ტურის წინათქმაში ვწერდით, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერ "ლილს" შეტევაში ბევრი ვარიანტი აქვს

ტურის წინათქმაში ვწერდით, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერ "ლილს" შეტევაში ბევრი ვარიანტი აქვს და, თუ მაინც არაფერი გამოსდის, მწვრთნელი რუდი გარსია ტანმაღალ ბრაზილიელ ფორვარდ ტულიო დე მელოს უშვებს მისი თავურების იმედად. ასე მოხდა ამჯერადაც "ლანსის" წინააღმდეგ შეხვედრაში. ლიდერმა ვერაფერი მოუხერხა მოღონიერებულ აუტსაიდერს და როცა თამაშის დასრულებამდე ნახევარ საათზე ოდნავ მეტი რჩებოდა გარსიამ ფლორან ბალმონისა და მუსა სოუს ნაცვლად ლუდოვიკ ობრანიაკი და ტულიო დე მელო შემოიყვანა. ცვლილებამ გაუმართლა მწვრთნელს, ოღონდ 193 სმ სიმაღლის ბრაზილიელმა, რომელიც დღეს 26 წლის ხდება, ამჯერად ფეხით გაიტანა - ედენ ჰაზარდმა მარცხენა ფრთაზე გაინავარდა და საჯარიმოში ობრანიაკი მოძებნა, პოლონეთის ნაკრების ნახევარმცველმაც უმალ დაინახა ტულიო, რომელმაც ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი "ლანსის" კარში. რაც ლასლო ბოლონი "ლანსის" მწვრთნელია, ეს ამ გუნდის პირველი მარცხია.

"ლილმა" კი ბრწყინვალედ იხეირა ამ ტურში, შაბათს კონკურენტთაგან მხოლოდ "პარი სენ ჟერმენმა" მოიგო და 4-ქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა, "ლიონი" და "რენი" კი სენსაციურად დამარცხდნენ.

რუდი გარსია (ლილი): "ვიცოდით, რომ "ლანსი", რომელიც ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, მოედანზე თავს დასდებდა. ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, როცა ჩვენ ბუნებრივ თამაშს ვერ ვაჩვენებთ, გვყავს ტულიო დე მელო. ის და ობრანიაკი ერთმანეთში ფანტასტიკურად არიან შეთამაშებულნი. ეს არ იყო ბრწყინვალე გამარჯვება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ."

"პარი სენ ჟერმენმა" უიმედო აუტსაიდერ "არლ-ავინიონს" სტუმრად 2:1 მოუგო. ამ მატჩში დუბლი შეასრულა მევლუთ ერდინჩმა. მატჩამდე დედაქალაქელებმა ბენინის ნაკრების გამთამაშებელი სტეფან სესენიონი დაკარგეს, რომელიც 7 მილიონ ევროდ "სანდერლენდში" გადავიდა. ანტუან კამბუარეს არ ჰყავდა ლიდერები ოარო, კლემანი და შანტომი, თუმცა პსჟ აუტსაიდერს მათ გარეშეც გაუმკლავდა.

ანტუან კამბუარე (პსჟ): "გამარჯვება ძალზე მნიშვნელოვანი იყო, მახარებს რომ ერდინჩმა შეძლო თავის გამოჩენა, რადგან ბოლო დროს ვერ იყო სათანადო ფორმაში. დღეს კი მან ძალიან კარგად ითამაშა გუნდური ფეხბურთი. თამაშის წინ ვარჯიშზე მაკელელე დაშავდა, მაგრამ კლოდმა თავი დადო და მაინც გამოვიდა მინდორზე."

აი, რა თქვა "ლიონის" მწვრთნელმა კლოდ პუელმა "ვალანსიენთან" 1:2 მარცხის შემდეგ: "შეიძლება, ეს მარცხი ძალიან ძვირადაც დაგვიჯდეს. 0:2-ზე კარგად ვითამაშეთ, მაგრამ დრო არ გვეყო. ვფიქრობ, მაინც ვიმსახურებდით ქულას."

მომდევნო ტური

5 თებერვალი: ბრესტი-ნანსი, კაენი-ლორიანი, ლანსი-ვალანსიენი, მარსელი-არლი, მონპელიე-სენტ ეტიენი, ნიცა-სოშო, რენი-პსჟ; 6 თებერვალი: ოსერი-ლილი, ტულუზი-მონაკო, ლიონი-ბორდო.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXI ტური

არლი-პსჟ 1:2

პსჟ (4-4-2): ედელი - ჟალე, არმანი, სახო, ტიენე - ჟიული (80. მაკონდა), მაკელელე (57. ზ. კამანა), ბოდმერი, ნენე - ლუინდულა, ერდინჩი (68. მორისი).

გოლები: 0:1 ერდინჩი (18), 0:2 ერდინჩი (49), 1:2 ნდიაიე (58)

კაენი-ოსერი 2:0

გოლები: 1:0 ნივე (59), 2:0 კ. ტრაორე (88)

ლორიანი-ბრესტი 2:0

გოლები: 1:0 გამეირო (62), 2:0 გამეირო (70)

სოშო-რენი 5:1

გოლები: 1:0 მაიგა (19), 2:0 მარტინი (43), 3:0 იდეიე (52), 3:1 ბუკარი (54), 4:1 ბუდებუზი (73-პენ), 5:1 მაიგა (85)

გაძევება: დუშეზი (71. რენი)

სენტ ეტიენი-ტულუზი 2:1

გოლები: 1:0 საკო (18), 2:0 საკო (32), 2:1 ტაბანუ (51)

ვალანსიენი-ლიონი 2:1

ლიონი (4-1-2-3): ლორისი - რევეიერი, კრისი, დიახატე, სისოხო (79. ბრიანი) - ტულალანი - გურკუფი (59. ლ. ლოპესი), კალსტრიომი - პიე (86. დელგადო), გომისი, ბაშტოში.

გოლები: 1:0 ბიზევაცი (51-პენ), 2:0 პუჟოლი (58), 2:1 ბაშტოში (70)

ლილი-პსჟ 1:0

ლილი (4-3-3): ლანდრო - დებიუში, რამი, ჩედჯუ, ბერია - ბალმონი (58. ობრანიაკი), მავუბა, კაბაიე - ჟერვინიო, სოუ (58. დე მელო), ჰაზარდი.

გოლი: 1:0 დე მელო (68)

ნანსი-მონპელიე 1:2

გოლები: 1:0 ჰაჯი (2), 1:1 ს. კამარა (7), 1:2 ბოკალი (58)

ბორდო-ნიცა 2:0

გოლები: 1:0 სანე (38), 2:0 მოდესტე (57)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ლილი 21 11 8 2 39:21 41

2. პსჟ 21 10 7 4 34:23 37

3. ლიონი 21 9 7 5 30:23 34

4. რენი 21 9 7 5 23:17 34

5. მონპელიე 21 9 6 6 19:21 33

6. მარსელი 20 8 8 4 29:18 32

7. სტ. ეტიენი 21 8 8 5 29:23 32

8. ბორდო 21 7 9 5 27:23 30

9. ტულუზი 21 9 3 9 23:22 30

10. სოშო 21 8 4 9 35:26 28

11. ბრესტი 21 7 7 7 21:20 28

12. ლორიანი 21 8 4 9 24:27 28

13. ვალანსიენი 21 6 7 8 24:24 25

14. ნანსი 21 7 4 10 22:32 25

15. ოსერი 21 4 12 5 26:25 24

16. კაენი 21 6 6 9 22:29 24

17. ნიცა 21 5 8 8 14:22 23

18. ლანსი 21 5 7 9 21:34 22

19. მონაკო 20 3 11 6 20:21 20

20. არლი 21 1 5 15 11:42 8

ბომბარდირები: 15 - სოუ (ლილი); 13 - ნენე (პსჟ); 11 - ელ-არაბი (კაენი); 10 - ჟერვინიო (ლილი), გამეირო (ლორიანი).

ლიგა 2. XXI ტური

ლე მანი-აიაჩო 3:0

გოლები: 1:0 ბაალი (27), 2:0 პოტე (29), 3:0 ჰელსტადი (75)

ანჟერი-გრენობლი 2:2

გოლები: 0:1 მანდრიჩი (45-პენ), 1:1 საივე (53), 1:2 ჟუანი (85), 2:2 არნო (88)

გაძევება: მალიჩკი (43)

კლერმონი-ტური 3:1

გოლები: 1:0 მულეკი (36), 2:0 პრივატი (50), 3:0 ალესანდრინი (76), 3:1 აბრაამი (90)

ევიანი-ნანტი 3:0

გოლები: 1:0 ფარინა (20), 2:0 ადნანი (43-პენ), 3:0 გუსე (86)

გაძევება: ვაინქერი (61. ნანტი)

ისტრი-რეიმსი 2:0

გოლები: 1:0 ფეტუჰი (59), 2:0 აკრური (84)

გაძევება: კრიხოვიაკი (76. რეიმსი)

ლავალი-ვანი 1:0

გოლი: 1:0 ჟიმბერტი (83)

ნიმი-ბულონი 0:1

გოლი: 0:1 პაიო (28)

სედანი-დიჟონი 0:0

ტრუა-მეცი 2:1

გოლები: 0:1 ნდიაიე (17), 1:1 მარკინიოსი (66-პენ), 2:1 პსაუმე (82)

ლე ავრი-შატორუ დღეს

თ მ ფ წ ბ ქ

1. ევიანი 21 9 9 3 36-22 36

2. ლე მანი 21 10 5 6 26-21 35

3. სედანი 21 8 10 3 35-19 34

4. აიაჩო 21 8 7 6 22-24 31

5. ტრუა 21 8 6 7 19-17 30

6. ტური 21 8 6 7 30-29 30

7. ლე ავრი 20 7 8 5 20-16 29

8. კლერმონი 21 7 8 6 31-30 29

9. ნანტი 21 7 8 6 19-18 29

10. ბულონი 21 6 11 4 16-15 29

11. დიჟონი 21 7 7 7 29-25 28

12. ისტრი 21 6 10 5 20-21 28

13. ნიმი 21 7 6 8 19-18 27

14. შატორუ 20 7 6 7 21-24 27

15. ლავალი 21 6 8 7 15-19 26

16. ანჟერი 21 5 9 7 20-23 24

17. რეიმსი 21 5 7 9 24-28 22

18. ვანი 21 5 6 10 16-32 21

19. მეცი 21 4 8 9 17-19 20

20. გრენობლი 21 4 5 12 20-35 17

ბომბარდირები: 12 - პრივატი (კლერმონი); 11 - ჰელსტადი (ლე მანი), გიე (ტური); 9 - რიბასი (დიჟონი), მარკოსი (ტრუა).

ტრავმირებული ჰაკიმი მაროკოს ნაკრების დასახმარებლად სამშობლოში გაემგზავრება
ლუის ენრიკე: საფონოვზე დაქორწინებული არ ვარ
პსჟ ვიტინიას შემცვლელად "ბარსელონას" ვარსკვლავს განიხილავს
“ა” ლიგის საკვალიფიკაციოში ნახევარფინალისტები ბოლო ტურში დაწყვილდებიან
ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს
"ბარსელონას" მცველს "რეალის" წარუმატებლობა არ უხარია
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
"არსენალის" პრობლემა მათი გულშემატკივრები არიან" - ევრამ "მეთოფეებზე" ისაუბრა
ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატლეტიკთან" მატჩში?
[VIDEO] ბარკოლას ეგოიზმი - "კვარას" პსჟ ბილბაოში "ატლეტიკს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძე შესვენებამდე ათამაშეს - "ვილიარეალი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] როგორი შანსი დაკარგეს - თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა
გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
[PHOTOS] "ტრუსში გადაღებული ფოტოები გამომიგზავნე" - 18 წლის მოდელმა 2-წლიანი ურთიერთობა დაასრულა
კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ალისონი "ლივერპულიდან" წავა? - შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაწყებულია