალო დონეზე ცოტა ნაკლები.?სამარცხვინოა რომ ქვეყანაში უკვე წლებია ვერ მოიძებნა ერთი საშუალო დონის ფეხბურთელი.
ირაკლი
მიუხედავად მარცხისა და ცუდად თამაშისა მაინც მინდა ნდობა გამოუცხადო ცადაძეს და ვუსურვო წარმატება. ის არასდროს ცდილობს თავის მართლებას და მიზეზების სვებში ძიებას. ვფიქრობ სორად აკეთებს მოვლენების ანალიზს, პასუხისმგებლობებსაც არ გაურბის და ალბათ შეძლებ ხარვეზების გამოსწორებასაც.
k
Mმ
irakli apkhaidze
ენას ძვალი არა აქვს და ლანძღეთ ცხადაძეები, მაგრამ ფაქტია ბაჩანა და ჭანტურია კარგად შევიდნენ და მათ შექმნეს მეორე ტაიმში ერთადერთი მომენტი... მწვრთნელი რამდენჯერ უნდა მოხნან და გაუშვან?... უცხოელებიც გვყავდა საკმაოდ სახელიანებიც და ძლიერებიც და ქართველებზე ხო აღარაა საუბარი, ახალს არაფერს ვიტყვი, მაგრამ ინვესტიციები სანამ არ წამოვა საკლუბო ფეხბურთში, რომელიც ბავშვებზეც დაიხარჯება, მანამდე ძირეულად არაფერი შეიცვლება. ცხადაძე ძალიან კარგი კადრია დღეისათვის, ჩავარდნები ყველას აქვს

ბავშვების ფეხბურთის მომზადებაზე გადასახადების გაუქმება.
სს
ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ საქართველოს ნაკრების პრობლემა არ არის მწვრთნელში. სულ რო 5 გუარდიოლა მოიყვანოთ ვერ ითამაშებს ჩვენი ნაკრები ფეხბურთს იმიტომ რომ ფიზიკურად არ არიან ისინი პროფესიონალი ფეხბურთელები ჩვეულებრივი სამოყვარულო ტიპის გუნდია საქართველოს ნაკრები.
maskerano
გასაშვებია ცხადაძე სასწრაფოდ!!!
maskerano
ცხადაძე ცდილობს თავისი შვილი გაყიდოს და იმიტომ ყავს,და ფიფიას უგორებს კოჭს,რომ მოხსნიან დინამოში რომ წაიყვანოს მწრთვნელად,სასწრაფოდ გასაშვებია ცხადაძე...
ცხადაძე დაფიქრდი. ღირსეულების მოძებნა შენი ღირსებაა
სალაპარაკოს ხდი ბაჩანასაც და შენ ტავსაც. იმიტომ კი არა რო შენი შვილია და ან ეხლა რო წააგე. იმიტომ რომ ჯერერთი რახან შენი შვილია ერთიორად უნდა აღემატებოდეს ნაკრებში გამოსაძახებელ ფეხბურთელებს და და არ უნდა დატოვო ისეთი ფეხბურთელი რომელიც შენ შვილს აღემატება ორი თავით. ნაკრები საქართველოსია და ხალხს ეცი პატივი,თვალებიც აქვთ ქართველებს და ფეხბურთშიც ცოტათი მაინც ერკვევიან.
dato
შსანამ ჩვენ უბადრუკ ჩემპიონატს არ ეშველება, არც ამათი საშველი იქნება. ფედერაცია შეამცირე გუნდები!
ara
მე მგონია რომ ქართველები წინა საუკუნის ფეხბურთს ვთამაშობთ. ინდივიდუალურადაც მაგრა ჩამოვრჩებით. გამოსავალი ჩემი აზრით: ფეხბურთის პოპულარიზაცია ბავშვებში, ბავშვთა ტურნირების გაზრდა 14 წლამდე. 16 წლიდან ვინც დარჩება ფეხბურთში ყველას ქონდეს შანსი უცხოელებთან თამაშის. ანუ აქაც ტურნირების გამართვა. მერე ტრენერების დონის ამაღლება გამუდმებით, სავალდებულოდ. ბოლოს უმაღლეს ლიგაში 10 გუნდი, პირველ ლიგაში 18 გუნდი, დანარჩენი რეგიონალური სამოყვარულო ლიგები. ამს დაჭირდება 5 წელი. აი ამის მერე შეიძლება რაღაცაზე ლაპარაკი.
ეეეეეეეეჰჰ
სამიმკაცით მართლა კარგად დავიცავით კარი,სამი გოლი გავუშვით მარტო.ეეეეჰჰ
zurab
ცუდია, რომ კვლავ ძირითადი აქცენტი წაგებაზე გადაგვაქვს და არა თამაშის ხარისხზე. პირადად, თამაშის დაწყებიდან ათი წუთის შემდეგ, უკვე ვნატრობდი, რომ თამაში წაგვეგო. ასეთი თამაშით მოგებაც არ არის სასიხარულო. შემთხვევით კი არ უნდა ვიგებდეთ, არამედ შემთხვევით უნდა ვაგებდეთ.
al
პირველ რიგში მგონია რომ ბაჩანა (შვილი შენი) უნდა მოაშორო ნაკრებს. რბილად რომ ვთქვათ ვერაა ნაკრების დონის. თუ არ მოაშორებ, ცალსახად ნეპოტიზმს ექნება ადგილი. ცუდი მწვრთნელი არ ხარ, საჭიროა მეტი მუშაობა. ძალიან კარგია რომ ამხანაგურებში ბევრ ფეხბურთელს იძახებ, ყველას ათამაშებ და რეზერვს ეძებ, მაგრამ ტაქტიკაშიც რომ გააკეთო ხოლმე ცვლილებები არ იქნება ურიგო. მიდი ეხლა და ალბანეთს 2 თავდამსხმელით ეთამაშე. არ გაინტერესებს როგორი იქნება? დააყენე გელაშვილი-ვაწაძე წინ, უკან ჭანტურია-ყაზაიშვილი-კობახიძე კიდე ოდნავ უკან ჯაბა და ნებისმიერი, და ნუ დაცვაში იგივე სასტავი. იქნებ 2 თავდამხმელით უკეთ ვთამაშობთ. ესე არ გამოვა. პირველ ტაიმში ვაწაძე და მეორეში შენი შვილი ელვაში მოყოლილი თხებივით დარბოდნენ
Nick
მშვენიერი მწვრთნელია! ცხადაძის რა ბრალია, თუ ფეხბურთელები მხოლოდ გრანდებთან თამაშისას იხარჯებიან ბოლომდე? თავს იკლავენ, იქნებ ვინმეს მოაწონონ თავი და წაიყვანონ კარგ გუნდებში. გუშინ ერთი სული ქონდათ, მალე დამთავრდეს თამაშიო...
soocer
ჩვენ დავინახეთ, რომ სამი ცენტრალური მცველით საკმაოდ კარგად ვიცავთ თავს. გამოჩნდა, რომ ორ ცენტრალურ თამაშზე გადასვლის შემდეგ ძალიან დიდი სივრცეები გაჩნდა????--- 2 :0 ს ვაგებდით ამ სამი ცენტრალური მცველით და შეტევა არ გვქონდა იქნებ ჯობდა თავიდანვე 1 ით მეტი შემტევით გვეთამაშა?
Temo
ბოდიში კიარა ბიძაია პირწმინდათ დაგჩაგრა ესტონელის ტრეინერმა იმენა გათრიათ როგოც შენი კახა ისე შენი უვარგისი გუნდი,,,ეს იმის ბრალია რო უვარგის დინამოელებს ძალით ათამაშებთ აზე რო არ არიან და მაინც იძახებთ და ათამაშებთ იმისთვის რო მერე გაყიდოთ აზერბაჯანში და ფიფიამ ფული იშოვოს და მერე წილები მოგცეთ თქვენც ...
Rcheva
კარგი იქნება თუ თავს დაანებებს თავის შვილისთვის უეჭველი ერთი ტაიმის მიცემას. ნიჭი მაინც ჰქონდეს ან თუნდაც ერთი ნიუანსით მაინც ჯობდეს სხვა თავდამსხმელებს: სისწრაფით, ტექნიკით, დრიბლინგით, ფიზიკური სიძლიერით ან სხვა... იმას არ ვამბობ რომ წაგება ბაჩანას ბრალია, უბრალოდ გუნდში არაჯანსაღ ატმოსფეროს ქმნის როდესაც არაფრით გამორჩეული ფეხბურთელი იმსახურებს ერთ ტაიმს მაინც და სხვა არა.მწვრთნელი რომ ხარ შენ შვილს სხვაზე მეტი უნდა შეეძლოს თუ არა და სხვანაირად ჩანს ეგ.
სრნა ნა ვაში გოლოვი
ბოდოში შენთვის შეინახე. საქმე აკეთე. ახლა ალბანეთი ..., მერე კიდევ ბოდიში და ცოდვების მონანიებ?! ბოდიში წამალი არ არის. საქმეს მიხედე, მაგრამ ვაგლახ, რომ ...
გდრ
რო ვერ შეძელი სხვას რას აკეთებ?! შენი შვილი მოაცილე ნაკრებს?! შენც მაგარი უვარგისი მწვრთნელი ჩანხარ....
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის