ვასილ მაისურაძის გუნდმა შესარჩევი ჯგუფის ბოლო მატჩი ავსტრიელ თანატოლებთან ფრედ დაასრულა
დღეს, 17 ნოემბერს, საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.

ვასილ მაისურაძის შეგირდებმა VIII შესარჩევ ჯგუფში ბოლო მატჩი ავსტრიელ თანატოლებთან ფრედ, 0:0 დაასრულეს და საბოლოოდ 4 ქულით მეორე ადგილი დაიკავეს. ქართველი ჭაბუკები საგზურის მოპოვებას ალბანელ თანატოლებს უნდა უმადლოდნენ, რომლებმაც პარალელურად მიმდინარე ჯგუფის მატჩში უელსს ანგარიშით 3:2 მოუგეს.

ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის კენჭისყრა ნიონში, უეფას შტაბბინაში 3 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: გოშაძე, ნადარია, ლოჩოშვილი, კაკიაშვილი, ართმელაძე, ბაშალეიშვილი (66, ალთუნაშვილი), მამუჩაშვილი, კომახიძე, კიკნაძე (80, გვარაძე), გოშთელიანი (კ), მიქელთაძე (66, ბიძინაშვილი).

აღსანიშნავია, რომ შესარჩევ ჯგუფში ჩატარებულ სამ მატჩში ქართველმა ჭაბუკებმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს - ალბანეთთან მინიმალური ანგარიშით მოგებულ შეხვედრაში, მანამდე კი უელსთან 0:3 დათმეს. ჯგუფში პირველი ადგილი 7 ქულით ავსტრიამ დაიკავა.

Tornike
როგორც კი 19 ების ელიტრაუნდი მორჩება, მაისურაძე უნდა გადაიყვანონ 21 ებში და უქნარა ჩივაძე-გაბელიას დუეტი გაუშვან სახლში. ტიპმა ძალით ჩატოვა 21 ები. ბიჭებს კი ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ.
qaquca
bat.levan cota hqar tempebhi imoqmedet,ragac gaaketet droulad,rom biznesmenebi dainteresdnen fexburthi fulis hadebit.gavadzlierot erovnuli hempionati.torem dagvemfxo fexburti tavzd.droze imoqmede.
G7
საქართველოს ჩემპიონატი არ გვივარგაო და ვინ თამაშობს ამ ჩემპიონატში ჩინელები თუ მოზამბიკელები???? ჩემპიონატი კი არა ვარჯიში და ერთი ადგილის განძრევა ეზარებათ! ტაკტიკა ტექნიკა და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ფიზიკურად როგორ ვერ უნდა მოემზადო მითუმეტეს ყველა უცხოეთში თამაშზე ოცნებობს?! კაი აქ გაძვრნენ და მერე...მერე რა უნდა ქნან??? სწორედ შენიშნა ავტორმა სამ თამაშში ერთი გოლი გაიტანესო....
Zviad
სამივე თამაშზე ვიყავი და როგორც შემეძლო ვყვიროდი და ვამხნევებდი გუნდს,მაგრამ ძალიან ბევრი ჩუმად იჯდა და სემიჩკას იფურთხებოდა ,თან მარტო ცუდს ხედავდნენ კარგი ვერაფერი დაინახეს არა და ბიჭების რა ბრალია თუ ჩემპიონატი არ გვივარგა და შეჩვეულები არ არიან ევროპულ სტილზე თამაშს .15 ნომერმა ბევრჯერ ათრია ფლანგის მცველები,10 იც იბრძოდა თავგანწირვით,კიკნაძეც კარგად შევიდა ორჯერ თუ სამჯერ,ჩვენი დაცვაც ნორმალურად გამოიყურებოდა ლოჩოშვილი კაკიაშვილი,ცენტრი პრობლემა იყო და უნდა მოძებნონ ვინმე ფიზიკურად ძლიერი 7 ნომერი ვერ ქაჩავდა.მაინც ყოჩაღ და ვულოცავ ბიჭებს შრომის დაფასებას და ელიტრაუნდში გასვლას.მჯერა უკეთ ათამაშდებიან!!!
gizog
გილოცავთ ბიჭებო, სულ წარმატებით გევლოთ ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც.
ara
ეეე, ძალთ სიკეთე არ გამიგია. სანამ პირში არ ვიტყვით სიმართლეს არაფერი არ გამოვა. ცუდად თამაშობენ. კეთილი ინებონ და გუნდური თამაში ისწავლონ.
სიმართლე
რა ბოროტები ხართ ხალხო.
llcl
გილოცავთ ბიჭებო, ღმერთს იღბალი არასდროს მოეკლოს თქვენთვის, ეხლა კი მეტი შემართებით და მეტი მონდომებით
ბმბ
რა ... ხართ ქართველებო, რა გვეშველება, გავიდნენ ბიჭები და მიულოცეთ რა, რას იგესლებით
qaquca
hveni 19 wlamdelebi gmirebi da patriotebi arin.am gundis dziritadi birtvi saburtaloelebi arian,bihebma 8 hi saqartvelos hempionati itamahes,bihebma wesierad dasveneba da momzadebac ki ver moascres ise haebnen elitraundhi.rac heedzlot da imaze meti gaaketes.patara gmirebi arian.
status quo
ეს არაა არაფერი,ძალით გათრევაა გუნდის...ასე შორს ვერ წახვალთ...
gio
მადლობა ალბანეთს რო გაგვიყვანეს შემდეგ ეტაპზე!
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
საბა ხარებაშვილი 19-წლამდელებს შეუერთდება
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
[VIDEO] U19. სამი გოლი კომპენსირებულ დროში - საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დამარცხდა
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს