ანას ხიბლავს სამხედრო პირებთან ურთიერთობა. ვერაფერს იტყვი, "ოკუპაცია" მის სისხლშია!
იმდენი ბურთი არ მოუწოდებია ანა კურნიკოვას თავისი სპორტული კარიერის განმავლობაში, რამდენი სტატიაც შეუთხზავთ ჟურნალისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან კორტს მიღმა მისი ამბების თუ სიყვარულის ისტორიის შესახებ.

კურნიკოვამ სპორტული მიღწევებით ბევრი ვერაფერი სალაპარაკო მისცა მსოფლიო მედიას, სამაგიეროდ, რუსმა თავის სილამაზეზე აალაპარაკა პრესა, დაიპყრო მაღალტირაჟიანი ჟურნალების პირველი გვერდები. მისი გულის მოსაგებად საყოველთაოდ ცნობილი კომპანიები საკონტრაქტოდ ფულს არასოდეს იშურებდნენ...

ანა "დიდი მუზარადის" სერიის ტურნირების მხოლოდ ორგზის გამარჯვებულია წყვილთა თანრიგში. ინდივიდუალურ შეჯიბრებებში კი უიმბლდონის ტურნირის ნახევარფინალში გასვლა მისი კარიერის ზენიტი აღმოჩნდა.

მსოფლიო რეიტინგში ეს გოგონა ყველაზე მაღლა მე-8 ადგილამდე ავიდა. პროფესიული კარიერა კი 21 წლის ასაკში დაასრულა.

"რასაკვირველია, არ მინდოდა დამთავრება და ბევრჯერ ვიფიქრე სპორტში დაბრუნებაც, მაგრამ შეჩერების შემდეგ პირველი ორი წლის განმავლობაში 100 პროცენტით მზად არ ვიყავი დასაბრუნებლად და რადგან არ მახასიათებს, მოვკიდო ხელი იმ საქმეს, სადაც ბოლომდე მზად არ ვარ, ამიტომაც ვერ დავბრუნდი", - თქვა მოგვიანებით მან.

ეს მისი პოზიცია იყო, რომელიც სპეციალისტების თვალსაზრისს არ ემთხვეოდა. ეს უკანასკნელნი ფიქრობდნენ, რომ რადგან "კურნის" ძალიან უჭირდა, საკუთარ კორტსმიღმა პოპულარობას სპორტული წარმატებებით დასწეოდა, არჩია, სულაც წასულიყო. მეტიც, სპორტული წარუმატებლობები უკვე მის რეპუტაციაზე ცუდად მოქმედებდა.

ამასთან, მართალია, კურნიკოვა გრაფის, სელეშის და ჰინგისის კალიბრის ვარსკვლავი არ გამხდარა მიღწევებით, მაგრამ მან დააინტერესა ძალიან ბევრი ადამიანი ჩოგბურთით და მიიზიდა ისინი უშუალოდ ტურნირებსა და ტელეეკრანებზე სპორტის ამ სახეობისთვის თვალის სადევნებლად.

ანა ეგრედ წოდებული "ქალური ბედნიერების" ძიებაში უფრო აქტიური გახლდათ. მამაკაცების გულებს მან უმცროსი ასაკიდან შეუტია, თუმცა შემოტევა არც საპირისპირო მხრიდან აკლდა.

კურნიკოვას პირველი ხმაურიანი რომანი ცნობილ რუს ჰოკეისტ პაველ ბურესთან სასიყვარულო ისტორიას მოჰყვა. თანამემამულეები სამშობლოს იშვიათად სტუმრობდნენ, თუმცა არც უშუალოდ მათ შორის იყო მაინცდამაინც ხშირი ურთიერთობა. ამიტომ არასრული ერთი წლის რომანის შემდეგ დაშორდნენ.

თუმცა ანას მზერა არ სცილდებოდა ჰოკეის და ვერც ყინულის რაინდები ანებებდნენ თავს რუს ლამაზმანს. საძინებელში, რომლის კართან ისევ ჩოგანი და ჰოკეის ყვანჯი მიეყუდებინათ, კურნიკოვას ამჯერად სერგეი ფიოდოროვი სტუმრობდა.

არც მათი ურთიერთობა გაგრძელებულა დიდხანს. ფიოდოროვის მამა ამტკიცებდა, რომ მის შვილს კურნიკოვასთან სერიოზული ურთიერთობა არც ჰქონია, თუმცა თვითონ ჰოკეისტი ირწმუნებოდა, რომ მასთან გატარებული დრო საკმაოდ თბილად ახსენდება.

ჰოკეისტების გარდა, წერდნენ, რომ "კურნის" რომანი ჰქონდა ბრაზილიელ რონალდოსთან, ავსტრალიელ მარკ ფილიპუსისთან...

2002 წელს ენრიკე იგლესიასის კლიპის, Escape-ის გადაღებისას კურნიკოვასა და ენრიკე იგლესიასს შორის სიყვარული ჩაისახა. მომღერალი და ექსჩოგბურთელი ერთ წელიწადში უკვე მჭიდროდ ურთიერთობდნენ. ენრიკესთან ადრე რომანი ჰქონდათ "მის მსოფლიოს" ალისია მაჩადოს, ცნობილ მოდელ ალისია ვერგარას, კინომსახიობ ჯენიფერ ლავ ჰიუიტს, მომღერალ კრისტინა აგილერას... ენრიკეც უდავოდ ნაყოფიერად მოღვაწეობდა სცენის მიღმა.

ახლა უკვე თითქმის 14 წელიწადია, იგლესიასი და კურნიკოვა ერთად არიან. ამ ხნის მანძილზე მსოფლიო მედიამ არაერთხელ ამცნო მკითხველს მათი დაშორების შესახებ, მაგრამ ეს არც ერთხელ არ დადასტურდა. წყვილს ბევრჯერ მათი დაოჯახების შესახებ ინფორმაციის უარყოფაც დასჭირდა.

მართალია, ისინი არ უარყოფენ, რომ რამდენჯერმე მართლაც იყვნენ დაშორების ზღვარზე, თუმცა ყოველ ჯერზე საბოლოოდ ისევ ერთად ყოფნა არჩიეს.

"ანა მაგარი გოგოა. ის არ ჰგავს გლამურულ, როგორც მე ვუწოდებ "ხუთვარსკვლავიან" ლამაზმანებს, რომელთაც საკუთარ თავზე უზარმაზარი წარმოდგენა აქვთ. როდესაც ამდენ ხანს ცხოვრობ ადამიანთან, რაღა საჭიროა ფორმალობები? არა, მე არ ვარ მაინცდამაინც ქორწინების წინააღმდეგი, მაგრამ ქორწინება ცალსახად არ ნიშნავს იმას, თითქოს მის შემდეგ უფრო ბედნიერები ვიქნებით. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ოდესმე მამა გავხდე, მყავდეს შვილები. მამის როლში კი ჩემს თავს მხოლოდ კიდევ ათი წლის შემდეგ ვხედავ.

სხვათა შორის, პაპაჩემი 80 წელს იყო გადაცილებული, კიდევ ერთხელ მამა რომ გახდა, ხოლო, როცა გარდაიცვალა, ცოლი ორსულად ჰყავდა. ბეჭედდასმული ქაღალდი კი არაა მნიშვნელოვანი, არამედ ის, რომ კარგი მშობლები ვიყოთ", - ამბობს ენრიკე იგლესიასი.

პაპა არა, მაგრამ წარმოიდგინეთ, მთელი ამ 14 წლის ურთიერთობის მიუხედავად, ენრიკეს სახელოვან მამას, ხულიო იგლესიასს, "მარადიულ სარძლოსთან" პირადი ნაცნობობა არა აქვს.

"საქმე ისაა, რომ ისიც დაკავებულია და ანაც. მათ ვერ გამონახეს დრო ერთმანეთის გასაცნობად. თუმცა მამამ მითხრა, რომ ანა ძალიან ლამაზია და მე შესანიშნავი გემოვნება მაქვს", - გვარწმუნებს ენრიკე.

წყვილს სახლი მაიამიში აქვს, ზღვის სანაპიროზე. იქვე კორტიცაა ანასთვის. ეს მილიონერების უბანია, სადაც მათ მეზობლად ენრიკეს პროფესიის ადამიანები ცხოვრობენ - შერი, გლორია ესტებანი, რიკი მარტინი, ბილი ჯოელი.

უცნაურად არ მოგეჩვენებათ, თუ გეტყვით, რომ მაიმიში მცხოვრები კურნიკოვა "მაიმი ჰითის" ქომაგი და ლებრონ ჯეიმსის თაყვანისმცემელია. ჩოგბურთში კი იდეალურ მეწყვილედ ანდრე აგასი წარმოუდგენია. "კურნი" იშვიათად, მაგრამ მაინც თამაშობს ჩოგბურთს, ოღონდ საქველმოქმედო ხასიათის მატჩებში.

ანა კარიერის შემდეგაც ბევრი ცნობილი ფირმის სარეკლამო სახე გახდა. "ადიდასი", "ომეგა" "ბერლეი", "როლექსი", "ვრანგლერი" და სხვები გოგონას უხდიდნენ ხშირად იმაზე მეტს, ვიდრე სპორტული წარმატებისას იღებდა რუსი ქალბატონი.

ანა USO-ს (ამერიკის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს არმიას) წევრია. ამ ორგანიზაციასთან ერთად ის ერაყის, ავღანეთის, თურქეთის ბაზებზე იმყოფებოდა. ანას ხიბლავს სამხედრო პირებთან ურთიერთობა. ვერაფერს იტყვი, "ოკუპაცია" მის სისხლშია!

ის მამაკაცთა გულების "ოკუპანტია"!

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

elguja
კავალიერსის გულშემატკივრებმა თუ იციან ნეტა ჯეიმსის მაიამიში დაბრუნებაზე რამე?
beso
14 წელი ერთად? იშვიათია მსგავსი ხალხი ერთად ამდენი ხანი ყოფილიყვენ, ყოჩაღ კურნიკოვას და ეგლისიასს
ისტორია დაიწერა - მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო!
"უიმბლდონის" ყოფილ ჩემპიონს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს
ბასილაშვილმა სონეგო დაამარცხა და ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
თეიმურაზ ორჯონიკიძე კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ტერ შტეგენი კარიერას "აიაქსში" გააგრძელებს
"ის ჩემი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია" - სიმეონემ ალვარესის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] რონალდოს 976-ე და რამუშის გმირობა - პორტუგალიის ნაკრებმა ხორვატიას დაუქამბექა
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
კასორლამ ფეხბურთელის კარიერა 41 წლის ასაკში დაასრულა
იამალი: კუკურელიას ცოცხლად შევჭამ
"ინტერმა" 37 წლის მხითარიანს კონტრაქტი გაუგრძელა
"ვკამათობთ იმაზე, თუ ვინ უნდა წავიდეს ნაკრებიდან და იმედებს შემდეგ “მხსნელზე” ვამყარებთ, ნაცვლად იმისა, რომ..." - ოლივერ კანი
გარიგება შედგა - ტონალი "ტოტენჰემს" 100 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდება
კროოსი: გერმანიის ნაკრებს მსოფლიო კლასის ერთი მოთამაშეც კი არ ჰყავს
Geo Team: ლოჩოშვილი 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბუნდესლიგის კლუბს შეუერთდება
[VIDEO] კაცნაკლულმა აშშ-ს ნაკრებმა ბოსნია დაამარცხა
[VIDEO] დრამა - ბელგიამ სენეგალს თითქმის წაგებული მატჩი შემოუტრიალა და მერვედფინალში გავიდა
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
ქართველი დელეგატი რიგაში - მერაბ რატიშვილი ისრაელისა და გერმანიის მატჩს მოემსახურება
[VIDEO] კეინმა დუბლით ინგლისი 1/8-ფინალში გაიყვანა
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
რამუშის შემცვლელი - პსჟ-მა ფლორიან ბალოგუნის შეძენა მოინდომა