სერია A. XXII ტურის წინ: "მილანის" თავკაც მასიმილიანო ალეგრის კუნძულზე ჩასვლა თერთმეტი ფეხბურთელის გარეშე უწევს

დღეს:

ლაციო-ფიორენტინა 21.00

დისკვალიფიკაცია: დიასი, სარატე - პასკუალი.

ტრავმა: სკული, ბრეშიანო, დელ ნერო, მეგნი, გარიდო, მათუზალემი, როკი - ვარგასი, ნატალი, იოვეტიჩი, ფრეი.

კატანია-მილანი 23.45

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ტრავმა: ბიაჯანტი, პოტენცა, ლიამა, ისკო - ბოატენგი, ძამბროტა, ამელია, პირლო, იანკულოვსკი, ნესტა, გატუზო, ზეედორფი, ფლამინი, შტრასერი, აბატე.

ხვალ:

ბრეშა-კიევო 15.30

დისკვალიფიკაცია: ბერარდი - ცეზარი.

ტრავმა: დალამანო, სერენი, ტადეი - ლუჩანო.

ბოლონია-რომა 18.00

დისკვალიფიკაცია: პორტანოვა, პერესი, ხიმენესი, მორასი (ბოლონია).

ტრავმა: რამირესი - პიზარო, ადრიანო.

კალიარი-ბარი 18.00

დისკვალიფიკაცია: ნაინგოლანი, კონტი - პარიზი.

ტრავმა: გეზალი, ს. მაზიელო, ბარეტო (ბარი).

ჯენოა-პარმა 18.00

დისკვალიფიკაცია: ძაკარდო, პაჩი (პარმა).

ტრავმა: ანტონელი, ჰალენიუსი - პიზანო.

ინტერი-პალერმო 18.00

დისკვალიფიკაცია: სტანკოვიჩი, კივუ, კორდობა - კამოციერი.

ტრავმა: პაცინი, სნეიდერი, სამუელი, ჟულიო სეზარი, მილიტო, სტანკოვიჩი, კორდობა - ჰერნანდესი, პინილია, გოიანი.

ლეჩე-ჩეზენა 18.00

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ტრავმა: ჯულიატო, ოფერე, გუსტავო - ფატიჩი, ნაგატომო, პიანჯერელი, შელოტო.

ნაპოლი-სამპდორია 18.00

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ტრავმა: გრავა, ვიტალე - სემიოლი, გასტალდელო, ლუკინი, პოცი, დესენა.

იუვენტუსი-უდინეზე 18.00

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ტრავმა: რინაუდო, დე ჩელიე, იაკვინტა, კვალიარელა, ტონი, ტრაორე - ბასტა, ფერონეტი, ანჯელა.

სერია A-ს მიმდინარე გათამაშების XXII ტური ორ დღეზეა გაწერილი და არაერთ საინტერესო მატჩს გვპირდება. ყურადღების ცენტრშია დღეს გასამართი ორივე შეხვედრა, რომელშიც ლიდერებს უწევთ ასპარეზობა. ტური “ლაციო”-“ფიორენტინას” დაპირისპირებით გაიხსნება და ორიოდე სიტყვა ამ მატჩზეც ვთქვათ.

რომაელებს ჩავარდნა აქვთ, ბოლო ტურებში უხვად დაკარგეს ქულები და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზე ჩამოქვეითდნენ. გულშემატკივრებმა პირველად გამოხატეს უკმაყოფილება ედუარდო რეიას მიმართ და მას უსტვინეს კიდეც.

დიახ, მწვრთნელი, რომელმაც ღრმა კრიზისში მყოფი გუნდი ლიდერთა შორის დააბრუნა, წნეხის ქვეშაა მოქცეული. “ლაციომ” უნდა მოიგოს, რომ ეს წნეხი აიცილოს თავიდან და თუ რეიას დავუჯერებთ, წარუმატებელი სერია სწორედ “ფიორენტინასთან” შეხვედრაში შეწყდება: “წინა ტურში, “ბოლონიასთან” დამარცხების შემდეგ გუნდის ბაზაზე საგანგებო თათბირი ჩავატარე და ფეხბურთელებს კარგა ხანს ვესაუბრე. ფაქტია, რომ კონცენტრაცია დაკარგეს და ამან პოზიციები გვარიანად შეგვირყია.

მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ლიდერთა შორის ვართ და მთავარი ბრძოლები წინ გველის. დარწმუნებული ვარ, ჩვენმა შეხვედრამ გაჭრა და ფეხბურთელები უახლოეს შეხვედრაშივე გააჩუმებენ სკეპტიკოსებს.”

XXI ტურში “ფიორენტინასაც” დაუცდა ფეხი, საკუთარ მოედანზე “ლეჩესთან” გაიყო ქულები, რაც გუნდის მთავარ მწვრთნელს ძალიან არ მოეწონა. სინიშა მიხაილოვიჩი დაკარგულის ანაზღაურებას “ლაციოსთან” სტუმრად მოპოვებული გამარჯვებით აპირებს და ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმიდან.

დღეს გამართავს თავის შეხვედრას “მილანი” და გასვლაზე “კატანიას” დაუპირისპირდება. სიცილიაში თამაში იოლი არასდროს ყოფილა და მით უმეტეს, მასიმილიანო ალეგრის თერთმეტი ფეხბურთელის გარეშე უწევს კუნძულზე ჩასვლა. დიახ, თერთმეტი ფეხბურთელი და თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ ტრავმირებულ ფეხბურთელთა ჩამონათვალს გადახედოთ.

ძალიან საინტერესოდ გამოიყურება “მილანის” სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა. ალეგრი 4-3-1-2 ტაქტიკას აირჩევს და შეტევაში ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ალეშანდრე პატოსგან შემდგარ ტანდემს გაამწესებს. ფორვარდთა უკან რობინიო გაირჯება, ნახევარდაცვაში კი შემდეგი სამეული: ამბროზინი, ვან ბომელი, ემანუელსონი. საინტერესია როგორ წარმოაჩენენ თავს ახალწვეულები და როგორი იქნება გადასხვაფერებული “როსონერი”.

დიდ ინტერესს იწვევს “ჯუზეპე მეაცაზე” გასამართი პაექრობა, სადაც “ინტერი” “პალერმოს” მიიღებს. მილანური გრანდი ჯანპაოლო პაცინით გაძლიერდა, თუმცა ექს-სამპდორიელი ტრავმირებულია და დელიო როსის სამწყოს წინააღმდეგ ვერ იასპარეზებს. ორივე გუნდი შესანიშნავ განწყობაზეა, რადგან შუა კვირაში იტალიის თასის ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს. აქვე ვთქვათ, რომ ამ ტურში ეს მეორე სიცილიურ-მილანური დაპირისპირებაა - თუმცა, ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც თანაქალაქელები ერთ მხრეს დგანან და ერთმანეთს გულშემატკივრობენ, უფრო პირიქით.

“ინტერის” სავარაუდო სასტარტო შემადგენლობაში ფერნანდო კოუტინიოს ვიხილავთ, რომელიც ტრავმირებული იყო და როგორც ჩანს, სრულად გამოჯანმრთელდა. სამაგიეროდ, დიეგო მილიტოა ჯერ კიდევ ლაზარეთში და სამუელ ეტოოს მხარდამხარ გორან პანდევს უწევს ასპარეზობა. “პალერმოს” სამივე ძირითადი შემტევი მწყობრში ჰყავს - ილიჩიჩი და პასტორე უკნიდან ითამაშებენ, ფაბრიციო მიკოლი კი გამოკვეთილი ფორვარდი იქნება. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება.

“რომა” “ბოლონიას'' ესტუმრება და მთავარი სათქმელი ის გახლავთ, რომ გუნდის ლიდერები სრულ მზადყოფნაში არიან. ფრანჩესკო ტოტის და მარკო ბორიელოს სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავთ, მირკო ვუიჩინიჩი კი საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება თამაშში. იტალიის თასიდან გამოვარდნილი და ზოგადად, არც თუ კარგ ფორმაში მყოფი “იუვენტუსი” “უდინეზეს” მიიღებს, გუნდს, რომელიც ბოლო ტურებში საოცრად შედეგიან ფეხბურთს თამაშობს. დღესდღეობით, ანტონიო დი ნატალესა და ალექსის სანჩესის ტანდემი უფრო მრისხანედ გამოიყურება, ვიდრე დელ პიერო-ამაურის წყვილი - ასე რომ, ფავორიტის დასახელებისგან ჯობია თავი შევიკავოთ და უბრალოდ, თამაშს დაველოდოთ.

სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფი “ნაპოლი” “სამპდორიას” უმასპინძლებს. გენუელი გულშემატკივრები აღშფოთებულნი არიან იმით, რომ მათი გუნდი იტალიის თასიდან გამოვარდა, პაცინი კი “ინტერში” გადაბარგდა. გუნდის მთავარი მწვრთნელი დომენიკო დი კარლო ნეაპოლში გამარჯვების აუცილებლობაზე საუბრობს, მაგრამ იქვე დასძენს, რომ მიზნის მიღწევა ურთულესი იქნება. რაც შეეხებათ ნეაპოლელებს, მიუხედავად იმისა, რომ თასის ნახევარფინალში “ინტერი” გაატარეს, ცდილობენ ხასიათი არ გაიფუჭონ და მორიგი სამი ქულა ჩაიწერონ აქტივში. ვნახოთ, წინ საინტერესო ბატალიები გველის.

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 21 13 5 3 37-18 44

2. ნაპოლი 21 12 4 5 32-20 40

3. რომა 21 11 5 5 31-24 38

4. ლაციო 21 11 4 6 27-21 37

5. ინტერი 20 10 5 5 33-22 35

6. იუვენტუსი 21 9 8 4 35-25 35

7. პალერმო 21 10 4 7 34-25 34

8. უდინეზე 21 10 3 8 34-28 33

9. სამპდორია 20 6 9 5 20-18 27

10. კალიარი 21 7 5 9 24-22 26

11. ფიორენტინა 20 6 7 7 21-21 25

12. პარმა 21 6 7 8 21-25 25

13. ბოლონია 21 7 7 7 23-29 25

14. კიევო 21 5 9 7 20-22 24

15. ჯენოა 20 6 6 8 15-19 24

16. კატანია 21 5 7 9 18-27 22

17. ლეჩე 21 5 5 11 20-38 20

18. ჩეზენა 21 5 4 12 15-27 19

19. ბრეშა 21 5 3 13 17-27 18

20. ბარი 21 4 5 12 13-32 14

ბოლონიას 3 ქულა აქვს დაკლებული

ბომბარდირები: 14 - დი ნატალე; 13 - კავანი (ნაპოლი); 12 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი), ეტოო (ინტერი); 11 - დი ვაიო (ბოლონია).

"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
[VIDEO] პსჟ-ს ფეხბურთელებმა დემბელეს დასცინეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა