29 ნოემბერს, ახალი სპორტის სასახლის მცირე დარბაზში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები გაიმართება
29 ნოემბერს, ახალი სპორტის სასახლის მცირე დარბაზში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები გაიმართება. შემოდგომის ბოლო სათამაშო დღეს, მესამე ტურში ერთმანეთს კორპორატიული ლიგის გუნდები დაუპირისპირდებიან.

პირველები პარკეტზე ვერცხლის ლიგის გუნდები გავლენ. სასტარტო შეხვედრაში ერთმანეთს ცხრილის ლიდერი "ალიანს საქართველოსა" და აუტსაიდერი "თეთრი ქუდის" გუნდები დაუპირისპირდებიან. საკმაოდ საინტერესო შეხვედრაა მოსალოდნელი "ბი პი ჯორჯიასა" და ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდებს შორის. ჩემპიონატის დებიუტანტი და ჯერჯერობით უქულოდ მყოფი "ავერსი" "საქრუსენერგოსთან" ითამაშებს, რომელსაც თითო მოგება-წაგება აქვს. ამავე ტურში კიდევ ორი საინტერესო დაპირისპირება გაიმართება, 14:00 სთ-ზე თბილისის მერიის გუნდი "ვითიბი ბანკს" ეთამაშება, ხოლო 15:00 სთ-ზე ერთმანეთის პირისპირ "ბაქსვუდის" და "ბანკი რესპუბლიკის" გუნდები წარდგებიან.

29.11.2015. ვერცხლის ლიგა. III ტური

11:00 ალიანს საქართველო - თეთრი ქუდი

12:00 BP GEORGIA - ტატიშვილი

13:00 ავერსი - საქრუსენერგო

14:00 თბილისის მერია - ვითიბი ბანკი

15:00 ბაქსვუდი - ბანკი რესპუბლიკა

მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება ოქროს ლიგაში.

ტური 16:00 სთ-ზე "საქართველოს ფოსტისა" და "ევროპაბეთის" დაპირისპირებით დაიწყება. "ფოსტალიონებმა" სასტარტო შეხვედრაში მოპოვებული სამი ქულის შემდეგ მეორე ტური გამოტოვეს, ხოლო შარშანდელმა ფინალისტმა ჩემპიონატი სუსტად დაიწყო და მხოლოდ წაგებების გრაფაში უწერია ორიანი.

ტურის ცენტრალური შეხვედრა კი 17:00 სთ-ზე დაიწყება, რომელშიც ერთმანეთს მიმდინარე გათამაშების ორი ლიდერი, საპატრულო პოლიციისა და "ნატახტარის" გუნდები დაუპირისპირდებიან. "ძალოვნები" ორიდან ორი მოგებით ერთპიროვნულად ლიდერობენ, ხოლო მოქმედ ჩემპიონს თითო მოგება და ფრე აქვს აქტივში.

პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება "საქართველოს ბანკი", რომელსაც მეტოქედ საკმაოდ უხერხული გუნდი ეყოლება, ჩემპიონატის დებიუტანტი "ვესტ ინვესტის" სახით.

ტურს კიდევ ერთი საინტერესო დაპირისპირება დაასრულებს. შარშანდელი ვერცხლის ლიგის ნახევარფინალში განცდილი მარცხისთვის "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი" "კრედოსთან" რევანშის აღებას შეეცდება.

29.11.2015. ოქროს ლიგა. III ტური

16:00 საქართველოს ფოსტა - ევროპაბეთი

17:00 პატრული - ნატახტარი

18:00 ვესტ ინვესტი - საქართველოს ბანკი

19:00 GWP - კრედო

სათამაშო დღე კი სუპერლიგა B-ს მეორე ტურის გამოტოვებული შეხვედრით დასრულდება, რომელშიც ერთმანეთს "ვივუსისა" და "ევროკრედიტის" გუნდები დაუპირისპირდებიან.

29.11.2015. სუპერლიგა B. II ტური (გამოტოვებული შეხვედრა)

20:00 VIVUS.GE - ევროკრედიტი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "JAKO FM", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
SBM LEAGUE 2015/16: ჩემპიონები და სეზონის ტრიუმფატორი ცნობილია
SBM LEAGUE 2015/16: სუპერლიგის თასს ახალი მფლობელი ეყოლება
SBM LEAGUE 2015/16: ოქროს ლიგის ფინალისტები ცნობილია
SBM LEAGUE 2015/16: სეზონის დასასრული ოთხი ფინალით!
SBM LEAGUE 2015/16: მფკ "ტატიშვილი" სუპერლიგის თასის მფლობელია!
SBM LEAGUE 2015/16: 1/2-ფინალების დაძაბული სტარტი