როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალური სტადია საინტერესო გამოდგა
როგორც მოსალოდნელი იყო, მეტად საინტერესო გამოდგა საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალური სტადია და ნახევარფინალური წყვილებიც მოლოდინისამებრ შედგა: კვირას ერთმანეთის პირისპირ წარდგებიან "არმია"-თსუ და შსს-"ქუთაისი".

გუშინ, 28 იანვარს დღის პირველ მატჩში სოხუმელებმა კარგი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს, შეხვედრის დასაწყისში 8 ქულითაც დაწინაურდნენ, მაგრამ საბოლოოდ პირველი ნახევარი მხოლოდ 1 ქულით მოიგეს. სოხუმელთაგან უკანახაზელები გამოირჩეოდნენ - იუჯინ ჰარისი და ლაშა ფარღალავა.

გარდამტეხი მესამე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც არმიელებმა მაღალ დონეზე ჩაატარეს. ლევან მოსეშვილის გუნდი როგოც წინა, ისე უკანა ხაზში კარგად თამაშობდა. ტანმაღალმა სერგო ათუაშვილმა ფარქვეშ პოზიციები გაიმყარა, კოტე ტუღუში, ანატოლი ბოისა და ბუბა ბერიშვილი კი სწრაფ, შედეგიან შეტევებს ახორციელებდნენ. სირენამდე 4 წუთით ადრე "არმიის" უპირატესობამ 17 ქულას მიაღწია, რაც გამარჯვებას ნიშნავდა.

რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ საქართველოში დაბრუნებულმა ჯეფ როჯერსმა "სამედიცინოში" გუშინ პირველი შეხვედრა ჩაატარა. 38 წლის ამერიკელისგან ძველებურ სიჩაუქეს ბევრი არ ელოდა, მაგრამ მან დაამტკიცა, რომ პროფესიონალია - საქართველოში კარგად მომზადებული ჩამოვიდა და შსს-სთან 27 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა.

მეორე მხარეს მეორე ამერიკელი ტროი კოტონი გამოირჩა - 20 ქულა ჩააგდო. შსს-მ უფრო მობილურად და რაც მთავარია, ზუსტად ითამაშა, რისი შედეგიც 14 ქულით მოგებული მატჩი გახლავთ.

ქორქია-საკანდელიძის მემორიალის ტრიუმფატორ თსუ-ს ''ენერჯის" დასამარცხებლად დამატებითი დრო დასჭირდა. თუმცა იყო იმის დიდი ალბათობაც, რომ სტუდენტები თასის გათამაშებას მეოთხედფინალიდან გამოთიშვოდნენ.

ძირითადი დროის დასრულებმდე 25 წამი რჩებოდა, როცა თსუ-ელებმა (80:83-ს აგებდნენ) ბურთი გაათამაშეს. საჯარიმოში შეჭრილმა გაფრინდაშვილმა პერიმეტრზე მდგარი კოხრეიძე მოძებნა, რომელმაც ზუსტი სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ 16 წამში გუნდებმა თითო საჯარიმო გამოიყენეს (84:84) და მატჩი ოვერტაიმში გაგრძელდა.

დამატებით დროში კი სტუდენტებმა იძალეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს. კარგად გაისარჯნენ სტუმართა მხრიდან მათიაშვილი (26 ქულა, 17 მოხსნა), რუსთაველთა მხრიდან გუგავა (26 ქულა, 14 მოხსნა, 6 ჩაჭრა).

ნახევარფინალში შსს-ს მეოტქე "ქუთაისი" იქნება, რომელსაც თავიდან სტუ-სთან ცოტა გაუჭირდა, თუმცა მეორე და მესამე მეოთხედი 40 ქულით (32:14, 32:12) მოიგო და საბოლოოდ გამარჯვებამდეც იოლად მივიდა.

საქართველოს თასი. მეოთხედფინალი

28 იანვარი, რუსთავი.

არმია-სოხუმი 91:71

20:22, 24:23, 19:9, 28:17

არმია: ბაბიაშვილი (8ქ), ბოისა (11ქ, 8მ), მინაშვილი (5ქ), ბ. ბერიშვილი (11ქ), ტუღუში (11ქ, 7პ), პირველაშვილი (10ქ), მოსეშვილი (2ქ), ათანელიშვილი, ათუაშვილი (14ქ), საყვარელიძე (11ქ), შარაბიძე (8ქ).

სოხუმი: ფარღალავა (18ქ, 9მ, 7პ, 4 ჩ), ჰარისი (21ქ), კვეტენაძე, შანიძე (4ქ), სორდია (5ქ), კანკია, კ. დამუსი (7ქ), რ. დამუსი (13ქ, 9მ), ანთაძე (3ქ).

მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე

კომისარი: რ. ხომერიკი

შსს-სამედიცინო 78:64

29:14, 15:19, 20:19, 14:12

შსს: ლაფანაშვილი, ლეჟავა (15ქ, 5პ), ნიკოლაძე (10ქ), კოტონი (20ქ), მარკოიშვილი, ტუჯანი (10ქ), დ. ბარბაქაძე (3ქ), შერმადინი (2ქ), წივწივაძე (10ქ, 7პ), ტომარაძე (8ქ).

სამედიცინო: გულისაბედაშვილი, თავართქილაძე, ბექაური (6ქ), კეიდია (4ქ), ნინიაშვილი, როდუმტა (2ქ), ჭოჭუა (13ქ), დვალიშვილი (7ქ, 10მ), თენეიშვილი (5ქ), როჯერსი (27ქ, 13მ)

მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი

კომისარი: რ. გელოვანი

ენერჯი-თსუ 88:95 (ძ.დ. 84:84)

22:20, 24:16, 28:25, 10:23, 4:11

ენერჯი: მაჭავარიანი (18ქ), გ. ბერუაშვილი, მებურიშვილი (9ქ), აბაიშვილი (11ქ, 7მ, 8პ), გუგავა (26ქ, 14მ, 6ჩ), ზედელაშვილი, ლამუ (16ქ, 13მ), თვარაძე (9ქ), ობგაიძე.

თსუ: ხიზანიშვილი (2), გაფრინდაშვილი (9), კოხრეიძე (11ქ, 6პ), ლონდარიძე (12ქ, 12მ), კორკოტაძე (7), ჩიტაშვილი (7), მათიაშვილი (26ქ, 17მ), მ. ბერიშვილი (17ქ, 5პ)

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, მ. ანდღულაძე

კომისარი: გ. სანაძე

ქუთაისი-სტუ 98:77

15:26, 32:14, 32:12, 19:25

ქუთაისი: კვერნაძე, ბაბუნაშვილი (10ქ), დიდია (15ქ, 9პ), კვიმსაძე (15ქ), ტუკვაძე (2ქ), ბოლქვაძე (4ქ), ლომინაშვილი (9ქ), გ. ბარბაქაძე (17ქ), ცეკვავა (7ქ), კოღუაშვილი (15ქ 9მ), ქორიძე (2ქ), კუჭავა (2ქ)

სტუ: ჭოხონელიძე (2ქ), ვ. ბერუაშვილი (24ქ, 8მ), ჩიკვილაძე (17ქ), გასიტაშვილი, მაჩალაძე (1ქ), თევზაძე (4ქ), კობიძე (9ქ), ჯანგველაძე (6ქ), ჩალიგავა (2ქ), ძიძიგური (11ქ), ახალკაცი (1ქ).

მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, კ. კუპატაძე

კომისარი: თ. ქიქოძე

ნახევარფინალი

30 იანვარი

16:00 ქუთაისი-შსს

18:00 არმია-თსუ .

თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს