უელსის ნაკრებმა სტუმრად, დუბლინში ირლანდიის ეროვნულ გუნდთან, პირველი საერთაშორისო მატჩი მოიგო
1882 წელი

უელსის ნაკრებმა პირველი საერთაშორისო მატჩი მოიგო სტუმრად, დუბლინში ირლანდიის ეროვნულ გუნდთან. უელსელებმა თავიანთ პირველ ტესტ მატჩში ერთი წლით ადრე მარცხი განიცადეს ბლეკჰიტში ინგლისის ნაკრებთან.

"სამყურებთან" შეხვედრა ძალზედ ცუდ ამინდში შედგა, თუმცა უელსელებმა ოთხი ლელოს გატანა მოახერხეს. თითო ლელო მიითვალეს ტომას ბეიკერ-ჯოუნზმა, ტომ კლეპმა, ჯეიმზ ბრეიდმა და ბილ ევანსმა.

1911 წელი

ინგლისის ნაკრებმა "თვიქნემზე" საფრანგეთის ეროვნულ გუნდს მოუგო 37:0. მატჩის გმირი "პომების" გარემარბი დანიელ ლამბერტი გახდა, რომელმაც ორი ლელო, ხუთი გარდასახვა და ორი საჯარიმო გაიტანა (22 ქულა). ამ შეხვედრის ამსახველი კადრები "თვიქნემის" რაგბის მუზეუმში ინახება.

1950 წელი

ირლანდიის ნაკრებმა სტუმრად პარიზში ფრეს მიაღწია საფრანგეთის ნაკრებთან მატჩში - 3:3. "სამყურები" მარცხისგან ცხრა ნომერმა ჯონ ბარჯესმა იხსნა. მან ბოლო წუთზე საჯარიმო გაიტანა.

1956 წელი

ჯიმი რიჩის დებიუტი ჰქონდა ირლანდიის ნაკრების შემადგენლობაში. "სამყურებმა" იმ დღეს პარიზში 8:14 წააგეს. ფრანგთა გუნდიდან თითო ლელო ანდრე ბონიფასმა და რობერტ ბოლონიმ მიითვალეს.

2001 წელი

ინგლისურმა "ლესტერ ტაიგერზმა" "ჰაინეკენის თასი" მოიპოვა. გზად კი, მეოთხედფინალში უელსური "სუონსი" ჩამოიცილა. ინგლისელებმა მეტქე 41:10 გაანადგურეს.

2009 წელი

"ლესტერ ტაიგერზის" მთავარი მწვრთნელი ჰეინეკე მეიერი თანამდებობიდან გადადგა, მას შემდეგ რაც ოჯახური პრობლემების გამო სამხრეთ აფრიკაში დარჩენა დიდი ხნით მოუწია. ის სამშობლოში 2008 წლის დეკემბერში დაბრუნდა, რადგან მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრი მძიმედ იყო ავად.

"მეიერის გადადგომა დიდი წუხილით მივიღეთ, რადგან მან გუნდთან ერთად შესანიშნავი შედეგები აჩვენა. მის მიმართ ყველა კეთილგანწყობით ვიყავით, თუმცა ის "ლესტერის" მთავარი მწვრთნელი ვეღარ იქნება", - თქვა გუნდის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე პიტერ ტომმა.

პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
რეგიონული ლიგა | "არწივები" პირველ ლიგაში აღზევდა
გატუზო: დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
U21. მალტასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
3x3SPRING2026-ის სერიების მორიგი ტურნირი დენტისტებმა მოიგეს
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
U21 | საქართველო V მალტა - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
დავითაშვილი შეთავაზებებს განიხილავს - გადავა თურქულ გრანდში?
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
"სლოტი უნდა ამაყობდეს" - დირკ კიუიტმა არნეს მუშაობა მოიწონა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
“ა” ლიგის ნახევარფინალებში ვინგსმა გრიფინს გაუთანაბრა, ბლექ ფორტრესმა – ლიბერთის
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
"ბარსელონა" რაფინიას ტრავმის გამო კომპენსაციას მიიღებს
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEO] დუეს დუბლი - საფრანგეთმა კოლუმბიასაც სძლია
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
ჯერარდმა "ლივერპულს" სალაჰის შემცვლელი ურჩია
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს