"ფეისბუქკონფერენცია" ხომ არ მოგვეწყო? რატომ ვერ დაესწრო გაზეთი "ლელო" ნაკრების თავკაცის პრესკონფერენციას
გუშინ, 30 ნოემბერს, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის პრესკონფერენცია გაიმართა.

კახა ცხადაძე თორნიკე ოქრიაშვილზე: შეიძლება ის დავკარგოთ

კახა ცხადაძე: ეს იყო სრული კატასტროფა ყველასთვის, ჩემიდან დაწყებული...

რა თქმა უნდა, ქვეყნის უპირველესი გუნდის ამბები ძალიან საინტერესოა ჩვენი მკითხველისთვის, მაგრამ... დღევანდელ ნომერში პრესკონფერენციის შესახებ მასალას ვერ შემოგთავაზებთ და ამას თავისი მიზეზი აქვს.

საქმე ისაა, რომ "ლელო" არ იყო ინფორმირებული ამ პრესკონფერენციის თაობაზე. საერთოდ, ჩვენ ასე ვიცით - პრესსამსახური ყოველთვის ვალდებულია, აცნობოს რედაქციას ამა თუ იმ მნიშვნელოვანი ღონისძიების (ამ შემთხვევაში - პრესკონფერენციის) გამართვის დროისა და ადგილის შესახებ, ან ანონსი განთავსდეს შესაბამის ადგილას, ჩვენს შემთხვევაში - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტზე...

როგორც გაირკვა, ცხადაძის პრესკონფერენციის შესახებ ანონსი განთავსდა "ფეისბუქის" ერთ-ერთ ჯგუფში. დაგვეთანხმებით, ესა თუ ის ჟურნალისტი სულაც არ არის ვალდებული, "ფეისბუქის" ჯგუფში ეძებოს ინფორმაცია საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენციის შესახებ.

არადა, გუშინ "ლელოს" ჟურნალისტს პრესკონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაურეკეს და რადგან ეს ჟურნალისტი არ აღმოჩნდა იმდენად ყოვლისშემძლე, რომ ქალაქის ერთი ბოლოდან მეორემდე მანძილი რამდენიმე წუთში დაეფარა, შესთავაზეს, ცხადაძის პრესკონფერენციას... ვიდეოთი(?!) გასცნობოდა. აი, ასე.

სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ბევრი სპორტული გაზეთი თუ ვებგვერდი არ არის. ამას გულისტკივილით ვწერთ და აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს ფეხბურთზე მწერალი ჟურნალისტების ვერბალური გაფრთხილება ამა თუ იმ ღონისძიების გამართვის დროსა და ადგილის თაობაზე.

ვფიქრობთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობამ ძალიან კარგად უწყის, რომ ქართული ფეხბურთის კრიზისიდან გამოყვანა მასმედიასთან მჭიდრო კავშირითაც უნდა მოხდეს და არა - მისი იგნორირებით.

აქ აღარ შევჩერდებით ძველ ლაფსუსებზე. იმედს დავიტოვებთ, რომ ასეთი რამ მომავალში აღარ განმეორდება და ის სამსახური თუ ცალკეული პირები, რომელთაც მედიასთან კომუნიკაცია ევალებათ, მეტი ყურადღებითა და პატივისცემით მოეკიდებიან კოლეგებს.

რედაქციისაგან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტოჟე მნე
არა, მანქანას გამოგიგზავნოდნენ პრესკომფერენციაზე მისაყვანად. თქვენს საქმეს თავი ვერ მოაბით და სხვას აბრალით? სხვა ჯურნალისტები როგორ მივიდნენ? ჟურნალისტს ინფორმაცია მარციდან უნდა ჩამოჰქონდეს და ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენციაზე განცხადებას რომ ვერ მიაგნებს, ის რა ჟურნალისტია?! აბა,იმ ფეისბუკზე პირადი ცხოვრებიდან რაიმე სკანდალური ყოფილიყო, თუ ვინმე მიგასწრებდათ?
sandro777
კი მაგრამ ხომ გქონდათ გუშინ ცხადაძის პრესკონფერენცია, ანუ გაზეთში არ დაიბეჭდა თყ რა ხდება? გაზეთი არ მიყიდია და ანუ არ იყო გაზეთში? საიტზე წავიკითხე გუშინ და რავი...
ჟურნალისტი
ღადაობთ? გეთანხმებით რომ უნდა განათავსოს ფედერაციამ ინფორმაციამ, მაგრამ რომელმა გენიოსმა დაწერა რომ ჟურნალისტი არ უნდა ამოწმებდეს ფეისბუქზე ვინ რას პოსტავსო. ჟურნალისტის საქმე ისაა მასალა ეძებოს, და ფეისბუქზე კი არა თუ საჭირო გახდა ადნაკლასნიკებშიც უნდა ამოწმო. ჟურნალისტები იმას ჩალიჩობენ დამალული ინფორმაცია საიდანმე გამოწველონ და თქვენ იმას ამბობთ სახალხოდ ფეისბუქზე დაპოსტილ ინფორმაციას ვერ მოკარით თვალი? რამდენი თანამშრომელი გყავთ ერთმა როგორ ვერ წაიკითხა ეგ პოსტი. ფედერაციას არ ვამართლებ უბრალოდ თავის გამართლებასაც ცოდნა უნდა და თავს ნუ იმართლებ იმით რაც უარესია! ზოგადად მე ეს ინტერნეტ-გაზეთი მომწონს და მხოლოდ ამას ვეცნობი. სწრაფი და კონკრეტულია. უბრალოდ ეგეთი შეცდომა არ უნდა დაგეწერათ! :)))
gulSematkivaro
ფედერაციის პრესსამსახური ვალდებულია საიტზე განათავსოს ანონსი. ეს აქსიომაა/
გულშემატკივარი
აბა ვინმე ფეხბურთელს, მწვრთნელს, ფედერაციის წარმომადგენელს ან კიდევ ვინმეს დაეპოსტა ფეისბუქზე რამე, ეგრევე გამოაქვეყნებდით, მაგრამ გამოგრჩათ ეს პრესკონფერენცია და ეგ არის. ყველა მივიდა თქვენს გარდა და ყველა მივიდა თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვათ იმ ე.წ. "ფეისბუქის ერთ-ერთ ჯგუფზე" განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. როგორც ვხედავთ დაგირეკეს რატომ არ მოდიხართ, სად ხართო, თქვენ კი "უი ქალაქის მეორე ბოლოში ვართო", ჰოდა იყავით ყურადღებით ან იყავით"ქალაქის მეორე ბოლოში". ისე იმ ჯგუფში გაწევრიანებული ხართ და ხანდახან უნდა შეიხედოთ და თუ ვალდებული არ ხართ "ფეისბუქის ერთ ერთი ჯგუფის" გვერდზე შესვლაზე, მაშინ არც პრესკონფერენციაზე დასწრების ვალდებულება გაკისრიათ. ან დატოვეთ ის ჯგუფი და ფედერაციას მიმართეთ თხოვნით თქვენთან კომუნიკაციისთვის სხვა საშუალება გამოიყენოს, მაგალითად ფაქსი, "დისკიანი" ტელეფონი, პეიჯერი, ან მსგავსი რამ, რადგან თუ ფეისბუქი არ გინდათ აქაოდა მე ფეისბუქზე არ შევდივარ, ინტერნეტთან წვდომა არ მაქვსო, ეშმაკისაა ფეისბუქიც და ინტერნეტიცო, არც ვარ ვალდებულიო და ა.შ, მაშინ ელექტრონული ფოსტით შეტყობინებას უნდა დათანხმდეთ. მოგეხსენებათ რომ ელ.ფოსტაც ინტერნეტს მოითხოვს, აქედან გამომდინარე ინტერნეტზე წვდომის პრობლემას მიზეზად ვერ დაასახელებთ, რადგან თანამედროვე/ციფრულ სამყაროში ელექტრონული ფოსტის არ ქონა ან ამ სახის შეტყობინების არ აღიარება უბრალოდ უხერხულია, ჰოდა თუ კომუნიკაციის ეს საშუალება გაწყობთ მაშინ ფეისბუქის იმ "ერთ-ერთი ჯგუფის" გვერდზე დატოვებული შეტყობინებაც ფოსტაზე მოგდით ავტომატურად და რა არის თქვენთვის მიუღებელი? :))))))))))))))))))))))))
giga
რა იყო ათასობით სპორტული გამოცემაა ჰო საქართველოში რო ვერ დაურეკა ყველას :D :D :D
lelos
მიდით ლანზგეთ კიდე ქეცბა ღირსები ხართ :))) ჯიგარი ხარ კახა ესე გააგრძელე.. ....
v
სირცხვილია ლელოს რომ არ მიიწვევ.ერთადერთი გაზეთია სპორტული.ლელოელებო თქვენი ბრალია ეს
datka67
არაა პირველი შემთხვევა ... როცა ასეთ შეტყობინებაზე ორიოდეწლის წინ პროტესტი გამოვთქვი, თურმე ეს ცივილური და მიღებული ხერხიაო ... :)
Georgiano
რისთვის უხდიან ამხელა ხელფასს თათა ბურდულს(სფფ პრესსამსახურის უფროსი)?? რამდენიმე წუთი ვერ გამოუყვია იმისთვის რომ თითზე ჩამოსათვლელი სპორტული საინფორმაციო პორტალები გააფრთხილოს პრესკონფერენციის თაობაზე? ან PR სხვა თანამშრომლები რას მიკეთებენ. ყავის მოდუღებას გაბერილი შტატები არ ჭირდება!
levani
რა გეგონათ აბა კობიაშვილის მოსვლა რო გინდოდათ
გუჯა კახაძე
ქართული ფეხბურთის კრიზისიდან გამოყვანა მიუკერძოებელ ჟურნალისტებს შეუძლიათ!!!!
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
დახვეწილი ყაჩაღობა? როგორ გახდა "ლელოს" საპატიო რედაქტორი რიოში თაღლითობის მსხვერპლი
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სპორტული გაზეთების სათავეებთან: "ლელომდე" და "ლელოს" შემდეგ
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ითამაშებს მუდრიკი უნგრეთთან და საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სიტუაცია განმარტა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
გაზეთ "ლელოს" 2015 წლის სპორტსმენის გამოსავლენ გამოკითხვაში მამუკა გორგოძე ლიდერობს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"თუ საქართველოსთან არ წააგებენ, ძალიან კარგი იქნება" - უკრაინელი მწვრთნელი თანამემამულე ფეხბურთელების მდგომარეობით შეშფოთებულია
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
1934 წლიდან დღემდე - გაზეთი "ლელო" მე-15 000 ნომრის გამოსვლას აღნიშნავს
"ლელომ" ზაზა ფაჩულიას 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენისთვის დაწესებული ჯილდო გადასცა
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
ზაზა ფაჩულია გაზეთ "ლელოს" ვერსიით 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენია!