სფფ-ის პრეზიდენტი 25 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი 25 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სტუდენტებს შეხვდა.

ლევან კობიაშვილი, სფფ-ის პრეზიდენტის სტატუსით, თსუ-ს სტუდენტებთან შეხვედრაზე მეორედ იმყოფებოდა. სტუდენტებს ლევან კობიაშვილთან ერთად, ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავაც გაესაუბრა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა და მას ასამდე სტუდენტი დაესწრო. კობიაშვილმა და ჯღარკავამ იმ მიმართულებების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც ფეხბურთის ფედერაციაში შეცვლას და გაუმჯობესებას საჭიროებს.

კითხვა-პასუხის დაწყებამდე სფფ-ის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა სტუდენტებს სიტყვით მიმართეს.

ლევან კობიაშვილი: "ფეხბურთის ფედერაციის მთავარი ბირთვი უკვე ჩამოყალიბდა, ამ გუნდის ერთ-ერთი წევრი კი ნიკა ჯღარკავაა, რომელიც რამდენიმე დღის წინ სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტად ავირჩიეთ. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა რეალობაში ვართ და რის გამოსასწორებლად უნდა ვიმუშაოთ. ერთ-ორ წელიწადში მაღალი დონის ეროვნული ჩემპიონატი ნამდვილად ვერ გვექნება და ვერც მსოფლიო ჩემპიონატზე გავალთ, მაგრამ თუ სწორ ხედვას ჩამოვაყალიბებთ და პრიორიტეტებს სწორად განვსაზღვრავთ, დარწმუნებული ვარ, წარმატებასაც მივაღწევთ".

ნიკოლოზ ჯღარკავა: "ჩემთვის სასიამოვნოა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრობა. 2005 წელს სწორედ აქ ავიღე პირველი დიპლომი. დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტობა. ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი სტრუქტურა, რომელზეც გავლენას ფედერაციის მმართველების ცვლა ვერ მოახდენს. გვინდა რამდენიმეწლიანი გეგმა შევიმუშაოთ, რომელიც დარწმუნებული ვარ, შედეგებს აუცილებლად მოგვიტანს".

შეხვედრას დაესწრო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა, რომელმაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და დამსწრეებს სიტყვით მიმართა.

ლადო პაპავა: "ყოველთვის ვიყავი და ვარ ფეხბურთის გულშემატკივარი, მიხარია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ამდენ ახალგაზრდას ვხედავ. ჩვენ ის თაობა ვართ, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობდა და გარკვეულწილად, სპორტის ეს სახეობა ეროვნულობის გამოხატულება იყო. მახსოვს ის დღე, როცა თბილისის "დინამომ" თასების თასი მოიგო, ეს ჩვენთვის უდიდესი დღესასწაული იყო. ბოლო პერიოდში ქართულ ფეხბურთში ბევრი ნეგატივი დაგროვდა, მაგრამ მეც და გულშემატკივარსაც შოტლანდიის ნაკრებთან გამარჯვებამ დიდი იმედი ჩაგვისახა. მჯერა, ქართულ ფეხბურთში ვითარება კარგისკენ შეიცვლება".

შეხვედრის ორგანიზატორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტი იყო.

მართალია გაგა ერთი თამაში არ მოგვიგია რაც კობი მოვიდა სატავეში. თუ გუნდი არ გვივარგა აიღოს ბუცები და ითამაშოს მაგანაც აბა რისი პრეზიდენტია ვერ გავიგე...?? პრეზიდენტი თორე ტოჟე მნე ეგეც არ მყავდეს ენერგეტიკის მინისტრი
Georgiano
გაგას: ერთი თამაში არ მოგვიგია რას ნიშნავს?! კობის ჯადოსნური ჯოხი კი არა აქვს, გადაუსვას და თამაშების მოგება დავიწყოთ თუ რა ქნას თვითონ დაიწყოს თამაში?არ შეიძლება ასეთი უმადური და არაადეკვატური საუბარი. ჯერჯერობით სწორად მიყვება ეს ადამიანი საქმეს და თუ სწორად გააგრძელებს დარწმუნებული ვარ წარმატებებიც არ დაახანებს. მთავარია დღევანდელი ფედერაცია წინასთან შედარებით ბევრად სუფთა და პროფესიონალი ხალხით არის დაკომპლექტებული. წარმატებები კობი!
gaga
რაც მოხვედი ერთი თამაში არ მოგვიგია.........
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
ნიკა ჯღარკავა: ეს არ არის მხოლოდ ჩემი ჯილდო...
ლევან კობიაშვილი: ნუ გგონიათ, თუ არ ვყვირით, არაფერს ვაკეთებთ
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
სატელევიზიო სპორტული არხი "სეტანტა" გაქართულდა
კობიაშვილი, მუჯირი და ჯღარკავა უეფას კომიტეტის წევრები გახდნენ
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
მათ რომ ასე ვუწოდო, მართებული იქნება? - სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პოლიტიკოსების კრიტიკას უპასუხა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე