"გულშემატკივარს ძალით ვერ მოიყვან, უნდა დააინტერესო ან კარგი ფეხბურთითა და ფეხბურთელებით, ან მოგებით, ან სტადიონით..."
აზერბაიჯანული პრემიერლიგის მე-13 ტურში ბაქოს "ინტერმა" გამარჯვების გემო გაიხსენა - შინ 2:0 მოუგო სანდრო გურულისა და ნუგზარ კვირტიას აზალ-ს. ზაურ სვანაძის გაწვრთნილი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო ზურაბ ხიზანიშვილი, ვინც მინდორს კარგი თამაშით დაუბრუნდა.

ხიზანიშვილს ბაქოში დავუკავშირდით...

- "ინტერმა" აზალ-თან მატჩში გამარჯვების გემო გაიხსენა, რაც ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს...

- ფეხბურთში მოგება ყოველთვის კარგია. ის იმწამსვე ხსნის ყველანაირ პრობლემას. კარგია, 3 ქულა რომ შევმატეთ აქტივს, მაგრამ ბრძოლები ჯერ კიდევ წინაა. მთავარია, რომელ ადგილზე იქნება "ინტერი" სეზონის ბოლოს.

- ჩვენთან ბოლო ინტერვიუში თქვენ შიშობდით, რომ აციება, ზამთრის მოახლოება "ინტერში" ტრავმირებული ფეხბურთელების რაოდენობას გაზრდიდა. ასეც მოხდა. თუნდაც ნიკა კვეკვესკირის ტრავმა ავიღოთ. ამის ბრალიც ხომ არ იყო გუნდის ბოლოდროინდელი, შედარებით არათანაბარი თამაში?

- ფეხბურთში ზამთარი ტრავმებისადმი ყველაზე მეტად მიდრეკილი პერიოდია. სამწუხაროდ, ასეა. რა თქმა უნდა, არც "ინტერია" გამონაკლისი. რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გამოგვაკლდა და ეს, ბუნებრივია, დაეტყო კიდეც გუნდს...

რაც შეეხება ნიკა კვეკვესკირს, დამეთანხმებით, "ინტერისთვის" ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მის არყოფნას მთელი გუნდი განიცდის. იმედი მაქვს, სულ მალე ნიკა ბოლომდე გამოჯანმრთელდება და შემოგვიერთდება.

- სეზონის განახლების შემდეგ ზურაბ ხიზანიშვილს კვლავ "ინტერში" ვიხილავთ?

- კლუბთან მაისამდე მაკავშირებს კონტრაქტი. არა მგონია, ამ ზამთარს დავტოვო "ინტერი".

- ბოლო ორ სანაკრებო მატჩზეც გკითხავთ. უყურეთ ესტონეთსა და ალბანეთთან ამხანაგურ თამაშებს?

- ესტონეთთან ტალინურ შეხვედრას ვუყურე. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი წაგებას. ის თამაში არ გამოგვივიდა, რაც ჩაფიქრებული გვქონდა. ტელეეკრანიდან ასე ჩანდა.

რაც შეეხება ალბანეთთან მატჩს, ამ თამაშში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ესტონეთთან და ალბანეთთან მატჩებისგან მთავარი სარგებელი ის იყო, რომ არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოიცადა ეროვნულ გუნდში. ვფიქრობ, მართებულიც იყო მათი გამოცდა...

- რისი თქმა შეგიძლიათ ბოლო დროს ქართულ ფეხბურთში მომხდარ სიახლეებზე? ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა საქმეს შეუდგა, ალექსანდრე იაშვილი აღმასკომის წევრადაც მოგვევლინა...

- ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა დაიკავა ლევან კობიაშვილმა და ურყევად მჯერა - ის თავისი გამოცდილებისა და ცოდნის რეალიზებას ბოლომდე მოახდენს.

მოკლედ ვიტყვი: ქართულ ფეხბურთში ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი. ამას ორი რამ სჭირდება - დრო და ფინანსები!

- დაბოლოს, საქართველოს ჩემპიონატზეც ვთქვათ, სადაც სულ ცოტა ხნის წინათ თქვენც ითამაშეთ. როგორ უნდა ავწიოთ დონე? როგორ უნდა მოვიყვანოთ ხალხი სტადიონზე?

- ვრცელი, საინტერესო თემაა, რომელიც ყველას გვტკივა. დავიწყოთ იქიდან, რომ გულშემატკივარს ვერ მოიყვან სტადიონზე, თუ თვითონ არ მოვიდა. ის უნდა დააინტერესო ან კარგი ფეხბურთითა და ფეხბურთელებით, ან მოგებით, ან სტადიონით... ძალით ადამიანს ვერაფერს გააკეთებინებ. სტადიონზე ქომაგი რაღაცის გამო უნდა მოდიოდეს.

ზემოთ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ - მთავარია, იყოს ფინანსები და მერე ამ თანხას მიეცეს სწორი გზა. ესაა მთავარი!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tngh
საქართველოს პირველობას უპირველეს ყოვლისა გულშემატკივარი სჭირდება სტადიონზე და არა სოციალურ ქსელებში. მოდით ფეხბურთზე, მეგობრებო... გემუდარებით...
ay
შენნაირები არ ჭირდება ქართულ ფეხბურთს სახრავს რო ეძებთ ყველგან
გუჯა კახაძე
ქართველ ფეხბურთელებს ასწავლეთ სირბილი და მაყურებელი ისევ მოვა სტადიონზე!!!!
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
შუქურა-სიონი 2:0 - მამაშვილობაც ასეთი უნდა! [VIDEO]
ალექსანდრე იაშვილი: გვჯერა, ევროპის ჩემპიონატზე ისევ ვითამაშებთ!
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს
ეროვნული ლიგა. XXVII ტური. სრული სიგიჟე "დავით პეტრიაშვილზე" [VIDEO]
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ბაქოს "ნეფთჩის" ფანები კახა ცხადაძესა და ზაურ სვანაძეს ახსენებენ...
"ლუის ენრიკემ კვარაცხელია პირველად მაშინ შეამჩნია, როცა..." - ხიზანიშვილმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ლეგიონი გუშინ: შოთა არველაძის მარცხი და ქართული გოლი სამეზობლოში
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
ლეგიონის უქმეები: ლორიას ტრავმა, ჯაბას მოგება, "ვიტესის" კრიზისი
ერთხელ ბაქოში... სად გაგვასწრო მეზობელმა ფეხბურთში
ზაურ სვანაძის "ინტერის" გამარჯვება, ნუგზარ კვირტიას გოლი
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
რისი გჯეროდათ? - როდის იყო, დონ კიხოტი შედეგებზე სწავლობდა?
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ლეგიონი გუშინ: ლიპარტიამ გაიტანა, ლომაიამ პენალტი მოიგერია [VIDEO]
ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ
ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
ზაურ სვანაძე: კარგ ქართველ ფეხბურთელზე უარის ვინ იტყვის, მაგრამ...
ზაურ სვანაძე "გაბალასთან" მატჩზე: არ ვფიქრობ, რომ მოედანზე რაიმე არასაფეხბურთო მოხდება
ლეგიონი გუშინ: ქართველები აზერბაიჯანის თასის 1/2-ფინალში გავიდნენ
[ლეგიონი] ხიზანიშვილმა გამარჯვების გაიტანა, კვეკვესკირს ხელი გაარტყეს [VIDEO]
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
ლოკომოტივი-შუქურა 0:3 - უკეთესს რომ ვერ ინატრებ... [VIDEO]
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი ფელის ვისენტეს უკავია
თბილისის "დინამოს" ესპანელი თავკაცი: ეროვნული ლიგა ბრძოლისუნარიანი პირველობაა
თბილისის "დინამოს" მწვრთნელად ზაურ სვანაძე დანიშნეს
[ლეგიონი] დავით სხირტლაძის ორი საგოლე პასი ყოფილ გუნდთან [VIDEO]
34.9 კმ/სთ - ლაკვეხელიანი მსოფლიოს უსწრაფეს ფეხბურთელებს შორის!
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
ალექსანდრე იაშვილი: ერთა ლიგაზე რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვებაა
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...
ზაურ სვანაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ბაქოს "ინტერმა" ზაურ სვანაძეს ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა
ეროვნული ლიგა. XV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
იქნებ ივარგოს... ახალი მწვრთნელი და უკრაინელი მოთამაშე ქობულეთის "შუქურაში"
ზაურ სვანაძემ და ბაქოს "ინტერმა" ახალი კონტრაქტი გააფორმეს
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა