ქართველი უკანახაზელის "სან დიეგომ" ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
ამერიკის სტუდენტური ლიგის მორიგ არასაკონფერენციო მატჩში ქართველმა უკანახაზელმა დუდა სანაძემ 21 ქულა მიითვალა და "სან დიეგოს" ზედიზედ მეორე გამარჯვება მოაპოვებინა. სანდიეგოელებმა "ბეტესდას" უმასპინძლეს და დამაჯერებელი სხვაობით - 71:56 დაამარცხეს.

არადა, პირველი ტაიმის შემდეგ "სან დიეგო" აგებდა და ქართველი ლეგიონერის შედეგიანობის წყალობით მეორე ნახევარში მეტოქე ჩამოიტოვა და საბოლოო გამარჯვებასაც მიაღწია.

სანაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, მის ანგარიშზე 21 ქულა, 3 ჩაჭრა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება დაგროვდა. დუდამ 30 წუთი ითამაშა და 10-დან 7 ორქულიანი, 8-დან 1 სამიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. თამაშიდან ცხრავე სროლა ააცილა სანაძის თანამებრძოლმა მარკუს ჰარისმა, თუმცა ქართველის შედეგიანობამ სანდიეგოელთა გუნდის ეს ხარვეზი გადაფარა.

არასაკონფერენციო 7 მატჩიდან "სან დიეგოს" 2 მოგება აქვს. "ვესტ ქოუსთის" კონფერენციის ჩემპიონატი 1-ელ იანვარს "პასიფიკთან" მატჩით დაიწყება, მანამდე კი სანაძის გუნდი კიდევ 4 შეხვედრას გამართავს. მომდევნო მატჩი "სან დიეგო ტორეროს" 7 დეკემბერს, თანაქალაქელ "სან დიეგო სტეიტთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

გუგა ნაცვლიშვილის წარმატებული მატჩი და გამარჯვება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში
"ბარსელონას" ამ ფეხბურთელთან ვმეგობრობ" - თორნიკე შენგელია
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო - "პალმერ მალიორკაში" დუდა სანაძის დებიუტი შედგა
ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
დუდა სანაძე კარიერას დუბაის "ალ ნასრში" გააგრძელებს
სანაძის 17 ქულა "ესპეროსს" მოსაგებად არ ეყო
დუდა სანაძის "სან დიეგომ" ისევ წააგო
დე ბრუინიც MLS-ში - "სიტის" ნახევარმცველი შესაძლოა, რამოსის თანაგუნდელი გახდეს
დუდა სანაძის 11 ქულა და მარცხი ლიდერ "გონზაგასთან"
დუდა სანაძე: ამ სეზონის შემდეგ NBA-ს დრაფტზე დავდგები
დუდა სანაძის 12 ქულა და სეზონის პირველი გამარჯვება
დუდა სანაძე: მიხარია, რომ ჩემი გვარი უნივერსიტეტის ისტორიაში ჩაიწერება
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
38 ქულა 33 წუთში - დუდა სანაძე "სან დიეგოს" რეკორდსმენია
სანაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა "ესპეროსი" სტუმრად დამარცხდა