ბელგიელმა ჩოგბურთელმა ჩინელ ლი ნასთან ფინალური მატჩი ცუდად დაიწყო, მაგრამ კარგად დაასრულა - 3:6, 6:3, 6:3
ბელგიელმა ჩოგბურთელმა კიმ კლაისტერსმა სეზონში "დიდი სლემის" პირველ ტურნირზე - ავსტრალიის ღია პირველობაზე გამარჯვება იზეიმა.

ფინალურ შეხვედრაში კლაისტერსმა ჩინელ ლი ნას სამ სეტში (3:6, 6:3, 6:3) აჯობა. აღსანიშნავია, რომ ბელგიელმა ჩოგბურთელმა ავსტრალიის ღია პირველობა კარიერაში პირველად მოიგო.

პირველ სეტში კლაისტერსი 2:0 დაწინაურდა, მაგრამ ამის შემდეგ ჩინელმა მეტოქის მოწოდების სამჯერ მოგება შეძლო. მეორე სეტში ბელგიელი 2:3-ს აგებდა, თუმცა ზედიზედ ოთხი გეიმის მოგება მოახერხა და პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა. მესამე, გადამწყვეტი სეტი უკვე კლაისტერსის აშკარა უპირატესობით წარიმართა და მისი გამარჯვებითვე დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელს აქამდე სამჯერ აშშ-ის ღია პირველობა აქვს მოგებული. რაც შეეხება ლი ნას, რომელსაც შანსი ჰქონდა ჩინეთისთვის "დიდი სლემის" ტურნირზე პირველი გამარჯვება მოეტანა, თავის ქვეყანაში ამ მხრივ საუკეთესოა - აქამდე ამ ტურნირის ფინალამდე არც ერთი მისი თანამემამულე გასულა.

ავსტრალიის ღია პირველობაზე ვაჟთა შორის ფინალი ხვალ, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩსა და ბრიტანელ ენდი მიურეის შორის გაიმართება.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა