2 დეკემბერს ევროპულ სტადიონებზე რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა
2 დეკემბერს ევროპულ სტადიონებზე რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა.

აზერბაიჯანის თასის გათამაშების მერვედფინალში ჩვენებურების "ინტერმა" გასვლაზე 3:1 მოუგო თოვუზის "თურანს". ზაურ სვანაძის გუნდის რიგებში 24-ე წუთზე თავი მცველმა ლაშა კასრაძემ გამოიჩინა. მან 90 წუთიც ითამაშა. სრული მატჩი ჩაატარეს ასევე მეკარე გიორგი ლომაიამ და უკანახაზელმა ლაშა სალუქვაძემ. განაცხადში არ იყო ზურაბ ხიზანიშვილი.

როგორც აზერბაიჯანული მედია იტყობინება, ზურაბს მსუბუქი ტრავმა აქვს. ბაქოელთა კიდევ ერთი ქართველი, ნიკა კვეკვესკირი კი კარგა ხანია, გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარება. "ინტერი" თასის მეოთხედფინალშია.

იხილეთ ვიდეო

აზალ-მა საკუთარ მოედანზე 1:2 წააგო "ზირასთან". ამ შეხვედრაში მასპინძელთაგან ერთადერთი გოლი სანდრო გურულმა მაშინ შეაგდო, მსაჯის მიერ დამატებული დრო რომ მიდიოდა. აზალ-ის მეორე ჩვენებურ ნუგზარ კვირტიას არ უთამაშია.

იხილეთ ვიდეო

"ნეფთჩალამ" საკუთარ მოედანზე 0:1 წააგო "სუმგაითთან". მასპინძელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა ქართველმა შემტევმა დავით ჯანელიძემ.

პორტუგალიის რანგით მეორე ლიგის მორიგ ტურში "ჟილ ვისენტემ" სტუმრად 2:1 სძლია "ოლივეირენშეს". გამარჯვებულთა შორის 87 წუთი ითამაშა ნახევარმცველმა ავთო ებრალიძემ.

ამავე ლიგაში, გიორგი მაკარიძის "ფეირენშემ" სტუმრად 1:0 მოუგო "ვარზიმს". მაკარიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო.

პოლონეთის ჩემპიონატში "პოგონმა" გდანსკის "ლეხია" მიიღო. ტრავმის შემდეგ მასპინძელთა რიგებს დაუბრუნდა ლადო დვალიშვილი. ქართველი ფორვარდი მინდორზე 50-ე წუთზე გამოჩნდა. "პოგონმა" კი ბოლო წამზე გატანილი გოლით 1:0 მოიგო.

საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში "გინგამი"-"რეიმსის" (1:2) მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ.

ბელგიის თასის 1/4-ფინალში, რომელშიც ქართველების "გენკმა" "შარლერუას" უმასპინძლა და პენალტების სერიაში 5:4 გაიმარჯვა (ძირითადი დრო 1:1), არ უთამაშია თორნიკე ოქრიაშვილს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა