ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

შტრიხი ისტორიიდან: მოვა დრო და ტოტის ფეხით მისცემ პასს

შტრიხი ისტორიიდან: მოვა დრო და ტოტის ფეხით მისცემ პასს

ალესანდრო ფლორენცი წლების წინ ამ სცენას ვერც კი წარმოიდგენდა
2010 წელს ალესანდრო ფლორენციმ და ილენია ატცორიმ რომში, სან პიეტროს ეკლესიაში იქორწინეს. ერთმანეთი დაახლოებით 5 წლის წინათ, "სტადიო ოლიმპიკოს" ტრიბუნაზე გაიცნეს.

ალესანდრო 12 წლიდან არ ტოვებდა "რომას" საშინაო თამაშებს, ილენია კი 13 წლიდან. პირველივე გამოლაპარაკების დროს, ალესანდრომ სიამაყით აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ, "რომას" 16-წლამდელთა გუნდში ჩაირიცხა, ილენიამ კი ახალ მეგობარს წარმატება უსურვა.

საპასუხოდ, ფლორენციმ გოგონას მაისურა მოუწონა, რომელზეც ფრანჩესკო ტოტის სახე იყო გამოსახული. მაშინ, ილენია ვერაფრით წარმიდგენდა თუ მის ქორწილში... მოდი, ამ თემას ბოლოს მივუბრუნდეთ.

ბავშვობის მეგობარი

სანამ ალესანდრო ფლორენცი "რომას" 16-წლამდელთა გუნდში და იქამდე, ბავშვთა აკადემიაში მოხვდებოდა, ბურთს რომიდან ერთი საათის სავალზე მდებარე, პატარა სოფელში აგორებდა, მისი მთავარი პარტნიორი კი საუკეთესო მეგობარი, ემანუელე პროპიციო იყო.

ორივე "რომას" თავგადაკლული გულშემატკივრები იყვნენ, ფრანჩესკო ტოტის აღმერთებდნენ და უფრო მითიური პერსონაჟი ეგონათ, ვიდრე რეალური ადამიანი. მოვუსმინოთ თავად ფლორენცის, რომელიც იმ წლებს ასე იხსენებს:

"როდესაც ჩვენი სოფლის სტადიონზე ფეხბურთს ვთამაშობდით, ყველას გვინდოიდა, რომ ფრანჩესკო ტოტი ვყოფილიყავით. თამაშით მე გამოვირჩეოდი, მაგრამ ტოტის მეტსახელი მაინც ჩემს მეგობარს, ემანუელე პროპაციოს შეარქვეს, რაც ძალიან მაბრაზებდა. მიზეზი მარტივია - ემანუელეს საოცარი სამსახიობო ნიჭი ჰქონდა და ტოტის მოძრაობებს, სახის მიმიკებს თუ ხელების ჟესტიკულაციებს ბრწყინვალედ იმიტირებდა".

ალესანდრო ფლორენცი და ემანუელე პროპაციო "რომას" ბავშვთა აკადემიაში ერთად მივიდნენ - სინჯების შემდეგ, ფლორენცი დაიტოვეს, პროპაციოს კი უთხრეს, რომ სხვა პროფესია აერჩია. პატარა ემანუელე სახლში აცრემლებული დაბრუნდა და როგორც მისი მშობლები იხსენებენ. კარგა ხანი საჭმელსაც არ გაკარებია.

დღეს, ემანუელე პროპაციო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობია იტალიაში და მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, უამრავი ჯილდო აქვს მიღებული. განსაკუთრებული პოპულარობა კი მას შემდეგ მოიპოვა, რაც ჯოვანი ვერონეზის ფილმ "სიყვარულში", მთავარი როლი შეასრულა.

2012 წელს "რომა" "ინტერს" სტუმრობდა, ალესანდრო ფლორენცი კი პირველად მოხვდა "ჯალოროსის" ძირითად შემადგენლობაში. პირველივე ტაიმში, ფრანჩესკო ტოტის პასის შემდეგ, ფლორენციმ თავური დარტყმით გაიტანა, ტრიბუნაზე კი მისი ბავშვობის მეგობარი, ემანუელე პროპაციო ხარობდა და ამისთვის ერთბაშად სამი მიზეზი ჰქონდა - ერთი, რომ მისმა საყვარელმა გუნდმა გაიტანა, მეორე, რომ მისმა ბავშვობის მეგობარმა გაიტანა და მესამე, მას საკმაოდ დიდი ფსონი ჰქონდა დადებული, რომ ფლორენცი "ინტერს" გაუტანდა...

ვინ, თუ არა მამამ

თუმცა, სანამ ალესანდრო ფლორენცი პირველად მოხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში, იქამდე მისი დებიუტი შედგა "რომას" რიგებში. "ჯალოროსი" გენუაში "სამპდორიას" ხვდებოდა, ფლორენცი კი იმ მატჩს ასე იხსენებს:

"როდესაც ზდენეკ ზემანმა მითხრა, რომ მოედანზე უნდა შევსულიყავი, მუხლები ამიკანკალდა. ამის აღიარების არ მრცხვენია, რადგან ეს ჩემი გზაა, რომელიც გავიარე. ფრანჩესკო ტოტი უნდა შემეცვალა და ეს განსაკუთრებული მოვლენა იყო - მახსოვს, როდესაც ტოტი მომიახლოვდა, არაფერი უთქვამს, მხოლოდ გამიღიმა და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დავმშვიდებულიყავი და თავი კომფორტულად მეგრძნო".

ერთ-ერთ მომდევნო შეხვედრას, "რომა" საკუთარ მოედანზე "კატანიასთან" ატარებდა და მინიმალური ანგარიშით მარცხდებოდა. ამ დროს, მირალემ პინიჩის ნაცვლად, თამაშში ფლორენცი ჩაერთო - მოედნის ცენტრში, ბურთს რამდენჯერმე უხეშად მოეპყრა და მეტოქეს გადაულოცა. ამ დროს, "სტადიო ოლიმპიკოს" დასავლეთ ტრიბუნაზე ერთი შუახნის, ულვაშიანი კაცი წამოხტა და მთელი ხმით იღრიალა:

"რას შვები შე ვირიშვილო, ბურთს როგორ იღებ, ან რა პასს აკეთებ?" - იქვე ახლოს იჯდა "რომას" ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი, ალბერტო დე როსი, რომელმაც აღშფოთებულ გულშემატკივარს ყვირილითვე უპასუხა:

"რა გაყვირებს? - ხომ ხედავ, რომ ვაგებთ? ალესანდრო იმიტომ შეცდა, რომ რისკავს და ცდილობს, თამაში გაამწვავოს. ენას კბილი დააჭირე და თამაშს უყურე".

გაბრაზებული გულშემატკივარი არ დაცხრა და ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელს შემდეგი შესძახა: "ვინ უნდა გამოლანძღოს ეს მართლა ჩოჩორი, თუ არა მე, მამამისმა"...

ლუიჯი ფლორენცი

ლუიჯი ფლორენცი თავის სოფელში პიცერიას ფლობდა და ისიც ბავშვობიდან "რომას" გადარეული ტიფოზი იყო, თუმცა ნაკლებად სჯეროდა, რომ მისი შვილი დიდ ფეხბურთს ითამაშებდა და ამიტომ, მის ვარჯიშებსა თუ თამაშებს ახალგაზრდულ გუნდებში პრაქტიკულად არ ესწრებოდა.

მიზეზიც ჰქონდა - გადაყვა ალესანდროს ორ უფროს ძმას, რომლებსაც ასევე "რომაში" სურდათ მოხვედრა, მაგრამ პროფესიონალურ დონეზე ფეხბურთი ვერც ერთმა ითამაშა. სენიორ ლუიჯი ალესანდროს გატაცებას სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ როგორც ზღაპრებში ხდება, სწორედ უმცროსმა შვილმა გაუმართლა.

ლუიჯი ალესანდროს თამაშზე პირველად მაშინ წავიდა, როდესაც ის "რომას" ახალგაზრდული გუნდიდან, იჯარის წესით "კროტონეში" გადავიდა და სერია B-ში, უკვე პროფესიონალურ დონეზე ათამაშდა.

ლუიჯი კროტონე-ალბინოლეფეს თამაშს დაესწრო და ეს ალესანდროსთვის განსაკუთრებული მოვლენა იყო. მამამისი მის ვარჯიშებსაც არ ესწრებოდა, დღეს კი თამაშზეა და ტრიბუნიდან უნდა მიადევნოს თვალი - სანდრომ დამალა, რომ კუნთი აწუხებდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, თამაშის გამოტოვება მოუწევდა.

პირველივე ტაიმში, ალესანდრომ მაკრატელა დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა და იმ ტრიბუნისკენ გაიქცა, სადაც მამამისი იჯდა - საჩვენებელი თითი ულვაშის ადგილზე მიიტანა და ამით, გოლი სწორედ მამამისს მიუძღვნა.

მას შემდეგ, ალესანდრო გოლებს ძირითადად სწორედ ულვაშის იმიტირებით აღნიშნავს და ეს სწორედ მამამისს უკავშირდება...

მოვა დრო და ტოტის ფეხით მისცემ პასს

მართალია, ლუიჯი ფლორენცის დიდად არ სჯეროდა, რომ უმციროსი შვილი დიდ ფეხბურთს ითამაშებდა, მაგრამ ალესანდროსთვის არასდროს დაუშლია "რომას" ბავშვთა აკადემიაში სიარული - პირიქით, ხშირად ამხნევებდა და საჭირო რჩევებს აძლევდა.

ერთხელ, "რომას" აკადემიაში 10 ბავშვი უნდა შეერჩიათ, რომლებიც სერია A-ს უახლოეს ტურში, "სტადიო ოლიმპიკოზე" ბურთის მიმწოდებლები იქნებოდნენ. 9 ბავშვი უკვე შერჩეული იყო და ალესანდრო გულისფანცქალით ელოდა, თუ როდის იტყოდნენ იმ მეათეს - იქნებ სწორედ მისი სახელი ეთქვათ და მეორე დღეს, ფრანჩესკო ტოტისთვის ბურთი ხელით მიეწოდებინა.

პატარა ალესანდრომ ცრემლები ძლივს შეიკავა, როდესაც ბურთის მიმწოდებლად მის ნაცვლად, ანდრეა ბერტოლაჩი შეარჩიეს. დიახ, ის ბერტოლაჩი, "მილანმა" "რომასგან" 20 მილიონ ევროდ რომ იყიდა და დღეს, ლომბარდიული გრანდის ღირსებას იცავს.

პატარა ალესანდრო სახლში ატირებული მივიდა და როდესაც მამამ მიზეზი შეიტყო, შვილი ასე დაამშვიდა: "არა უშავს, მოვა დრო და ტოტის არა ხელით, არამედ ფეხით მისცემ პასს"...

ბებია ავრორა

2012 წელი ალესანდრო ფლორენცისთვის განსაკუთრებულად წარმატებული გამოდგა, რადგან გარდა იმისა, რომ "რომას" მთავარ გუნდში დაიმკვიდრა ადგილი, იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც მიიღო მიწვევა. ნოემბერში, იტალია ნორვეგიას სტუმრობდა და ფლორენცის სანაკრებო დებიუტიც ოსლოში შედგა.

იმ შეხვედრაში, ალესანდრომ ბევრი ვერაფერი შესძინა გუნდს, ერთი რეალური მომენტი გაატანა ქარს და ყვითელი ბარათი მიიღო - მატჩის შემდეგ, ალესანდროს 82 წლის ბებია ავრორამ დაურეკა და შემდეგი უთხრა:

"სანდრინიო, "რაი უნოზე" გიყურე და რატომ არ მითხარი, რომ იტალიის ნაკრებში უნდა გეთამაშა? - ყვითელი ბარათის გამო არ ინერვიულო, მაგრამ იმ მომენტში გოლი უნდა გაგეტანა. შენ თამაშზე ხომ არასდროს ვყოფილვარ? - აი, შემდეგი თამაშზე მოვალ და გოლს აუცილებლად გაიტან".

შემდეგი თამაში ფლორენცის უკვე "სტადიო ოლიმპიკოზე" ჰქონდა, "რომა" "კალიარის" მასპინძლობდა, ბებია ავრორა კი შვილიშვილს ტრიბუნიდან გულშემატკივრობდა.

თამაშის დაწყებიდან 15 წუთი არ იყო გასული, როდესაც ალესანდრომ ეფექტური გოლი გაიტანა და აღსანიშნავად სწორედ ტრიბუნაზე აირბინა, იქ სადაც ბებიამისი ეგულებოდა - სცენა, რომელშიც ფლორენცი ბებიას ეხვევა, გულგრილს არავის დატოვებს...

გოლი 45 მეტრიდან

ალესანდრო ფლორენცი 24 წლისაა - "რომას" შემადგენლობაში 115 მატჩი აქვს გამართული და 16 გოლი გატანილი. იტალიის ეროვნული ნაკრების მაისური 11-ჯერ მოირგო და 2 გოლი შეაგდო.

ფლორენცის ყველაფერი წინ აქვს, უკან კი ერთი საოცარი გოლი მოიტოვა - "რომა" "ბარსელონას" მასპინძლობდა, როდესაც სანდრომ მარჯვენა ფრთაზე გაინავარდა და ესპანურ გრანდს გოლი 45 მეტრიდან გაუტანა!!!

იხილეთ ვიდეო

ისევ ლუიჯი ფლორენცის მივუბრუნდეთ, რომელიც ამ ეპიზოდს ასე იხსნებს:

"როდესაც ალესანდრომ "ბარსას" 45 მეტრიდან გაუტანა, წამოვხტი, სათვალე მომძვრა და ძირს დავარდა - უმალ დავიხარე, რომ სათვალე მეპოვნა, ჩემმა ცოლმა კი ჩათვალა, რომ ინსულტი მივიღე და გონება დავკარგე - არადა, თავს კარგად ვგრძნობდი, ისე კარგად, როგორც არასდროს არსად".

P.S. 2010 წელს, ალესანდრო ფლორენციმ და ილენია ატცორიმ რომში, სან პიეტროს ეკლესიაში იქორწინეს. ერთმანეთი დაახლოებით 5 წლის წინათ, "სტადიო ოლიმპიკოს" ტრიბუნაზე გაიცნეს.

14 წლის ფლორენციმ გოგონას მაისურა მოუწონა, რომელზეც ფრანჩესკო ტოტის სახე იყო გამოსახული. მაშინ, ილენია ვერაფრით წარმიდგენდა თუ მის ქორწილში სხვა ბევრ ვარსკვლავთან ერთად, ფრანჩესკო ტოტისაც იხილავდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Georgiano

ქება ლაშა წიკლაურს, კარგი სტატია შემოგვთავაზე.

• irakli arqania

გააგრძელეთ ასე კარგი სტატიებია და ყველაზე მაგარი პორტალი საერთოდ !!!!

• levan

კარგია! იტალიელები ყველაფერს ნიჭიერად, ზეემოციურად, ქარიზმაგარეული,გულიანად აკეთებენ

• rr

საღლ

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს

40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა

მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა

ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა

"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს

ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]

"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"

ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო

[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს

პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს

ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება

ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

"ის, რაც "კვარამ" ფინალში გააკეთა, უმნიშვნელოა", - მბაპეს მამა

"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს

გურულმა მედალი გაინაღდა - ქართველი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - ფინეთი გერმანიას შეხვდება

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

არგენტინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა 33 წლის ასაკში ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

ალესანდრო ფლორენცი: არ ვრისკავდით, "ბარსელონას" ისეთი არაფერი გაუკეთებია

"მათ ეს დაგვიმტკიცეს" - ტოტიმ პსჟ-ზე ისაუბრა

48 წლის ტოტი საფეხბურთო კარიერას ანახლებს და სერია A-ს გუნდიც ეპატიჟება

"ვინ გამაკვირვა ევრო 2024-ზე ყველაზე მეტად?" - ტოტიმ ევროპირველობაზე ისაუბრა

ტოტისა და დე როსის წასვლით რაღაც დავკარგეთ - ედინ ჯეკო

ჯეიდონ სანჩო "რომაში" გადასვლასთან ახლოსაა

პსჟ-ს ახალი იტალიელი მეკარე ჰყავს

ფინანსური რესურსები აქვთ და მიქაუტაძის დამატება სურთ - ქართველი "რომას" შემდეგ იტალიაში კიდევ ერთ გუნდს დაუკავშირეს

"რომას" კაპიტანი კარიერას "ვალენსიაში" გააგრძელებს

2020 წლის ევროპის ჩემპიონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

გახსოვთ კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი ელმასი? - მისი შეძენის სურვილი "რომას" აქვს

უკანონო ფსონების საქმეზე კიდევ ერთი იტალიელი ფეხბურთელია ეჭვმიტანილი

ფლორენცი: რონალდოს ჰგონია, რომ ყველაფრის უფლება აქვს [VIDEO]

არც მალდინი და არც ნესტა - ტოტიმ დაასახელა მცველი, ვის წინააღმდეგ თამაშიც ყველაზე მეტად უჭირდა

უკრაინელი თავდამსხმელი "ვილიარეალში" არ გადავა, რომელიც მიქაუტაძის შეძენას ცდილობს

ფრანჩესკო ტოტის ვაჟმა 19 წლის ასაკში კარიერა დაასრულა

"პოლიტიკოსი არ ვარ... თუ ეს მოხდება, მოსკოვში აღარ ჩავალ..." - ტოტიმ 8 აპრილს რუსეთში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა