ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

პრეზიდენტი ნოვაციებით კმაყოფილია - ინტერვიუ დავით ქევხიშვილთან

პრეზიდენტი ნოვაციებით კმაყოფილია - ინტერვიუ დავით ქევხიშვილთან

"ბექა ღვინიაშვილის ახლანდელი ჩემპიონობა დიდწილად ამ ახალი მიდგომის დამსახურებაა"
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილთან სასაუბროდ ბევრი მიზეზი გვქონდა, თუმცა უმთავრესი მაინც ასაკობრივ ნაკრებებში წლეულს გატარებული რეფორმებია - ჭაბუკებისა და ახალგაზრდების ერთ გუნდად გაერთიანება და ერთ სამწვრთნელო ჯგუფში მოქცევა; მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ახალგაზრდების სრულიად ახლებურ ვითარებაში მომზადება, რაც კურატორ მწვრთნელთა ინსტიტუტისკენ გადადგმული ნაბიჯია...

ბუნებრივია, არანაკლებ საყურადღებოა ეროვნული ნაკრების მზადება ოლიმპიადისთვის, ახლახან ჩატარებული საქართველოს ჩემპიონატი, თუმცა ასაკობრივ გუნდებში დაწყებული რეფორმები, შესაძლოა, საფუძვლად დაედოს ქართული ძიუდოს განვითარებას.

- თავდაპირველად ახალგაზრდულ ნაკრებში დანერგილ სიახლეებზე გკითხავთ, რამდენად გაამართლა ამან, ღირს თუ არა ამ მოდელზე, კურატორ მწვრთნელთა ინსტიტუტზე ფიქრი?

- ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში განხორციელებული ეს რეფორმა მაინც არ იყო ის, რასაც ვფიქრობთ და ვგეგმავთ, და რომ ეს მხოლოდ ნაწილობრივ ჰგავდა სასურველს, რადგან ცოტა სხვა ფორმატში გამოვიდა. თუმცა ცხადია, რომ ეს ახლებური მიდგომაა, რაც განაპირობა შექმნილმა ცაიტნოტმა - ევროპის პირველობიდან მსოფლიომდე 20 დღე რჩებოდა და ტრადიციულ შეკრებას ვერ ვასწრებდით.

ბიჭები ევროპისთვის მეტ-ნაკლებად ფორმაში იყვნენ და სპეციფიკური მიდგომა სჭირდებოდათ. აქედან გამომდინარე, დავყავით ისინი ჯგუფებად. ბუნებრივია, იმის მიხედვითაც დავყავით, რომ მწვრთნელებსაც ჰქონდათ გარკვეული ხედვა ჩამოყალიბებული ამა თუ იმ სპორტსმენზე.

მაგალითად. მინდია ბოდაველს - ირაკლი კუპატაძეზე. თავის დროზე თამაზ კირაკოზაშვილიც ევროპაზე 73 კილოგრამში მისი სურვილით დავაყენეთ. მას ჯაბა მუმლაძეზეც ჰქონდა თავისი აზრი, ასევე ცალკე თემა იყო ბექა ღვინიაშვილიც, ვინც დატვირთული მოსამზადებელი პერიოდი გაიარა, რადგან ეროვნულ ნაკრებშიც გამოდიოდა და იმ 20-დღიან მონაკვეთში სხვანაირი მომზადება სჭირდებოდა - აქტიური დასვენება. აქედან გამომდინარე, იყო ის კლდეზე ცოცვა, ცურვა და სხვა აქტივობები. ასევე ცალკე თემა იყო გურამ თუშიშვილიც და სხვა...

ამ ახალი მიდგომიდან ძალიან ბევრი დადებითი გამოიკვეთა, რომლის დახვეწა სამომავლოდ კიდევ უფრო კარგად შეიძლება.

კარგია ის, რომ ასეთ პირობებში ნაკლოვანებები უფრო მეტად ამოდის ზედაპირზე და საერთო მასაში არ იკარგება, ბევრად უფრო კარგად ჩანს. მაგალითად, როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა და ხელმძღვანელმა უფრო კარგად დავინახე მწვრთნელთა დამოკიდებულება - რა მინუსი აქვთ, რისი განვითარებაა აუცილებელი, სად მოიკოჭლებენ და სად არიან ძლიერები.

შეიძლება, მწვრთნელს რაღაც მიაჩნია მართებულად, რაც სინამდვილეში, ასე არ იყოს და აი, სწორედ ეს ჩანს ამ ახალი მიდგომისას უფრო კარგად. როცა კონკრეტული პიროვნება კონკრეტულ რამეზეა პასუხისმგებელი, იქ უფრო კარგი შესამჩნევია ხარვეზები. აქედან გამომდინარე, ამ მიდგომას ბევრი დადებითი აქვს.

- საინტერესოა მწვრთნელთა საბჭოს, მწვრთნელთა მთლიანი კონტინგენტის, ფედერაციის აღმასკომის აზრი ამ მოდელზე...

- ზოგადად, სიახლეს ყოველთვის ახლავს შიში, ვაიდა, ვერ გაამართლოსო, მაგრამ თუ არ ვცადეთ, ვერასოდეს ვერ შევქმნით ახალს. კიდევ ვიმეორებ, რომ ამან ძალიან ბევრი რამე დაგვანახა - კარგიც და ცუდიც.

ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ კურატორ მწვრთნელთა ინსტიტუტმა კრახი განიცადა. ღვინიაშვილი ტალანტია, მაგრამ მისი შესაძლებლობების, უფროსებში მიღებული ძალის, გამოცდილების სათანადოდ მიმართვა რომ არა, პირადშიც ისევე წააგებდა, როგორც გუნდურში დამარცხდა. კი, ის ტალანტია, მაგრამ გახსოვთ, რომ შარშან წააგო. ახლანდელი ჩემპიონობა დიდწილად ამ ახალი მიდგომის დამსახურებაა.

ამ პირველობაზე ყველა სინჯის მედალი გვქონდა, თუმცა გულდასაწყვეტია, რომ, მინიმუმ, ორი მედლით მეტის მოპოვება კიდევ შეიძლებოდა. ამდენად, ეს მიდგომა აუცილებლად გაგრძელდება.

- წლეულს სიახლე იყო ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრებების გაერთიანება. ამ სიახლეზე რას ფიქრობთ - გაამართლა?

- ნამდვილად გაამართლა. მხოლოდ შედეგით თუ ვიმსჯელებთ, სარეკორდო მიღწევები გვქონდა. მაგალითად, ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონატზე 7 მედალი აქამდე არ გვქონია, გვყავდა ევროპის ჩემპიონი, ხოლო ნაკრებმა გაიმარჯვა გუნდურ პირველობაში. ევროპულ ფესტივალზე გოგოები ცალკე თემაა და ბიჭები თანაბრად გამოვიდნენ, ორი ოქრო მოვიპოვეთ, ამ გაერთიანებამ კი იმდენად გაამართლა, რომ მეორე დღესვე მსოფლიოს პირველობაზე გაემგზავრნენ და სულ რაღაც 10 წამი დაგვაკლდა, ჩემპიონი რომ გვყოლოდა. თან პირადში 4 მედალი მოვიპოვეთ და გუნდურში საპრიზოზე გავედით, თუმცა იქაც რუსებთან შემთხვევით წააგეს.

ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქრო 2012 წლის მერე არ გვქონია ანუ ეს ნიშნავს, რომ ამ მიდგომამ უკან კი არ დაგვწია, არამედ წინ წაგვიყვანა.

თუმცა ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამის დადებით შედეგს მომავალში ვნახავთ - გაისად და განსაკუთრებით 2017 წლის დასაწყისში, როცა ამ გაერთიანებული გუნდიდან გამოიკვეთება 10-12 კაცი, რომელიც თავისუფლად, თამამად იასპარეზებს დიდებში და იქნებიან ამისთვის მომზადებულნი.

უკვე გაისად ვგეგმავთ 3-4 ტურნირში უფროსებში მათ გამოყვანას. მათ მიზნად დავუსახავთ არა შედეგს, არამედ - უფროსებთან ადაპტაციას, შედეგს კი მომავალში მივიღებთ.

ამ გაერთიანებას შედეგზე უფრო ფართო მიზანი ჰქონდა, რაც ნელ-ნელა უფრო თვალშისაცემი ხდება. ერთადერთი, რაც, ვფიქრობ, გასაკეთებელი იყო, რამდენიმე სპორტსმენი ამ ახალგაზრდებიდან უფროსებში მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა წაგვეყვანა, რაც ძალიან კარგი იქნებოდა, თუმცა კონკრეტულ გვარებს არ დავასახელებ - ახლა ზედმეტია ამაზე ლაპარაკი.

- ოლიმპიადისთვის ნაკრების მოსამზადებელი გეგმა ძირითადად გაწერილია, მაგრამ რამე სიახლე ხომ არ შეგიტანიათ მასში?

- არა, ყველაფერი ძირითადად ისევ ისეა. სიახლე მხოლოდ ის იყო, რომ სამინისტროს დახმარებით შევძელით და მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ერთი თვე საშეკრებო პირობებში გვყავდა. ახლა იაპონიაში არიან, სადაც 27 დღე ივარჯიშებენ. იანვრიდან ბაკურიანში გაივლიან ფიზიკური მომზადების ეტაპს და ვფიქრობ, ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს. შეიძლება, რაღაც ხარვეზებია, მაგრამ რასაც ბიჭების მონდომებას ვუყურებ, საკმაოდ დადებით შთაბეჭდილებას ტოვებენ.

- ფიზიკურ მომზადებაში ხომ არ იგეგმება სიახლე, უცხოელის მოწვევა?

- სიახლე ისაა, რომ მათ თან ახლავს ქართველი მწვრთნელი - ავთანდილ კობახიძე, ვინც აქამდეც ავარჯიშებდა ჭრიკიშვილს და ლიპარტელიანს. სასიხარულოა, რომ ამის ინიციატივა თვით მწვრთნელთა კორპუსიდანაც წამოვიდა.

ვნახოთ, რა გამოუვა მას ნაკრებთან მიმართებაში, სადაც უკვე მთელ გუნდთან მოუწევს მუშაობა და არა ადრინდელივით ორ კაცთან.

- საქართველოს ჩემპიონატით რამდენად დარჩით კმაყოფილი?

- მიჭირს ლაპარაკი ახალ სახეებზე, ჭიდაობის ხარისხზე, რადგან წინა ჩემპიონატებთან შედარებით რადიკალურ განსხვავებას ვერ ვხედავ.

ჩემთვის კარგი ისაა, რომ ჩანს ხარვეზები, რისი აღმოფხვრაც შეიძლება უკვე მომავლისთვის. მაგალითად, დაემატებიან ახალგაზრდები, რაც აუცილებლად გაზრდის ხარისხსა და ჩემპიონატის დონეს. ახლა ლიდერებიც აკლდნენ, რამაც თავისი დაღი დაასვა შეჯიბრებას, გაისად კი ახალი შემადგენლობით ჩატარდება, რადგან ახალი ციკლი იწყება და ახალი კადრები დაემატებიან.

- წლევანდელ სეზონს მთლიანობაში როგორ აფასებთ?

- მთლიანად სეზონს თუ განვიხილავ - ყველა ნაკრებს ერთად აღებულს, სეზონს ძალიან კარგად შევაფასებ, მაგრამ გული მწყდება, უფროსებს მსოფლიოს ჩემპიონატზე გაცილებით მეტი შეგვეძლო... თუმცა მე რასაც ვხედავ, იქ გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებას ცდილობენ, რასაც მივესალმები.

ასაკობრივებშიც შეიძლებოდა ამ გაერთიანებული გუნდის პირობებში ცოტა მეტის გაკეთება, თუმცა იქაც კარგად ხედავენ პრობლემებს და კრიტიკულად უდგებიან. იქიდან გამომდინარე, რომ სამივე ნაკრები გუნდურში ევროპაზეც და მსოფლიოზეც პრიზიორებში იყო, გვყავს ჩემპიონები პირადში, გოგოების მართლაც არნახული წარმატება და გვყავს პირველი მედალოსანი ახალგაზრდებში, მთლიანობაში ძალიან კარგი სეზონი იყო. იდეალურამდე მას უფროსთა ოქროს მედალი დააკლდა მსოფლიოზე.

ფედერაციამაც ბევრი გააკეთა ძიუდოს განვითარებისთვის. ძალიან კარგია, რომ საკლუბო სისტემამ თავისი ადგილი იპოვა, გაიზარდა კლუბების რაოდენობა და ამაზე ეწყობა ყველაფერი; საქართველოს ჩემპიონატის ახლებური სისტემით ჩატარება, რამაც ბოლო მოუღო ქაოსს და ყველას მოსწონს, თუმცა დასახვეწიცაა რაღაცები; ყველაზე მთავარია აკადემიის გადმოცემა, რაც მართლაც საშვილიშვილო საქმეა და ყოველდღე ვგრძნობთ ამას, რადგან შესაძლებელია ნებისმერი შეჯიბრების ან შეკრების ჩატარება;

ძალიან მნიშვნელოვანია პროექტი - "ერთად აღვზარდოთ მომავლის ჩემპიონები", რომელიც ორი თვეა გრძელდება და არნახულ მასშტაბებს იძენს, ბევრი რაიონი ჩაერთო და ყოველ ვარჯიშზე 200-მდე ბავშვი იყრის თავს...

ამ პროექტების ერთობლიობით კმაყოფილი ვარ, თუმცა წინ კიდევ ბევრი სამუშაოა.

- რამდენად ოპტიმისტურად უყურებთ იმ ორ წონას, სადაც ჯერ ისევ არ გაგვინაღდებია ოლიმპიური ლიცენზია - 66 და 100 კილოგრამებს?

- 66-ში წავიწიეთ წინ და ორი უახლოესი ტურნირი ჩინეთსა და კორეაში ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. 100-ში მოვიკოჭლებთ, თუმცა ვფიქრობ, თუშიშვილის დახმარება შეცვლის სურათს, მაგრამ ჯერ დაველოდოთ მის ჭიდაობას.

იმედია, საქართველოს ჩემპიონატში გამოჩენილი ახალი სახეებიც ინტენსიურად ჩაებმებიან სალიცენზიო შეჯიბრებებში. თუმცა მე მქონდა ჩემი იდეა, რაც კარგა ხნის წინათ შევთავაზე მწვრთნელებს - გაეკეთებინათ ამ წონების მოწინავე სპორტსმენებისგან რაღაც ჯგუფები, ექვსეული იქნებოდა თუ ოთხეული, გამოეყოთ მათთვის კონკრეტული მწვრთნელები, ჩვენ კი ხელს შევუწყობდით შეკრებებით და დაფინანსებით ტურნირებზე მონაწილეობისთვის, რომ არ ეტარებინათ ერთი და იგივე ხალხი, თუმცა მათ არჩიეს საქართველოს ჩემპიონატს დალოდებოდნენ.

ლიცენზიას რაც შეეხება, მაინც იმედიანად ვარ. წინ თბილისის ტურნირია და, ვფიქრობ, საკუთარი კედლებიც დაეხმარებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა

"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე

კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]

ბექაური წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოეხსნა

ძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?

ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს

ქართველები გამოცდილების გასაზიარებლად იაპონიაში მიიწვიეს

აღმასკომი დაიწყო - ოსაკაში ჩხუბის ამბავი დადასტურდა, სხდომას ქევხიშვილიც ესწრება

თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს

[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა

[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!

ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა

[VIDEO] დასანანი მარცხი ფინალში - თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ვარლამ ლიპარტელიანი: ათაბეგაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ქევხიშვილის კაცია

იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

[VIDEO] გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა