შვეიცარიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ სრიალში ჩვენმა იმედმა - ელენე გედევანიშვილმა მხოლოდ მე-8 ადგილი იკმარა

შვეიცარიის ქალაქ ბერნში გამართულმა ევროპის ჩემპიონატმა ფიგურულ ციგურაობაში გაწბილებულები დაგვტოვა, ჩვენმა იმედმა ელენე გედევანიშვილმა მე-8 ადგილი იკმარა, არადა შარშან მან საქართველოს ისტორიული მედალი მოუპოვა, - პირველი ზამთრის სახეობებში.

მოგეხსენებათ, მთავარი თავისუფალ დისციპლინაში გამოსვლაა, მოკლე პროგრამის შემდეგ ელენე მე-5 ადგილზე იყო და მედლის მოპოვების მცირე შანსს ინარჩუნებდა. შარშან ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი ჩვენებურმა სწორედ თავისუფალში კარგი გამოსვლით მოიპოვა. მაშინ მან 103,72 ქულა მიიღო, რაც ელენესთვის რეკორდულ მაჩვენებლად რჩება. ახლა კი გედევანიშვილმა ტექნიკურ კომპონენტებში სულ რაღაც 43,52 ქულა მიიღო (მხოლოდ მე-14 შედეგი 24 მონაწილეს შორის), პროგრამულში - 51,76, 1 ქულა წაქცევისთვის დააკლეს და ჯამში 94,28 ქულა დაუგრუვდა. ეს კი მე-8 შედეგია როგორც თავისუფალ პროგრამაში, ასევე - საერთო ჯამში. 21 წლის გედევანიშვილის კარიერაში ეს მე-6 ევროპის ჩემპიონატი იყო, ქრონოლოგიურად მისი შედეგები ასეთია: მე-5 (2006); მე-8 (2007), მე-7 (2008), 25-ე (2009), მე-3 (2010) და მე-8 (2011).

თავისუფალი პროგრამა ყველაზე კარგად იტალიელმა კაროლინა კოსტნერმა შეასრულა, მაგრამ ის ვერ გახდა ევროპის 4-გზის ჩემპიონი, შვეიცარიელმა სარა მაიერმა გაცილებით სტაბილურად ისრიალა და ორი დისციპლინის ჯამში ყველას აჯობა - 26 წლის მასპინძელი პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი. პირველი დღის ლიდერი კიირა კორპი კი ბრინჯაოს მედლით დაკმაყოფილდა.

ევროპის ჩემპიონატი. ქალები

1. სარა მაიერი (შვეიცარია) 170,60

2. კაროლინა კოსტნერი (იტალია) 168,54

3. კიირა კორპი (ფინეთი) 166,40

4. ქსენია მაკაროვა (რუსეთი) 162,04

5. ალიონა ლეონოვა (რუსეთი) 154,31

6. ვიქტორია ჰელგესონი (შვედეთი) 151,66

7. ირა ვანუ (ბელგია) 150,66

8. ელენე გედევანიშვილი (საქართველო) 147,96

9. მაე მეიტე (საფრანგეთი) 138,74

10. ვალენტინა მარკეი (იტალია) 137,44.

მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო
VIDEO. ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 1-2 დილა. ის, რაც ფეხბურთში მთავარია...
გატუზომ იტალიის ნაკრები დატოვა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ხუსანოვი "მანჩესტერ სიტის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
[VIDEO] ბითაძის უხეში ჯარიმა და გაწევ-გამოწევა - ქართველი "ატლანტასთან" გააძევეს
[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "ტორონტო" აუტსაიდერთან დამარცხდა
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
[VIDEO] გულიაშვილმა გაიტანა - "რასინგმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
გულიაშვილმა ესპანეთში დაბრუნებისთანავე გაიტანა
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
უკან ევროპაში - ხოსელუს კატარული თავგადასავალი სრულდება