"დალასმა" "ლეიკერსი" ანგარიში 90:82 დაამარცხა, ქართველი ცენტრი კი მოედანზე საუკეთესო იყო
მორიგი დიდებული მატჩი ზაზა ფაჩულიასგან. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, რომელიც ნბა-ს კარიერის რიგით მე-13 წელს ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდ "დალას მავერიკსში" ატარებს, სეზონის მე-6 ორმაგი დუბლი შეასრულა და ტეხასელებს "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დაამარცხებინა.

ზაზამ მიმდინარე სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და დამსახურებულად დასახელდა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ. ის ორივე გუნდში გამორჩეული იყო და მატჩის ბედის გადაწყვეტაში მთავარი როლი შეასრულა.

მოედანზე არაერთი სუპერვარსკვლავი (კობი ბრაიანტი, დირკ ნოვიცკი, დერონ უილიამსი) და უბრალოდ, ძალიან მაგარი მოთამაშე (როი ჰიბერტი, ჩენდლერ პერსონსი, ვესლი მეთიუზი, მეტა უორლდ ფისი) იდგა, თუმცა კომენტატორებმა ყველაზე მეტჯერ ქართველი კალათბურთელი ახსენეს.

რამდენიმე დღის წინ ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით, "ლეიკერსმა" "დალასს" ამჯერად დიდი წინააღმდეგობა გაუწია. კობი ბრაიანტისა და მისი თანაგუნდელების ძალისხმევით კალიფორნიელები მატჩის ბოლომდე არ ტყდებოდნენ, სანამ ფაჩულიამ პირადად არ გადაწყვიტა შეხვედრის ბედი.

თამაშის ბოლო 4 წუთში ქართველმა ცენტრმა 7 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა, რითაც კალიფორნიელები წელში გატეხა. საბოლოოდ დალასელებმა 90:82 იმარჯვეს.

მეორე მატჩია, ფაჩულია ჩაგრავს ლეიკერსელთა გიგანტ როი ჰიბერტს, რომელმაც ამჯერად 30 წუთში 8 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. რაც შეეხება მატჩის საუკეთესო მოთამაშეს - ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 31 წუთი გაატარა და 18 ქულა, 16 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 5 ორქულიანი და 11-დან 8 საჯარიმო ჩააგდო.

ნოვიცკი შედარებით მოკრძალებული იყო და 29 წუთში 9 ქულა მიითვალა. ზაზას მერე მატჩის მეორე ორმაგი დუბლი დალასელთა სამარქაფო ფორვარდმა დუაიტ პოუელმა შეასრულა - 10 ქულა, 12 მოხსნა. 13 ქულა და 7 პასი დაგროვდა დერონ უილიამსის ანგარიშზე. რაც შეეხებათ ლეიკერსელებს, ბომბარდირი 21 ქულით ჯორდან კლარკსონი გახდა, ხოლო კობი ბრაიანტმა კალიფორნიელებს 19 ქულა შეაშველა.

დალასელებმა ამ გამარჯვებით დასავლეთ კონფერენციაში მე-8-დან მე-4 ადგილზე აინაცვლეს და ახლა 5 მოგება და 4 მარცხი აქვთ. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს 15 ნოემბერს ჰიუსტონში "როკეტსთან" ელის.

წყარო: gbf.ge

lasha teo
მოვლენებს ჩამორჩებით მგონიიიი
fanat
სპორტალ ცოტა შაბათ კვირასაც იაქტიურეთ, ამის მერე ზაზამ და მისმა გუნდა გასვლაზე ჰიუსტონიც დაამარცხეს და ამაზე ერთი მოკლე სტატიაც არ დაგიწერიათ ჯერ!!
s
გაიხარე
Tariel
რას შობა !!!
remi
დარწმუნებული ვარ ზაზა რომ ფეხბურთელი ყოფილიყო კარგა ხნის წასული იქნებოდა აქტიური სპორტიდან და პოლიტიკაში იქნებოდა მაგრამ ზაზამ ბოლომდე სპორტი არჩია და ამით უდიდესი სიYვარული დაიმსახურა ბრავო ბრავო ბრავო ზაზა ვამაყობთ შენით ძმა ხარ
გოგი
კარიერის საუკეთესო სეზონს თამაშობს ზაზა, მარა გული მწყდება რომ ასაკი ემატება და მისნაირი მოთამაშე კიდე წლები არ გვეყოლება :(
ამერი
მართლაც და რამხელა სიხარულს გვჩუქნის ეს კაცი!კიდევ დიდხანს! მისაბაძია!
ფოთი
ზაზა შენ დარჩი ერთად ერთი ვინც სპორტში მუდმივად გვახარებ და ამისათვის უდიდესი მადლობა.
Brooklyn
Yოო Yოოოო... !!! ზაზაა!!!!
ვეთანხმები და ვუერთდები ყველა კომენტარს.
გ ა ი ხ ა რ ე, ზ ა ზ ა !!!
Daviti
ეს ვინ არის ტოოო???...
დიტო
ზაზა არის ერთ-ერთი საიკეთესო ქართველი. არამარტო თავისი დიდებული სტორტული კარიერის გამო. დიდი მადლობა მას ამისათვის.
ემიგრანტი
მომავალო თაობავ ჩვენო ძვირფასო ახალგაზრდობავ--აი გვყავს მისაბაძი ადამიანი ზაზა გვარის ხსენება დიდ ადამიანზე აუცილებელი არ არის--და ამერიკაც მას ასე მიმართავს--და თქვენც ყველა სფეროში წარმატებული იქნებით--როცა მონდომება და ცხოვრებაში ჟინია--რა ფიზიკური მონაცემებიც არ უნდა გქონდეს წარმატება აუცილებლად მოვა ეს მუდამ ასეა.........
დათო
ღმერთმა დაგლოცოს!
lsd
საამაყო კაცია
zaza
გაიხარე ზაზა. მაგარი კაცი ხარ
შაკო
მიბაძეთ ყველამ ყველა სპორტსმენმა შრომისმოყვარეობაში პატიოსნებაში შეუპოვრობაში
თბილისი
ზაზა მგელი ხარ, შემდეგი ევროპაც მაღალ დონეზე უნდა ითამაშო... მარა ახლები რომ არავინ მოდის რა გვეშველება არ ვიცი :(
ბმბ
ოო, ეს უკვე ხუმრობა საქმე აღარაა, ზაზა ზაზა ჯოი ზაზა!
ჯიჯი
როგორ მიხარია ძმაო შენი წარმატებები,წარმატებები,ველი სამმაგ დუბლს შენგან
levan
როგორ მსიამოვნებს, დილით ზაზას წარმატებული თამაშის შესახებ რო ვგებულობ
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
[PHOTO] ჩარტერული რეისი და საჩუქრები დონჩიჩისგან - ლუკამ "ლეიკერსი" სლოვენიაში დაპატიჟა
"რატომ 54 ნომერი? რადგან ეს ყოველთვის მახსენებს, რომ..." - მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
"ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის - კონფლიქტის ზღვარზე? მბაპემ და დემბელემ ერთმანეთის მიმართ მოულოდნელი სიტყვები გაცვალეს
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
ზაზა ფაჩულია "დალასის" სასტარტოში დეტროიტში მოგებით დაბრუნდა [VIDEO]
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
ლუკას საოცარი მატჩი - 50 ქულა და 10 ასისტი [VIDEO]
ჯეიმსის ისტორიული მატჩი - "ლეიკერსმა" "იუტა" დაამარცხა [VIDEO]
ზაზა ფაჩულიას "დალასმა" "ოკლაჰომასთან" იჩხუბა და წააგო [VIDEO]
ნოვიცკი იჯდა და ამაყად უყურებდა ლუკას თამაშს... [VIDEO]
"ვისურვებდი, კობის და ჯიჯის ეს მომენტი ენახათ" - "ლეიკერსმა" დონჩიჩი წარადგინა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
დირკ ნოვიცკიზე წინ! დონჩიჩი რეკორდს რეკორდზე ამყარებს
NBA-ს ლეგენდა: მადლობა ყველა ქართველს ჩემი თბილად მიღებისთვის [VIDEO]
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
რა მოხდა სინამდვილეში? პილოტმა ორიენტაცია დაკარგა...
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
ფაჩულია VS კაზინსი - სუპერმატჩის სუპერდასასრული [VIDEO]
ზაზა ფაჩულია NBA-ს 19 მოხსნით, 11 ქულითა და 23-ე ორმაგი დუბლით დაუბრუნდა [VIDEO]
27-ქულიანი ქამბექი და გამარჯვება - "ლეიკერსმა" "დალასი" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ლუკას 43 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა, "კლიპერსს" ლეონარდმა ულიდერა [VIDEO]
Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
კობი 2 წლის წინ დაიღუპა, გავიხსენოთ ლეგენდარული ინტერვიუ
ზაზა ფაჩულიას 9 ქულა და 15 მოხსნა მილუოკიში ქულით წაგებულ მატჩში [VIDEO]
"კლიპერსმა" "დალასი" რის ვაი-ვაგლახით დაამარცხა
ლუკას ისტორიული მაჩვენებელი და გამარჯვება "გოლდენ სტეიტთან" [VIDEO]
"თუ გნებავთ, ნოვიცკის ჰკითხეთ, დონჩიჩი მასზე უკეთესია" - კუბანის უცნაური განცხადება
ზაზა ფაჩულიას "ჩიკაგოსთან" ორმაგ დუბლამდე ქულა დააკლდა [VIDEO]
ლუკა დონჩიჩი: გასულ სეზონში დაცვაში გვიჭირდა, რადგან დაცვაში დირკი გვყავდა