"ისეთ კლუბში ვარ და ისეთ გარემოში ვვარჯიშობ, ახლა ყველაფერი იდეალურადაა და ბედს ნამდვილად არ ვუჩივი"
ევროპულ ფეხბურთში სანაკრებო თამაშებით გამოწვეული პაუზაა. "გენტის" ფეხბურთელებიც ბელგიისა და კიდევ სხვა ქვეყნების ეროვნულ ნაკრებებში გამოიძახეს. ამით ისარგებლა გუნდმა და ქვედალიგელ "დეინცესთან" სტუმრად ამხანაგური მატჩი გამართა და... მოულოდნელად დამარცხდა - 0:1.

ჩვენთვის საინტერესო კი ის არის, რომ ბელგიის მოქმედი ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზბრუკმა რამდენიმე ახალგაზრდას თავის გამოჩენის საშუალება მისცა, მათ შორის - ჯიმი ტაბიძეს.

"გენტის" 19 წლის ქართველმა მცველმა, რომელიც ბელგიურ კლუბში "საბურთალოდან" ზაფხულში გადავიდა, მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. აქამდე, მას პირველ გუნდში არ უთამაშია - არც ოფიციალურ და არც არაოფიციალურ დონეზე. დუბლებშემადგენლობაში კი სისტემატურად თამაშობს და რამდენჯერმე მედიისგან კარგი შეფასებაც დაიმსახურა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ ძირითად გუნდში ადგილის დამკვიდრებას შეძლებს...

"პირველი გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი ნაკრებშია წასული და ამიტომაც მათამაშეს. მე პირადად კმაყოფილი ვარ და გადაუჭარბებლად ვამბობ, რომ "დეინცესთან" ამხანაგური მატჩი კარგად ჩავატარე.

ხალხს ჰგონია, რომ რადგან დუბლებში ვარ, ლამის საბავშვო დონეზე ვთამაშობ. არადა, მთავარი გუნდიდან თითქმის ყველა 5-6 კაცს იმატებს, თამაშების ტემპიც მაღალია და ზოგადად - დუბლების ჩემპიონატის დონეც.

ამიტომ გვენდობა მწვრთნელი და ცდილობს, ამხანაგურ შეხვედრებში ახალგაზრდებს შორის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებისთვის საუკეთესო შემცვლელები მოძებნოს", - ამბობს ჯიმი ტაბიძე.

ქართველი ლეგიონერი ძირითადში მოხვედრის შანსებზე ლაპარაკობს:

"ეს იმედი რეალური მაშინ იქნება, როდესაც ადაპტაციას გავივლი და პირველ გუნდს ნაბიჯ-ნაბიჯ მივუახლოვდები.

ახლა კი საქართველოდან წასული 19 წლის ფეხბურთელი პირდაპირ პირველ გუნდში როგორ უნდა ათამაშონ? ეს არარეალურია, მით უფრო, ბელგიის ჩემპიონ გუნდში, სადაც ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელები, სულ მაღალი მიზნები აქვს და ჩემპიონთა ლიგაში თამაშობს.

მაგრამ იმის მეიმედება, რომ ბელგიაში და, კონკრეტულად ჩვენს კლუბში, მოთამაშის გაზრდა კარგად იციან. მეც არავინ მაჩქარებს. "გენტში" ჩემი შესაძლებლობები დაინახეს და ნელ-ნელა მივუყვები იმ გზას, რომელიც აუცილებლად მთავარ გუნდზე გაივლის.

ისეთ კლუბში ვარ და ისეთ გარემოში ვვარჯიშობ, ახლა ყველაფერი იდეალურადაა და ბედს ნამდვილად არ ვუჩივი. დარწმუნებული ვარ, მცირე ხანში ყველაფერი ბევრად უკეთესადაც იქნება".

ძნელია, ტაბიძის აზრი არ გაიზიარო. "საბურთალო" თავის ასაკში საუკეთესო ქართველი ფეხბურთელებისგან იყო დაკომპლექტებული და ამიტომაც გახდა 19-წლამდელთა ჩემპიონი. მაგრამ უეფას ახალგაზრდული ლიგის პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე დანიურ "მიდტიულანდთან" წაგებამ გამოაჩინა, რომ ჩვენი ფეხბურთელები ასეთ გუნდებსაც კი სისწრაფეში ჩამორჩებიან.

თუმცა ტაბიძე მიიჩნევს, რომ ჩვენი ასაკობრივი ჩემპიონატის ლიდერ გუნდებში დიდი პოტენციალია:

"ვერ ვიტყვი, რომ "საბურთალო" თავის ასაკში რომელიმე ევროპულ გუნდს რამით ჩამორჩება და ვინმეზე ნაკლებია, იმავე "მიდტიულანდზე". მაგრამ იქ იყო მიზეზები, რის გამოც გუნდი გათამაშებას გამოეთიშა. ზოგიერთ ეპიზოდში ბავშვური შეცდომები დავუშვით და მომენტები ვერ გამოვიყენეთ, განსაკუთრებით - მეორე ტაიმში.

რაც მთავარია, ასეთ ტურნირზე საერთაშორისო შეხვედრების გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს. დიახ, გვაკლია ასეთი მატჩები, მაგრამ ეს არა "საბურთალოს", არამედ, ზოგადად, საქართველოში შექმნილი ვითარების ბრალია - საკუთარ წვენში ვიხარშებით.

მაგრამ გულწრფელად მჯერა, რომ მალე მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვლება, საერთაშორისო თამაშების სიმრავლე კი ჩვენს ბიჭებს თავდაჯერებასაც შემატებს და წარმატებებიც მოვა - ამ ასაკში ჩვენ არავისზე ნაკლები ფეხბურთელები, გუნდები და ნაკრებები არ გყავს".

ტაბიძესთან ერთად, "გენტის" დუბლებში ირიცხება კიდევ ერთი ქართველი - გიორგი ბერიძე. ის ოქტომბერში დაშავდა, ლავიწის ძვლის მოტეხილობა დაუდგინეს და თბილისში დასრულებულ 19-წლამდელთა შესარჩევ ტურნირში ნაკრებს ვერ დაეხმარა.

ტაბიძის თქმით, ბერიძე მკურნალობას მალე დაასრულებს:

"გიორგი უკვე კარგად არის, 100-პროცენტიან დატვირთვებზეა გადასული და რამდენიმე დღეში თამაშსაც დაიწყებს. მაგრამ ნაკრებს ვერ დაეხმარა, რასაც ძალიან განიცდის. არადა, გიორგი 19-წლამდელებისთვის დიდი ძალა იქნებოდა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
"აპოელი" "გენტთან" ისევ დამარცხდა და ტურნირიდან გამოვარდა
ტაბიძე ბერძნულ კლუბში შენგელიას თანაგუნდელი გახდა
გიორგი ბერიძე "კოჯაელისპორში" გადავიდა
[VIDEO] ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატში საოცარი გოლი გაიტანა
ცნობილია, რა თანხას მიიღებს თბილისის "დინამო" ჩაკვეტაძის ტრანსფერიდან
ქართველების "აპოელი" "გენტთან" დამარცხდა [VIDEO]
ტრავმა საქართველოს ნაკრებში - იმედია, გაგრძელება აღარ მოჰყვება...
გიორგი ბერიძის მორიგი გოლი თურქეთის სუპერლიგაში [VIDEO]
ჯიმი ტაბიძემ თბილისის "დინამო" დატოვა
გიორგი ბერიძე "უიპეშტში" დაბრუნდა
მიქაუტაძეს "ლიონში" ერთით ნაკლები კონკურენტი ეყოლება - ქართველის ტრანსფერის გამო ორბანს უშვებენ
ისევ ეროვნული ლიგიდან - ცნობილია, ვინ ჩაანაცვლებს ჯიმი ტაბიძეს ეროვნულ ნაკრებში
სხირტლაძემ მეტოქეს სახეში დაარტყა და გააძევეს - ქართველების ჩხუბი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]
[VIDEO] ბერიძემ უნგრეთში საოცარი გოლი გაიტანა!
ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს
"უოტფორდი" ჩაკვეტაძეს "გენტიდან" გამოისყიდის - დეტალები ცნობილია
ჯიმი ტაბიძე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია
მიზანი პრემიერლიგაში გადასვლაა - "უოტფორდმა" ჩაკვეტაძე "გენტისგან" გამოისყიდა