ჰოკეი. ყველა ვარსკვლავის მატჩი 2011

"ყველა ვარსკვლავის მატჩის" წინ გუნდების კაპიტნებმა დრაფტის პროცედურის მეშვეობით შემადგენლობები დააკომპლექტეს. ნიკლას ლიდსტრიომი და ერიკ სტაალი მორიგეობით ირჩევდნენ მოთამაშეებს იმ სიიდან, რომელიც წინასწარ შეადგინა ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ.

პირველ ნომრად სტაალმა "კაროლინაში" თავისი თანაგუნდელი, მეკარე კემ უორდი აირჩია, ლიდსტრიომმა კი უპირატესობა მიანიჭა რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირ სტივენ სტემკოსს. საბოლოოდ, დრაფტის შემდეგ გუნდების შემადგენლობებმა ასეთი სახე მიიღო:

სტაალის გუნდი: ერის სტაალი ("კაროლინა"), კემ უორდი ("კაროლინა"), ალექსანდრ ოვეჩკინი ("ვაშინგტონი"), დანიელ სედინი ("ვანკუვერი"), ზდენო ხარა ("ბოსტონი"), რიკ ნეში ("კოლამბუსი"), ჰენრიკ ლუნდკვისტი ("რეინჯერსი"), მარკ სტაალი ("რეინჯერსი"), პატრიკ შარპი ("ჩიკაგო"), დენ ბოილი ("სან ხოსე"), კერი პრაისი ("მონრეალი"), ჯეფ სკინერი ("კაროლინა"), კრის ლეტანგი ("პიტსბურგი"), კლოდ ჟირუ ("ფილადელფია"), ერიკ კარლსონი ("ოტავა"), კორი პერი ("ანაჰაიმი"), პატრიკ ელიაში ("ნიუ ჯერსი"), დევიდ ბეიკსი ("სენტ ლუისი"), პოლ შჩასტნი ("კოლორადო").

ლიდსტრიომის გუნდი: სტივენ სტემკოსი ("ტამპა ბეი"), დანკან კეიტი ("ჩიკაგო"), ჰენრიკ სედინი ("ვანკუვერი"), ში უებერი ("ნეშვილი"), ტიმ ტომასი ("ბოსტონი"), დანიელ ბრიერი ("ფილადელფია"), დასტინ ბიფულინი ("ატლანტა"), ჯონათან ტეუვზი ("ჩიკაგო") , მარკ-ანდრე ფლერი ("პიტსბურგი"), იონას ჰილერი ("ანაჰაიმი"), ბრედ რიჩარდსი ("დალასი"), კეიტ იენდლი ("ფინიქსი"), ბრენტ ბერნსი ("მინესოტა"), მარტინ ჰავლატი ("დალასი"), ანზე კოპიტარი ("ლოს ანჯელესი"), მეტ დუშენი ("კოლორადო"), ლუის ერიქსონი ("დალასი"), ფილ კესელი ("ტორონტო").

რაც შეეხებათ მწვრთნელებს, "სტაალის გუნდის" დამრიგებელი გახდა "ჩიკაგო ბლეკჰოქსის" თავკაცი ჯოელ კინევილი, "ლიდსტრიომის გუნდს" კი "ვანკუვერის" მთავარი მწვრთნელი ალენ ვინიო მოამზადებს.

მოგეხსენებათ, "ყველა ვასკვლავის მატჩში" უნდა ეთამაშა "პიტსბურგ პინგვინზის" კაპიტან სიდნი კროსბის, მაგრამ ლიგის მთავარი ვარსკვლავი ტრავმას მკურნალობს. კროსბიმ ბოლო ცხრა მატჩი ტვინის შერყევის გამო გამოტოვა და ჯერაც შორს არის დაბრუნებისგან.

ჯერჯერობით კროსბიმ მხოლოდ ყინულის მიღმა მსუბუქი ვარჯიშების განახლება შეძლო და ძირითად დროს სატრენაჟორო დარბაზში ატარებს.

ამ ეტაპზე კლუბის ხელმძღვანელობა ვერ ასახელებს ფორვარდის ყინულზე დაბრუნების ზუსტ თარიღს. ანალოგიური სიტუაციაა კლუბის მეორე ლიდერ ევგენი მალკინთან დაკავშირებით, რომელიც მუხლის ტრავმას მკურნალობს.

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა