ჰიუსტონში მიმდინარე ძალოსანთა სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი ქულები მოიპოვა
ამერიკის ქალაქ ჰიუსტონში მიმდინარე ძალოსანთა სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი სალიცენზიო ქულები მოიპოვა.

საერთო ჩათვლაში 2 ქულა გიორგი ლომთაძემ შეიტანა, რომელიც 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვიდა და საბოლოოდ, 24-ე ადგილზე გავიდა. ლომთაძემ, რომელიც C ჯგუფში ასპარეზობდა, ექვსივე ცდა გამოიყენა და ჯამური 331 (149+182) კგ დააგროვა.

დებიუტი ჰქონდა თათია ლორთქიფანიძეს (63 კგ), რომელმაც ჯამური 164 (79+95) კილოგრამი დააგროვა. სამწუხაროდ, პირველი მისვლის დროს თათიამ მიიღო ტრავმა და ამ ინციდენტის გამო ოდნავ უკან დარჩა.

მანამდე 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში შოთა მიშველაძემ ექვსიდან ოთხი ცდა გამოიყენა, ორჭიდში 300 კილოგრამით (140+160) 27-ე ადგილი დაიკავა და ნაკრებს სალიცენზიო ქულებიც ვერ შესძინა, რადგან საამისოდ 25 საუკეთესოში მოხვედრა იყო საჭირო.

საქართველოს ნაკრები (მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე) აშშ-ში საასპარეზოდ 10 ათლეტით გაემგზავრა. 26 ნოემბერს ტურნირში იასპარეზებენ: რაულ ცირეკიძე (94 კგ, B ჯგუფი), გიორგი ჩხეიძე და გია მაჭავარიანი (ორივე - 105 კგ, C ჯგუფი).

ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის