ჰინგისის აზრით, კურნიკოვა შარაპოვაზე მაღლაა
ავსტრალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგ, რუსი ვარსკვლავი მარია შარაპოვა მეექვსე ადგილამდე ჩამოქვეითდა მსოფლიოს კლასიფიკაციაში. მიუხედავად ამისა, ახალ სარეკლამო კონტრაქტს გამოჰკრა ხელი...

ამა წლის თებერვლიდან მოყოლებული, მარია გახდა კერძო თვითმფრინავების ბრენდის NetJets-ის ელჩი.

"უკვე დიდი ხანია, კერძოდ, 2004 წლიდან ვსარგებლობ NetJets-ის მომსახურებით, - განაცხადა მარიამ. - შესანიშნავია, როცა ასეთი ბრწყინვალე კომპანიის სახე ხდები".

"ჩათვალეთ, რომ ეისი ჩავაწოდეთ, - თქვა NetJets-ის ვიცე პრეზიდენტმა პეტ გალაჰერმა. - მარია - უდიდესი სპორტსმენი, ბიზნესის მფლობელი და ფილანტროპია. მასთან მუშაობა - დიდი ბედნიერებაა ჩვენთვის, რადგან ის მთელს მსოფლიოში მოგზაურობს, სპორტით, ბიზნესით და ქველმოქმედებით არის დაკავებული".

ზედიზედ რამდენიმე წელია, მარიას აღიარებენ მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქალ სპორტსმენად. NetJets მეცხრე მსხვილი სპონსორია რუსი ჩოგბურთელისთვის. თვითმფრინავების გარდა, შარაპოვა რეკლამას უკეთებს Nike-ს (სპორტული ტანსაცმელი), TAG Heuer-ს (საათები), Head-ს (საჩოგბურთო ეკიპირება), Evian-ს (სასმელი წყალი), Porsche-ს (ავტომობილები), Avon-ს (კოსმეტიკა), Supergoop!-სა (კოსმეტიკა) და American Express-ს (საგადასახადო სისტემა).

გარდა ამისა, მარიას აქვს ტკბილეულობის საკუთარი ბრენდი Sugarpova. ამ კომპანიას ჩოგბურთელის დედა - ელენა შარაპოვა ხელმძღვანელობს.

ჩამოთვლილი კონტრაქტებიდან ყველაზე ძვირადღირებულია - 2010 წელს Nike-თან გაფორმებული რვაწლიანი ხელშეკრულება. მის სანაცვლოდ, შარაპოვამ 70 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. Porsche-თან კონტრაქტს, მარიასთვის ყოველ წელს 2 მილიონი დოლარი მოაქვს.

ჟურნალ "ფორბსის" დათვლით, 2015 წელს შარაპოვას საერთო შემოსავალმა 30 მილიონს გადააჭარბა.

ამასობაში, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა მარტინა ჰინგისმა შარაპოვასა და ანა კურნიკოვას შედარება სცადა.

"მათი შედარება რთულია. ანა უნიკალური იყო, განუმეორებელი. დაახლოებით ისეთი, როგორიც კურდღელია ელემენტების ცნობილ რეკლამაში. სწორედ ამის გამო მომწონს ის. ბრწყინვალე ურთიერთობები გვქონდა და დღესაც ასეა.

ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ჩოგბურთელი-მოდელი გახდა. მისი ფოტოები მოდის ჟურნალებში ჩნდებოდა. მან ბევრ მოთამაშეს მისცა მაგალითი.

რაც შეეხება მარიას, ის ანას მიმდევარია. მისი და ბევრის სურვილი იყო, ისეთები ყოფილიყვნენ, როგორიც კურნიკოვაა", - განაცხადა შვეიცარიელმა ლეგენდამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

papa
აბა რას ამბობ მარტინა,შრაპოვა გაცლებით დიდია ვიდრე კურნიკოვა,კურნიკოვას ჩოგბურთში ფაქტიურად არაფრისთვის მიუღწევია,მაშასგან განსხვავებით
არჩილ ხოფერია
ეს ძალიან მაგარი სურათია! უზომოდ მომხიბვლელია! შარაპოვა კურნიკოვაზე გაცილებით ძლიერი ჩოგბურთელია!
ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
გინდოდათ შარაპოვასთან მესიჯობა? ახლა ეს შესაძლებელია
ხანდახან მათაც ერჩიან - ჩოგბურთის ვარსკვლავობა ზოგჯერ სახიფათოა
მარტინა ჰინგისის დუბლი
შვეიცარიული სუპერწყვილები რიოს ოლიმპიადაზე
ქალი და სპორტი: მამაკაცთა გულების "ოკუპანტი" ანა კურნიკოვა
როგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]
კარიერადასრულებული ორსული შარაპოვა რუსეთის სახელით ასპარეზობისთვის დაიჩაგრა?! - ლონდონში უცნაური ამბავი მოხდა
ავსტრალიის ღია პირველობა: ჰინგისის ორი მოგება
მიქსტი ფედერერსა და ჰინგისს შორის
როდის დაბრუნდება შარაპოვა? - მარიამ ვარჯიში დაიწყო
მარტინა ჰინგისი: პარტნიორი მეუღლესავითაა
ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!
მარია შარაპოვა: კარიერის დასრულებას მივუახლოვდი, მაგრამ...