ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"იმდენი და ისეთი გუნდებიდან მაქვს შემოთავაზება, რომლებზე ვერც კი ვიოცნებებდი"

"იმდენი და ისეთი გუნდებიდან მაქვს შემოთავაზება, რომლებზე ვერც კი ვიოცნებებდი"

რა უთხრა "ენფილდზე" მყოფ საბა კვირკველიას იურგენ კლოპმა
ახლახან ერთერთმა ცნობილმა რუსმა სპორტულმა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ელმირ ნაბიულინი და საბა კვირკველია ყაზანის "რუბინს" ამ ზამთარს დატოვებენ... ამას მალევე მოჰყვა ცნობა, რომლის თანახმად ნაბიულინით "საუთჰემპტონია" დაინტერესებული. ჩვენ კი, რა თქმა უნდა, საბას მომავალი გვაინტერესებს.

Sportall.ge ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" მცველს რუსეთში დაუკავშირდა.

- რუსეთის ჩემპიონატში, 16 ტურის შემდეგ 19 ქულით მე-9 პოზიციაზე ხართ. შეიძლება ერთგვარი კრიზისი ვუწოდოთ ამას?

- გუნდში ძალიან კარგი სიტუაციაა. ბოლო ჩატარებული 5 შეხვედრიდან 4 მოვიგეთ. სატურნირო მდგომარეობას რაც შეეხება, ახალი ხელმძღვანელობა გვყავს, უფროსობა შეიცვალა და მარტივი არ არის ასე სწრაფად ცვლილებებთან შეგუება. თუმცა ყველაფერი ლაგდება და მიმდინარე სეზონშიც მაქსიმუმისთვის ვიბრძოლებთ.

- მაქსიმუმი რა არის?

- ევროტურნირებზე მოხვედრა, რა თქმა უნდა.

- შვეიცარული "სიონის" დამარცხებით (2:0) ევროპის ლიგაზე ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვეთ, მაგრამ ეს შანსი მცირეა...

- დიახ, "ბორდოს" სტუმრად უნდა მოვუგოთ და "ლივერპულმა" "სიონს" უნდა მოუგოს. თან "ლივერპულს" ჯგუფში პირველ ადგილზე გასასვლელად ქულაც ჰყოფნის. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება.

- "სიონთან" შეხვედრამდე "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ჩალიმ გამოცდილება დაგიწუნა, ლიდერობისთვის ჯერ მზად არ არისო. შენ როგორ მიიჩნევ, რამდენად მზად ხარ ლიდერობისთვის?

- ჩემთვის მთავარია ვითამაშო და გუნდს გამოვადგე. მწვრთნელია და თავისი მოსაზრება აქვს. მაგრამ ფაქტია, ყველა მწვრთნელს კარგად მოვერგე, მენდობიან, ანუ თავს კარგად წარმოვაჩენ და გუნდში თამაშის ღირსი ვარ.

- "ენფილდზე" "ლივერპულის" წინააღმდეგ ითამაშე. ბევრი ვერ დაიტრაბახებს იქ თამაშით. როგორი შეგრძნება იყო?

- საოცარი. სიმართლე გითხრათ ასეთი გულშემატკივარი არსად მინახავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ტაშს გვიკრავდნენ. სულ სხვა გარემოა, სულ სხვა ფეხბურთია. დაუვიწყარი იყო.

- თამაშის შემდეგ "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი შენთან მოვიდა და ხელი ჩამოგართვა. რა გითხრა კლოპმა?

- მადლობა გადამიხადა თამაშისთვის, კარგი ბიჭი ხარ და წარმატებებს გისურვებო.

- თავად კლოპზე რა აზრის ხარ?

- საუკეთესო თუ არა, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ნამდვილადაა. "ლივერპულში" ახალი მისულია და თამაშიდან თამაშამდე ეტყობა გუნდს მომატება. ჩვენთან თამაშის შემდეგ "მანჩესტერ სიტის" სტუმრად 1:4 მოუგეს. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.

- გუშინ ტვიტერზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაწერა, კვირკველია და ნაბიულინი ზამთარში "რუბინს" დატოვებენო. დღეს ნაბიულინზე გავრცელდა კიდეც ინფორმაცია, "საუთჰემპტონი" მოლაპარაკებებს მართავს. შენს შემთხვევაში როგორაა? გაქვს შემოთავაზებები? ხმები იყო "ლივერპულსაც" უნდაო...

- სიმართლე გითხრათ, არსად წამიკითხავს ჩემს ტრანსფერზე, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ იმდენი და ისეთი გუნდებიდან მაქვს შემოთავაზება, რომლებზეც ვერც კი ვიოცნებებდი.

არ ვარ ის ფეხბურთელი, ვინც კარგი გუნდიდან ინტერესით კმაყოფილდება და პირველივე შემოთავაზებაზე გასაქცევად მზადაა. ჩემთვის მთავარია იქ ვიყო, სადაც კარგ დამოკიდებულებას ვიგრძნობ. "რუბინში" ნამდვილად ვგრძნობ ამას. რა იქნება მომავალში, არ ვიცი.

თან ისიც გავითვალისწინოთ, რომ ჩემი შეძენა გუნდს იაფი არ დაუჯდება. "რუბინი" ძვირად მაფასებს, დაახლოებით 5 მილიონ ევროდ, რაც მცირე თანხა არაა. ამიტომ ვერაფერს გეტყვით კონკრეტულად.

-ეროვნული ნაკრები... თემურ ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებშიც ითამაშე და კახა ცხადაძისაც. შენი აზრით, რა შეიცვალა ახალი მწვრთნელის მოსვლით და რომელ სტილში უფრო კომფორტულად გრძნობდი თავს?

- ფეხბურთელი არ ირჩევს თამაშის სტილს. მწვრთნელი რასაც ეტყვის, ის უნდა გააკეთოს. თემურ ქეცბაიას თავისი სათამაშო სტილი ჰქონდა, კახა ცხადაძეს - თავისი. მე როგორც ფეხბურთელი, ვალდებული ვარ, ჩამოვიდე ნაკრებში და ვითამაშო ის ფეხბურთი, რასაც მწვრთნელი დამავალებს. მზად უნდა ვიყო ნებისმიერი სტილისთვის. მე რომ ცუდი ფეხბურთელი ვიყო და ვერ ვასრულებდე საქმეს, რომელიმე მწვრთნელი გამომიძახებდა?!

- ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიგიღია. როგორ შეაფასებ ნაკრების თამაშს?

- ამას გულშემატკივარზე უკეთ ვერავინ შეაფასებს. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ შედეგი ასე უცებ არ მოდის. დროა საჭირო. ფეხბურთელები ნაკრებში საღლაბუცოდ არ ჩამოვდივართ - პასუხისმგებლობას ვგრძნობთ.

ჩემთვის ჯერ ნაკრებია, შემდეგ კლუბი. რუსეთს სწორედ იმიტომ ვუთხარი უარი მოქალაქეობასა და მათ ნაკრებში თამაშზე, რომ ჩემთვის ჩემი მშობლიურია მთავარი, მისთვის მინდა ჩავდიოდე და 90 წუთი ვიხარჯებოდე მოედანზე. რად მინდა ფული სიყვარულის და პატივისცემის გარეშე?!

ნაკრების ფეხბურთელები ვცდილობთ და მჯერა, შედეგს აუცილებლად მივაღწევთ.

• Raul

აი კაცი! შიმშილასავით (ხიზანიშვილივით) არ დაუწყია წუწუნი მშიერმა როგორ ვირბინო ნაკრებშიო! ეყობა რომ თავისი საქმის პროფესიონალია და ბევრსაც მიაღწევს.

• daviti

სახოლ საბა დზალიან მაგარი კაცი ხარ გაფასებდი და დაგაფასებ ასმაგად იმედია ვინც ცაიკიტხავს შენს ინტერვიუს მიხვდება რატომ ვცერ ამ სიტყვებს, მოკლედ ჯიგარი ხარ.

• Bacho

კარგია ლივერპული და საერთოდ პრემიერ ლიგა მაგრამ ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი ფიფას რეიტინგში 70ეულში უნდა იყოს.ისე პრემიერლიგაში მესიც რო იყო არ გათამაშებენ სამწუხაროდ

• sabonis

საბა შენი საქმის შენ იცი, მარა თუ ლივერპულის დონის გუნდიდან შემოთავაზება გაქ არც კი უნდა დაფიქრდე ისე წახვიდე.

• B-52

კაი ბიჭია, პასუხისმგებლიანი და ინტელექტუალური, დიდ წარმატებებს ვუსურვებ.

• თამაზ ხუბუა

მიყვარს ფეხბურთელები,რომლებიც მოედანზე და მის ფარგლებს გარეთაც აზროვნებენ! კვირკველია ასეთია! ძალიან მინდა ამ ბიჭმა დიდი ფეხბურთი ითამაშოს–დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება!

• G7

ესეთი დალაგებული და ჭკვიანური ინტერვიუ ქართველი ფეხბურთელისგან არ მომისმენია!ყოჩაღ საბა წარმატებებს გისურვებ!

• saba

აბა შენ იცი კიდე მოუმატე ფიზიკა და ფიზიკა

• Chero

რა ახალგაზრდაა და უკვე რა სოლიდურად აზროვნებს,სიყვარული და პატივისცემა ურჩევნია ფულს.ჩემიპატივისცემა მან უკვე დაიმსხურა.

• "რუბინი" ძვირად მაფასებს, დაახლოებით 5 მილიონ ევროდ, რაც მცირე თანხა არაა.

• irakli arqania

წარმატებებს გისურვებ საბა , შენი სახით საქართველოს წარმატებული მცველი ეზრდება.ვარჯიში გააგრძელე ვიცი , რომ მალე ახალ დონეზე გადახვალ სათამაშოდ.

• midi

დიდ წარმატებებს ვუსურვებ საბას, ის ნამდვილი პროფესიონალია

• samtreziia

მე პირადად ვიცნობ საბას და ვიცი რომ ის არა მარტო კარგი ფეხბურთელია არამედ ძალიან მაგარი ადამიანია, შეიძლება ვინმემ მითხრას რომ სუბიექტური ხარო მაგრამ ეს ასეა. წარმატეტბები მინდა გისურვო სამტრედიელო და კარგო ქართველო კაცო

• odala

არაფერი ასათიანი არ დაემართება. ასათიანმა თვითონ დამართა თავს. ან შეიძლება დაარქვა ქართული სენი. ეს ბიჭი საკმაოდ 'ჟილკიანი' და მიზანსწრაფული ჩანს. ხომ არიან ადამიანები, რომელნიც არ ფიქრობენ წარმატებაზე, უბრალოდ საქმეს ბოლომდე აკეთებენ და იხარჯებიან ყოველ ჯერზე, წარმატება კი თავისით მოსდევს შრომას - ასეთი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს.

• rati

არვიცი რატომ მაგრამ ამ ადამიანის ყველაზე მეტი იმედი მაქვს ნაკრებში, ეს ძალიან ბევრს მიაღწევს არ ჩანს რამეზე დახამებული და უნახავი ადამიანი!

• ioseb

გაიხარე საბა ნამდვილი ქართველი ხარ უფალმა დაგლოცოს, დარწმუნებული ვარ დიდი წარმატებები გელის

• Walkabout

სამწუხაროდ გული მიგრძნობს რომ ამასაც ასათიანი საემართება...

• Givi

მაგარი კაცი ხარ საბა,წარმატებები ცხოვრებაში.იმედი მაქ მალე ევროპაში ითამაშებ კარგ გუნდში

• jermi

წარმატებები

რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან

ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა

სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია

[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe

თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან

"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა

მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა

ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს

აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!

აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ

მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება

შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება

მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით

"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი

ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა

"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა

I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში

პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო

"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ

მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა

[VIDEO] ისაკის გოლით - "ლივერპულმა" "ბორნმუთი" დაამარცხა

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას

"ისინი მხოლოდ ერთ შემთხვევაში წავლენ..." - დიუპინმა ლეგიონერების შესაძლო წასვლაზე ისაუბრა

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა

[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა

გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?

"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

სლუცკის ძალიან ღირსეული საქციელი - თუმცა, "რუბინი" მწვრთნელს არ დაეთანხმა

ალისონი "ლივერპულთან" კონტრაქტს კიდევ გაახანგრძლივებს? - ინგლისელი ჟურნალისტი მამარდაშვილის მომავალზე წერს

ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...

საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა

"ეს ორი ადამიანი ფეხბურთის აზრზე არაა" - კლოპმა ინფანტინო და ტრამპი გაკრიტიკა

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა

ხვიჩას გარეშე დარჩენილი "რუბინი" და ჯიქიას "სპარტაკი" დაქვეითებასთან ახლოს არიან

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

ზაბარნი შეიძლება "ლივერპულში" ზამთარში გადავიდეს

ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...

"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება

კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...

კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა

"რუბინის" ექს მწვრთნელმა ხვიჩასა და ზურიკოზე ისაუბრა და შეაქო

ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს

ხვალ კლოპს გერმანიის ნაკრების მწვრთნელად გამოაცხადებენ

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

უარი უკრაინაში შეჭრის სიმბოლოს - კვარაცხელიას "რუბინის" გულშემატკივრების ღირსეული საქციელი [PHOTO]

"ამ სამუშაოს ჩემთვის კი არა, თქვენთვის დავთანხმდი. თუ ჩემს ოჯახს მიწასთან გაასწორებთ..." - კლოპმა გერმანიის ნაკრები ჩაიბარა

"ქუთაისის "ტორპედოს" დონისაა, "ვესტ ჰემს" კიდევ ერთი კლოუნი სჭირდება..." - რუსები კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს ირონიით შეხვდნენ

"მატჩის შემდეგ მამარდაშვილს ეს ვუთხარი" - დომინიკ სობოსლაი

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

შეთანხმებასთან ახლოს - კლოპი გერმანიის ნაკრებს 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაწვრთნის

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა